მინდა ყველაფერს ღვთისთვის სათნოდ აღვასრულებდე
მინდა ყველაფერს ღვთისთვის სათნოდ აღვასრულებდე
ეკა პაპუნაშვილმა ჯერ ბავშვთა სამხატვრო აკადემიური სტუდია დაამთავრა, შემდეგ - სახვითი ხელოვნების აკადემია ფერწერის სპეციალობით. მადლიერებით იხსენებს პედაგოგ გურამ გუნცაძეს, რომელსაც სითბო და სიყვარული არ დაუშურებია თავისი მოწაფეებისათვის. ეკლესიასთან დაახლოების შემდეგ ეკა ხატწერის სამყაროს მიეახლა და უფლისაგან ბოძებული ნიჭი ახლა უკვე მის სამსახურში ჩააყენა. თავიდან ამ საქმისთვის უძლურად თვლიდა თავს, მაგრამ, პავლე მოციქულის თქმით, უფლის ძალა ხომ უძლურების დროს ვლინდება.

ხატების წერას ლოცვით იწყებს და იმ წმინდანს სთხოვს შემწეობას, ვის ხატებასაც ქმნის. მიაჩნია, რომ ღვთის ნების გარეშე კაცი წერტილსაც ვერ დასვამს. ხატის წერისას თბილ და ნათელ ფერებს არჩევს, რაც მისი საოცრად მგრძნობიარე შინაგანი ბუნებიდან გამომდინარეობს. თითოეულ ხატში სულსა და გულს, სიყვარულს აქსოვს, ამიტომაც აქვს მის ნამუშევრებს ზემოქმედების საოცარი ძალა და მადლი. ეკა ღვთის ხატს, უპირველეს ყოვლისა, ყოველი ადამიანის პიროვნებაში ხედავს. განსაკუთრებით ლოცულობს მისთვის, ვის სახელზეც უკვეთავენ ხატს (ზოგჯერ უძლურებაში ან განსაცდელში მყოფი ახლობლის ან ოჯახის წევრის სახელზე ხდება ხატის შეკვეთა). ამ დროს თანამოზიარე და მონაწილეა მისი ტკივილისა და სიხარულისა. დღეს ეკას დაწერილი ხატები მრავალ ეკლესიაშია დაბრძანებული. პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის ბაპტისტერიუმის ფრესკების მოხატვაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.

- ეკა, როგორ დაინტერესდი ხატწერით?

- ხატწერასთან ჩემი შეხება ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ მოხდა. იმ პერიოდში პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის მოხატვაზე მუშაობდა ირაკლი ცინცაძე. მე და ჩემმა მეგობრებმა სწორედ მისგან გავიგეთ ხატწერის განსხვავებული ტექნოლოგიის შესახებ. ახლა მე, იოანა (მაია) და ნანა ხატწერას ვემსახურებით.

ხატწერის დაწყების წინ თითქოს რაღაც მაბრკოლებდა. მეგონა, შევიბოჭებოდი, მაგრამ იმდენად დიდი სურვილი მქონდა ხატების შექმნისა, რომ ეს ბარიერიც გადავლახე. მივხვდი, ხატი ძალიან განსხვავდება ფერწერული ქმნილებისგან და ვერანაირი, თუნდაც მაღალი ხელოვნებით გამორჩეული ნახატი მას ვერ შეედრება. ხატწერამ მთელი ჩემი სულიერი სამყარო გახსნა, რადგან თუ უფალს მთელი სული და გული არ გადაუშალე, ვერაფერს შექმნი. შეიძლება ბევრი ხატავდეს, მაგრამ ხატის დაწერა ყველას არ შეუძლია. ეს ნიჭი უფლისგან მოდის ან ძალიან უნდა მოინდომო, ილოცო, რომ მოგეცეს. თანაც თუ გინდა ემსახურო უფალს, შესაბამისად უნდა იცხოვრო. უნდა ეკრძალებოდე და გაუფრთხილდე დამამძიმებელ ცოდვებს, რომლებიც არა მარტო მადლს, არამედ უფალს განგვაშორებს.

- ხატების შექმნისას ტექნიკურ ოსტატობაზე მეტად, ალბათ, ხატმწერის სულიერი განწყობილებაა მნიშვნელოვანი.

- ხატწერის პროცესი არის მშვენიერი, ლამაზი და ამაღლებული. ამ დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხატმწერის სულიერ მდგომარეობას. როცა სული რაიმე ცოდვით ან საზრუნავით არის მოცული, მაშინ ძალიან ჭირს ან შეუძლებელი ხდება მადლთან ერთობა. ხატმწერი მონა და მსახურია ღვთისა, იარაღია უფლის ხელში, რომლითაც ესა თუ ის ხატი იწერება. ხატმწერი ხდება იმ მადლის გამტარი, რომელიც სულიწმინდისგან მოდის და გადაეცემა ხატს (რადგან "ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო შთამომავალ არს"). ხან პირიქითაც ხდება - მადლი გადადის ხატზე და მერე ხატმწერზე. უჩვეულო გრძნობა გეუფლება, როცა ხატი შენს ხელებში ცოცხლდება, თავად თრთი და უდიდესი მოკრძალებით ივსები მის წინაშე და ხარ უზომოდ ბედნიერი, რომ შენ, უღირსი, გახდი ღირსი ასეთი წყალობისა - ღვთისმშობლის საფარველის მოფერებისა, უფლის თვალებში ჩახედვისა. განა შეიძლება რომელიმე წმინდანის თვალების დახატვა უგრძნობლად? ყველა ხატს გააჩნია მადლი, უბრალოდ, ღვთის განგებულებით, შეიძლება ზოგიერთ ხატზე უფრო მეტად გამოვლინდეს იგი, ზოგზე კი ნაკლებად.

- შენ ფერწერული მხატვრული ნამუშევრებიც გაქვს შექმნილი. უფრო რთული რომელზე მუშაობაა?

- ერთი შეხედვით ადამიანს შეიძლება მხატვრული ნამუშევრის შექმნა უფრო რთული ეგონოს, ვიდრე ხატისა, მაგრამ ასე არ არის. პირველად რომ დავიწყე ხატწერის შესწავლა, იმხელა სირთულეს წავაწყდი, გავოცდი. თუ ნახატი მხატვარს მიჰყავს საკუთარი ნებისად, ხატში სხვაგვარად ხდება - თავად მას მიჰყავხარ მისი სურვილისამებრ. ამიტომ ადამიანი კი არ წერს ხატს, არამედ სულიწმინდა. ხატი იმდენად ცოცხალია (ცხოველია), რომ ძალაუნებურად გიჩნდება აზრი: ასეთი სიცოცხლის შექმნა, სულის შთაბერვა ადამიანს არ შეუძლია. ის იქმნება ღვთისაგან.

- მითხარი, "უზომო ბედნიერებას მანიჭებს ხატწერის პროცესი, როცა ხატი შენს ხელებში ცოცხლდებაო". ხომ არ გაიხსენებდი რომელიმე ასეთ შემთხვევას?

- "შენ ხარ ვენახის" ხატს ვწერდი. ის-ის იყო, ხატის შავ კონტურში ამოყვანა დავამთავრე, რომ ტელეფონმა დარეკა. ამან მაიძულა, ხატს ცოტა ხნით მოვცილებოდი. როცა დავბრუნდი და ხატს დავხედე, გავოცდი - თითქოს ჩემს წინ ცოცხალი ღვთისმშობელი იდგა და მიყურებდა. იმდენად ცოცხალი იყო, შიშისაგან ავკანკალდი, თითქოს საკუთარი სხეულისგან განვიძარცვე და ახლა მის წინაშე გაშიშვლებული სულით ვიდექი. ტირილი ამივარდა. ვტიროდი საკუთარ უღირსობას, რომ ჩემისთანა უღირსი მისი ხილვის ღირსი გამხადა და მომცა უფლება, მის საფარველს შევხებოდი, მის ხელებს მოვფერებოდი. საკუთარ თავს ვკიცხავდი, როგორ კადნიერდები, ამხელა სიწმინდეს რომ ეხები-მეთქი. მაგრამ ამ დროს იმდენად დიდი სიყვარულის განცდა გეუფლება, რომ შეუძლებელია მის ძალას წინ აღუდგე და არ შეეხო ხატს. მადლი ანდამატივით გიზიდავს...

ცოტა რომ დავმშვიდდი, მხოლოდ მერეღა შევძელი ხატწერის გაგრძელება. მივხვდი, უფალი გარკვეულწილად მიცავს, ამ განცდებს მიმსუბუქებს, რათა დავიტიო და ხატწერა შევძლო. ამის გარეშე ხატთან მიახლებასაც ვერ გავბედავდი, იმდენად დიდი ძალა და მადლი აქვს მას.

- ფრესკების მოხატვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს...

- წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა არჩილის, ლოცვა-კურთხევით, მე და ჩემმა სულიერმა დამ, იოანამ, ბაპტისტერიუმი ანუ სანათლავი მოვხატეთ. ფრესკაზე მუშაობა საკმაოდ რთული, მძიმე და დამღლელი ჩანს, თუმცა ეს პროცესი ისეთ სულიერ სიმხნევეს განიჭებს და ისეთ ნეტარებას განგაცდევინებს, რომ მასთან შედარებით ყველა დაბრკოლება ფერმკრთალდება. ტაძრის მოხატვას სწორედ სირთულეების გამო გვარიდებენ დედაკაცებს, მაგრამ "შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისა მიერ". გავიხსენოთ თუნდაც წმინდა ნინო, ჯერ კიდევ სრულიად ბავშვი მოვიდა ჩვენს ქვეყანაში და შეძლო ის, რაც მოციქულებმაც ვერ აღასრულეს ბოლომდე - საქართველოს გაქრისტიანება. თუ ღმერთმა ინება, უძლურ დედაკაცებსაც აღგვიღებს ხელში, ვითარცა ნაზ და სუსტ ფუნჯს და გვიმსახურებს.

- ეკა, ფერებს რა პრინციპით არჩევ, რომელს ანიჭებ უპირატესობას?

- ფერთა შეწყობისას ამოსავალი ის არის, რომ მინდა იყოს თბილი, ნათელი და მადლიანი ფერები. ქართულ ნახატებს გამოარჩევს კოლორიტულობა, სითბო, რაც ქართული სულისთვის არის დამახასიათებელი. ხაზსაც უფრო რბილად ვავლებ, რადგან ბუნებით არა ვარ მკაცრი. საერთოდ, ადამიანის ხასიათი მის ნამუშევრებში ჩანს.

- შენ დაწერე სრულიად ახალი "ლომისის წმინდა გიორგის" ხატი, რომელზეც ასახულია წმინდა გიორგის მიერ აღსრულებული სასწაული...

- ეს ხატი ჩვენი სურვილითა და მოძღვრის კურთხევით შეიქმნა იმ გადმოცემებზე დაყრდნობით, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს.

ხატის შუაგულშია ალისფერ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი მათრახით ხელში. ზეციდან უფლის მაკურთხებელი მარჯვენა აკურთხებს. ფონზე მოჩანს თეთრი ლომა ხარი, რომლის რქებზეც წმინდა გიორგის ჭედური ხატია დაბრძანებული. უკან მოჰყვება ის ხალხი, რომელიც წმინდა გიორგიმ ხვარაზმელთა ტყვეობიდან გამოიხსნა. გზა ადის ზევით, მთაზე, სადაც ჯვარია აღმართული და სადაც შემდგომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ააგებს მადლიერი ქართველობა.

წინა პლანზე, დაბლა, მუხლმოდრეკილი მამაკაცი და დედაკაცი შვილიერებას ევედრებიან წმინდა გიორგის და აკვანს სწირავენ მას.

ლომისის წმინდა გიორგი ოდითგანვე უშვილოთა შემწე იყო. მეც, როგორც ხატმწერი, მუხლმოდრეკით შევთხოვ დიდმოწამეს, შეჭირვებულნი ანუგეშოს და წულგაჭირვებულებს წული გაუჩინოს.

- რელიგიურ თემებზე შესრულებული მხატვრული ნამუშევრებიც გაქვს. ერთ-ერთი მათგანი, "აღდგომა", ჩვენს ჟურნალშიც დაიბეჭდა...

- ნახატზე გამოსახულია ძველი ქართული ღარიბი ოჯახი, რომლის წევრებსაც აქვთ ალალი, სუფთა გული და სარწმუნოება, მოკრძალება უფლის მიმართ. მინდოდა მადლით მოსილი ოჯახური იდილია და სიმყუდროვე შემექმნა. პასქა, წითელი კვერცხები, სანთლები - აღდგომის ჩუმი მოლოდინითა და გამოუთქმელი სიხარულით არის აღსავსე. ბავშვს ერთი სული აქვს, დედა როდის დაჭრის პასქას. მართალია, ძვირფასი სუფრა არა აქვთ გაშლილი, მაგრამ რაც შეეძლოთ, ყველაფერი აღასრულეს. თითო ჭიქა ღვინოსაც იხმევენ, უფლის აღდგომის სადღეგრძელოს იტყვიან.

- როგორც ვიცი, შენი ხელოვნების პირველი შემფასებელი მეუღლეა (ეკას მეუღლე "კარიბჭის" მკითხველისთვის კარგად ნაცნობი კახა კენკიშვილი გახლავთ - ავტ.)...

- დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას მეტყვის ჩემი მეუღლე. იგი ხატების შერჩევაშიც მეხმარება. მეუღლე, პირველ რიგში, ჩემი სულიერი მეგობარია, რომელსაც ჩემი უსიტყვოდ ესმის და ყოველთვის გვერდში მიდგას. ცხოვრების გზა ადვილი გასავლელი არ არის. კარგია, როცა გვერდით ისეთი მეგობარი გყავს, რომელიც ხელს შეგაშველებს, წამოგაყენებს, რომელსაც დაეყრდნობი. ასევე, ვითვალისწინებ დედაჩემის აზრს.

- დაბოლოს, რას ეტყოდი "კარიბჭის" მკითხველს?

- "კარიბჭის" მკითხველები მორწმუნენი არიან. მე მინდა ვუთხრა მათ, ვისაც არ სჯერა ხატების ძალისა: მივიდნენ და ჩახედონ მათზე გამოსახულ წმინდანებს თვალებში და უთხრან, რაც აწუხებთ; სთხოვონ, რაც სჭირდებათ. შეუძლებელია, რომ მათ არაფერი იგრძნონ.

რასაც ვაკეთებ, მინდა ყველაფერს ღვთისთვის სათნოდ აღვასრულებდე, მთელ სულსა და გულს ვდებდე მასში. ყველა ხატს ვაყოლებ ლოცვას, რომ მათმა მადლმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat