არსენი დიდისა, კათალიკოსისა (887); ღირსთა ეფროსინესი და მამისა მისისა პაფნუტისა, ალექსანდრიელთა (V); ღირსმოწამისა პაფნოტი მეგვიპტელისა და მისთანა 546-თა მოწამეთა (III);
მიცვალება ღირსისა სერგისა, რადონეჟელი იღუმენისა, სასწაულმოქმედისა (1391-1392).
დღის ლოცვა
მიცვალება ღირსისა სერგისა, რადონეჟელი იღუმენისა, საკვირველმოქმედისა
ტროპარი: რომელი იყავ სათნოებათა მოღუაწე, ვითარცა ჭეშმარიტი მხედარი ქრისტეს ღმრთისა, ვნებათა ზედა ძლიერად იღუწიდი ჟამიერსა ცხორებასა შინა, გალობისა, მღვიძარებისა და მარხვისა სახე ექმენ შენთა მოწაფეთა; ამისთვისცა დაიმკვიდრა შენ შორის წმიდამან სულმან, რომლისა მოქმედებითა ბრწყინვალედ შემკულ ხარ, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერება წინაშე წმიდისა სამებისა, მოიხსენე სამწყსო, რომელ შეკრიბე, ბრძენო, და ნუ დაივიწყებ, რამეთუ აღთქმულ ჰყავ შენ გარდამოხილვა შვილთა ზედა შენთა, წმიდაო სერგი, ღირსო მამაო ჩუენო.