თუმცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგსტეხთ
თუმცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგსტეხთ
ქართველი კაცის შეგნებაში მეფე და ერი ოდითგანვე განუყრელი ცნებები იყო. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები ქვეყნის გადარჩენისა და კეთილდღეობის წინაპირობად, უპირველეს ყოვლისა, სამართლიან და ქრისტიანულ-ზნეობრივი მრწამსის მქონე მეფე-პატრონს მოიაზრებდნენ. როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყნის მეფე-პატრონი - ეს საკითხი მთელი სიღრმითა და სიმწვავით აღიბეჭდა დიდებული ქართველი მოაზროვნის, მწერლისა და მოამაგის - სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოებში "სიბრძნე სიცრუისა". ქრისტიანული ზნეობით აღჭურვილი მომავალი მეფე-პატრონის აღზრდის იდეა ქართველმა იგავთმწერალმა ადამიანის მანკიერი ბუნების მხილებასთან შეაწყვილა. ჩვენ წინაშეა ქრისტეს სწავლებით ნასაზრდოები და გაშინაარსებული, მხატვრული სახით ჩამოყალიბებული ერთგვარი კოდექსი, რომლის მიზანი და ზეამოცანა გახლავთ "პატრონისა და ქვეყნის სამჯობინარის ნდომა".

გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი დოდო (მარიამ) ღლონტი.

- "სიბრძნე სიცრუისაში" მეფე ფინეზს ეკითხება ლეონი: შენ ვინ გინდა გავზარდო შენი ძის სახით - მეფე თუ მწყემსიო. მართლაც, უცნაური დაპირისპირებაა: მეფე და მწყემსი. რას გულისხმობს სულხან-საბა ამაში?

- სათქმელი ამ კეთილშობილ ადამიანს ერთადერთი ჰქონდა. იმდროინდელი საქართველოს დაცემა ერთდროულად ნიშნავდა ქართველთა ქრისტიანული შეგნების წახდენასაც, ჩვენი ქვეყნის დაგლახაკებასაც და "თვისთა ნებაზედ" მიშვებული ქართული ენის გარყვნასაც - ანუ რწმენის, მამულისა და ენის ერთიანად მორყევას.

სულხან-საბასთვის ერის პატრონი მხოლოდ და მხოლოდ მეფეა. თუ მეფე არ ჰყავს ქვეყანას, ის თავმოკვეთილია. ნაწარმოები ასე იწყება: ფინეზს დიდხანს არ ჰყავდა შვილი. მან უამრავი წყალობა გასცა, რათა მემკვიდრე მისცემოდა. ღვთივკურთხეული პატრონის გარეშე დარჩენა უბედურება იყო. და აი, ქვეყანას მოევლინა მეფე, მაგრამ დადგა მეორე საკითხი: როგორი უნდა იყოს იგი. "სიბრძნე სიცრუისაში" წინ არის წამოწეული "მწყემსი კეთილის" თემა. შემთხვევითი არ არის ასეთი დაპირისპირებაც: მეფედ გინდა გავზარდო თუ მწყემსადო. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მეფე ცუდია და მწყემსი - კარგი. აქ სულხან-საბა დებს იმ აზრს, მეფე ისე უნდა უვლიდეს თავის ქვეყანას და სამწყსოს, როგორც მწყემსი თავის ფარას. გახსოვთ ალბათ, როგორ ზრდის ლეონი ჯუმბერს. მკითხველს აკვირვებს ის, რომ ჯუმბერს უდანაშაულოდ წკეპლავენ. ის კი უდრტვინველად, უხმოდ ითმენს ამას. ერთხელ მერიქიფედაც დააყენა ლეონმა უფლისწული, რომელსაც შიმშილით გული წაუვიდა. რა დააშავა ჯუმბერმა, რის გამო ისჯება? ტანჯვა, რა თქმა უნდა, თვითმიზანი არაა. განსაცდელი, რომელიც ლეონმა მოუვლინა ჯუმბერს, არის ის განსაცდელი, რომელსაც უფალი მოუვლენს ქრისტიანობის და ცხონების გზაზე შემდგარ ადამიანს და ეს არის მხოლოდ იმის დასტური, რომ უფალს ვუყვარვართ. ჯუმბერი არის მხატვრული სახე, რომელიც სულხან-საბას დასჭირდა იმის საჩვენებლად, თუ როგორი მეფე უნდა ჰყავდეს ქვეყანას.

"ბრძენისა და მდიდრის" არაკს სულხან-საბა ფინეზს ათქმევინებს მემკვიდრის გასაგონად. მეფე თავის ნებას გააცხადებს - საკუთარი სამეფოსა და "ადგილის" ერთპიროვნულ მფლობელად ჯუმბერს შერაცხავს: "შვილო ჩემო, შენთვის ღმერთსაც მოუნდომებია და მეც მომიცია ადგილი და სამეფო ჩემი და დღეის წაღმა უფლებდე ყოველსა ზედა და ნუმცა ვინ არს ურჩი შენი". გავიხსენოთ "ვეფხისტყაოსანი": როსტევანი კურთხევასთან ერთად დარიგებასაც აძლევს შვილს. პირველი, რასაც იგი ასწავლის თინათინს, არის მეფობის ბრძნულად გაწევა - "ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა"; მეორე - სიმშვიდე და გონიერება: "იყავ წყნარი და ცნობილი"; ბოლოს კი: "უხვად გასცემდი", - ეუბნება მამა შვილს. "ღმრთისაგან დანაბადი" თინათინის მსგავსად, ჯუმბერმაც სიბრძნის, გონიერებისა და მიმადლების ნდომით აღსავსემ უნდა მართოს თავისი ერი და ქვეყანა.

მამა-მეფის წინაშე წარმდგარი ძე თავის ზნეობრივ მრწამსს აყალიბებს ხუთი არაკით: "ძუნწი და ოქრო", "დიდვაჭარი და მისი ძე", "მეფე და სამი მისი ძე", "ორნი ძმანი" და "ორმოში ჩაგდებული მეფე". ჯუმბერის პირველი გამოჩენა და ეს არაკები საგულისხმოდ, მრავლისმეტყველად აღბეჭდავს მეფის ძის სიბრძნესა და მადლიერებას, რაც მჟღავნდება ჯუმბერის სიბრძნისმეტყველებით, იგავთმეტყველებითა და ტკბილსიტყვაობით.

მწყემს-მეფეს ევალება, "იცოდეს მონათა, მსახურთა და მწდეთა ჭირი". თუკი იცის, რა განსაცდელი აქვთ გამოვლილი მწყემსს, მსახურს, მწდეს, მონას, ის, რა თქმა უნდა, მათთვისაც გაიჭირვებს. დასძენს: "აწ ყოველთა გლახაკთა, უღონოთა და მდაბალთა ჭირნი მისწავლებია". ანუ მეფე მაშინ არის პატრონი თავისი ერისა და ქვეყნისა, როდესაც იცის თავის ქვეშევრდომთა ყველა ჭირი და განსაცდელი. ეს არის წმინდა წერილის თვალით დანახული შეხედულებების სისტემა.

მეფობის ღვთივკურთხეულობა კარგად ჰქონდა შეგნებული სულხან-საბა ორბელიანს, რომელიც თავადაც, როგორც მისი ბიოგრაფიიდანაც ვიცით, ბაგრატოვანთა ნათესავი და მეფის აღზრდის საქმეში ფრიად დახელოვნებული კაცი გახლდათ. როგორც ლეონმა ჯუმბერი, ისევე აღზარდა მან ვახტანგ მეექვსე, რომელმაც უდიდესი ღვაწლი დასდო როგორც საერო, ასევე სასულიერო საქმეს.

- უჩვეულო და სიმბოლურია ჯუმბერის პირველი გამოჩენა და წარდგომა მამის წინაშე. იგი სპილოზე ამხედრებული მობრძანდება. სარტყელი და ხელთ ნაჭერი ქვა გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვას შეიცავს...

- სპილოსა და სარტყლის განმარტებისას ჯუმბერი აღიარებს, მეფისთვის ფრიად მნიშვნელოვანია ძალმოსილება: "ესრეთ ხამს, თვისი ძლიერება თვისსავე საჯდომსა დაუტევოს და თვითონ თავი იცნას, რომ იგი საჯდომი არს დიდი ჰიბუტი, თვარამ უმისოდ ყოველივე გარე შემოეძარცვება".

მეფური ძალმოსილება, ძე მეფისას თქმით, ხელმწიფის ("დიდი ვინმეს") ხელშეუხებელი და შეუვალი ძლიერებაა, რაც მას მუდამ უნდა ახსოვდეს და არ დაარღვიოს. ძალმოსილებასთან ერთად ძე მეფისა უდიდეს პასუხისმგებლობასაც უნდა გულისხმობდეს, რაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი იერარქიის ამ უმაღლესი საფეხურის უზენაესობაზე მეტყველებს. მიწისა და ქვის ალეგორიები ასევე ღვთიურ სიბრძნესთან არის წილნაყარი. "მიწა ხარ და მიწად მიიქცევი", - იმეორებს ჯუმბერი ბიბლიის ფრაზას. მიწის ალეგორიას იგი აშკარად ფსალმუნისეულ შეგნებას მიადევნებს: "ღვთის სათნო გიჯობს კაცთა სათნოსა". დავით მეფსალმუნე გვეუბნება: "კეთილ არს მოსავ-ყოფა უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფა კაცისა მიმართ" (ფს. 117,8). ამა სოფლის, კაცთა ცოდვილი ცხოვრების ამაოების გამოხატულებაა: "ნუ ესავთ მთავართა ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრება, გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა" (ფს. 145,3-4).

"სიბრძნე სიცრუისაში" მიწის ალეგორია, საბოლოო ჯამში, "ეკლესიასტეს" მთავარი სათქმელის მომცველია: "ყოველივე ამაოა... ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავიდათავი" (ეკლესიასტე 1,1).

ქვის ალეგორიის განსამარტავად ძე მეფისამ მოიხმო არაკი "ძუნწი და ოქრო", რომლის შეგონება ასეთია: "მაგ მიწაში თუნდა ოქრო იდვას, თუნდა ქვაო, თუმცა არ დახარჯევდიო!" არაკის დასრულებისთანავე ჯუმბერი მეფეს ეუბნება: "მეფეო, სალაროცა ეგრეა, რაც უნდა იდვას, თუცა არ იხმარებ კეთილად, ანუ არ დახარჯავო!" "საუნჯე" (ოქრო) მოქმედების, ადამიანის კეთილი ქცევის წარმატებით მჟღავნდება, კაცის ნიჭიცა და უნარის ღირსებაც მოქმედებით ვლინდება. მიწაში ჩადებული ლოდი (ქვა) კი უმოქმედობასა და უმოძრაობაზე მიგვანიშნებს.

- ამ ნაწარმოებში მკაფიოდ არის გატარებული ქვეყნის ერთიანობისა და "ორკერძოითი" მსახურების იდეა. რა ევალება მეფეს და რა მართებთ მის ქვეშევრდომთ?

- "სიბრძნე სიცრუისაში" სწორედ აღმზრდელი და მეფე - ლეონი და ფინეზი - გამოხატავენ ავტორის ეროვნულ განცდებს, ქართველ მეიგავეს მეტად ფრთხილად, ფაქიზად ჩაუწნავს თხზულების სიუჟეტურ კომპოზიციურ ქსოვილში საკუთარი ეროვნული სულისკვეთება. საქართველოს გადარჩენა მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენდა. სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილ ქვეყანას კარგი მეფე-პატრონი ჰაერივით სჭირდებოდა. სულხან-საბა ეძებდა გადარჩენის გზებს, ნატრობდა ჯუმბერისნაირ მეფეს, კეთილ მწყემსს, რომელიც ერის წყლულებს უწამლებდა. ქრისტიანობამ გადაარჩინა საქართველო. სულხან-საბასთან ხშირად გვხვდება ციტატები წმინდა წერილიდან. ეს შემთხვევითი, რა თქმა უნდა, არ არის, იმიტომ კი არა, რომ მას ბრწყინვალე სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული, არამედ სწორედ იმიტომ, რომ იგი ქვეყნის ხსნას ქრისტიანობაში ხედავდა. კეთილმწყემსობის მისივე იდეალიც ქრისტიანობით არის ნასაზრდოები. სულხან-საბა ორბელიანმა ფაქტობრივად მოგვცა უდიდესი მხატვრული გემოვნებით შექმნილი ქვეყნის გადარჩენის პროგრამა, რომელშიც განსაზღვრა ამქვეყნიური, ცხოვრებისეული იერარქიის ყველა საფეხურზე მდგომ ადამიანთა უფლება-მოვალეობანი. მან გვითხრა, რომ მთავრობა არის კეთილმწყემსობა, თავისი ერისა და ქვეყნის ღირსეული სამსახური, რომელიც მიიღწევა მწყემსის და სამწყსოს ორმხრივი ერთობით. მოვიხმობ ციტატას არაკიდან "ძალა ერთობისა": "თუმცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგსტეხთ". ასევე - "ვაზირთა წესიდან": "პირი ერთი ჰქონდესთ... გული გაიერთონ და დაემტკიცოს მეფობა პატრონისა მათისა". აქ იგულისხმება - სიტყვისა და საქმის ერთიანობა, პირმტკიცეობა, ერთპირობა, ერთგულება პატრონისა და მოყვასისა, ურთიერთსიყვარული, მიტევება, გულთა ერთობა, საკუთარი თავის ბრალეულყოფა, ხვაშიადის, საიდუმლოს შენახვა და გაუმჟღავნებლობა, ღვთისმოსაობა, სიბრძნის მჩხრეკელობა, სიტყვის შემოწმება და უმჯობესის გამორჩევა.

ჩვენ ეს ყველაფერი პატრონისა და ქვეყნის სამჯობინაროს მხარეზე დასადგომად უნდა გვჭირდეს და არა - შუღლი, ურთიერთმტრობა, შური, ქიშპი, ცილისწამება, ღალატი, სხვისი ბრალეულყოფა, ორგულობა, სიძულვილი, რაც ქვეყნის წამხდენია, ანუ ის, რაზეც მეფე ვაჟებს ეუბნება არაკში: "თუ გაიყარენით, ესრეთ თითო-თითოდ დაგლეწოსთ მტერმან. თავიცა მოსთხაროთ და მოყვარეცა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat