იქნება ვეფხვის დედაი ჩემებრ დღედაღამ ტირისა?
იქნება ვეფხვის დედაი ჩემებრ დღედაღამ ტირისა?
"ვეფხვისა და მოყმის ბალადა"
...იარებოდა დედაი
ტირილით, თვალცრემლიანი:
"ჩემს შვილს გზას ვეფხვი შახყრივას
გაჯავრებული, ტიალი.

ჩემ შვილს - ხმლით, იმას ტოტითა
დღე დაუბნელდა მზიანი.
არც ვეფხვი იყო ჯაბანი,
არც ჩემ შვილ დახვდა ჭკვიანი.
მათ დაუხოცავ ერთურთი,
არ დარჩეს სირცხვილიანნი".
ტირილით წყლურებს უხვევდა
დაჭრილსა ვეფხვის კლანჭითა.
"შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ,
დაქანცული ხარ ჯაფითა,
ეგ შენი ჯაჭვის კალთები
ტიალმა როგორ დაფლითა?!
შენც იმის საფერ ყოფილხარ,
ხმალი ქნევაში გაგიცვდა.
არც იმან მაგცა ბევრი დრო,
აღარც შენ დააცალია,
ვეღარცაღ შენ დაიფარე
შენ ხელთ ნაქონი ფარია.
ვეღარცაღ ვეფხვმა - ტოტები,
ხმალმა დაკუწა ძვალია.
მაგის მეტს აღარ გიტირებ,
შენ არ ხარ სატირალია;
ერთ შვილ ხომ მაინც გავზარდე
ვეფხვებთან მეომარია.
მშვიდობით, ჯვარი გეწეროს,
ეგიც სამარის კარია".
ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ელანდებოდის მძინარსა,
ხან ვითამ ვეფხვი იმის შვილს
ტანზეითა ხყრის რკინასა,
ხან ვითამ იმის შვილმ ძლივის,
გარდაავლივის ყირასა.
აი, მაგ სიზმრებს ხედავდის,
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა: "უდედოდ
გაზდა ვინა თქვა შვილისა?
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემებრ დღედაღამ ტირისა?
წავიდ, მეც აიქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა.
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა თავის შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა".

ნაგვემმა, შეურაცხყოფილმა და ტანჯულმა ძე კაცისამ ჯვარზე წარმოთქვა დაუვიწყარი სიტყვები: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან". უფლის მთელი მიწიერი ცხოვრება ადამიანების სიყვარული იყო და სიყვარულითვე აღბეჭდა მან თავისი სიკვდილი (წმინდა იოანე დამასკელი).

"ვის აქვს უფლება, შეიძულოს ცოდვა და შეიყვაროს ცოდვილი, არა განიკითხოს, არამედ გადაარჩინოს? - ეს უფლება ადამიანებს მიანიჭა ქრისტემ, მიანიჭა ჯვრიდან" (ვასილი ეგზემპლიარსკი).

მან მთელი სისრულით იტვირთა ადამიანური უსამართლობა, სიძულვილი, ცილისწამება, ღალატი და ტანჯვა-წამება. ვინ ჩასწვდება მთლიანად უფლის სატანჯველთა უდიდეს საიდუმლოს? მასში სურთ შეღწევა ღვთის ანგელოზებსაც, ხოლო ადამიანთაგან მხოლოდ ის გახდება მისი მცირეოდენი წვდომის ღირსი, ვინც ქრისტესთან ერთად გაეკვრება ჯვარს და თავისი ჯვრით გაუყვება უფლის გზას, უდიდესი სიმდაბლითა და მთელი მონდომებით მიენდობა მხსნელის ნებას.

"მამაო, მიუტევე..." - ეს სიტყვები სამყაროს გადარჩენის, ახალი ცხოვრების, თავისუფლებისა და სიყვარულის დასაბამად გაისმა. ისინი ბოროტებაზე გამარჯვებაა; გამარჯვება არა ძალმომრეობით, არამედ - სიყვარულით" (ვ. ეგზემპლიარსკი).

ქრისტიანული სათნოებები, სიყვარული, მიმტევებლობა უხსოვარი დროიდან მოჰყვება ქართველ ხალხს. ეს ყველაფერი ჩვენს ჩვეულებებსა და ცხოვრების წესზეც აისახა. მტრის დანდობა არაერთხელ გამხდარა პოეტური ზეპირსიტყვიერების შთაგონების წყაროც. სიტყვამადლიანი, ნამდვილი და უშუალო ხალხური პოეზია საუკუნეებს გადმოწვდენილი ხმაა, ეპოქათა ტევრში გამოვლილი და განმტკიცებული. ამ მდიდარი სულიერი კულტურის გახსენება აუცილებელია თუნდაც იმისათვის, რომ არ დავივიწყოთ ჩვენი ფესვები და წარმომავლობა, არ დავივიწყოთ, "ვისი გორისანი ვართ".

ჩვენი ზეპირსიტყვიერების წიაღში იშვა გენიალური პოეტური ნაწარმოები "ბალადა ვეფხვისა და მოყმისა". ამ თემაზე გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების გამგე ამირან არაბული.

- ბატონო ამირან, მკვლევარნი რა თვალსაზრისს გამოთქვამენ "ვეფხვისა და მოყმის ბალადის" შესახებ?

- "ბალადა ვეფხვისა და მოყმისა" თავისი შინაარსით, წყობითა და არქაულობით ქართული ხალხური პოეზიის შედევრია. იგი ორი ნაწილისგან შედგება. I ნაწილი გაცილებით ძველია. მისი შექმნის თარიღის დადგენა დღეს ძალიან ძნელია. მეორე ნაწილი იწყება აქედან: "იარებოდა დედაი..."

ბალადის შესახებ მრავალი თვალსაზრისი გამოთქმულა. ისიც კია ნათქვამი, რომ ამ შემთხვევაში ვეფხვი ტოტემია ანდა მთიელთა საკრალური სალოცავების, ჯვარ-ხატების განსახიერება (ამის საბუთად მიაჩნიათ "თვალნი მარისხნა ღვთისანი").

შეიძლება ითქვას, რომ ამ ბალადის ყოველი სიტყვა დეტალურად არის გამოკვლეული და შესწავლილი, მაგრამ საბოლოო აზრისგან ჩვენ მაინც შორს ვართ, რადგან შეუძლებელია, ამ რანგის ნაწარმოებში ყველაფერი გამჭვირვალე და გასაგები იყოს. ალბათ, ეს არც არის აუცილებელი. თუკი ყველაფერი ამოვხსენით და გავშიფრეთ, მაშინ ხელოვნების ნაწარმოები რამდენადმე დაკარგავს თავის იდუმალებასა და მიმზიდველობას.

- არა მარტო ქართული ხალხური სიტყვიერება, არამედ მხატვრული ლიტერატურაც მდიდარია მტრის დანდობის მაგალითებით, სადაც ღრმა ქრისტიანული მრწამსი და სულისკვეთება ვლინდება...

- ამის კლასიკური მაგალითი გახლავთ ვაჟა-ფშაველას პოემები: "ალუდა ქეთელაური", "სტუმარ-მასპინძელი", - სადაც ყოველგვარი ყოფითობის საზღვრები მოშლილია და გმირთა მოქმედება თითქოსდა ზერეალურ სამყაროში გადაინაცვლებს, თითქოს ზეგანზომილებაში ხდება და არა ამქვეყნად, მიწაზე, რომელიც სავსეა კაცთა ცოდვებით.

"ვეფხვისა და მოყმის ბალადას" ქვაკუთხედად უდევს მოყმის დედის დამოკიდებულება ვეფხვის დედის მიმართ. მოყმის დედა ქართველი ქალის განზოგადებული სახეა, მისი ყველა საუკეთესო თვისების კრებითი ხატი. მსოფლიო პოეზიაში მე არ მეგულება მსგავსი პრეცედენტი, სადაც მტერი მტერს უცხადებს თანაგრძნობასა და თანადგომას, თანაც მაშინ, როცა შვილი ჯერ კიდევ დასაკრძალი ჰყავს. ეს უნდა იყოს მრავალი თაობისთვის, ნებისმიერი ქართველისთვის მისაბაძი მაგალითი, ზნეობრიობის სახელმძღვანელო, იმიტომ, რომ დღეს, სამწუხაროდ, მოიშალა, დაირღვა ზნეობრიობის კრიტერიუმები, ყველაფერი უარესობისკენ მიდის და მსგავსი მაგალითების მოხმობა და გახსენება ჩვენი წარსულიდან, თუნდაც ხალხური შემოქმედებიდან, ვფიქრობ, ბევრ რამეს სასიკეთოდ შემოაბრუნებდა.

- მსგავსი მაგალითები, ეტყობა, ჩვენს წარსულში მართლაც იყო...

- სხვათა შორის, არის ასეთი ბალადა - "შიოლა და მთრეხელი". აქაც რაღაცით მსგავსი ამბავი ხდება. შიოლა ხევის ბატონია, თავზეხელაღებული, დაუნდობელი და გულქვა. მთრეხელი სახალხო გმირია, ახალგაზრდა ვაჟკაცი. სახევო წყალზე, სნოსთან ახლოს, მას შიოლა ღუდუშაური შეხვდება და მშვილდ-ისარსა და ცხენს მოსთხოვს. მოთმინების ფიალა აევსება მთრეხელს და იქვე მოკლავს შიოლა ღუდუშაურს. ამას გაიგებენ შიოლას ბიძაშვილები, ღუდუშაურები, და მთხრელს მოსაკლავად დაედევნებიან. მთრეხელი მიდის ახალციხეში, სადაც შიოლას დაა გათხოვილი და მას აფარებს თავს, მაგრამ სარკმლიდან ესვრიან ისარს და მოკლავენ. როგორ იქცევა შიოლას და? ის თავისი ძმის მკვლელს იცავს მომხდურთა რისხვისგან, შემდეგ კი სამთრეხლოს მთამდე მიაცილებს მოკლული მთრეხელის ცხედარს. ეს უზარმაზარი გამოხატულებაა ადამიანის დიდბუნებოვნებისა და დიდსულოვნებისა.

- მაინც საიდან იღებს დასაბამს ქართველი კაცის ასეთი დიდსულოვნება?

- ალბათ, გენეტიკური კოდიდან. არ შეიძლება, ეს შემთხვევით ხდებოდეს. ყველა ერს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ასე მგონია, უცხოელი ბოლომდე, ძირისძირობამდე ვერასოდეს ჩასწვდება იმას, რაც "ვეფხვისა და მოყმის" ბალადაშია ნათქვამი.

ქრისტიანობა ქართველისთვის იმის გამოც აღმოჩნდა მისაღები, რომ ის მტრის დანდობას, სიყვარულს ქადაგებდა. ათი მცნება სწორედ ადამიანის ბუნების მანკიერი მხარეების წინააღმდეგ არის მიმართული. დოსტოევსკი ამბობდა: "მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს". მე კი გეტყვით: ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა იხსნის სამყაროს, თავისი კეთილშობილებითა და ამაღლებულობით.

- "ვეფხვისა და მოყმის ბალადას" ზემოქმედების ძალას მატებს ისიც, რომ მოყმის დედა თანაგრძნობას უცხადებს არა ადამიანს, არამედ მხეცს, ეს კი ჰუმანიზმის ბევრად უფრო აღმატებული გამოხატულებაა...

- სხვათა შორის, ხევსურეთში არსებობს მსგავსი სიუჟეტის ამსახველი ბალადა (მოგეხსენებათ, ხალხური პოეზია განსაკუთრებით მთაშია დიდ სიმაღლეზე აზიდული). იყო ასეთი პიროვნება - მგელა ყურაულის ძე (ნამდვილი თუ მოგონილი, არ ვიცი). ერთხელ მან თავისი სოფლის სიახლოვეს, ქარაფებში ჩაიარა და იქ მძინარე ვეფხვი ნახა. ხმალი თან ჰქონდა და შეეძლო, მოეკლა, მაგრამ დაინდო და შეუძახა: "ადე, გაიღვიძეო". ვეფხვმა გაიღვიძა, ისინი ერთმანეთს შეერკინნენ. მძინარე ვეფხვთან ბრძოლა კაი ყმის, ვაჟკაცის საკადრისი საქციელი არ იყო... დაუწერელი რაინდული კოდექსი გმირს გარკვეული წესებისა და ნორმების ზედმიწევნით დაცვას ავალდებულებდა და თუკი გმირი ამ წესებს დაარღვევდა, იგი ისჯებოდა.

"ვეფხვისა და მოყმის ბალადაში" ადამიანი და ცხოველი თანაბარნი არიან, როგორც ვაჟკაცობის, გმირული სულისკვეთების გამოვლინებანი და გამოხატულებანი.

- დაბოლოს, რაში მდგომარეობს ამგვარი შინაარსის ნაწარმოებების და, საზოგადოდ, მხატვრული სიტყვიერების დანიშნულება?

- ძალიან სასარგებლოა ჩვენი კლასიკური მემკვიდრეობის მალ-მალე გახსენება, თვალის მიდევნება და, რა თქმა უნდა, გათავისება, რადგან უამისოდ სასიკეთო არაფერი გამოვა. ხალხური შემოქმედების უპირველესი დანიშნულებაც სწორედ ადამიანის სულის გაკეთილშობილებაა. ქართულ ხალხურ სიტყვას შესწევს ძალა, თუკი ჩვენს ბუნებასა და ხასიათში რაიმეა მიუღებელი და უკუსაგდები, ხელი შეუწყოს ამას და განწმინდოს ჩვენი თვალსაწიერი. ლიტერატურის დანიშნულებაა, იქადაგოს ჰუმანიზმი და ეს პრაქტიკულად განახორციელოს კიდევაც; კეთილი ნაყოფის მომცემი თესლი ჩააგდოს ხნულში, ხოლო რა მარცვალს გამოიღებს იგი, ეს ხნულზეა დამოკიდებული.

ქართული ლიტერატურა და ხალხური შემოქმედება ჩვენთვის არის ის, რასაც უნდა ვეჭიდებოდეთ, რათა ჩვენს სულში ვზარდოთ სიკეთისა და სათნოების ულამაზესი მცენარე. უამისოდ უდაბნოს დაემსგავსებოდა ჩვენი ისედაც გაუდაბურებული ყოფა.
ბეჭდვაელფოსტა
05.09. 2014
551456200
K A R G I A ...
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat