თუ საერთოდ უქონელნი და უძლურნი ვართ, გონებით მაინც შევიწყალოთ და ისიც შეიწირება
თუ საერთოდ უქონელნი და უძლურნი ვართ, გონებით მაინც შევიწყალოთ და ისიც შეიწირება
ქართულ მწერლობაში მოწყალებისა და ქველმოქმედების თემა მრავალმხრივ არის წარმოდგენილი.

"ქველმოქმედებისათვის".
თორნიკე ერისთავი, რომელიც "მთაწმიდას მოვიდა და კურთხევა მონაზონებისა ხელთაგან იოვანესთა მიიღო", ერთ ადგილას ამბობს: მე ცოდვათა ჩემთათვის მოსრულ ვარ ამას წმიდასა ადგილსა; სხვაგან კი წმინდა გიორგი მთაწმიდელი მოგვითხრობს: თორნიკ, ვითარცა იოტა სკლიაროსი და კუალად აქავე მოიქცა ურიცხვთა საფასითა და განძითა... ყოველივე მამისა თვისისა სულიერისა იოვანეს ხელთა მისცა. ე.ი. მთელი მონაგები მონასტერს შესწირაო.

ამით შესაწირავის ძირითად მხარეზე ხდება ყურადღების გამახვილება, რადგან მისი სრულფასოვნება მხოლოდ სინანულით გაღების შემთხვევაშია დაცული.

როგორც დიდი თორნიკეს, ისე ყოველი მორწმუნე კაცისათვის საკუთარი თავის სრულყოფა ანუ განწმენდა ცოდვების განცდით ანუ სინანულით იწყება. სინანულის საქმე კი სხვადასხვაგვარია. იგი პირველ რიგში იმ ცოდვების დატევებით მჟღავნდება, რომლებსაც ადრე ჩავდიოდით, შემდეგ - სიმდაბლით, მერე - წმიდა გულით აღვლენილი ლოცვით, დაბოლოს მოწყალებით. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: ჩვენი ცოდვების განბანისთვის უნდა ვისწრაფოთ, რომელიც პირველად ნათლისღებით, ხოლო შემდეგ მრავალი საქმით აღესრულება. მოწყალე და სახიერმა ღმერთმა ჩვენი ცოდვების შესანდობლად მრავალი საშუალება მოგვცა, პირველი კი ამათგან ნათლისღების შემდეგ ქველმოქმედებაა. როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: ქველისსაქმითა და სარწმუნოებითა აღიხოცებიან ცოდვანი. ქველისსაქმე კი იმას ეწოდება, რაც სიმართლით მოპოვებული მონაგებითაა გაღებული, რადგან უსამართლოდ მოგებულისაგან კეთილი საქმე არ იქმნება. გზაზე დაგდებული ვირის მძორის საკურთხეველზე შესაწირად მიტანაზე უფრო ბინძური და უბილწესია უსამართლოდ მონაგებთაგან გაკეთებული ქველი საქმე, რადგან საკურთხეველი ქვისაგანაა აშენებული და თუ შეიგინება, ისევ იკურთხება და განიწმინდება, ხოლო ქველისსაქმე ქრისტეს საზრდელია და მის ტაბლაზე მხოლოდ ის უნდა იქნეს მიტანილი, რაც წმინდა და უბიწოა.

თუკი იტყვი, რომ ქველის საქმარად იმას კი არ მივცემ, რომელიც კაცთაგან უსამართლოდ მივიტაცე, არამედ სიმართლით მონაგებიდანო, - ესეც დიდი უგუნურება იქნება, რადგან სიმართლის დიდ მონაგებს თუნდაც მცირედი რაიმე უსამართლოც რომ შეერიოს, მთელი მონაგები შეიგინება, ისევე როგორც ღვინით ან ზეთით სავსე დიდ ჭურში პატარა თაგვი, ან სხვა რაიმე ქვეწარმავალთაგანი რომ ჩავარდეს და დაიხრჩოს, მთელი სიმრავლე იმ მცირედით წაიბილწება, ასევე, როცა დიდ მონაგებს რაიმე მცირედი უსამართლო შეერთვება, უცილობლად ყოველივეს შეაგინებს.

თუკი ეკლესიაში ხელდაუბანელი შესვლას არ კადრულობ, უფრო მეტად უსამართლობისა და მოხვეჭისაგან განწმენდა უნდა გიღირდეს, რადგან, როგორც მაცხოვარი ამბობს, ხელდაუბანლობა არ შეაგინებს კაცს (მთ. 15,20), ხოლო სულის უწმინდურებას ღმერთი განიკითხავს. ეს ჩვენი დიდი უგუნურებაა, როცა მცირედის გვეშინია და ვეკრძალებით, დიდს კი უძლურების გამო არად მივიჩნევთ. Pპირველად ჩვენი ცოდვების ჭუჭყი სინანულით განვიბანოთ, ჩვენი ხელები უსამართლო მოხვეჭისაგან დავაყენოთ და ქველის საქმარის მისაცემად შემდეგ გავშალოთ.

მონანიება განსაკუთრებით გლახაკთა, ობოლთა და ქვრივთა მიმართ გაღებული მოწყალებით გვმართებს, რადგან ისინი მერმინდელი სიმდიდრისათვის დაგლახაკდნენ. მოწყალე იყვენით, რადგან წიგნი ამბობს: შეძრწუნდით პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამა არს ობოლთა და მსაჯული ქვრივთა, ღმერთი მოწყალე (ფს. 57,5). მიეცით მას, რომელმაც თქვა: მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასვით; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; საპყრობილეს ვიყავ, და არა მოხუედით ჩემდა (მთ. 25,42-43). მოწყალე იყვენით, რადგან წიგნი ამბობს: მდიდარნი დაგლახაკნეს და შეემშია, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა (ფს. 33,10).

ხელმოკლეობის მომიზეზებით თავს ვერ გავიმართლებთ. ერთი ჭიქა წყლის მიცემით არაფერი დაგვაკლდება. წმინდა მამები გვაფრთხილებენ: თუ ყველაზე ღატაკი ხარ, ფეხები ხომ გაქვს, სნეულთა და პატიმართა ამბავი გაიგე, მიდი და მოინახულე. თუ სახლი გაქვს, უცხონი შეიფარე. თუ კაცს ქველმოქმედების გულწრფელი სურვილი აქვს, გლახაკთა წყალობისათვის საშუალებას ყოველთვის გამონახავს. ხოლო თუ საერთოდ უქონელნი და უძლურნი ვართ, გონებით მაინც შევიწყალოთ და ისიც შეიწირება.

აქვე სინანულის ზოგიერთი სხვა საქმეც მოვიხსენოთ: ძვირუხსენებლობა, უშფოთველობა, მორჩილება, სიმართლისმოყვარეობა, დაჩაგრულთა მიხედვა, მწუხარებათა და განსაცდელთა მოთმინება, წმინდა სამების დაუცადებელი მადლობა და რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ: აღსარება. რამეთუ ცოდვანი, რავდენცა აღიარნეს კაცმან, მოაკლდების; და თუ არ აღიარნეს, შეემატების ბოროტთა. წმინდა მოძღვრები გვევედრებიან, ჩვენი ცოდვები არ უარვყოთ და არ დავფაროთ, რათა სატანჯველი არ შეგვემატოს. ცოდვები არა მხოლოდ ენით, არამედ გონებითაც უნდა ვაღიაროთ. ჩვენი ცოდვების მოხსენიება ყოველი ლოცვის წინაც გვმართებს, რათა მან გული დაგვიმდაბლოს, სხვათა ძვირი არ გავიხსენოთ და არავინ განვიკითხოთ.

გვანცა კოპლატაძე, "ჰაგიოგრაფიის ღვთისმეტყველება"

"ფარული მადლი". ოთარაანთ ქვრივი ყველა გაჭირვებულს შეეწევა, კარზე მიმდგარს უარით არავის ისტუმრებს და ზოგს თავადაც აკითხავს დასახმარებლად, მაგრამ არ უნდა, რომ ამით ვინმე უსაქმურობას მიაჩვიოს ან მისი სიკეთე ყველას სალაპარაკო გახდეს. ამიტომ თავის მადლს ზედ "მარილის" ნაცვლად "პილპილს აყრის". მისი მწარე ლაპარაკი ქვეცნობიერი სიძუნწის წუწუნი ან ღვარძლიანი გულის ამოძახილი კი არ არის, არამედ გულშემატკივრის პირდაპირობაა.

ილიას აზრით, "გლახა მთხოვრობით ცხოვრება პირველი რომ... თითონ ადამიანის ღონის მომშლელი და დამდუნებელია და მეორე - არც შემძლებელია, რომ ადამიანი მართლა ფეხზედ დააყენოს, გამოაბრუნოს და ოდესმე თავისით აცხოვროს, თავისით გამოაკეთოს. გლახა-მთხოვარა, რამოდენადაც წაქეზებულია სხვის გულშემატკივრობისაგან, იმოდენად თანდათან უკან მიდის, იმოდენად სული და გული უღონდება, უკვდება და ბოლოს ისე გამოდის, რომ მთლად გადაეჩვევა თავის თავის პატრონობას და მოვლას. ამ გადაჩვევას ხომ უღონო, დაუძლურება სულისა და ხორცისა მოსდევს..." "კაცი როცა მარტო სხვის ხელს შეჰყურებს, - რაცა როდის რას მომაწვდისო, როცა მარტო სხვის გულს შეჰკნავის, ღვთის გულისთვის მიშველე რამეო, იგი მთხოვარაა უქმი და არა მომქმედი და გამრჯელი. ამისთანა კაცმა დღეს რომ საქმე გაისწოროს, ხვალ ისევ იმავ დღეში ჩავარდება".

ამიტომ თუ აფხიზლებდა ქვრივი მთხოვარებს მწარე სიტყვით, რომ მათში მცირე შემძლებლობას მაინც ხედავდა საკუთარი თავის მისახედად. ეს ჩანს ერთი გლახაკისთვის ნათქვამში, იქნება ქალამნის ამოსხმაც არ იციო, განსაკუთრებით კი წვრილშვილიანი ქვრივი დედაკაცისადმი გამოთქმულ საყვედურში: "რისთვის მოუცია ღმერთს ეგ ბარძაყის ოდენა მკლავები!.. ხელის განძრევა რომ არ გინდა და სხვას შეჰყურებ, აგერ გამოხრულს ძვალს გადმომიგდებენო". მართალია, ქვრივი ძალიან მკვახედ ლაპარაკობს, მაგრამ იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ იმ ადამიანებზე მისი ამგვარი ლაპარაკიც კი არ მოქმედებს და მაინც ძველებურად ცხოვრობენ, უნდა ვიფიქროთ, ამ ქალმა იცოდა, რომ მათი გამოფხიზლება იოლი არ იყო.

ნაწარმოებში გმირის სახე წარმოჩნდება მისი სიტყვით, საქმით, ფიქრით, სხვათა შეფასებით. ამას ემატება სახისმეტყველებითი შრეები და თვით ავტორისეული რემარკებიც. ამიტომ ამა თუ იმ პერსონაჟის სახის განხილვისას არ არის საკმარისი ან საკუთარ თავზე მისივე შეხედულებით მსჯელობა ან მხოლოდ სხვათა აზრზე დაყრდნობა. ყველაფერი ერთმანეთთან უნდა შეჯერდეს, რომ მივიღოთ ავტორის ჩანაფიქრთან დაახლოებული მონოლითური სახე. ოთარაანთ ქვრივი იმდენად ღრმა პიროვნებაა, რომ მის ხასიათსა და საქციელზე დასკვნის გაკეთება მხოლოდ ზედაპირული ფაქტებით არ შეიძლება.

ილიას ზოგიერთი გმირის, მაგალითად, ლუარსაბის სიტყვა და საქმე შორიშორს არის ერთმანეთისგან, რისი მიზეზიც მისი მატყუარობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენაა. "ოთარაანთ ქვრივის" ტექსტს თუ დავაკვირდებით, რამდენიმე ადგილას აქაც ვნახავთ მთავარი გმირის სიტყვასა და რეალობას შორის შეუსაბამობას, მაგრამ ამას სულ სხვაგვარი საფუძველი აქვს. გლახას რომ ქალამნები უყიდა, ფაქტია, იცრუა, მაგის ვალი მემართა, თორემ საკუთარ თავს ლუკმას არ მოვაკლებდი და მაგას არ დავახარჯავდიო. გლახაკს საუკეთესო ღვინოს დაალევინებდა და ეუბნებოდა: "ნუ გეგონოს კი, რომ მადლს გიშვრებოდე რასმე, აი, ქვევრში რაღაც წუმპე ნაძირალა დამრჩა, მაინც გადასაღვრელია და ბარემ შენ ჩასცეცხლოო".

"ხოლო რაჟამს იქმოდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა რაითა იდიდნენ კაცთაგან. ამინ გეტყვი თქვენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი... ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველის საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი", (მათ. 6,2-3), - ბრძანებს მაცხოვარი. "ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა. მისი ბუნება და თვისება ის არის, რომ მით უფრო სასახელოა და საგულებელი, რაც უფრო მდუმარეა", - წერს ილია.

სტატიაში, "ცისკარი" 1857-1862 წლამდინ", მწერალი ასე მიმართავს თავის ქვეყანას: "შენს ღონიერს დედამიწაზედ იქნება ორიოდე კაცი იმისთანა დადიოდეს, რომელიც სადმე მარტო ჩუმად სტირის შენს მაგ ყოფას, ჩუმადა სტირის იმიტომ, რომ შენ შვილებს რომ თავისი ცრემლი დაანახოს, ის პატიოსანი, მდუღარე ცრემლი, - შენი კეთილი შვილები თითონვე დასცინებენ და პატიოსანს ცრემლს უპატიოდ გაუხდიანო". ესეც რომ არ იყოს, სიყვარულს, სიკეთეს, სათნოებას მაინც მალვა უნდა, რომ ადამიანთა ქებით და სახელის მოხვეჭით უფრო დიდი, ღვთიური ჯილდო არ დაკარგოს კაცმა და რაც კიდევ უფრო საშიშია, ამპარტავნებაში არ ჩავარდეს და არ დაიღუპოს.Mმადლის ქმნას რომ მალავდა, იმიტომ აღიზიანებდა ქვრივს წვრილშვილიანი დედაკაცის "მადლობაც", არჩილის ქებაც: "ბრძენი დედაკაცი ხარო" და ამიტომვე აფრთხილებდა გლახაკს, არ გეგონოს, მადლს გიშვრებოდეო.

მოთხრობაში "გლახის ნაამბობი" რამდენჯერმე არის ხაზგასმული, როგორ მდგომარეობაში ვარდებოდა მღვდელი, როცა ვინმე მის ქველმოქმედებას ან სხვა მადლს აღნიშნავდა. მის შესახებ ვკითხულობთ: "მოაშორა თვალი... თითქო თავის გულის მადლიანობა უნდა დაუმალოს..." "კიდევ არ დააცალა სიწითლემორეულმა მღვდელმა, თითქო შერცხვა და მადლობას თაკილობსო..." "ხმა არ გამცა, ყური მომარიდა. საკვირველია კეთილი კაცი! სარკეში ჩახედვა ეჯავრება, თავისთავის დანახვა ეთაკილება, ეზარება. რაც უნდა უყავ, თავის სიკეთეს კი ნუ დაანახვებ..." მაგრამ მღვდელი ვალდებულია, იქადაგოს. ამიტომ მის კეთილ საქმეებს მაინც ყველა ხედავდა, მათ შორის გაბრიელიც და ამან ათქმევინა, "ჩემი ღმერთი შენა ხარო". მოძღვრის დარიგებაზე, რომ თავად მხოლოდ ღვთის მსახურია, ღმერთი კი ცაში სუფევს, გაბრიელმა ბოლომდე მაინც არ შეიცვალა აზრი: "შენ ღვთის მსახური იყავ და მე კი შენი ვიქნებიო". შესაძლოა მისი რწმენა სწორედ ამიტომაც დარჩა ზედაპირული, ადამიანისადმი უფრო დიდი სასოება რომ ჰქონდა, ვიდრე ღვთისადმი. ოთარაანთ ქვრივი ბოლომდე ახერხებს თავისი მადლის დაფარვას.

მოთხრობაში არჩილი რამდენჯერმე მოიხსენიებს ქვრივს ნათლიდედად. თავდაპირველი მნიშვნელობით ეს სიტყვა ნათლულის დედას აღნიშნავდა. მოგვიანებით, შესაძლოა ინდო-ევროპული ენების გავლენით - ნათლიას, მნიშვნელობის კიდევ უფრო გაფართოების შემდეგ კი ნათელ-მირონით მონათესავე ნებისმიერ ქალს. მართალია, არჩილი ქვრივს რამდენჯერმე უწოდებს ნათლიდედას, მაგრამ გიორგის არცერთხელ არ მოიხსენიებს ნათლულად. ის ასაკითაც არ ჩანს ქვრივის ვაჟზე იმდენად უფროსი, რომ მოენათლა. საერთოდ, შეიძლება კი, რომ მათ შორის ნათელმირონობა იყოს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით? თავადიშვილი და-ძმა და ოთარაშვილები ერთმანეთზე დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ლაპარაკობენ, მაგრამ არა შინაურულად, ახლონათესაურად. ავტორი გვეუბნება: "ოთარაანთ ქვრივსაც ზოგიერთი კარგი ახსოვდა ამ და-ძმისაგან, თვითონ არჩილს და იმის დასაც ბევრი რამ ჰქონდათ შეტყობილი ოთარაანთ ქვრივზედ..."

მათ შორის რომ ნათელმირონობა ყოფილიყო, პირველ რიგში ეს იქნებოდა ნათქვამი და ახლობლობაც უფრო ხაზგასმული. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთის ნათესავები რომ ყოფილიყვნენ, კესოსა და გიორგის შორის წოდებრივი ბარიერის არსებობაზე კი არ იქნებოდა ყურადღება გამახვილებული, ამაზე ბევრად უფრო დიდი და გადაულახავი წინააღმდეგობა ეს ნათელმირონობა იქნებოდა. ვერც გიორგი გაივლებდა გულში კესოს სიყვარულს, არც ქვრივი შეუწყობდა ხელს მასთან მოჯამაგირედ დადგომაში და ვერც არჩილი ჰკითხავდა დას, სიყვარულს რომ მიხვდომოდი, ცოლად გაჰყვებოდი თუ არაო. გიორგისა და კესოს შორის ნათელმირონული კავშირი ყოველმხრივ გამორიცხულია.

არჩილი იმთავითვე ხედავს ქვრივის გამორჩეულ მადლმოსილებას და "ნათლიდედას", როგორც ჩანს, მეტაფორული მნიშვნელობით უწოდებს, რომელიც გულისხმობს ნათლიობას არა პირდაპირი გაგებით, არამედ ღვთაებრივი ნათლის მატარებლობას და გამავრცელებლობას. ოთარაანთ ქვრივი იმ სოფელში მართლაც ნათლის მფენელია, ყველას "ნათლიაა", ვინც კი ამ ნათელს არ უარყოფს და მიიღებს. მათ შორის პირველი სწორედ არჩილია. ის, რომ ახალგაზრდა თავადი მადლს და სწავლებას იღებს ამ დედაკაცისაგან, თუნდაც ერთი ასეთი კონკრეტული მაგალითიდანაც ჩანს. ქვრივი და-ძმას ეუბნება: "ენამ გულისა უნდა სთქვას, ფერ-უმარილი რა საჭიროა", გარკვეული დროის შემდეგ კი ვიგებთ, რომ არჩილი თავადაც ასე ალაპარაკდა. ის კესოს ეუბნება: "მკვახედ, უფერუმარილოდ ლაპარაკს გულქვაობაში ნუ ჩამომართმევ". ადრე თავადები ნათლავდნენ გლეხებს, რადგან ამ მადლის მფლობელები და გამავრცელებლები იყვნენ, აქ კი, როგორც ვხედავთ, არჩილი თავად აღიარებს ქვრივს ნათლიდედად.

მარიამ ნინიძე, "მხატვრულ სახეთა სისტემა და რელიგიური დისკურსი "ოთარაანთ ქვრივში"

იმით დავასრულოთ, რომ თუ მოწყალებისა და ქველი საქმისათვის მცონარებასა და უდებებას მივეცემით, მოვიგონოთ სიტყვა იგავთაგან: "მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიედ, შეიბენ იგინი ყელსა შენსა და ჰპოვო მადლი" (იგავნი 3:3).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat