"მოგენატრება ბავშვური ცრემლი, ეცდები, მაგრამ ვერ ატირდები"
"მოგენატრება ბავშვური ცრემლი, ეცდები, მაგრამ ვერ ატირდები"
ბავშვობის დროინდელ მოგონებებზე ინტერნეტში ასეთ მშვენიერ ჩანახატს წავაწყდი:
"უაზროდ მიყრილ-მოყრილი სათამაშოები: თოჯინები - უფეხო, უხელო, უთავო;…ზოგიც ახალივით ხელუხლებელი და გამოპრანჭული. ფერები; მატარებლები, მანქანები, საათები, მძივები, თმისაბნევები; ფერები. ყველაფერი და ყველა ფერი ერთად არეული.…

ბავშვობა...…

გუაშში ხელების ტყაპუნი და სახის მოთხუპნა, ფერადი სიზმრები, ფუნჯებით ყველაფრის გაფერადება და გულუბრყვილო ბავშვური კისკისი.…დიდი სათვალეები, დიდი ტანსაცმელი, დიდი ფეხსაცმელი. ამ ყველაფერ "დიდურში" გამოწყობა და მშობლების მოსვლამდე სარკის წინ ტრიალი, "სილამაზით" ტკბობა.…ბამბის ნაყინები, გასაფერადებლები, რომლებსაც დედა ჩვენზე ადრე აფერადებდა ხოლმე. კოტრიალი სოფელში მწვანე მინდორზე და რაღაც მინდვრის ყვავილების წუწნა. ტყეში გაპარვა, დამალვა, მერე მშობლების ძებნა და ერთი-ორი შემოლაწუნება დაუკითხავად წასვლისთვის.

მერე?!.. სკოლა. გამომშვიდობება სათამაშოებთან, თოჯინებთან. ნელ-ნელა მათი ადგილები წიგნებმა დაიკავეს. ბეევრი წიგნი და კიდევ ბევრი სხვა. …

მერე რა, რომ პატარები აღარ ვართ, ისევ ისე გვიყვარს ფერადი ბუშტები და სათამაშოები. ის მოგონებები გვიყვარს, წარსულში რომ დარჩა და ბავშვობა რომ ჰქვია.…

ის დღე, ზღვაზე დედის ხელს რომ მოვეჭიდეთ – ტალღების რომ გვეშინოდა.

ის დღე, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი და ან ძმა ჩვენთვის ყველაფერია.

ის დღე, როცა ჩვენი კურდღელი "გაიქცა".

ის დღე, როცა ტყეში დავიკარგეთ.

ის დღე, როცა კინაღამ ტალღებმა გაგვიტაცეს.

ის დღე, როცა ძაღლი ან ჩიტი დავმარხეთ.

და ყველა, ყველა, ყველა დღე, რომელიც გვახსოვს!!! ბავშვობის დღეები".…

დოსტოევსკი თავის ერთ-ერთ გმირს ათქმევინებს: - შემეცნების მთელი სამყარო ერთი ბავშვის ცრემლადაც არ ღირსო. მაინც, "რაა ბავშვობა? ათიოდე მოგონებას ჰქვია ბავშვობა?" (ბესიკ ხარანაული). ბავშვობასთან დამშვიდობების განცდა გამძაფრებულია პოეტების შემოქმედებაში, რაც სრულყოფილებისკენ სწრაფვით უნდა იყოს გამოწვეული - ბავშვობის ნათელი ხატი ხომ სინდისის მტანჯველ განცდასავით მუდამ თან სდევს ადამიანს. ქართველმა პოეტებმა და მწერლებმა მრავალი ნაწარმოები მიუძღვნეს ბავშვობის დროინდელ ადამიანებსა და საგნებს.

"რა ჩარჩა მაინც იმ წლების მიღმა?.."

ქუჩა, სახლი, სკოლა, სივრცე, სადაც ჩვენი ბავშვობა მიედინებოდა, სადაც ყველაფერი საოცრად ბრწყინავდა... "თვალშეუდგამი და ხელუხლები" და ძალუმად ფეთქავდა: "სიცოცხლით, აზრით", მარადიული რომ ჩანდა ყველაფერი, - ახლაც კი "სავსეა სკასავით", მაგრამ უკვე სხვა ბავშვების ხმებითა და ჟრიამულით ფეთქავს:

"ვინ შეაგროვებს სივრცეში იმ ხმებს?" - ეკა ბაქრაძე, ანდა "ჰაერის ტალღებს, იმ ადგილის დედის სულს, ალბათ, სადღაც ჰყავთ შენახული ის ხმები და სახეები, მაგრამ, ცხადია, ის მიზანსცენები უკვე დამწვარია", - ბესიკ ხარანაული. "ადგილის დედავ, გადაგვაფარე შენი კალთა და კურთხევა ძველი", - გიორგი ლეონიძე.

ბავშვობის აჩრდილი მუდამ გვიხმობს თავის წიაღში:

"მე ჩემი ძველი ტკივილი მიხმობს,
ძველი წუხილი და აღტაცება" (ეკა ბაქარაძე).
მაგრამ ბავშვური განცდის მოხელთება ძნელია.
"რა უნდა მოხდეს ახლა ისეთი,
გული ჩიტივით ამიფრთხიალოს?"
(ეკა ბაქრაძე). ანდა
"მოგენატრება ბავშვური ცრემლი,
ეცდები, მაგრამ ვერ ატირდები"
(გალაკტიონი).

შესაქმის წახდენა, სილამაზის დასახიჩრება, სიწმინდის შებღალვა შემოქმედ ადამიანში სინდისის, მორალური პასუხისმგებლობის, ცოდვის შეგრძნების უკიდურეს გამძაფრებას იწვევს. "ნატვრისფერი შორეთი" ხომ ბავშვობასავით თავისკენ გვიხმობს:

"ოდესმე ალბათ გავიხსენებთ
პირვანდელ სახეს
და მივიწყებულ ზეცის არაკებს".


მოდით, გავიხსენოთ ჩვენი პოეტებისა და მწერლების განცდები ბავშვობისდროინდელ მოგონებეთან დაკავშირებით.

გოდერძი ჩოხელი - "მოხევის სადღეგრძელო":

"ბალღები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. თანდათან ცოდვებით მღვრიე ცხოვრებას უერთდებიან და იმადა. იმ ხდის წყალივით მეტი გზა არა გვაქვს... მანამ სული სუფთა გვაქვს, გული სუფთა გვაქვს, სუფთა საქმეებს ვაკეთებთ და ისე არ ავიმღვრევით, რომ ვეღარ ვგებულობთ, საით მივდივართ, რატო და რისთვის მივდივართ, მანმადე გაგვიმარჯვას..."

"მყინვარის შუბლივით თეთრი და სუფთა მიდის ქვემოთ ხდის წყალი. მიდის, ისიც ბროლივით მიიმსხვრევა. თოფზე დატანებული დურბინდით ჩავცქირე ამ წყალსა და ელდა მეცა - დავინახე, თითქოს პირველად მენახოს, როგორ უერთდება ეს სუფთა და კამკამა წყალი მღვრიე თერგსა. ერევა და ცოტა ხანს თეთრ ზოლად მისდევს, არ უნდა ამღვრევა, სისუფთავე სწადია, მაგრამ მეტი გზა არა აქვს, ისიც თერგივით იმღვრევა მალედვე... ჩავყევი ბროლივით თეთრ ნაკადულსა, მიველ იმ ადგილას, სადაც მღვრიე თერგს უერთდებოდა, ჩავიჩოქე და წყალს იმ ადგილას ვაკოცე თეთრ ყელჩი, რომლის იქითაც მღვრიე იწყებოდა. ჩემი ბალღობა გამახსენდა და ტირილი მამინდა..."

მანანა ჩიტიშვილი - "ჩემს სიყრმეს გამოვეტირე":
"ჩემს სიყრმეს გამოვეტირე,
ღრუბელდაღრუბელ მფრინავსა,
რა კაბა-ჯუბას შევპირდი,
რა თვალ-მარგალიტს, მინასა.
მაგრამ ვერც ოქროს ვახარბე,
არც რა მუდარა მაცალა,
თავიც არ შემოიბრუნა,
ვით ავმა დედინაცვალმა".

გალაკტიონ ტაბიძე - "ბავშვობის დღეები":
"გაფრინდა ბავშვობის დღეები,
მინდვრები, ჭალები, ტყეები,
უეცრად მოვიდა შავებით
სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან,
მწუხარე ფერხულში ჩავებით
და თვალი ცრემლებმა დაბინდა.
ბალახი, მდინარე, ხეები,
დღეები, ბავშვობის დღეები".

"შინდისის ჭადრებს":
"თქვენთან რბიოდენ ნათელი დღენი:
ლოცვა ბავშვური, ფერი გედური,
ახლა რად მესმის შრიალი თქვენი,
როგორც ტირილი და საყვედური?!"

გიორგი ლეონიძე - "ჩემი ბაღი":
"შორეულ დღეებს ვეალერსები,
აბალახებულ ყრმობის ბილიკებს,
აქ დაწერილი ყრმობის ლექსები
დღეს ბოდიშებით შემოვირიგე.
მე ბავშვობის ფერფლს წმინდად ვინახავ,
ზედ მიხურია მთავრის სარქველი.
მგზავრი გამვლელი მკითხავს: ვინა ხარ?
და მე პასუხად რა მაქვს სათქმელი?..
გავხარებულვარ, მზით დაპურებულ
სივრცეში, სადაც თვლემენ ვარდები,
მხოლოდ ბავშვობის არდაბრუნებულ
ქაღალდის ნავზე დავიდარდები...
შენ რომ გვირილის თვალებით მიმზერ,
ყრმობის ლაჟვარდო, ჩემო პირიმზევ,
მოდი, იებში კოცნით ჩაგძირო...
უშენოდ სუნთქვა გამიძნელდება,
შენი ღიმილი და სურნელება
მე გულის ძარღვებს გავუნაწილო..."

ბესიკ ხარანაული - "განმარტებანი":
"ბავშვის მოტყუება: რატომ?.. რისთვის?..
და როგორ იფარავს იმას სიწმინდე...
...თითქოს ბავშვობიდან გამოაგდეს და კარი მიუხურეს
და მან, გაძლებისთვის, რაღაც ახალი თვისება შეიძინა:
მომთმენი გამხდარა.
გრძნობს, მომთმენი გამხდარა
და გულგატეხასაც გრძნობს, - რომ არ ეთამაშება.
ბავშვები ხომ სულ თამაშობენ.
იღლებიან, თამაშობენ, კვლავ იღლებიან,
სიზმრებში ტრიალებენ,
უკვირთ სინამდვილე.
ისე ახლოს არიან იმ პირველ გაჩენასთან,
სულ ახალი ნაკადულივით...
რომელსაც ჯერაც ახსოვს ის წამი,
როცა პირველად გამოიწვერა
ძველი, ჩამუქებული მყინვარის მატყლიდან.
გამოიძაბა, გამოცურდა, გამოცურდა და წამოვიდა პირველ გზაზე,
რომელიც ბუნებას მისთვის ჰქონდა გამზადებული
(მის უცოდინრად),
ეს კი ახლა, ამ გაზაფხულს დაბადებულა,
ეს გზაც პირველია, ხალისიანი, და ამავე დროს
მახესავით გატრუნული...
ჩემო ბავშვობავ,
შემოავლე შენი ნეკნები ჩემს სულს,
რომელიც ძველ ჭურჭელში გაწყალებულა.
რაა ბავშვობა?...
ათიოდე მოგონებას ჰქვია ბავშვობა?
ჩვენ შევატოვეთ ჩვენი ბავშვობა დროს,
რომ აქამდე გამოვეშვით.
და ახლა აქ ვართ, ამ ნაპირზე...
ის კი - ლამაზი და საწყალი,
იმ მხარეს დარჩა...
და ეს სიკვდილზე უარესია".

ლადო ასათიანი - "ბარდნალა":
"ეჰ, რა იქნება ხელახლა
დაიწყებოდეს თავიდან,
რაც დროის დენამ შელახა,
რაც დროსთან ერთად წავიდა!
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
შენ, მამაჩემო, რად დარდობ,
რამ დაგისველა თვალები?
ან შენ სადა ხარ, დედილო,
რომ ლექსი გამაბედვინო?!
რად არ ჭიხვინებს ვეება
ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი?
ჰეი, ბავშვობის დღეებო,
დაბრუნდებოდეთ ნეტავი!"

ნიკოლოზ ბარათაშვილი - "ხმა იდუმალი":
"რა ვსცან პირველად წუთისოფელი,
დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი
რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის
სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის".

ეკა ბაქრაძე:
"ხსოვნის დამტვერილ, ძველთაძველ სკივრში მივიწყებულნი,
თოჯინებივით მიმოფანტულხართ, ჩემი ბავშვობის მოგონებებო.
შემოცქრიალდით სულში სინათლედ, იმ მზეთავთუხა გოგონებივით,
ცით და წვიმებით გაჯერებულ გუბეებში
ჩემთან ერთად რომ დასკინკილობენ...
და წარსულიდან მზერის გამართვას,
როგორც ასეთი, არც კი ცდილობენ"...
სადა ხართ ახლა, ჩემი მზისფერი
სევდით გამთბარო პაწაწინებო?
შემოფრთხიალდით სულში სინათლედ,
ჩემთან სტუმრობა იქნებ ინებოთ...
ნეტავ იცოდეთ, როგორ გინატრით,
როგორ მაკლიხართ, როგორ მჭირდებით,
მოდით და სულში დაიბინადრეთ,
ეგრე ძალიან ნუ დამცილდებით.
ასე ერთბაშად ნუ გამიმეტებთ,
ასე გულდაგულ ნუ მებუტებით,
არ გამიწბილოთ ბოლო იმედი,
მე ბავშვობაში ახლა ვბრუნდები...
ახლა მეთოთხმეტე - როგორც არამკითხე
კარზე მომადგება და გულს შემიღონებს.
ღმერთო, მოწყალების თვალით განმიკითხე
ხიბლი ბავშვობისა, ცოტაც შემიყოვნე.
ცოტაც დამაცადე, საით მიმაქანებ,
რისთვის მედავები, რატომ მეძალები?
მე იმ დღეთა ნათელს ისევ ვუფრთხილდები,
ისევ ვეფერები, ისევ ვეკრძალები,
როგორ გავიმეტო ასე ხელაღებით,
დღეთა ფერადები ისევ მახელებენ.
ნეტავ გაცოდინათ, როგორ მენანებით,
როგორ მენატრება თქვენი სახელები.
ახლა წარსულივით აწმყოც გაზღაპრდება
და გულს გამისერავს ნაზი მოგონებით,
ღმერთო, დამიბრუნე, ღმერთო, დამიბრუნე
ჩემი მზეთავთუხა, ცელქი გოგონები".

რაინერ მარია რილკე - "მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერები":

"არ ვიცი, არა, როგორ დგებიან სკოლის მოწაფეები დილაადრიან რუხსუნიანი ყინვით ავსებულ ოთახებში. ვინ აძლევს ძალას სიჩქარით აცახცახებულ ამ პატარა ჩონჩხებს, გაიქცნენ, გაიქცნენ უფროსთა ქალაქში, მღვრიე რიჟრაჟში, მარადიული სასწავლო დღისკენ: ჯერ ისევ სრულიად პატარა ბავშვები, მუდამ სავსენი წინათგრძნობებით, ყველგან ყოველთვის დაგვიანებულნი. წარმოდგენა არა მაქვს იმ უზარმაზარ, საიდუმლო თანადგომაზე, რასაც ბავშვები ერთთავად ხარჯავენ საწვავივით".

რაბინდრანათ თაგორი: "როგორ იქცევა ბავშვი":

"ბავშვმა თუ მოისურვა, მაშინვე ცაზე აფრინდება! შემთხვევით როდია, რომ ის არ გვტოვებს ჩვენ! მას უყვარს თავის დახრა დედის გულმკერდზე! არ უნდა ერთი წამითაც დაკარგოს ის მხედველობიდან!.. ბავშვმა იცის ყოველგვარი ბრძნული სიტყვა, თუმცა ამქვეყნად მხოლოდ რჩეულნი თუ მიუხვდებიან... მხოლოდ რჩეულნი თუ გაიგებენ მის აზრს!.. შემთხვევით როდია, რომ ის არაფერს ამბობს!.. ერთადერთი სურვილი ამოძრავებს მას... ეს არის - ისწავლოს დედის სიტყვები! დედის ბაგეთაგან უშუალოდ წარმოთქმულნი! ამიტომ არის, რომ ასე უმანკოდ იცქირება ის! ბავშვის საყვარელი სახის მომაჯადოებელი ღიმილი თუმცა თავისკენ იზიდავს დედის დანაღვლიანებულ გულს, - მაგრამ ზოგჯერ მისი უმიზეზო აქვითინება სულ უმნიშვნელო რამეებზე კიდევ უფრო აღრმავებს და ორმაგად აქსოვს ერთიმეორეს სიყვარულისა და სიბრალულის გრძნობებს!.."

"ბავშვი მშვიდობა და სიყვარულია":

"ისინი ხმაურობენ, დავობენ და დაუსრულებელ ჭიდილში არან!.. ეჭვიანობენ და ერთმანეთს არ ენდობიან! და ბოლო არ უჩანს მათ უთანხმოებას. დეე, შენი ახალანთებული სიცოცხლე, ბავშვო ჩემო, უწმინდეს კელაპტარივით აკაშკაშდეს მათ შორის და თავისი მარად მოციმციმე და მომაჯადოებელი სილამაზით აიძულოს ისინი, დაჩუმდნენ! წადი და მათ ავდრიან გულებს შორის ჩადექი, ბავშვო! დეე, შენმა უნაზესმა გამოხედვამ ისე დაამშვიდოს და დააცხროს ისინი, როგორც ყოვლისშემძლე შემწყნარებელმა საღამოს სიმშვიდემ ბობოქარი და მოუსვენარი დღე! დეე, მათ იხილონ სახე შენი და მით შეიცნონ აზრი ყველა საგანთა! დეე, მათ შეგიყვარონ შენ... მაშინ ისინი ერთმანეთსაც შეიყვარებენ!.."

"პირველი ლეილაღები":


"ჩემს გულში ისევ ისე ტკბილია მოგონება იმ პირველი ქორფა ლეილაღებისა, აღვსებული რომ მქონდა მუჭები, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი!.."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat