როცა უფალი დაინახავს შენს სიყვარულს და მონდომებას, მაშინ გაძლევს ყველანაირ სულიერ ძალას
როცა უფალი დაინახავს შენს სიყვარულს და მონდომებას, მაშინ გაძლევს ყველანაირ სულიერ ძალას
ზურა-ზაქარია მოდებაძე რამდენიმე წლის წინ გავიცანი, ტაძრის ხარაჩოზე იდგა და ღვთის სახლის კედლებს ხატავდა. შორიდან ვაკვირდებოდი მის საქმიანობას, - ჩუმად და თავმდაბლად ასრულებდა ღვთისგან დაკისრებულ ნებას. კარგა ხნის შემდეგ ზურა მეორედ, ქარელის რაიონში, სამწევრისის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში ვნახე, მონასტრის წინამძღვრის, სქემიღუმენია ალექსანდრას ლოცვა-კურთხევით ტაძარს ხატავდა. როგორც იქნა, ინტერვიუზე დამთანხმდა.

- მამა სამხედრო პირი მყავდა და სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი მშობლებთან ერთად. ბოლოს სკოლა თბილისში დავამთავრე. ხატწერით ადრეულ ასაკში დავინტერესდი. თავისებურად მორწმუნე კი ვიყავი, მაგრამ ეკლესიურად არ ვცხოვრობდი.

სამხედრო სამსახურის დროს ღვთისნიერმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, აეშენებინათ ტაძარი, მაშინ შევთავაზე, - მე მოვხატავ-მეთქი, თუმცა არ ვიცოდი, როგორ დამეწყო ეს ყველაფერი. ღვთის შეწევნით, ჯარში გავხდი მთავარი მხატვარი. 1997 წელს ციხეში მოვხვდი იარაღის გამო. გავიგე, რომ რუსთავის პირველ კოლონიაში ტაძარი იყო და ყველას ვეკითხებოდი, მოხატულია თუ არა-მეთქი. მამას ვთხოვე, დამხმარებოდა, იმ ზონაში მოვხვედრილიყავი. ეს ბაზილიკური ტაძარი ძირითადად ბატონი სოლიკო ხაბეიშვილის შემოწირულობით აიგო 1989 წელს. ძალიან მინდოდა მისი მოხატვა. ტაძარში შევდიოდი და უფალს ვთხოვდი, თუ მისი ნება იქნებოდა, მომეხატა. თითქმის 8 წელი ტაძარი არ იყო ნაკურთხი. მეუფე ათანასემ ჩემი იქ ყოფნის დროს აკურთხა. უფალმა მისმინა. ჩემთან შემოვიდა მამა ზაქარია გოჩიტაშვილი, თბილისის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის მღვდელმსახური (ჩემი პირველი მოძღვარი გახლავთ) მამა კახაბერთან ერთად. მამა კახაბერი მაშინ ერისკაცი იყო და რუსთავში ტაძრის იკონომოსად მსახურობდა. მეუფე ათანასესა და მამა ზაქარიას ლოცვა-კურთხევით ტაძრის მოხატვის ნება დამრთეს. თავიდან ხარაჩოზე რომ ავედი, კონტური გავაკეთე. მხატვარი კი ვარ, მაგრამ ხატწერა სხვანაირ ტექნიკას მოითხოვს. თან პასუხისმგებლობას ხატწერის დროს უფრო მეტს გრძნობ. ბოლოს ჩემი სიტყვებით ლოცვა დავიწყე. ფსალმუნების კითხვის დროს კიდევ უფრო შეიცვალა ყველაფერი. პარალელურად ვესწრებოდი ტაძარში მამა ზაქარიას წირვა-ლოცვას.

ხატვის დროს ბევრი რამ არ მომწონდა და ხშირად ვცვლიდი ხოლმე. ეს ტაძარი ორ წელიწადში მოვხატე. შვიდი წელი მქონდა მისჯილი. ციხეში ოთხი წელი ვიყავი. ნახევარი წელი ტაძარს ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ვხატავდი. იმდენად ვიყავი ჩართული ტაძრის მოხატვაში, რომ იმის შეგრძნება არ მქონდა, ციხეში თუ ვიჯექი. ზონაში რა ხდებოდა, არ ვიცოდი. მოძღვარმა შემომიტანა უბისის ფრესკების წიგნი და იმის მიხედვით მოვხატე ეს ტაძარი. მაშინ ვანისა და ბაღდათის მღვდელმთავარი, მეუფე ანტონი ხელმძღვანელობდა ციხეში პატიმრების სულიერ მომსახურებას. მეუფე ტაძრის მოხატვის დროს ხშირად შემოდიოდა და ჩვენს შორის ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეუფე ჩემზე ზრუნავდა.

***
გათავისუფლების შემდეგ პარალელურად ვხატავდი ორთაჭალის ტაძარს და რუსთავის ხარების ტაძარს. მერე მეუფე ანტონმა თავის ეპარქიაში მომახატვინა ტაძარი. მას შემდეგ 15 წელი გავიდა. სრულად მოხატული მაქვს 5 ტაძარი. 7 ახლა იხატება... ვხატავ ასევე გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს. საკურთხევლის ერთი ნაწილი მოხატულია. პარალელურად ვმუშაობ ვანის წმინდა ზაბულონის, სოსანასა და ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის მოხატვაზე. ამავე ეპარქიის ერთ-ერთ სოფელში, ციხისძირში, პაატა ლეჟავას სურვილით და შესაძლებლობით აშენდა ტაძარი და მის მოხატვაშიც ვმონაწილეობ. მომავალში სენაკის საკათედრო ტაძრის მოხატვა მაქვს გათვალისწინებული.

უფალმა რაღაცნაირად დამაყენა ამ გზაზე და გემოვნება ჩამომიყალიბდა. ძირითადად ოქროს ფონით ვხატავ. ბევრჯერ დამიხატავს ვარძიის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, შეურყეველი ეტალონი ქრისტეს სახისა. მოსკოვში ქართულ ტაძარშია ჩემი მოხატული ფრესკები. თბილისში დიდ სამებაში ჩემი დაწერილი ხატებია დაბრძანებული. ქრისტეს ჭედური ხატია საკურთხეველთან, დიდ კიოტში ჩაბრძანებული. იქვეა ანჩისხატი დაბრძანებული. სამებაში პირველ სართულზე, ხარების ტაძარშია წმინდა დავით და კონსტანტინეს ხატი. ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისთვის დავწერე ივერიის ღვთისმშობლის ხატი.

- ზურა, თავიდან როგორ დაიწყე ხატების დაწერა?

- დედა წარმოშობით უკრაინელი გახლდათ. ერთელ სასულიერო პირს, თავისი მეგობრის ძმას ჩემი დაწერილი ხატები აჩვენა. უთქვამს, - თქვენი შვილი თავისი სურვილით, თავისი ძალებით ხატავს და ყველა მხრიდან ჩანს, რომ არ არის მაზიარებელი და არ ცხოვრობს ეკლესიურად. ის უნდა მოვიდეს ტაძარში, ეზიაროს და უფალი მასში შევა. მერე თავად გახდება უფალის ნების შემსრულებელი და გამოუვა ის, რასაც ხატი ჰქვიაო. მოძღვარმა თავისთან დამიბარა. მეორე კვირას უკვე ჯარში მივდიოდი. უფალი მწამდა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო ზიარება. ყურად ვიღე მოძღვრის დარიგება და ტაძარში წავედი. ამ დროს გზაში დედაჩემის მეგობარი ქალბატონი შემხვდა. სად მიდიხარო. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში უნდა ვეზიარო-მეთქი. მე ალექსანდრე ნეველში მივდივარ. რა მნიშვნელობა აქვს, სად ეზიარებიო. მართლაც, მივედი ალექსანდრე ნეველის ტაძარში, ჩავდექი მაზიარებელთა რიგში - არც კი ვიცოდი, წინასწარ თუ იყო საჭირო მომზადება. მოძღვარი გაკვირვებული მიყურებდა. უზიარებელი წავედი ჯარში. ეკლესიამდე მისასვლელად ცოტა რთული გზის გავლა დამჭირდა, მაგრამ უფლის წყალობით ყველაფერი ღვთისთვის სათნოდ წარიმართა.

- როგორ შემოვიდა შენში უფალი?

- ამ ყველაფერს სიბნელეში უფრო კარგად დაინახავ. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში. მადლობა ღმერთს, ჩემი მეუღლეც ეკლესიურია. როგორც კი მამა ზაქარიამ ციხეში დაიწყო წირვა-ლოცვების ჩატარება, მაშინვე სტიქაროსანი გავხდი. შემდგომში მამა ზაქარიას დავშორდი და ახლა სხვა სულიერი მოძღვარი მყავს. შვილებიც უფლისგან ნაჩუქარი მყავს. ციხეში ჯანმრთელობა შემერყა. სამი წელი ისე გავიდა, რომ შვილი არ მყავდა. მეუღლემ მითხრა, - ზაქარია ხომ შენი ნათლობის სახელია, თან წმინდა ზაქარია უშვილოების შემწეაო და მთხოვა, დამეხატა წმინდა ზაქარიას ხატი. დავიწყე ხატის დაწერა. ჩემი მეუღლე დაფეხმძიმდა და შეგვეძინა პირველი შვილი მარიამი. ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან და ხატვის ნიჭს უკვე ამჟღავნებენ.

***
უფალი არ მიგიშვებს საქმესთან, თუ ამაში მისი ნება არ დევს. ადამიანი მხოლოდ უფლის მსახურია. ბევრს ჰგონია, რომ ეს ჩვეულებრივი მხატვრობის სტილია. ჩემი მეუღლე მხატვარია, დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია. ის რომ მხატვარი არ იყოს, ვერასდროს გამიგებდა და ვერ გაუძლებდა ჩემი მუშაობის რეჟიმს. სამწუხაროდ, ხატებს ვერ წერს.

ღმერთის სიყვარული რა არის? ის, რომ უნდა იყო ჭეშმარიტი ეკლესიის წევრი, მაზიარებელი, აღმსარებელი, მუდამ ლოცულობდე და იცხოვრო ამ ღვთივსათნო ცხოვრებით. ეს არის სიყვარული უფლისა. როცა უფალი დაინახავს შენს სიყვარულს და მონდომებას, მაშინ გაძლევს ყველანაირ სულიერ ძალას. ამის გარეშე ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნი.

- როგორია შენი მუშაობის პროცესი?

- დღე უფრო მიჭირს მუშაობა, სიმშვიდე არ არის და ამიტომ ძირითადად ღამე ვმუშაობ. მუშაობის დაწყების დროს განსაკუთრებულ ლოცვას არ ვკითხულობ. ჩვეულებრივი ცოცხალი ურთიერთობა მაქვს უფალთან. წინასწარ დაგეგმილი არაფერი მაქვს.

ერის ხალხთან იშვიათად მიწევს ურთიერთობა, ძირითადად მონასტრებში ვცხოვრობ და ისე ვმუშაობ. სასულიერო პირების გვერდით ვარ. შეიძლება ახლა უკვე ვეღარ ვამჩნევ, რა სამყაროშიც ვტრიალებ, მაგრამ ალბათ როცა გარეთ გავდივარ და ერის ხალხს ვხვდები, ყველა ისე მომმართავს, როგორც სასულიერო პირს. ამით ბედნიერი ვარ. შეიძლება ჩემში ვერ ვამჩნევ სულიერ ზრდას. ეს უნდა გადაწყვიტონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ჩემთან ურთიერთობა და ჩემს ნამუშევრებს უყურებენ.

***
ჩემი სახელი არის ზაქარია, იოანე ნათლისმცემლის მამის სახელი მქვია. იოანე ნათლისმცემელს რომ ვხატავ, ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ვგრძნობ და სხვანაირი გამომდის ნამუშევარი. ისე, ყველა მეუბნება, - ღვთისმშობელი დედაჩემს ჰგავსო. ღვთისმშობელი ხომ ყველას დედაა და ალბათ ყველა საკუთარ დედად მიიჩნევს. როცა რომელიმე წმინდანის სახე ან ხატი არ მინახავს, მის ცხოვრებაზე ვფიქრობ და ვევედრები ამ წმინდანს, ვლოცულობ მის სახელზე და რაც გამომივა, ის იქნება მისი სახე. უფლის დახმარებით ყოველთვის ასე ვაკეთებ ხოლმე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat