თუ ადამიანს არ სურს შეჩერდეს განვითარების გზაზე, მას ლიტერატურის ენით საუბარი მართებს
თუ ადამიანს არ სურს შეჩერდეს განვითარების გზაზე, მას ლიტერატურის ენით საუბარი მართებს
ენა ცოცხალი ორგანიზმია. იგი მუდმივ მოძრაობაშია, დროის შესაბამისად იცვლება და ვითარდება. ეს კანონზომიერიცაა, მაგრამ რაც დღეს მასობრივად ხდება მასმედიასა და ზეპირ მეტყველებაში, ამას ენის განვითარებას ვერ ვუწოდებთ. ბარბარიზმებისა და ჟარგონების შემოჭრით ენა ბინძურდება, მდაბიური, უწმაწური ხდება. იბღალება მეტყველებაც. შეიმჩნევა შეცვლილი ინტონაციით საუბრის ტენდენცია, რაც სალიტერატურო ენას საფრთხეს უქადის. სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენასა და დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ხელს უწყობდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის მუშაობა, რომლის საბაზო დაწესებულება ათეული წლის მანძილზე იყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. გვესაუბრება ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ქალბატონი გუჩა კვარაცხელია.

- ყველა ხალხი ანბანის შექმნას დიდ კულტურულ-ისტორიულ მოვლენად მიიჩნევს. ისტორიული ტრადიცია ქართული ანბანის შექმნას ფარნავაზის მეფობის დროს უკავშირებს...

ჩვენამდე მოღწეული პირველი წერილობითი ძეგლი - პალესტინის ჯვრის მონასტრის წარწერა - V საუკუნით (432-452 წ.წ.) თარიღდება, ხოლო ბოლნისის სიონისა - 492-493 წლებით. ამ და სხვა წყაროთა მიხედვით, პირველი ქართული ანბანი მრგლოვანია - ასოთა მოხაზულობა მომრგვალებულია, ყველა ასო ორ ხაზშუა იწერება და ამიტომ ასოთა სიმაღლე თანაბარია. ეს ჩვენი დამწერლობის განვითარების პირველი საფეხურია (V-დან IX საუკუნემდე). მას თანდათანობით ცვლის ნუსხური დამწერლობა, სადაც ასოებს კუთხოვანი მოხაზულობა აქვს, ამავე დროს, ისინი განლაგებულია ოთხ ხაზში და, შესაბამისად, ასოებიც სხვადასხვა სიმაღლისაა. კუთხოვანი დამწერლობით ხდებოდა სასულიერო წიგნების გადანუსხვა, აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც - ნუსხური. ეს იყო ჩვენი დამწერლობის განვითარების მეორე საფეხური. უშუალოდ ნუსხურისგან აღმოცენდა მხედრული დამწერლობა, რომელმაც XVII საუკუნისთვის მიიღო დღევანდელი სახე და ქართული წიგნის ბეჭდვის დაწყებიდან (1629წ.) საბოლოოდ დამკვიდრდა. რუსთაველის პოემის პირველი გამოცემაც (1712წ.) მხედრული ასოებით არის ნაბეჭდი. მხედრულს, როგორც ვხედავთ, ასოთა განლაგების ოთხხაზოვანი სისტემა ხუცურიდან მოჰყვება, ხოლო ასოთა კვლავ დამრგვალება გამოიწვია სწრაფად წერამ.

- ქართულ ანბანში ადრე ოცდათვრამეტი ასო-ნიშანი იყო. თანამედროვე ანბანში აღარ იხმარება ხუთი მათგანი. ვინ შეცვალა ეს და რატომ?

- ხუთი ასოს ამოღება მხედრული ანბანიდან უკავშირდება ილია ჭავჭავაძის სახელს, რომლის თაოსნობითაც XIX საუკუნის 60-იან წლებში ჩატარდა ორთოგრაფიული რეფორმა. ხმარებიდან ამოღებულ იქნა ის ხუთი ასო, რომლებსაც ბგერობრივი შესატყვისები არ მოეპოვებოდა ენაში.

- როგორ არის ენათმეცნიერებაში "ენის განვითარების" ცნება გაგებული, რამდენად შეიძლება ენის განვითარებაზე ლაპარაკი?

- ეს ცნება ერთგვაროვნად არ არის გაგებული. ზოგიერთი მეცნიერი საერთოდ არ ცნობს ასეთ ცნებას. ისინი არ ფიქრობენ, რომ, მაგალითად, ჰომეროსის ენა ნაკლებად განვითარებული იყო, ვიდრე თანამედროვე ბერძნულია. რა უნდა მივიჩნიოთ ენის განვითარებად - მისი გრამატიკული წყობის თუ ლექსიკური ფონდის შემადგენლობის ცვლა? პირველი იმდენად ნელა იცვლება, რომ ამის შესამჩნევად საუკუნეებია საჭირო; შედარებით სწრაფად იცვლება ლექსიკური ერთეულები. თუ სიტყვათა ფონდი ივსება ახალ ცნებათა სახელებით, ახალ ცოდნათა აღმნიშვნელი სიტყვებითა და გამოთქმებით, ვამბობთ, რომ ამ ენის ლექსიკა მდიდრდება.

- ახდენს თუ არა ზემოქმედებას ენებზე მათი ურთიერთკონტაქტი და დადებითია თუ არა ერთი ენიდან მეორე ენაში ლექსიკის სესხება - რამდენად შეიცავს ეს ინდივიდუალობის, თვითმყოფადობის დაკარგვის საფრთხეს?

- ისეთი ქვეყნისათვის, რომელიც თავისი გეოპოლიტიკური ვითარების გამო არასოდეს ყოფილა იზოლირებული დანარჩენი მსოფლიოსგან, გავლენათა ფართო შესაძლებლობები იქმნებოდა. ასე იყო საქართველოსთვისაც, რომელიც გზად იდო აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. არაერთი მოძალადე და დამპყრობიც ახსოვს საქართველოს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენი ხალხი, როგორც ეთნოსი, თვითმყოფადობას ინარჩუნებდა.

რაც უფრო ძველი მწიგნობრული ტრადიციისაა ენა, რაც უფრო მდიდარია, მით უფრო მაღალია მასში ლექსიკურ ნასესხობათა ხვედრითი წილი. თუ მსესხებელი ენა უცხო ლექსიკას თავის "ქურაში ადნობს", თავის ყალიბში აქცევს, დროთა ვითარებაში იგი მისი ორგანული ნაწილი ხდება და "უცხო სხეულად" არ აღიქმება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის დგებოდა და ახლაც დგას საკითხი სესხების მართლზომიერებისა და აუცილებლობის შესახებ. სხვადასხვა ენის სინამდვილე გვიდასტურებს, რომ ამის სავსებით თავიდან აცილება შეუძლებელია.

ახალი, უცხო სიტყვები მაშინვე იჩენს თავს, როგორც კი ხმარებაში შემოდის უცხო წარმომავლობის საგნები, რომლებსაც ეს სიტყვები აღნიშნავენ (მაგალითად, კომპიუტერი, ინტერნეტი) ან შემოდის ახალი ცნებები, რომელთა შემუშავება სხვა ქვეყანაში, სხვა ენაზე მოხდა. ასეთი მრავლადაა თეოლოგიაში, ფილოსოფიაში და მეცნიერებათა სხვა დარგებში. თუ მიმღებ ენაში საკუთარი სიტყვა მოიძებნება, რომელსაც შეუძლია ახალი, მეცნიერული თუ სხვა რიგის, ცნების აღნიშვნა, სრულიად გაუმართლებელია უცხო სიტყვის შემოტანა.

ნასესხებ ლექსიკაზე ბევრად მეტ საფრთხეს უქმნის ენის "ინდივიდუალობას" იმგვარი კალკები, რომლებიც მის სპეციფიკურ გრამატიკულ კატეგორიებს უგულებელყოფს (მაგალითად, მასმედიაში შეიმჩნევა ქცევის კატეგორიის "დავიწყება": "ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩვენთვის" ნაცვლად ბუნებრივი კონსტრუქციისა - "ისინი ყველაფერს გვიკეთებენ") ან ანგრევს სიტყვის სემანტიკურ სტრუქტურას (მაგალითად, ზმნების "აქვს" - "გააჩნია" არასწორი განაწილება: "ბევრი წიგნი გამაჩნია" ნაცვლად ამისა - "ბევრი წიგნი მაქვს"). თუ მსგავსი სიტყვახმარება რეგულარული გახდება, ცხადია, ენა ბევრ მისთვის დამახასიათებელ ნიშანს დაკარგავს.

- თქვენი აზრით, რა არის ჩვენი სალიტერატურო ენის დაკნინების მიზეზი, რისი მომსწრენიც ვართ დღეს?

- მართალია, ენა ცოცხალი ორგანიზმია, ის მუდმივ მოძრაობაშია, მაგრამ ენა მოძრაობაში აზროვნებას მოჰყავს. ის თავისთავად ვერ განვითარდება. ყველაფერი, რაც დღეს სასაუბრო მეტყველებაში გვესმის და რასაც ახალ მხატვრულ ნაწარმოებებშიც ვკითხულობთ, სალიტერატურო ენის დაკნინება უფროა, ვიდრე გამდიდრება. მიზეზი კი გაუკუღმართებულად გაგებული დემოკრატია და ლიბერალიზმია, რომელიც მოვალეობასა და პასუხისმგებლობას არ ცნობს, როგორც თითქოსდა მათი თავისუფლების შემზღუდველთ. მაგრამ, როგორც ფილოსოფოსები ფიქრობენ და როგორც ჩვენი ემპირიული ცხოვრებაც გვიჩვენებს, თუ თავისუფლება და მოვალეობა ერთმანეთს არ აწონასწორებენ, მარცხი გარდაუვალი იქნება.

ჟურნალისტები ხშირად უპასუხისმგებლოდ აცხადებენ, ხალხი მეტყველებს ასე და ჩვენც ასე უნდა ვიმეტყველოთო. წაბრძანდნენ ქართლში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში... მოისმინონ, როგორი სალიტერატურო ენით საუბრობენ იქ და რა გულისტკივილს გამოხატავენ თანამედროვე მასმედიის ენის გამო.

ჩვენი მეტყველება, ჩვენი საუბარი სიტყვებისა და ენობრივ სტრუქტურათა არა მარტო რაღაც ერთობლიობაა, არამედ ჩვენი აზროვნებისა და მგრძნობიარობის განსაკუთრებული საშუალება. თუ ადამიანს არ სურს შეჩერდეს განვითარების გზაზე, მას ლიტერატურის ენით საუბარი მართებს, რადგან ის არის ენის მაღალი ფორმა, რომელიც მუდმივად მდიდრდება აზრითა და გრძნობით, სიტყვიერების საშუალებით იხვეწება და ღრმავდება ყოველი ინდივიდის და მთლიანად ერის მენტალიტეტი. ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა მეტყველების კულტურას, რომელიც ზოგადი კულტურის არსებითი ნაწილია და ეს ყოველთვის კარგად ესმოდათ ჩვენს წინაპრებს.

- ქალბატონო გუჩა, დღესდღეობით საქართველოში ვინ აკონტროლებს მეტყველების კულტურის, ენის სიწმინდის, სალიტერატურო ენის ნორმების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს? როგორ იღვწის ამ მიმართულებით ენათმეცნიერების ინსტიტუტი?

- ჩვენში ეს საკითხი ყოველთვის მაღალ დონეზე იყო მოგვარებული. ამას ხელს უწყობდა "ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის" მუშაობა და ის სამთავრობო ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდებოდა ნორმათა დამკვიდრების მიმართულებით.

აღნიშნული კომისიის საბაზო დაწესებულება ათეული წლების მანძილზე იყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სადაც არსებობს მეტყველების კულტურის სპეციალური განყოფილება. მან 1998 წელს მოამზადა "ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი", გამოსცა "ქართული სიტყვის კულტურის საკითხების" 12 ტომი (უკანასკნელი - 2004 წელს). ამ და "სამეცნიერო ტერმინოლოგიის" განყოფილებათა ხანგრძლივი მუშაობის შედეგია თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის მრავალი ნორმის დადგენა, ასზე მეტი სამეცნიერო დარგისთვის ტერმინოლოგიის შემუშავება და შესაბამისი ლექსიკონების გამოცემა.

ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობით მომზადდა "ჟურნალისტის სტილისტური ცნობარი", გამოიცა ქალბატონ შუქია აფრიდონიძის "ჩვენი ენა ქართული", ბატონ ავთანდილ არაბულის "ქართული მეტყველების კულტურა" და სხვა.

ზემოთ ჩამოთვლილი ნაშრომები საკმაოდ სოლიდური მასალაა ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის სფეროში და, რაც მთავარია, ისინი ამ ნორმათა პრაქტიკულ დანერგვასაც შეუწყობენ ხელს. ოღონდ ამისათვის აუცილებელია როგორც ენის ყოველი მომხმარებლის, ისე სახელმწიფოს ნება. მაშინ მოგვარდება ის პრობლემები, რასაც, მადლობა ღმერთს, ჩვენი საზოგადოება არ ურიგდება. ეს კი იძლევა იმედს, რომ ყველაფერი გამოსწორდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat