ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს
ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს
ღმერთო მაღალო
(ვედრება)
ღმერთო მაღალო, ღმერთო ძლიერო,
სულის ცეცხლო და სულის მნათობო,

ყოვლადვე გვედრებ, გამაციერე
და წუთისოფელს არ შემატოვო.
არ დამიმარხო სულის საუნჯე,
დამიმხე ჩემი ცის დამსეტყველი,
არ განმირისხდე, არ დამამუნჯო,
არ ამომშანთო ენა მეტყველი.
შემინდე ჩემი ცოდვის სიუხვე,
სულის წყლულებზე სალბუნმდებელო,
გამიცისკროვნე კლდე და ჭიუხი,
თავადვე კლდეო, აუღებელო.
არ გამიქარვო სულში ღვთის სახე,
შენ, რომლისთვისაც ჯვარზე კვდებოდი;
მეც შენთა დღეთა დიდება ვნახე,
როცა ღვთისმშობელს ევედრებოდი.
დღეს დამხობილმან მამულის მთებზე,
დღისით და ღამით, წვიმად და ცვარად,
მხოლოდღა ლოცვა-ვედრება შევძელ
ყოველთვის, ყველგან, მარად და მარად.
სამშობლოს დღეო, აღსადგენელო,
ამღერებულო პოეტის ხმაში...
ქვეწარმავალი თვალუწვდენელი
სჩანს ბაზალეთის სისხლიან ტბაში.
გარიჟრაჟებით ბურვილ მზეებში
ორთქლდება ცრემლი ფიქრების მჩატის,
ქართულ ტბებსა და მდინარეებში
გულსევდიანი ასული ჩადის.
წარსულის ამბებს იმღერს კანკალით,
სიდარბაისლით, მანდილის რხევით
და სისხლიანი ოქროს აკვანი
საგანთიადოდ ამოაქვს ზევით.

2000-2001წ.წ.


"მე ყოველთვის მიხაროდა, რომ დიდი გოგლა ლეონიძის ხელდასხმული ვიყავი.

არ ვიცი, ჩემს ძვირფას ნუგზარს რამდენად ახარებს, მე კი ნამდვილად მიხარია, რომ იგი ჩემს მიერ ხელდახმული პოეტია.

არ მავიწყდება ის დღე, როდესაც მან თავისი პირველი ლექსები მომიტანა; ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჩვენ მაშინვე შევიკრიბეთ მწერალთა კავშირში, ვითათბირეთ და როგორც კი საშუალება მოგვეცა, ჩავრთეთ კიდეც ქართველ მწერალთა თხუთმეტკაციან დელეგაციაში, მოსკოვში, დიდი ილიას 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ქართული პოეზიის საღამოზე მონაწილეობის მისაღებად.

და იგი იყო ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი ახალგაზრდული ქართული მწერლობისა.

მიუხედავად ამისა, ნუგზარ ჩიკვაიძე იმდენად მოკრძალებული პიროვნებაა, რომ ვერ უვლის თავის შესანიშნავ შემოქმედებას ისე, როგორც ეს საჭიროა.

უნდა აღვნიშნო, რაც მასთან ურთიერთობისას ყოველთვის ხაზგასმით შეიმჩნევა: მართალია, იგი მთელი თავისი არსებით და შემოქმედებით ამ ეპოქის პოეტია, რაღაცით ჩამოჰგავს მე-19 საუკუნის ქართულ ინტელიგენციას. ასეთად წარმომიდგენია, სწორედ ასეთნი იქნებოდნენ, ამ ასაკში მე-19 საუკუნის ინტელიგენტები: პოეტები, მწერლები, კომპოზიტორები, მხატვრები, ფილოსოფოსები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები.

...ნიჭით სავსე, ერთგულებით სავსე შემოქმედი ჰყავს საქართველოს.

ნუგზარ ჩიკვაიძე ჩვენს მწერლობაში ძვირფასი მოვლენაა.

მე მიხარია, რომ მასთან ურთიერთობა მაქვს.

ღმერთო, გამარჯვების გზა დაულოცე!" - ამ სიტყვებით დალოცა პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა ამჟამად ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მოძღვრის, მამა ილიას, ერისკაცობაში ნუგზარ ჩიკვაიძის, შემობიჯება ქართულ მწერლობაში. ჯანსუღ ჩარკვიანის ეს შეფასება, რომლის ფრაგმენტიც შემოგთავაზეთ, ახალგაზრდა პოეტის 2003 წელს გამოცემულ ლექსების კრებულს აქვს წამძღვარებული. წიგნის სახელწოდებაა "მთის მწვერვალები". მისი ლექსების პირველი კრებული "სინათლისაკენ" 1990 წელს გამოსცა გამომცემლობა "მერანმა".

მამა ილია ჩიკვაიძე 1969 წელს დაიბადა თბილისში. დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი და ვიდრე მღვდელმსახური გახდებოდა, ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა საღვთო სჯულს, რელიგიის ისტორიას, მშობლიურ ლიტერატურას. მშობლებიც პედაგოგები ყოფილან, თუმცა მამის ხსოვნა არ შემორჩენია მის მეხსიერებას. ბატონი ნიკო გოგოჭური ამ წიგნისათვის დართულ ბოლოსიტყვაობაში შენიშნავს: "ხარი სიმძლავრისა და სიწმინდის სიმბოლოდ ესახებოდათ ჩვენს წინაპრებს. "დახარებული ვაჟკაციაო", 35-40 წლის მამაკაცზე იტყვიან ხოლმე, მისი სრულქმნილობის აღსანიშნავად.

ჩემს თვალწინ ჩაიარა ნუგზარ ჩიკვაიძის ცხოვრებამ მისი დაბადებიდან დახარებამდე. მამა - იური ჩიკვაიძე, შესანიშნავი ლიტერატორი, უგანსწავლულესი და უპატიოსნესი კაცი, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, ერთი წლის ობოლი დედამ და ბიძამ - დალი და ოთარ რუსიაშვილებმა რუდუნებით გაზარდეს, მაგრამ უმამობის კომპლექსი დღემდე მაინც შემომრჩაო, - იტყვის ხოლმე.

მამის მეგობრებს მოგონებების მოყოლას გვთხოვს, მერე შეუძლია საათობით გისმინოს სევდიანი ღიმილით.

ღვთის მომადლებულმა პოეზიის ნიჭმა ადრევე იჩინა თავი, ცდიდა და აწრთობდა პოეტურ ხმას; რწმენას და ძალას იძენდა, მერე, კეთილი ადამიანების წყალობით, დიდ ასპარეზზეც შეაბიჯა და 22 წლის ყმაწვილმა მშვენიერი ლექსების კრებული გამოსცა".

როგორც მამა ილია აღნიშნავს, "ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა დედა გარდამეცვალა". დედის გარდაცვალებას, მოგვიანებით, მამა ილიამ პოეტური კრებულიც კი მიუძრვნა სათაურით "თოვს, დედას ძლიერ უყვარდა თოვა..." "ვაი, თუ მუხა გადაიქცა, ჟამი მისდევს ლიანდაგს, წახვედი და ცა და მიწა, უცებ გაერთიანდა", - წერს იგი ერთ-ერთ ლექსში. და კიდევ:

"სახლში აღარ მელოდება დედა,
აღარ მიღებს ჩემი სახლის კარებს,
ბუდეებში გუგულები სხედან,
ფიჭვნარებში გახლართულა მთვარე".


გავეცნოთ კიდევ რამდენიმე ლექსს ამ კრებულიდან:


თოვს
"თოვს, დედას ძლიერ უყვარდა თოვა,
დრო-ჟამი სულ ამ ტკივილით გავლის
მარადიული სიცოცხლე მოვა
და სიცივესაც გაუვა ყავლი,
ცხოვრებას სისხლის ცრემლები განბანს,
და თურმე სულიც უფალთან მივა...
ვიხურავ დედის გაცრეცილ საბანს
და შორეული სიცივით მცივა...
საფლავზე ტირის ქვა, კლდე და ლოდი,
ზეცაზე ვარსკვლავთ სხივი მძიმდება...
მარადიული ზაფხული მოდის
და აღარასდროს აგიცივდება...
ვიხსენებ დედის დაქანცულ იერს,
უფლისგან ქმნილს და უფლისგან მოვლილს...
დედაჩემს თოვლი უყვარდა ძლიერ,
დღეს დედის საფლავს ახურავს თოვლი".



სამკაულებად ჩემს ცრემლებს გატან...
მე შენს ღიმილში ღვთის ნათელს ვხედავ...
ესოდენ მხნე და ესოდენ მშვიდი -
განთიადისას წავიდა დედა,
ჩემი პატარა ღაბუა ჩიტი.
მან დამიბარა, იცხოვრე ისე,
როგორაც შენმა მამამ და პაპამ,
მას თვალში ედგა სხივები მზისა
და სიკვდილამდე უჭირდა ყლაპვა,
მას ტკივილამდე სწყუროდა წყალი,
ცვარი და წვეთი, წვიმის და ღრუბლის,
მან ცრემლით სავსე დახუჭა თვალი
და გაუთენდა ზეცისფრად შუბლი.
მას ვარდისფერი ტუჩები ჰქონდა
და მის კუბოსთან სიკვდილიც შედგა,
მას დარჩა ერთი პატარა ოდა
და სამშობლოსთვის გული და ფეთქვა.
მან დაამარცხა სიკვდილის ძალა,
ღიმილით მზერდა ამ სოფლის ქილიკს,
მან მოიხადა ღვთიური ვალი
და ზეცისაკენ შეუყვა ბილიკს...
მოვსულვარ ქვეყნად საიდან სადა,
გრიგალში ვდგავარ ცრემლის მფრქვეველში,
სამკაულებად ჩემს ცრემლებს გატან,
ძვირფასო, ქრისტეს სასუფეველში!..


- დავიბადე ტრადიციულ ქართულ ოჯახში თბილისში. მამის გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ოჯახი თელავში, დედის მშობლიურ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ჩვენს ოჯახში სარწმუნოებას, სამშობლოს სიყვარულს და სწავლა-განათლებას პირველი ადგილი ეკავა. 1937 წელს რეპრესირებული ოჯახი იყო, წლების შემდეგ კი მოვიდა დიდი პაპის რეაბილიტაციის ცნობა... მამის მხრიდან წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ, მამიდა იტყოდა ხოლმე, არავის ახსოვს ჩვენს წინაპრებში შეუმოსავი კაციო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V დევდარიანი და ბებიაჩემი ქსენია დევდარიანი ბიძაშვილები იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან ბებიაჩემის ძმა ნიკოლოზ (ბიჭიკო) ჩიხრაძე უწმინდესის სიძე. სანათესაოში უწმინდესს ხარიტონს ეძახდნენ. რომ გავიზარდე, გავაცნობიერე, თურმე ჩვენი ხარიტონ ბაბუა საქართველოს სულიერი მამა და დიდი პატრიარქი ბრძანდებოდა, ახლა ხშირად შევთხოვ მის სულს შეწევნას და დახმარებას, ყოველთვის მეყსეულად ამისრულებს ხოლმე სათხოვარს.

ჩემი პირველი მოძღვარი ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლ ცერცვაძე იყო, უტკბესი და უსპეტაკესი ადამიანი, ეს ის მეუფე გრიგოლია, უწმინდეს ილიას აღსაყდრებისას თავზე საპატრიარქო მიტრა-გვირგვინი რომ დაადგა. კეთილად მახსოვს მისი ტკბილი სწავლანი და კურთხევანი. თელავის ღვთაების საკათედრო ტაძარი რუსიაშვილების საგვარეულო ტაძარია. დედა რუსიაშვილი იყო, ბავშვობაში ხშირად დავყავდი იქ. ვყიდულობდი უამრავ სანთელს, ვანთებდი და შინ გახარებული ვბრუნდებოდი.

დედა თელავში ცნობილი პედაგოგი იყო, ჩვენს ოჯახში გვარდებოდა ათეულობით ადამიანის პრობლემა, მას მოყვასის ჯვრისმტვირთველობის ეს თვისება უხვად ჰქონდა ღვთისგან მომადლებული. მამა ფილოლოგიის კათედრის გამგე იყო, მაშინდელ ინტელიგენციაში მეტად ცნობილი პიროვნება, ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა ავტოავარიაში. ჩვეულებრივი მოწაფე გახლდით, თუმც მაღალი აკადემიური მოსწრება მქონდა. მიყვარდა კითხვა.

მე 80-იანი წლებიდან ტაძარში ვარ. ჯერ კიდევ ათეისტურ ეპოქაში დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, უწმინდესის წირვებს ვესწრებოდი... ისე ცოტა ვიყავით, რომ პატრიარქი ჯვარზე გვამთხვევინებდა სულ რამდენიმე ადამიანს. მაშინ ტაძარში არავინ დადიოდა, მძიმე დრო იყო, მკაცრად გვაფრთხილებდნენ, რომ სააღდგომო დღესასწაულზე ტაძარში არ წავსულიყავით...

დედას ცოცხალი სარწმუნოება ჰქონდა. მოსწავლეები ეკლესია-მონასტრების მოსალოცად დაჰყავდა კულტურული ძეგლების აღწერა-დათვალიერებების საბაბით და იქ მათ ისტორიას უყვებოდა. ერთხელ სამთავროს მონასტრიდან ჩამოვიდა და მითხრა, იქ საოცარი ბერი ვნახეთ, მამა გაბრიელიო. მაშინ, სამწუხაროდ, არ ვიცოდით, ვინ იყო მამა გაბრიელი, ერთად სურათიც გადაუღიათ.

მძიმე წუთებში ჩემი განსაცდელები მთლიანად მეუფე სერგიმ იტვირთა. მასთან უსიტყვო ურთიერთობაც კი მზრდის, ის არის დიდი მლოცველი და მოძღვარი. ბედნიერი ვარ, ამ დიდ მოძღვართან ურთიერთობის ღირსი რომ გამხადა ღმერთმა. ერთხელ მეუფემ მითხრა: - ყველაფერი უნდა დაანგრიო და ახლიდან ააშენოო.

სამყაროში არსებული საგნები და მოვლენები ხომ პირობითია. პირობითობის განცდა იშლება იქ, სადაც ირღვევა ზღვარი კაცსა და ღმერთს შორის, სადაც ღვთისა და კაცის ერთობა ბუნებრივად შედგა ანუ მადლით აღვსება, განღმრთობა მოხდა. ამ დროს ხდება კრიტერიუმების და პირობითობაში მყოფი ადამიანური მენტალიტეტის რღვევა - უნდა გახვიდე აბსოლუტურად ყველა სიტუაციიდან და შეხვდე ღმერთს.

ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა მამაჩემის მამამ, რომელიც უსპეტაკესი ადამიანი იყო. მას ფარული სარწმუნოება ჰქონდა, სახლის უკანა ოთახში ხატები ესვენა. პატარა რომ ვიყავი, მიკვირდა ამ ოთახის არსებობა, იქ არავის უშვებდა, მხოლოდ თვითონ შედიოდა და მუხლმოყრით ლოცულობდა.

ბაბუა დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა, ხშირად მწერდა წერილებს, ყოველი წერილი გამსჭვალული იყო უფლისა და მოყვასის სიყვარულზე სწავლებით, მირჩევდა, ჩემი რწმენა ცოდნაზე დამეშენებინა და სამშობლოს კეთილდღეობაზე მეზრუნა... როდესაც ბაბუასაგან ამანათი მოვიდოდა, ვიცოდით, წიგნებს მიგზავნიდა, თან მოჰყვებოდა მითითება, რომ ყურადღება გამემახვილებინა ამა თუ იმ თავის ამა თუ იმ მუხლზე, როდესაც ბაბუასთან ზაფხულის არდადეგებზე ჩავიდოდი, ამ საკითხებზე უნდა ჩემი აზრები გამომეთქვა. ეს ყოველივე განაპირობებდა გასაოცარ შინაგან წესრიგს", - იხსენებს მამა ილია ჟურნალ "ქვაკუთხედში" დაბეჭდილ ერთ-ერთ ინტერვიუში.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კურთხევით, მამა ილია ჩიკვაიძემ 1996 წლიდან აღადგინა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის სალიტერატურო ჟურნალი "საქართველოს მოამბე" და დღემდე მისი რედაქტორ-გამომცემელია.

მამა ილია თითქმის სამი ათეული წელია, რაც მღვდელმსახურებას ეწევა და ამ ხნის მანძილზე ურთიერთობა ჰქონდა ისეთ ღვაწლმოსილ მღვდელმთავრებთან, როგორებიც არიან უწმინდესი ილია II, მეუფე იობი, მეუფე თადეოზი, მეუფე სერგი, მეუფე გრიგოლი და სხვა. მართლაც დიდი გამოცდილება შეიძინა, რაზეც ჩვენი ჟურნალის მორიგ ნომერშიც მოგითხრობთ. ახლა კვლავ გთავაზობთ რამდენიმე ლექსს მამა ილიას პოეტური კრებულიდან "მთის მწვერვალები".


ექსპრომტი
შენ ვიღამ მოგცა, ნეტავ, სახელი,
ამ ცხოვრებაში ვალმოუხდელო?!
როგორ ფრიალებ ქარში, სახეო,
კარგა ხანს ნიღაბჩამოუხდელო.
შენ ზიხარ მეფის ვეება გემში,
როგორც მოყმე და როგორც ნეტარი;
არ არსებულა ცხოვრებად შენში
სიცოცხლე ღვთისთვის გასამეტარი.
დგახარ სიცრუის ფუტურო კართან,
ცეკვა-თამაშით გიტყუებს ვიღაც;
დრო-ჟამი ახდის კულისებს ფარდას
და რეჟისორსაც ჩამოჰგლეჯს ნიღაბს

2000 წელი


ქართვლის მნათობო!
უწმინდესსა და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს
ქართვლის მნათობო, ქარბორბალას როგორ გავექცეთ,
თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში;
ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს
და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში.
ხელით გიპყრია,ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი
სამშობლოს გული, ნოეს წმინდა კიდობანივით.

იქ მიუწვდომელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი,
სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან;
დგას საქართველო დამეწყრილი და დამეხილი
და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან.

უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები,
ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ;
რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები,
და ეს ცა, მთები, ეს ველები რას მეტყველებენ.

მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი,
ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა,
როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო,
ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა.

შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში აღმართულა, როგორც ხარდანი,
ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება
ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი;
შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში აღმართულა, როგორც ხარდანი.

ჩვენს ჭრილობებში ჩაბელტილი გველის შხამია,
დაბნეულ ქართველს გულ-გონება გადაეღალა;
ლოცვებმან შენმან შეაკავეს ღვთის მრისხანება
და შენს ცრემლებში დაწმენდილა ჩვენი ქვეყანა.

სოფლისა თავზე მობრიალე არწივ-ლომი ხარ,
ეს კლდე-მინდვრები დაჩეხილი Dშენი ტანია;
ცრემლით და ლოცვით მოთმინების გზას შესდგომიხარ
და ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე აგიტანია.

შენ გვიხმობ ცისკენ, ჩვენ კი უფალს როგორ დავშორდით,
და მაინც გვინდა ჩვენს განზრახვებს ღმერთის გზა ერქვას;
წმიდა მამაო, გადაგღალეთ ჩვენი ბავშვობით,
თუმცა ამ ცოდვებს ურჯულობა უნდა დაერქვას.

ო, სულნათელო, მაცხოვრისა მოგვეც მშვიდობა
დღეს ხმალ-აბჯარი შეგვწყდომია ტანზე ღილივით;
გვარწყულ-გვაპურებს ეგ სიმშვიდე და სულდიდობა
ლოცვით, კურთხევა-სიყვარულით, ღვთიურ ღიმილით,
ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს,
თავს შენი კვერთხი დასდგომია ზეთისხილივით...
2000 წელი, 3 იანვარი

(გაგრძელება იქნება)


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat