ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათი. ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა, მიდიკიის სავანის წინამძღვრისა (824); ღირსისა იოსებ მგალობელისა (883); ქალწულმოწამისა თეოდოსიასი (307-308); ღირსისა ილირიკესი; მოწამეთა: ელპიდიფორესი, დიოსი, ბითონისი და გალიკესი.
დღის ლოცვა
დაუჯდომელი უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
ღირსი ნიკიტა აღმსარებლის, მედიკიის მონასტრის წინამძღვრის კონდაკი: ზეციერი სიბრძნე და ცხორებაი მოიგე, და ცხადად ბრწყინავ, ვითარცა მზე, და შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთათა განანათლებ მყოფთა უფსკრულსა შინა ცხორებისასა, მამაო ნიკიტა, და წარუმართებ ყოველთა ღმრთისა მიმართ, ვინა ევედრე მას დაუცხრომლად ჩვენ ყოველთათვის.