ვიდრე პოეტი და პოეზია არსებობს, ქვეყნიერება უფრო სრულყოფილია
ვიდრე პოეტი და პოეზია არსებობს, ქვეყნიერება უფრო სრულყოფილია
მამუკა სალუქვაძემ ფერწერული ტილოების სიტყვიერი, პოეტური სურათები დაგვიტოვა
17 ივლისს ფრანგული კულტურის ცენტრში საოცრად ლამაზი, თბილი და ამაღელვებელი საღამო გაიმართა. ამჯერად დიუმას ცენტრმა 3 წლის წინ გარდაცვლილი პოეტის, დრამატურგის, მთარგმნელისა და ჟურნალისტის - მამუკა სალუქვაძის - შემოქმედების მოყვარულთ უმასპინძლა. საღამოს დიუმას ცენტრში გამართვა ფრანგული პოეზიის მიმართ მამუკა სალუქვაძის უსაზღვრო სიყვარულმა განაპირობა (მას დამთავრებული ჰქონდა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი და ასწავლიდა ფრანგულ ენას 23-ე საშუალო სკოლაში). ფრანგულ პოეზიას იგი ადარებდა "ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, სადაც ყოველი ვარსკვლავი ციმციმებს და კაშკაშებს იმისდა მიხედვით, თუ რამდენად დიდია და რაოდენი მანძილით არის დაშორებული ჩვენგან", - ვკითხულობთ ჰიუგოს ლექსების შესავალში, რომელიც მამუკა სალუქვაძემ დიდი რუდუნებითა და დახვეწილი პოეტური ოსტატობით თარგმნა სხვა ფრანგი პოეტების: კოპიეს, ნერვალის, ლეკონტ დე ლილის, ვერლენის, რემბოს ლექსებთან ერთად.

დიუმას ცენტრის მოსწავლეებმა ღრმა ექსპრესიულობით, დახვეწილი არტისტიზმითა და ამაღლებული, გულში ჩამწვდომი პათოსით წაიკითხეს მამუკა სალუქვაძის მიერ დაწერილი ორიგინალური და ნათარგმნი ლექსები. მსმენელის წინაშე მათ კიდევ ერთხელ გააცოცხლეს და უბადლოდ წარმოაჩინეს მამუკა სალუქვაძის ამაღლებული, რწმენითა და სიყვარულით სავსე სულის სამყარო, რომელიც მისსავე ლექსებშია გაცხადებული. ახალგაზრდებმა სწორედ იმ სიტყვების სიცხადე და სინამდვილე აგრძნობინეს მსმენელს, რომელიც პოეტის ერთ ლექსშია გამოთქმული:

"ოაზისის მაძებარმა მირაჟებმა
უდაბნოში ჰპოვეს ია;
დალიეს და დაილია...
საოცარი ყვავილია პოეზია".


პოეტის მეგობრის, პოეტისა და კრიტიკოსის, თემურ შავლაძის სიტყვებით: "მამუკა სალუქვაძის ბიოგრაფია მისი პოეზიაა. საქართველოში ლექსით აბა ვის განაკვირვებ, მით უმეტეს, ვის განაცვიფრებ?! და მაინც, ჩნდებიან პოეტები, რომელთაც წილად ერგებათ ხოლმე ეს პატივი და ბედნიერება; ესეც, ალბათ, უკვე განგების ნებაა. შეუცნობელნი არიან წესნი და გზა-ბილიკნი საწუთროსანი. და მან მართლაც მძიმე პოეტური ჯვარი იტვირთა - პირველი ლექსიდან უფლის მაღალ საგალობლებამდე... გადალახა საკუთარი პოეტური უდაბნო... მივიდა ნანატრ, საოცნებო მთა-სიმაღლემდე... შედგა, გადახედა მომავალს, შეისვენა და... დატოვა შვილები (24 წლის ნინო და 17 წლის ლუკა), სიყვარული და ჯვარი - აღმართული ჯვარი პოეზიისა. ან მეტი რაღაა ბიოგრაფია. და მაინც, რატომღაც, ჭეშმარიტი პოეზია - ცრემლიანი ოაზისია - ბინდ-ნათელი საჩრდილობელი მზიან ღამეში".

და მაინც, მამუკა სალუქვაძის ბიოგრაფია ასეთი გახლავთ: დაიბადა 1955 წლის 17 ივლისს; გაიზარდა ხელოვანთა ოჯახში. დედა - ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი და მომღერალი ქალბატონი ინოლა გურგულია გახლდათ, რომელიც ძალზე ახალგაზრდა გარდაიცვალა. გარდაცვალების წინ მან შვილს ანდერძად დაუბარა: "მამუკა, დედი! შენ იცი, როგორ ლამაზად გამიგრძელებ და გამიხანგრძლივებ სიცოცხლეს. დედის დამარხვა ვაჟკაცის ვალია, შენ პირველი არ ხარ, გახსოვდეს. რა აზრი აქვს სხეულს და მძორს, როცა ჩემი სული შენში ცოცხლობს, ჩემი ათასი ფიქრი და გრძნობა შენში გრძელდება, სიცოცხლეო ჩემო. იყავ ბედნიერი მასთან, ვინც გიყვარს. იყავ ჩემსავით ხალისიანი, გიყვარდეს მამული შენი და იცოდე, რომ შენი ნიჭითა და კალმით დიდი ვალი გაქვს მის წინაშე. ნუ გეშინია, დედი! მე შენში ვარ და ამით შენთან ვარ მუდამ". მამუკას მთელი ცხოვრება ამ ანდერძის შესრულების მცდელობა იყო. პოეტის მისიას ღვთისა და მოყვასის წინაშე იგი ყველაზე აღმატებულ პასუხისმგებლობად მიიჩნევდა:

"და როცა მივხვდი, თუ რა ტვირთი უნდა მეთრია,
მაშინ დავრწმუნდი, რომ მწერლობა მძიმე ხვედრია".


პოეტის მამა - ანზორ სალუქვაძე - პოეტი, კინოდრამატურგი, რუსთაველისა და გალაკტიონის პრემიების ლაურეატი გახლდათ.

ლექსების წერა მამუკა სალუქვაძემ 6 წლის ასაკიდან დაიწყო; 1975 წლიდან მოყოლებული ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას. გამოცემული აქვს ხუთი კრებული: "ჰერბარიუმი", "მოქცევა ქართლისა", "ათი მცნება", "ამაოება ამაოებათა" (ეკლესიასტეს მიხედვით) და 100 თავისაგან ანუ 100 წიგნისაგან შემდგარი სათავგადასავლო პოემა ბავშვებისათვის "თუთიყუშ ჟაკოს თავგადასავალი" (რომელიც თავის ვაჟს,Lლუკას მიუძღვნა). 4 პიესა მის სიცოცხლეშივე დაიდგა სახელმწიფო აკადემიური თეატრების სცენებზე; მამუკა სალუქვაძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, 1992 წელს საქართველოში დაარსებული ლიტერატურული "პენკლუბის" ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ლიტერატურული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც. მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტში როგორც რედაქტორად, ასევე რეჟოსორად და გადაცემის წამყვანად; შემდეგ დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეში", კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1993 წელს მისი იდეით შეიქმნა ორიგინალური ფორმის გაზეთი-კალენდარი "ორიონი". სიცოცხლის ბოლო წლებში გახლდათ დამოუკიდებელი საინფორმაციო-სარეკლამო სტუდია "რენესანსის" ხელმძღვანელი. გადამღებ ჯგუფთან ერთად მოიარა მთელი საქართველო და გადაიღო დოკუმენტური ფილმი საქართველოს სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და სამეცნიერო პოტენციალის შესახებ. ფილმს უწოდა "არჩევანი". ეს იყო მისი უკანასკნელი ნამუშევარი (1996 წ.). 1978 წელს მთავარი როლი ითამაშა რეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმში "მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა".

მანამდე კი იყო: 1977 წელი - 14 ნოემბერს მშობიარობისას დაეღუპა მეუღლე, ნინო ოქრომჭედლიშვილი, 10 დღის შემდეგ - დედაც. მოგვიანებით კი იყო თბილისის ომი, რომელსაც იგი ძალიან ტრაგიკულად განიცდიდა. 1992 წელზე წერს: "ეს წელიწადი იყო ნამდვილი კოშმარი, კოშმარი, რომლისგანაც ჯერაც ვერ გამოვსულვარ, ჯერ კიდევ ბოლომდე არა მაქვს გაცნობიერებული, რა მოხდა, ყოველივე ამის გაანალიზებას დრო სჭირდება, დრო და მშვიდი, საღი გონება. ერთი რამ კი ცხადია, რომ ეს იყო ტრაგედია, რომლის მოწამე და ერთგვარი მონაწილე მეც ვიყავი". ერთ ეროვნულ ტრაგედიას მეორე მოჰყვა: სოხუმის დაცემა; სოხუმში დარჩა ბაბუის - ლუკა გურგულიას სახლი; ომის დაწყებამდე მივლინებით წავიდა სოხუმში, მოამზადა გადაცემა, მაგრამ არც რეპორტაჟში და არც მერე არსად აღუნიშნავს, რომ იქ, სოხუმში გაზით მოწამლეს და ჩამწერი აპარატი ფირებიანად მოპარეს. თბილისში ჩამოსვლა საავადმყოფოში მკურნალობით დასრულდა. შემდეგ კი ეს განცდები ლექსებში - "ჩემო აფხაზეთო", "ძენო იაფეტისანო!" და "გამოსვლა ბაროკამერიდან" - აისახა.

და, რაც მთავარია, მამუკა სალუქვაძეს მიაჩნდა, რომ ხსნა რწმენაშია:

"რწმენის გარეშე ფუჭია
ადამიანის ცხოვრება,
უნდა გწამდეს,
ამისათვის უნდა იწამო".


1993 წელს დაწერილ წერილში "საუბარი საკუთარ თავთან" მამუკა სალუქვაძე იმ დროს თავსდამტყდარ მოვლენებს რელიგიურ ახსნას უძებნის და ეროვნული ტრაგედიის კათარზისისეულ ძალაზე საუბრობს: "დასრულდა კი ტრაგედია, განიდევნა ეშმაკი და განიწმინდა ერი? - ვფიქრობ, თვით ტრაგედია დასრულდა და ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო - სისხლით, უბედურებებით, საშინელებებით, თუმც, ამავე დროს, ბოროტების მხილებით. როგორ უნდა მოხდეს ერის განწმენდა, ან რა გზა არსებობს? - გზა ერთადერთია, გზა ჭეშმარიტი ქრისტიანისა. პირველ რიგში უნდა აღდგეს რწმენა, რომელიც, სამწუხაროდ, დაკარგული გვაქვს და სწორედ უღმერთობა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ჩვენი უბედურებისა. როგორ უნდა მოხდეს აღდგენა რწმენისა? - ეს უაღრესად ძნელი და რთული საქმეა. თავდაპირველად არასწორი გზით წასული ადამიანი უნდა დააბრუნო გზაგასაყართან და შემდგომ სწორი გზით წაიყვანო... ნუგეში მხოლოდ რწმენაშია. ნუ დაგვავიწყდება, რომ მარიამისა და მართას რწმენამ აღადგინა ლაზარე მკვდრეთით. დღეს მკვდარია საქართველო და თუ ჩვენ მივმართავთ უფალს ხსნისათვის და მან ისმინა ჩვენი ვედრება და ინება ლაზარს აღდგინება მკვდრეთით, დანარჩენი ჩვენს ჭეშმარიტ რწმენაზეა დამოკიდებული. და თუ ფარისევლურად არ ვიტყვით "ჩვენთან არს ღმერთი", არამედ წრფელი გულით ვიწამებთ ყოვლისშემძლეობას უფლისას, გადარჩება საქართველო". ამ რწმენით იყო იგი აღვსილი და ბოლო წლებში მხოლოდ რელიგიურ თემებზე მუშაობდა.

ცოტა ხნის წინ რუსუდან და მაია კერვალიშვილების ქველმოქმედებითა და თანადგომით გამოიცა რჩეული ორტომეული, რომელშიც თითქმის სრულად არის თავმოყრილი მამუკა სალუქვაძის ლექსები, პიესები, ჩანახატები, წერილები, თარგმანები, მსოფლიოში ცნობილი გენიალური მხატვრების ნახატებით გამოწვეული შთაბეჭდილებების ამსახველი ლექსების ციკლი: "იმპრესიონ".

"მამუკა სალუქვაძემ ფერწერული ტილოების სიტყვიერი, პოეტური სურათები დაგვიტოვა", - წერს მაკა ჯოხაძე. ამავე წიგნში თავმოყრილია პოეტის სურათები საოჯახო ფოტოალბომიდან. მკითხველი აქ პოეტის არქივიდან არაერთ საინტერესო, განხორციელებულ თუ განუხორციელებელ ტელეპროექტსაც გაეცნობა. მეორე ტომში სასულიერო პოეზიაა წარმოდგენილი. მამუკა სალუქვაძის მეუღლის, ქალბატონი დოდო იაშვილის შესავალ წერილში, რომელიც პირველ ტომს ერთვის, ვკითხულობთ: "გარდაცვალება მართლაცდა ფერისცვალებაა. ამაში კიდევ ერთხელ რწმუნდები, როცა ამ ქვეყნიდან წასული ადამიანების ასეთ სიცოცხლისუნარიანობას ხედავ და სწორედ მაშინ გრძნობ, რომ სამყარო მთლიანია".

პირველ ტომში გამოქვეყნებულია მამუკა სალუქვაძის უახლოესი მეგობრის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მიხეილ ქურდიანის საგულისხმო წერილი, რომელშიც იგი მამუკა სალუქვაძეს "ერთ ავთანდილთაგანს" უწოდებს. ამ წერილში ვკითხულობთ: "მამუკა სალუქვაძე იმ რანგის მოვლენაა ქართულ კულტურაში, რომ მისი არც ერთი სტრიქონის დაკარგვისა თუ გამოუქვეყნებლობის ნება არ უნდა მივცეთ ჩვენს თავს - უსაშველოდ ნიჭიერი, უსაშველოდ ლამაზი, თვალებში ჩამდგარი უსაშველო სევდით ის, პოეტური სათქმელისა თუ ფორმის სითამამესთან კონტრასტში მყოფი, პიროვნული მოკრძალებულობითა და უშუალობითაც ხიბლავდა აუდიტორიას... მის ადამიანურ ბუნებას უფრო მეტად სიტყვა გულქართლი გამოხატავს, რომელიც ერთდროულად იტევს გულალალის (გულმართლის) და გულუხვის, და ამდენად, რაინდის შინაარსს. იყო კიდეც რაინდი და მეფე არტურის მრგვალი მაგიდის რაინდებზე მეტად რუსთველისეულ ავთანდილს ჰგავდა იგი - "ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი". მამუკა სალუქვაძეს ღვთისაგან ჰქონდა მომადლებული განსაკუთრებული ნიჭი - მშვენიერებად ექცია ყველაფერი, რასაც შეეხებოდა.

მას მოკვდავი და უკვდავი ბუნების ენა ერთნაირად ჰქონდა ათვისებული და მათ მიერ გამოცემულ ნებისმიერ ბგერას, ტრაგიკულსა თუ ლირიკულს, მისი ამა სოფლის შხამის მიმართ უიმუნიტეტო გული კამერტონივით ეპასუხებოდა. უფალი ვისაც დანარჩენებთან შედარებით მეტს ანიჭებს, სხვებზე მეტსაც მასვე სთხოვს, და რამდენ წყალობასაც მისცემს, იმაზე არანაკლებ განსაცდელსაც მოუვლენს, რათა დარწმუნდეს, რომ რჩეულის სულის ნათელი ჭირმრავლობით ბნელს არ შეირევს". მამუკა სალუქვაძეც ასეთ რჩეულად წარმოჩნდა.

მწერალი მაკა ჯოხაძე, რომელიც ასევე მამუკას მეგობარი გახლდათ, შთამბეჭდავ სიტყვებს უძღვნის უკვე გარდაცვლილ პოეტს: "მამუკა სალუქვაძე კაცად დაბადებული ბიჭი იყო - ლამაზი, ჭკვიანი, ღრმა ადამიანი. ამიტომაც სნობურად, მოდურად კი არ წაპოტინებია სარწმუნოებას, რელიგიის სფეროს, ნაბიჯ-ნაბიჯ, ინტელექტუალური თუ ცხოვრებისეული გამოცდილების გზით იარა და გაიზარდა სულიერად. მხოლოდ ტკივილითა და ტანჯვით მოპოვებული სიბრძნის მერე მისცა თავს უფლება, რომ ათი მცნება გაელექსა, ეკლესიასტეს მიხედვით გაერითმა და დაეწერა საკუთარი შეგრძნებებითაც ამაოებათა ამაოებაზე, მშვიდი, ღვთიური წონასწორობით მოეთხრო შესაქმის დღეთა შესახებ... მამუკა სალუქვაძე იმითაც გამოირჩა თავის თაობაში (და არა მხოლოდ თავის თაობაში), რომ ყველაზე ადრე მიიყვანა უფალმა თავისთან, ყველაზე ადრე ჩაიკრა გულში და რწმენის ძალას აზიარა".

მამუკა სალუქვაძე თავის ერთ-ერთ ჩანახატში, "ძილი საუკუნო", წერს: "მოვიგონოთ ხალხი, რომლებიც აშენებდნენ უზარმაზარი საშვილიშვილო სამრეკლოების დიდ კედლებს, რომლებიც რეკავდნენ ამ მაღალ სამრეკლოებზე და ფოლადის ზარებზე გულდადებით სჭრიდნენ თავიანთ სახელებს... მოვიგონოთ მოწამენი, რომელთაც თავი დასდვეს თავიანთი სარწმუნოებისთვის, რომლებიც ღვთისმსახურებას ასრულებდნენ თავიანთ სალოცავ ტაძრებში და მთრთოლვარე ხელით ანთებდნენ სანთელს მშვენიერების წინ. ვიფიქროთ მათი წამების ჯვარზე, მათ ტანჯვაზე, ცრემლებზე, ვიფიქროთ სასაფლაოზე, სადაც დამშვიდებით განისვენებს ამდენი წარსული, შორეული და დავიწყებული, ვიფიქროთ მათზე, რომელთაგანაც დარჩა პატარა რვეულები, ბალახი სასაფლაოზე და ქვები ვინაობის ზედწარწერით". ეს სიტყვები ანდერძივით ჟღერს.

ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მამუკა სალუქვაძემ გადაიღო, მისი მიუსაფარი გმირი დადის 1992 წლის დეკემბერ-იანვრის სისხლისღვრაგადატანილი, დაჩოქილი, გაპარტახებული თბილისის ქუჩებში და განწირულების განცდით აღვსილი ამბობს: ვის სჭირდება პოეზია? - მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ დღესაც, ამ ე. წ. კომპიუტერის ეპოქაში, როდესაც ასე თვალში საცემად მომრავლდნენ სამყაროს ლირიკულ განცდას აბსოლუტურად მოკლებული ადამიანები, კვლავაც აქტუალურია ეს კითხვა. თუმცა დიუმას ცენტრიდან დაბრუნებულს, პირიქით, საოცრად ამაღლებული განწყობა მომყვებოდა თან. ვფიქრობდი, რომ მამუკა სალუქვაძისნაირი პოეტების არსებობა ჩვენს დროში ათგზის უფრო მნიშვნელოვანია. პოეტი ხომ "თავის თავში ინახავს პრომეთეს ცეცხლს - სამყაროს ესთეტიკური ხედვის პირველსათავეს, ურომლისოდაც ადამიანი არ იქნებოდა ის, რაც არის ჩვენს წარმოდგენაში. ამიტომ, ვიდრე პოეტი და პოეზია არსებობს, ქვეყნიერება უფრო სრულყოფილია და სრულქმნილი" (ანდრო ბუაჩიძე). სანამ პოეზია, პოეტური ხედვა და შთაგონება იქნება, მანამ:

"ღამე დღედ გარდაიქმნება,
მთვარე მზედ გარდაიცვლება,
სული ხომ არ დაიცლება,
ოცნებით სავსე იქნება".

ახლოვდება ფერისცვალების დღესასწაული. ალბათ, მარადისობაში გადასული მამუკა სალუქვაძის სულიც შეგვეწევა, რათა ვთხოვოთ უფალს: "იესო ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო, გულის სიტყვითა კეთილითა სულიცა ჩვენი ცხოველ-ჰყავ დღესა შინა ჩვენისა მიწიერისა მწირობისასა" (უფლის ფერისცვალების დაუჯდომლიდან).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat