"შენ, იესო, მწყემსო ჩვენო, ჩვენთვის სისხლის დამანთხეო!"
"შენ, იესო, მწყემსო ჩვენო, ჩვენთვის სისხლის დამანთხეო!"
ქრისტიანული კულტურა უფლისა და კაცის ურთიერთობის უმთავრეს გამოხატულებად სიყვარულს მიიჩნევს. "ძე შეცდომილის იგავი" მაცხოვრისა და მთელი კაცობრიობის, უფლისა და ყოველი ადამიანის ურთიერთდამოკიდებულების დროით-სივრცითი პარადიგმაა. ადამიანი დაკარგული ცხვარია, რომელიც უნდა მოიძიოს უფალმა და თავის ღვთაებრივ "ფარეხში", კეთილ სამწყსოსთან დააბრუნოს. ცხადია, ამის საყრდენად, ტკბილი იესოს ნებასთან ერთად, კაცის სურვილი, ღმრთის სიყვარული და მისკენ სწრაფვა იგულისხმება.

"მწყემსი კეთილის" ლიტერატურულ პარადიგმებზე გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი დათაშვილი.

- საიდან იღებს სათავეს ეპითეტი: "მწყემსი კეთილი"?

- "მწყემსი კეთილი" ლუკას სახარებაში გვხვდება. უფალი უხსნის მოციქულებს, რომ, როგორც მწყემსი მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტ ცხვარს და ერთი "წარწყმედულის" მოსაძებნად გაემართება, რა იპოვის, "დაისუას იგი მხართა თვისთა ზედა სიხარულით", ასევე, დიდად გაიხარებს უფალი ყოველი მონანული ცოდვილის ცათა სასუფეველში დაბრუნებით (ლუკა 15,4-7).

სახარებაში დაკარგული ცხვრისა და დაკარგული დრაქმის ამბავი დაკარგული ძის თემად გადაიზრდება. დაკარგულის, შეცდომილის, წარწყმედილის მოძიების მოტივს "ძე შეცდომილის" იგავი აგვირგვინებს. ცხვარს თავისი გულუბრყვილობითა და უმეცრებით ებნევა გზა, შორდება ფარას, იგი მსხსვერპლია. დაკარგულს უფალი - "მწყემსი კეთილი" მოიძიებს და უკან აბრუნებს.

ჩვენი აზრით, იესო ქრისტეს სახელი "მწყემსი კეთილი", ქართულ საერო თუ სასულიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, რამდენიმე ასპექტს მოიაზრებს: უფალი მასწავლებელია, თავის დამდებია თავისი სამწყსოსათვის, კაცზე მზრუნველი და მისი გამომხსნელია ეშმას კლანჭებიდან...

- ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებშიც, როგორც ცნობილია, ხშირად შეიმკობიან წმინდანები ამ ეპითეტით...

- დიახ. მაგალითად, წმინდა გრიგოლ ხანძთელი ხშირად შეიმკობა "მწყემსი კეთილის" ეპითეტით, რითაც ჰაგიოგრაფი მას უდიდეს მწყემსს - უფალს ამსგავსებს. საყურადღებოა, რომ ხუედიოს დაყუდებული მამა გრიგოლის ღვაწლს განსაკუთრებით აღმატებულად იმიტომ მიიჩნევს, რომ იგი მწყემსია: "წმიდაო ღმრთისაო, დაღაცათუ დღითა უმრწემეს ხარ, საქმით კულა უხუცეს ხარ ჩემსა, რამეთუ შენ იყო მწყემსი კეთილი მრავალთა პირმეტყველთა საცხოვართა ქრისტესთა".

დედა ფებრონიამაც ზენონ სამცხელი წმინდა გრიგოლს რომ წარუდგინა, ჰაგიოგრაფი ამ ამბავს ასე გადმოსცემს: "შეაწყნარა წმიდასა მას უმანკოი იგი კრავი მწყემსსა მას კეთილსა".

მამა გრიგოლის მოწაფეები რჩეული კრავები არიან, რითაც ჰაგიოგრაფი პარალელს ავლებს უფალსა და მის მოწაფეებთან. როდესაც დიდი ხანძთელი მამა თეოდორესა და ქრისტეფორეს მოსაძებნად აფხაზეთში მიდის, ამ ამბავს ჰაგიოგრაფი ასე გადმოგვცემს: "წარვიდა ძიებად კრავთა მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი".

თანაც ეს დიდი მამა "ცხოვართა" დასახსნელად იბრძვის სატანის წინააღმდეგ და ღმრთის შეწევნით, ისე იოლად ამარცხებს მას, როგორც ქარი გლეჯს ობობას ქსელს. მასზე მინდობილი სამწყსო, მისი იმედითა და მადლით გამხნევებული, თავს კარგად და დაცულად გრძნობს, უფლისათვის სათნოდ ცხოვრობს და დაუბრკოლებლად იღვწის: "ვიდრე მოსვლადმდე გრიგოლ მწყემსისა მის კეთილისა ცხოვარნი ქრისტეისნი განბნეულ იყვნეს სივრცესა მას უდაბნოთასა, ხოლო მოსლვასა წმიდისა გრიგოლისსა ცხოვარნი იგი განმხნდეს და ყოველი წესი საღმრთოი განემართა".

გარდაცვალების წინ წმინდა გრიგოლი განსაკუთრებით იმის გამო ემადლიერება უფალს, რომ ტაძართა სახით ააშენებინა "მრავალთა სულთა ნავთსაყუდელი" და ადამიანთა მწყემსად აკურთხა: "ჩემ მიერ აღაორძინენ ნებისმყოფელნი შენნი, ქრისტე".

ამ სახელით საუკეთესოდ გადმოიცემა წმინდა გრიგოლ ხანძთელის მისიის მერჩულისეული ხედვა - ეს დიდი მამა ეშმაკის განმაოტებელი და ცხოვართა გადამრჩენელია, რითაც უფალს ბაძავს და მისთვის სათნო საქმეს აღასრულებს.

- დავით გურამიშვილთანაც ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი მეცხვარის პარადიგმა - მაცხოვარი...

- დავით გურამიშვილი ათი პროფესიის დახასიათებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მწყემსს, გამოკვეთს მის ყურადღებიანობას, თავგანწირულობას ცხვართათვის და თავისი სამწყსოს დაცვას ეშმას კლანჭებიდან. ამით მეცხვარის პარადიგმად მაცხოვარს მიიჩნევს, ვისაც დაცვასა და წყალობას ევედრება:

"მწყემსობა უნდა სიფრთხილით, აქვნდეს მცირედი ძილია,
მუდამ მხნედ სამწყსოს უვლიდეს, დღე ყინელი თუ თბილია,
"მწყემსმან კეთილმან ცხვართათვის დადვისო სული ტკბილია", -
ვინც ბრძანა, მან მე მარიდოს უხილავთ მხეცთა კბილია".


ხელმწიფეც კეთილი მწყემსია, ამიტომაც მის პოეტისეულ დახასიათებაში იესოს თვისებები სჭარბობს: სიბრძნე, სიუხვე, სიმშვიდე, სამართლიანობა:

"ხელმწიფე უნდა მართალი, - ვით ბრძენთა დაუწერია.
ბრძენი, უხვი და მოწყალე, მრისხველი ზომიერია,
სჯულმტკიცედ, სწორეს სამართლით იყოს და ჰყვანდეს ერია,
მწყსიდეს, მწყემსობის ნიშანი ხელთ, სკიპტრა, მას უჭერია".

- მეფისა და მწყემსის შედარება სულხან-საბასთანაც გვხვდება...

- დიახ. სულხან-საბას პერსონაჟი ლეონიც ერთმანეთს მეფესა და მწყემსს ადარებს, როდესაც უხსნის ფინეზს, რომ ზოგჯერ მეცხვარე ხელმწიფეს სჯობია, რადგან მეფემ შესაძლოა ჯეროვნად ვერ მოუაროს თავის ხალხს, მწყემსის ყურადღებასა და მზრუნველობაზე კი მისი ფარაა დამოკიდებული: "მწყემსი ხამს, ცხოვართათვის იჭირვოდეს, კეთილთა ბალახთა აძოოს, ამოდ ატაროს, დაკოდილი შეუხვიოს და მპარავს არიდოს. ესე თუცა ვერა ყოს, სამწყსო შეუმცირდეს".

- ურჯულოთა მიერ დატყვევებული დავითის (გურამიშვილი) ლოცვაც, ალბათ, სწორედ ლუკას სახარების გამოძახილია...

- დავითი, როგორც დაკარგული ცხვარი, უზენაესს მოძიებასა და ამქვეყნად - სამშობლოში, იმ ქვეყნად კი სასუფეველში დამკვიდრებას ევედრება; პოეტი შეჰღაღადებს მაცხოვარს, ეშმას ანუ უხილავი მხეცისაგან დაიცვას, "თიკანთა" - ჯოჯოხეთისთვის განწირულთა რიგებში არ ჩააყენოს და სამოთხის მკვიდრთ - "კრავებს" შეუერთოს:

"შენ, იესო, მწყემსო ჩვენო, ჩვენთვის სისხლის დამანთხეო!
ვით ცხოვარი ვარ წყმენდილი, ნუ დამკარგავ, მომნახეო,
ჩემზედ მხეცთა უხილავთა ნუ მოუშვებ, შერისხეო,
მარცხნივ თიკანთ განმარიდე, მარჯვნივ კრავთან შემრაცხეო!"


დავითს ცოდვით დაცემისა და წარწყმედის შიში იპყრობს. სწამს, მხოლოდ მაცხოვარს ძალუძს ადამიანის განწმენდა, ცოდვების მიტევება და ცოდვით მკვდრის მადლით გაცოცხლება. ამიტომაც მუხლმოყრილი ევედრება უფალს, თავისი იმედის ერთადერთ წყაროს, მამა ღმერთთან უშუამდგომლოს, ცოდვის ორმოში (ხნარცვში) ჩავარდნილი ამოიყვანოს, თავისუფლება და ბედნიერება დაუბრუნოს:

"იესო, მწყემსო კეთილო,
ჩემებრ წარწყმენდილთ მპოველო,
ჩავვარდი ცოდვის ხნარცვშია,
ვსცადე და ვერ ამოველო,
ბრძანე: "ძის თხოვნით მამასა
სთხოვე, რაც გინდეს, მთხოველო,
ვითხოვ, შემინდევ ცოდვანი,
როს მკვდარი განმაცხოველო".


უკვე მეორე ტყვეობიდან - მაგდებურგიდან დაბრუნებული დავითი მთელი თავისი საცხოვრებლის დაკარგვას ისევ ცოდვების სიმრავლით ხსნის, თავს დაკარგულ ცხვართან აიგივებს და იესოს ევედრება, წყალობის თვალით მოხედოს, იგი "ათი ქალწულის იგავსაც" მოიშველიებს და მაცხოვარს შეჰღაღადებს, მომადლოს სინანულის ცრემლები, ცოდვები მიუტევოს, ბრძენი ქალწულივით შეაძლებინოს ლამპრის ანთება და არ ჩაუკეტოს სამოთხის კარი:

"ვითა ცხოვარი, გზაშეცდომილი,
მგელთ წარსატაცად ფარეხთა გარე,
ეგრეთ შენ, თაო, ხარ გახდომილი,
ისეთი საქმე მე მოგიგვარე!
ქრისტევ, განმკურნე ბრმა-ყრუ-საპყარი,
რომ მე აგინთო ბაზმა-ლამპარი,
მომეც ლოცვაში თვალთ ცრემლთ წანწკარი,
რომ შენ განმიღო ქორწილის კარი!"


"ქაცვია მწყემსის" მიხედვითაც უფალი-მწყემსია ყველას იმედი და ნუგეშინისმცემელი. რადგან ამ პოემით დავით გურამიშვილი, სოლომონ ბრძენის "ქება ქებათაის" მსგავსად, უფლის სიყვარულს სიმბოლურად ქალისა და ვაჟის ურთიერთტრფობით გამოხატავს, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ვაჟი მეცხვარეა. ქალს მისი (სიმბოლურად - უფლის) ხილვა ყოველგვარ ტკივილსა თუ სადარდელს ავიწყებს:

"რა ნახა იმ მწყემსის პირი, სულ დაავიწყდა, რაც სჭირდა ჭირი".

იგი მუხლებზე დაცემული განადიდებს "თავის მხსნელს, ძალ-ღონეს, იმედს" და მადლიერებით შეჰღაღადებს:

"დღეს შენგნით მეფონა,
ხსნა აღარ მეგონა
ჩემის თავისა".


უფალი ხომ ერთადერთი უღალატო მხსნელია კაცისა, მაშინაც კი შემწე და ხელისამპყრობელი, როდესაც ადამიანი საშველს ვეღარსად ხედავს.

- ნიკოლოზ ბარათაშვილი "ბედი ქართლისაში" ასახავს კრწანისის ბრძოლას - საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ მძიმე და ღალატით წაგებულ ომს. აქაც გვხვდება მეფე ერეკლეს ლოცვა, სადაც იგი მწყემსს - მაცხოვარს თავის სამწყსოს ავედრებს...

- რაღა თქმა უნდა, ბრძოლის დაწყებამდე ერეკლე მეორე ევედრება უფალს. ხსნა და წყალობა არ მოაკლოს "ჭირმომდგარ" მის სამშობლოს. მეფე მხურვალე გულითა და ცრემლებით სწორედ "გულთამხილავ" უფალ-მწყემსს შეჰღაღადებს, გადაარჩინოს თავისი ცხვრები, მხოლოდ მისი იმედი აქვს, რომ მოსიყვარულე მამა თავის სამწყსოს არ მიატოვებს განსაცდელში:

"მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!..
მრავალ არიან, უფალო, მტერნი
და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!
გვესწრაფე, ჩვენო ხელთაღმპყრობელო
და აღადგინე დღეს საქართველო!"


- თანამედროვე მწერლობაში რამდენად ჟღერს ეს მოტივი?

- ნიკო სამადაშვილი თავის ლექსში "ბეთანია" ("უკანასკნელი ქრისტიანები") ბეთანიაში სალოცავად წასვლასა და ტაძრის იმჟამინდელ მდგომარეობას ასახავს.

პოეტი მთას უფლის კვარცხლბეკად მოიხსენიებს. მისი სტრიქონი - "ფარა კვარცხლბეკის ახლო" სიმბოლური შინაარსისად მიგვაჩნია და იმ უფლის კაცთა კრებულზე მიმანიშნებლად, ვისი რიცხვიც კომუნისტების ეპოქაში საგრძნობლად შემცირდა; ხოლო "რჯულდაწყვეტილი ქართველები", რომელთა ხილვა თვით მაცხოვარსაც კი აკრთობს, - იმ ნახირად გადაქცეულ ადამიანებად, რომელთა თვალსა და გულში უფალი "მოკვდა", რომელნიც ურწმუნოებისა და ანტითეიზმის ჭაობში იყვნენ ჩაძირულნი და საკუთარი ნებით მიექანებოდნენ ჯოჯოხეთისაკენ:

"აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს
მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი".

უმწყემსოდ დარჩენილი ნახირი მკითხველში უპატრონობისა და სიბრალულის განცდას აღძრავს (ისევე, როგორც გურამიშვილისეული სახე უკრუხო წიწილებისა) და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რა ცოდოა უფლის იმედსა და მზრუნველობას მოკლებული ადამიანი.

ასე რომ, ადამიანთა საზოგადოება მუდამ უნდა ცდილობდეს, იყოს "ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა". მაშინ ჩვენი უფალი - "მწყემსი კეთილი" მარადის მასთან იქნება ორსავე სოფელში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat