"სამშობლოსმცოდნეობა" უეკრანოდ
"სამშობლოსმცოდნეობა" უეკრანოდ
ტექნოლოგიური მიღწევებით გონებადაბინდულმა სამყარომ დღეს დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი, დაკარგა ყველაზე მთავარი და არსებითი - ხერხემალი
წმინდა სამების ლავრის ახალგაზრდული ცენტრის სხდომათა დარბაზში დოკუმენტური ფილმების სტუდია "გუთანმა" მაყურებელს წარუდგინა მორიგი ფილმი "სამშობლოსმცოდნეობა", რომელიც გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით შეიქმნა.

როგორც რუსთაველმა კინემატოგრაფისტებმა განაცხადეს, ამ ფილმის შექმნის იდეა ეკუთვნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

მართალია, კინოპროექტს "საქართველოს ხერხემალი" ეწოდება, მაგრამ მეოთხე ფილმის შესავალ ნაწილში უფრო უხერხემლო სამყაროს შესახებ არის საუბარი.

"ბევრნი გონს ვერ მოსულან და ამბობენ, რისთვის გვსჯის უფალი ასე მკაცრად? მაგრამ მართებული იქნებოდა, გვეკითხა: რისთვის გვითმენს უფალი ჯერჯერობით?

მსოფლიო გლობალიზაციის ორომტრიალში გამაოგნებელი ტექნოლოგიური მიღწევებით გონებადაბინდულმა სამყარომ დღეს დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი, დაკარგა ყველაზე მთავარი და არსებითი - ხერხემალი.

აი, ამ უხერხემლო სამყაროსკენ მიგვაქანებენ დღეს ქართველებს იდეოლოგიური სატყუარები, არადა მიწას ჩვენში ჯერ კიდევ აქვს ჯიქანი.

გაჭირვების ნიადაგზე ორ მილიონამდე ქართველმა დატოვა ჩვენი სამშობლო შემდეგი განწყობით; რა გავაკეთო აქ, პერსპექტივა არაა, არც ნორმალური საცხოვრებელი პირობები და საერთოდ, რას მომცემს საქართველო...

ჩვენი მაღალღირსეული წინაპარი კი სხვა გაწყობით ცხოვრობდა.

1917 წლის 15 სექტემბერს, 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მღვდელმოწამე კირიონ მეორემ ასეთი სიტყვებით მიმართა საქართველოს: "სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისაგან განწმენდილო, ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები, რა მომიტანე, რა მალამოსა სცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდამორეულსა, ყური მომიპყარ, არა მოვედ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სულის აღძვრად შენდა".

აი, განწყობა ქართული, მამულიშვილური, არა გიმსახურო, არამედ გემსახურო, არა რას მომიტანს, რამედ რას მოუტანს ჩემი ცხოვრება საქართველოს?"

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვესაუბრეთ ფილმის რეჟისორსა და პროექტის ავტორს ლექსო გელაშვილს.

KARIBCHE- საიდან მოდის თქვენი სტუდიის სახელწოდება "გუთანი", რა ჩანაფიქრია ამ სიტყვაში ჩადებული და როგორ ჩამოყალიბდით დამოუკიდებელ სტუდიად?

- ამ დასახელების მიხედვით, ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ სასოფლო-სამეურნეო პროექტზე ვმუშაობდით, სინამდვილეში კი გუთანი იმიტომ დავირქვით, რომ ქართველი კაცის გული და სული მოსახნავ მიწასავით უნდა იყოს. როგორც გუთანი გადაუვლის მიწას და გააფხვიერებს თესლის აღმოსაცენებლად, ასევე უნდა გაფხვიერდეს ჩვენი გულებიც ღვთის სიტყვის ჩასათესად და კეთილი ნაყოფის გამოსაღებად. აი, ასეთი სიმბოლური დატირთვა აქვს "გუთანს" და აქედან გამომდინარე, ჩვენს საქმიანობასაც. 2008 წელს უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან იყო შეხვედრა იმ ლიდერებისა, რომლებიც ახალგაზრდობასთან თანამშრომლობდნენ. ვინაიდან მე პროფესიით პედაგოგი ვარ, რამდენიმე სკოლაში ჩამოვაყალიბე ლიტერტრული თეატრი და სატელევიზიო გადაცემებიც მქონდა მომზადებული. მეუფე სტეფანეს კურთხევით, ამ შეხვედრაზე მეც ვიყავი მიწვეული. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობასთან თანამშრომლობა უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და რადგან ჩვენი ქვეყანა უკანასკნელ წლებში მრავალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, დაინტერესდა, ჩვენგან მოესმინა აზრი, თუ რა გადაარჩენდა საქართველოს და როგორ უნდა გვეპოვა გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. ზოგმა განაცხადა, მართლმადიდებლობა გადაარჩენს ქვეყანასო, ზოგმა სიყვარული დაასახელა, ზოგიერთმა კი ახალგაზრდობის მაღალზნეობრივ აღზრდას მიანიჭა უპირატესობა. ასე რომ, პასუხი ბევრი იყო. ბოლოს პატრიარქმა გვითხრა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მე უპირატესობას მივანიჭებ და მთავარ ადგილზე დავაყენებ გაქართველებას. რა ფორმითაც გინდათ, ლექსით, სიმღერით, ცეკვით, ფილმით, სალამურით... მთავარია, ეროვნული გრძნობა გავუღვიძოთ ახალგაზრდებს და თუ ამას ყველა ჩვენი მცდელობითა და საშუალებით მივაღწევთ, მაშინ მათგან კარგი მართლმადიდებლებიც გამოვა, მაღალზნეობრივი ადამიანებიც და მოყვასის მოყვარულებიც იქნებიანო. პატრიარქის ეს ნათქვამი ჩემს ლოცვა-კურთხევადაც ჩავთვალე და მეორე დღიდან დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. მოსწავლეებში რომ ქართული ფესვები გაგვეცოცხლებინა, პირველ რიგში დავამუშავეთ ის წიგნები, რომლებსაც ჩვენი თაობა აღარ კითხულობდა.

გადავიღეთ პირველი ფილმი "ქართული იდეა", რომელიც ალექსი ბერის ცხოვრებაზე მოგვითხრობდა. მოგეხსენებათ, ისეთი დრო იყო, კინოთეატრები აღარ ფუნქციონირებდა. პირველი ფილმის პრეზენტაცია კინოთეატრ "რუსთაველში" შედგა. უამრავი ხალხი დაესწრო, ძირითადად პედაგოგები, სკოლის დირექტორები, ქართულის, ისტორიისა და რელიგიის სპეციალსიტები. ამ ფილმმა იმხელა ემოცია გამოიწვია, კინოთეატრის დირექტორმა არჩილ ჯორჯიაშვილმა მითხრა, თუ ასეთ ფილმებს მოიტანთ, დარბაზს ყოველთვის დაგითმობთო. ასეთი შეკრებები თბილისის სხვადასხვა რაიონშიც გვქონდა. ასე თანათანობით ვიკაფავდით გზას. პირველს მეორე ფილმი მოჰყვა, დედაქალაქის 5 რესურსცენტრში 5 პრეზენტაცია მოვაწყვეთ. დავიწყეთ ფილმების დისკებზე გადაწერა და რაიონების სკოლებში ჩვენება. თავიდან სახსრები არ გაგვაჩნდა და 50 ლარი ვისესხეთ, რათა ქუთაისში ჩავსულიყავით და პედკოლექტივებისთვის ჩვენი ნამუშევრები წარგვედგინა. გვირჩიეს, გახსენით ანგარიშის ნომერი და ვისაც რამდენის საშუალება გვექნება, გადმოგირიცხავთო. პირველი თანხა რომ მივიღეთ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თანდათან მოდიოდა შესაწირი 16, 7, 20, 10, 50 ლარი. ბავშვებსაც ცალკე შეუგროვებიათ საქველმოქმედო შესაწირი, პედაგოგებსაც და 506 ლარი რომ მივიღეთ, პირველად არ გვჯეროდა, რომ ეს ფული ჩვენს სახელზე იყო გადმოგზავნილი. ინტენსიურად დავიწყეთ ფილმების დისკებზე ბეჭდვა, საქართველოს თითქმის ყველა რაიონი მოვიარეთ. დავიქირავეთ მანქანა და იმით დადიოდნენ ჩვენი პროდიუსერები: "კვირის პალიტრის" ცნობილი ჟურნალისტი ზვიად სეხნიაშვილი და სოსო პირველი, რადგან მე ძირითადად სცენარზე მუშაობით და მორიგი ფილმის გადაღებით ვიყავი დაკავებული. მეოთხე ფილმისთვის, ჩვენი ჩანაფიქრით, "განწყობის თეორია" უნდა დაგვერქმია, მაგრამ უწმინდესმა გვითხრა, ეს სამეცნიერო ფილმის სათაურს უფრო ჰყავს და აუდიტორიას ვერ მიიზიდავსო და გვირჩია, "სამშობლოსმცოდნეობა" ყოფილიყო ფილმის სათაური.

ძალიან ბევრი დრო მიაქვს ტექსტზე მუშაობას. როდესაც "ქართული ენა - ლაზარეზე" მასალებს ვეძიებდი, ვთქვი, მანამდე არაფერი მცოდნია ჩვენი ენის შესახებ-მეთქი. იგივე დამემართა დიმიტრი უზნაძის შრომების გაცნობისას. განწყობის თეორიის გასაცნობად 3-4 თვე მაინც დამჭირდა. ფილმი რომ ადვილად დამეწყო და ხალხისთვის გასაგები გამეხადა, თითქმის ერთი წელი მოვუნდი.

ფრაგმენტი ფილმიდან "სამშობლოსმცოდნეობა":

"ერთი შეხედვით, განწყობის შეცვლა შეუძლებელია, რადგან გარემო პირობები ქმნიან განწყობას და თითქოს იმორჩილებენ მას, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით.

XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიო ფსიქოლოგიაში გამოჩნდა ქართველი მეცნიერი დიმიტრი უზნაძე, რომელიც შეეწინააღმდეგა მანამდე მიღებულ აზრს, რომ განწყობა ცალკეული ფსიქიკური პროცესების ამსახველი ისეთივე მცირე თეორიაა, როგორიც აზროვნება, ემოცია, ნებელობა და მისი ეფექტის ახსნა თითქოს სხვა დიდი თეორიის საფუძველზე იყოს შესაძლებელი. ამ დაპირისპირებაში დიმიტრი უზნაძემ განწყობის ზოგადფსიქოლოგიური დიდი თეორია შექმნა. მან განწყობა დაახასიათა როგორც ადამიანის გარკვეული ქცევისთვის მომზადების მდგომარეობა, წინასწარი შინგანი მზადება გარკვეული საქმიანობისთვის. თუმცა შესაძლებელია, მას ეს სულაც არ ჰქონდეს გაცნობიერებული.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე: "უზნაძემ ისეთი აღმოჩენა გააკეთა, მსგავსი არ გაკეთებულა მსოფლიოში, ეს არის განწყობის თეორია".

ამ თეორიით ხდება ადამიანის ფსიქიკური აქტივობა, მისი მოქმედებისა და ცნობიერების წვდომა და შეგრძნება. აღმოჩნდა, რომ ტემპერამენტისა და ხასიათის ტიპებს საფუძვლად უდევს განწყობის ტიპები. ეს აზრი ჯერ კიდევ XIX ს-ის 60-იან წლებში ბრძანა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა "ცდისეული ფსქოლოგიის საფუძვლებში". ფაქტობრივად, განწყობა შუამავლის როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებასა და გარემოს შორის.

საბოლოოდ, დიმიტრი უზნაძე ასკვნის, რომ ადამიანის ფსიქოლოგია მისი მთლიანი ფენომენის, მისი განწყობის საფუძველზე უნდა აიგოს, ხოლო ცალკეული ფსიქოლოგიური პროცესები მისი ქცევის განწყობას, ფორმირებასა და მოქმედებას ემსახურებიან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანი სწორად, დამაჯერებლად განეწყო ამა თუ იმ საქმისა თუ საკითხის მიმართ, ის არათუ დაემორჩილება გარემო პირობებსა და არსებულ მდგომარეობას, არამედ დაიმორჩილებს კიდეც მას.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე: "სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ამას". ე.ი. მთავარია, ადამიანმა შეიცნოს განწყობის თეორიის ძალა, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და გადაწყვიტოს, რომ საქართველოს მისი დახმარება სჭირდება დღეს, განეწყოს ასე - რას მივცემ მე საქართველოს? ამ დროს ცნობიერი თუ ქვეცნობიერი ფსიქიკური ძალების გააქტიურება მოხდება და მისი გარემო პირობებით შექმნილი მდგომარეობა დაემორჩილება მას, მის სურვილს, მის განწყობას, ანუ შეუდგება ისეთი საქმის აღსრულებას, რაც მანამდე წარმოუდგენლად მიაჩნდა, მაგრამ იმისათვის, რომ ემსახურო, უნდა გიყვარდეს, გიყვარდეს თავგანწირვით".

- ამჟამად რაზე მუშაობთ?

- მყავს 10-15 შეგირდი, რომელთაც ვასწავლი ოპერატორობას, მონტაჟს, სცენარზე მუშაობას. ჩემს ფილმებში ბევრი ლამაზი კადრი მათი გადაღებულია. მინდა, ბევრი გავაკეთო მათი პროფესიული დაოსტატებისთვის, ყოველ შემთხვევაში, გადავცე და ვასწავლო ის, რაც მე ვიცი, რადგან პრადად მე არ მაქვს იმის ამბიცია, რომ პროფესიონალი კინოდოკუმენტალისტი ვარ, რადგან ეს საქმე პედაგოგობამ დამაწყებინა და ამას იმიტომ მოვკიდე ხელი, რომ მომავალ თაობას ჩავუნერგო რწმენა და სამშობლოს სიყვარული. არც იმის პრეტენზია მაქვს, რომ ჩემს ნამუშევრებს ფილმი ვუწოდო, მე მხოლოდ ის მახარებს, რომ ის ჩემს კოლეგებს მოსწონთ და ეხმარებათ ახალგაზრდობის ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის მეტად რთულ საქმეში.

გათვალისწინებული გვქონდა, მეხუთე ფილმი ოჯახზე გაგვეკეთებინა. ძალიან საინტერესო ქადაგებები აქვთ ამ საკითხზე მეუფე იოანეს (გამრეკელი), რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსს, რომლისგანაც მეტად საჭირო კონსულტაციებსაც ვიღებთ, მამა სერაპიონ ჯიშკარიანს ("ცხოვრების მთავარი საზრისი") და მამა თეოდორე გიგნაძეს. დარწმუნებული ვარ, მათი ქადაგებები სწორ დამოკიდებულებას შეუქმნის ოჯახზე ჩვენს საზოგადოებას, მეექვსე ფილმი კი მიეძღვნებოდა არანაკლებ საინტერესო თემას "სული გარდაცვალების შემდეგ". მაგრამ გეგმები ნაწილობრივ შეიცვალა. ახლახან მივიღეთ მიწვევა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველებისგან წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვრის მამა ალექსანდრეს (თანდილაშვილი) ხელმძღვანელობით. იქ მოვაწყობთ ჩვენი ფილმების პრეზენტაციას, ვიმოგზაურებთ ამერიკის რამდენიმე შტატში ჩვენს თანამემამულეებთან შესახვედრად და გადავიღებთ ფილმს იქაურ ქართველ ემიგრანტებზე, ამიტომ ჩვენს მეხუთე ფილმს ამ თემას მივუძღვნით.

- წარმატებებს გისურვებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat