მაღალი სიჩქარეებისა და დაბალი მორალის ეპოქაში
მაღალი სიჩქარეებისა და დაბალი მორალის ეპოქაში
ეკლესიის მამებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ჩვენ მეტად რთულ და სახიფათო დროში ვცხოვრობთ - "მაღალი სიჩქარეებისა და დაბალი მორალის ეპოქაში". "სამყარო საფრთხეშია, - წერს წმინდა პაისი ათონელი, - ადამიანებმა გაირთულეს ცხოვრება. ამ სირთულეების გამო მეტად აღგზნებულნი ლამის გამოთაყვანდნენ. ორიენტირი დაკარგეს და თავსაც ვეღარ აკონტროლებენ... დღეს ქვეყნიერება სხვადასხვაგვარი "უსაფრთხოებითაა" სავსე, მაგრამ იგი - განშორებული ქრისტესგან - უდიდესი უმწეობის შეგრძნებით იტანჯება. სოფელი იტანჯება, იღუპება და, საუბედუროდ, ადამიანები იძულებულნი არიან, ამ ერული სატანჯველის შუაგულში იცხოვრონ... ადამიანურმა კომფორტმა ყოველგვარი საზღვარი გადალახა და პრობლემად იქცა. მომრავლდა მანქანები - მომრავლდა საზრუნავი. მანქანები და რკინის ნივთები მართავენ ადამიანებს და მასაც მანქანად აქცევენ. ამიტომაა, რომ გულები რკინად ექცათ..." ჩვენი დროის ერთ-ერთი სერიოზული საფრთხე, რასაც შედეგად მოსდევს შინაგანი სიმშვიდისა და უბრალოების დაკარგვა, წრფელი და გულთბილი ურთიერთობების დეფიციტი, არის - მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, მატერიალური კეთილდღეობისა და ფუფუნებისადმი დაუოკებელი სწრაფვა. "ერული იოლი ცხოვრება სულში ერულ შფოთს ნერგავს, რაც ყოველდღიურად უბიძგებს ასობით ადამიანს (თვით სულის სიმშვიდედაკარგულ ბავშვებსაც), ფსიქოანალიზსა და ფსიქიატრს მიმართონ..." რამდენად მნიშვნელოვანია სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ამ საფრთხეების გაცნობიერება და რა უნდა გავაკეთოთ თავდასაცავად? - ამაზე გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კალანდარიშვილი.

- რა სულიერ საფრთხეს შეიცავს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარება, მატერიალური ცხოვრების დონის ამაღლება?

- ცივილიზაცია, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები დაუსრულებლად ვითარდება, სამაგიეროდ, უკანა პლანზე მიდის სულიერი დამოკიდებულებები. ადამიანი უფრო და უფრო ინდიფერენტული ხდება, სული ევსება შფოთითა და ათასგვარი თავსატეხით. საქონლის წარმოება უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ადამიანთა რაოდენობა. ეს მრეწველობასაც აძლევს ხელს. ყველა ცდილობს, სხვებს არ ჩამორჩეს და ფეხი აუწყოს ახალ ეპოქასა და სტანდარტებს; გამუდმებით ჩნდება ახალ-ახალი მანქანები და საშუალებები. ყველა ოჯახს სურს, ჰყავდეს ავტომობილი, ჰქონდეს ფეშენებელური სახლი, ათასგვარი მანქანა, კომპიუტერი, მაცივარი, ტელევიზორი, სატელიტური ანტენა და სხვა ტექნიკა, თანაც უფრო და უფრო სრულყოფილი. იქმნება მობილური ტელეფონების ახალ-ახალი თაობები და სხვ. ყოველივე ამას სჭირდება ბევრი ფული. თანამედროვე მოთხოვნებს ვერ სწვდება ოჯახური ბიუჯეტი. ამიტომ ადამიანი სამუშაოს თავს აკლავს. ხშირად ძველი ნივთის ვალი არ გადაუხდიათ და ახალს ყიდულობენ. ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს, რათა არ გაგვიტაცოს სრულყოფილის შეძენის მოდურმა ცდუნებამ. მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვა, ბუნებრივია, შთანთქმით ემუქრება ადამიანურ ურთიერთობებს. ეს პრობლემა არსებობს ზოგადად მსოფლიოში. ჩემი აზრით, ჩვენში შედარებით უკეთ არის საქმე იმ თვალსაზრისით, რომ ქართველისთვის მაინც მთავარი ურთიერთობებია. ჩვენთან, სამსახურებში ფორმალურ ურთიერთობებს, შრომით კონტრაქტს და ა. შ. ხშირად არაფორმალური ურთიერთობები განსაზღვრავს. ანუ ადამიანები სამსახურებში დადიან არა მარტო იმისათვის, რომ თავისი საქმე გააკეთონ და შემდეგ გასამრჯელო აიღონ, არამედ უფრო იმისათვის, რომ ერთმანეთს შეხვდნენ, ისაუბრონ და ა. შ. ამ ურთიერთობების გარეშე ადამიანი ეგოისტად იქცევა და საკუთარ "მე"-ში იკეტება. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, რომ ერთი დაწესებულების თანამშრომლები, ერთი კორპუსის მცხოვრებნი ერთმანეთს არ იცნობენ. ჩვენს დროს ეს ახასიათებს - სულ სადღაც ვჩქარობთ. ამ გაწამაწიაში საკუთარ ფიქრებსა და აზრებსაც ვერ ვაყურადებთ, საკუთარ თავსაც ვეღარ ვცნობთ. მეტი მატერიალური სიმდიდრისკენ ლტოლვასა და გამუდმებულ სირბილში ილევა ჩვენი ცხოვრება. მერე გადაქანცულნი, გამოფიტულნი ვბრუნდებით შინ, მივუსხდებით ტელევიზორს და აღარ გვაქვს ძალა და სურვილი, ოჯახის წევრთან დალაპარაკებისა, ურთიერთობისა, შთაბეჭდილების გაზიარებისა... ცხოვრების ასეთი წესი ადამიანს უფრო ეგოისტად, კარჩაკეტილად, ნაკლებად მზრუნველად ხდის. გული გისასტიკდება, დიდი ძალისხმევის ფასად გიჯდება, ადამიანური ვალის მოსახდელად მაინც რომ მოიკითხო ახლობელი.

- ტელევიზორი ახსენეთ. ამას ემატება ინტერნეტი, რომელიც შლის ყველა ბარიერს და სხვა ტექნიკურ საშუალებაზე მეტად იძლევა სივრცის გადალახვის შესაძლებლობას. რა საფრთხე მოიტანა საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ?

- ტელევიზიიდან მომდინარე საფრთხის შესახებ ეკლესიის მამები ბევრს წერენ. მაგალითად, ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, ადამიანები მთელ სამყაროს ხედავენ და მხოლოდ საკუთარი თავის დანახვა არ შეუძლიათო. დღეს ადამიანები საკუთარი გონებით ინადგურებენ თავს. ჩვენს დროში სერიოზულ პრობლემად იქცა კომპიუტერზე მიჯაჭვულობა. მშობლებმა აღარ იციან, როგორ მოაშორონ შვილები კომპიუტერს. ისინი ფაქტობრივად კარგავენ შვილებს. ინფორმაციული ტექნოლოგიის განვითარებამ ხელი შეუწყო ტექნიკურ და ფსიქოლოგიურ ფენომენთა შექმნას, რომლებმაც აღქმისა და განცდის ახალი ხარისხი წარმოაჩინეს და ადამიანის წინაშე ახალი სამყარო გახსნეს - "ყალბი რეალობის" ან "ვირტუალური რეალობის" სამყარო. ადამიანი ცნობიერებითა და გრძნობებით იძირება ამ ილუზიურ სამყაროში და იგი უფრო რეალურად და გრძნობადად წარმოუდგება, ვიდრე ნამდვილი. კომპიუტერული დამოკიდებულება ანუ სინდრომი ისევე სახიფათოა, როგორც, ნებისმიერი სხვა სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური დამოკიდებულება (ნარკომანია, ლოთობა, აზარტული თამაშები და ა. შ.). რა თქმა უნდა, თავისთავად არ არის ბოროტება, თუკი მას სასარგებლოდ გამოვიყენებთ, მაგრამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ მისი ზეგავლენა ჩვენზე. ხშირად ადამიანები კომპიუტერის საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს და ვირტუალურად ურთიერთობენ. ეს ხდება ისევ და ისევ დროის უქონლობის გამო. მაგრამ ამ საკითხს უფრო ღრმად თუ შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ინტერნეტი, ისევე როგორც ტელევიზორი, კი არ აახლოებს და აერთიანებს ადამიანებს, არამედ უფრო აშორებს ერთმანეთისგან. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ გეძლევა, ვთქვათ, უცხოეთში მცხოვრებ ახლობელთან კონტაქტის საშუალება, მაგრამ, მეორე მხრივ, საფრთხე ჩნდება იმისა, რომ ვირტუალურმა ურთიერთობებმა არ ჩაანაცვლოს ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობები. ქართველები ოდითგანვე სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. რა სჯობს ადამიანის პირადად მონახულებას, მისთვის უშუალოდ თვალებში ჩახედვას. ოჯახის წევრებთან ერთად ახლობლის მონახულება და მასთან სტუმრობა ერთგვარი რიტუალია. სუფრასაც ხომ თავისი ლაზათი აქვს. სხვა რომ არ იყოს, ეს ყველაფერი სასიამოვნო მოგონებად მაინც რჩება. ასე უფრო ღრმავდება და მტკიცდება ურთიერთობები. ახლა კი ადამიანებს ეზარებათ გარკვეული მანძილის გავლა იმისათვის, რომ ერთმანეთს შეხვდნენ, ერთმანეთის ჭირი და ლხინი გაიზიარონ. ამიტომ იადვილებენ ცხოვრებას და შინიდან გაუსვლელად ახერხებენ მოყვასთან ურთიერთობის სავსებით ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.

- ხშირად ადამიანი ვერ ამჩნევს და ვერ გულისხმაყოფს იმას, თუ საიდან მოდის საფრთხე და საშიშროება, შესაბამისად, ვერ ახერხებს თავდაცვას, რადგან ცოდვისმიერი ფიქრი, აზრი თუ გრძნობა საწყის ეტაპზე კეთილი ნიღბით იმოსება. რა ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმები არსებობს იმისათვის, რომ ადამიანმა გამოიცნოს საფრთხე და მოახერხოს საკუთარი სულისა და ფსიქიკის დაცვა?

- ადამიანები იმდენად ვართ გარემოცულნი ყოფითი პრობლემებით, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ საფრთხეებს, რაც ჩვენში უკეთეს და უმაღლეს საწყისს - სულს ემუქრება. საფრთხის შემჩნევა და თავიდან აცილება ადამიანის სულიერ კრედოზე, მის ღირებულებათა სისტემაზეც არის დამოკიდებული. ამას აყალიბებეს გარკვეულწილად რელიგიური ნორმები. მორწმუნე ადამიანს აქვს კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია გამოიცნოს საფრთხე და დროულად აღკვეთოს იგი. კრიტერიუმი ცალსახად ასეთია - თუკი რაიმე არ ესადაგება და არ ექვემდებარება უფლის მიერ დაწესებულ მცნებებს, ის არ არის ნამდვილი და უკვე საფრთხეს წარმოადგენს. მაგრამ, რა თქმა უნდა, რელიგიურობა არ არის იმის სრული გარანტი, რომ ადამიანი ყოველთვის სათანადო დონეზე შეაფასებს საფრთხეს, შესაბამის სახელს დაარქმევს მას და არასოდეს გახდება მსხვერპლი ცდუნებისა. წმინდა ანტონი დიდმა სულიერი თვალით იხილა უამრავი მახე, რომელიც კაცთა მოდგმის მტერმა კაცობრიობას დაუგო. კითხვაზე, თუ ვინ გადაურჩებოდა ამ საფრთხეებს, მან მიიღო პასუხი: ამ მახეებისგან თავის დაღწევა ხელეწიფებათ უფლის რჩეულებს, იმ ადამიანებს, ვინც სრული თავმდაბლობა შეიძინა. სახარებაში უფალი მოციქულებს ეუბნება, რომ მათ უნდა შეიძინონ "გონიერება გველისა". ("იყვენით თქვენ მეცნიერნი, ვითარცა გველნი" (მათ. 10,16). უფალი მტრედის უმანკოებასთან შეერთებულ გველის სიბრძნეს ითხოვს, რადგან, როგორც განმმარტებლები ამბობენ: გველი არაფერს უფრთხილდება, როცა მის სხეულს კვეთენ ნაწილებად, გარდა თავისა, ასევე ჩვენც ყველაფერი უნდა მივცეთ და გავიმეტოთ: ქონებაც, სხეულიც და თვით სულიც კი, გარდა რწმენისა, რადგან სარწმუნოება არის ყოველივეს თავი და საფუძველი. ეს არის უმთავრესი დასაცავი და გადასარჩენი. ამიტომ არჩევანის გაკეთებისას უნდა განვსაზღვროთ, რა არის უკეთესი ღირებულება, სხეულებრივი "მე" უნდა დავთრგუნოთ და შევზღუდოთ და ჩვენში უკეთეს საწყისს - ღვთაებრივ კატეგორიას უნდა გავამარჯვებინოთ. აქ იკვეთება პიროვნების თავისუფალი ნება. თავიდან საფრთხისადმი დამოკიდებულებაში შეიძლება მართლაც ვერ გამოვიჩინოთ სათანადო სიფრთხილე, ეს უფრო გვქონდეს გონიერ და არა გრძნობიერ დონეზე, მაგრამ, თუკი მოვიგერიებთ ცდუნებას, მერე და მერე აუცილებლად გამოჩნდება გონიერი კრედოს შესაბამისი არგუმენტები, გონება დაიმორჩილებს გრძნობებს და ცოდვის მიმართ დადებითი განწყობა თანდათან შეიცვლება უარყოფითი განწყობით. სულიერი საფრთხის შემჩნევასა და მათ ალაგმვაში გვეხმარება ასევე მოძღვართან, ფსიქოლოგთან, მეგობართან ურთიერთობა, მათი რჩევების გათვალისწინება და სხვ.

- ფსალმუნში ვკითხულობთ: "ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა" (ფს. 136,10). ჩვილებში აქ იგულისხმება ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ცოდვისმიერი ფიქრები და მოძრაობები, რომლებიც ადამიანის სულში წარმოიშობა. რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა საწყის ეტაპზევე გააცნობიეროს საფრთხე და დროულად აღკვეთოს იგი?

- საწყის ეტაპზევე ცოდვისმიერი მოძრაობის გამოცნობა ძალიან ძნელია, რადგან ხშირად ის ლამაზად არის შეფუთული. ხანდახან უბიწოების მანტიითაც იმოსება. ერთ პოეტს აქვს: "რა სუფთა და უბიწოა ცოდვა, სანამ ხელით შეეხები". რადგან გამოცნობაა ძნელი, შესაბამისად ალაგმვაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და სათანადო გვირგინითაც ჯილდოვდება - ნეტარებით. ახლა ვინმე იკითხავს: როგორ, ჯერ კიდევ ჩვილ მდგომარეობაში მყოფი ვნების მოშთობა უფრო ძნელია თუ უკვე მომწიფებულისა და განმტკიცებულისო? – მაგრამ აქ ერთი რამაა გასათვალისწინებელი: საწყის ეტაპზე ჩვენ ცოდვის ნაყოფს ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, იგი ტკბილად გვეჩვენება, მაგრამ როდესაც შედეგებს ვიწვნევთ, ანუ ცოდვის მწარე ნაყოფს ვიგემებთ და ნანგრევებში აღმოვჩნდებით, მერე უკვე ადვილია შეფასება და სათანადო დიაგნოზის დასმა. მოგეხსენებათ ქართული ანდაზა: როცა ურემი გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. თუმცა გონიერი და გამჭრიახი მეურმე ურმის გადაბრუნებამდეც ხედავს გზის გარკვეულ მონაკვეთს. ეს ერთეულების ხვედრია. უმეტეს შემთხვევაში კი ადამიანებს ახლომხედველობა გვახასიათებს. თუმცა, სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, ურმის გადაბრუნების შემდეგაც რომ ვერ ხედავენ გზას და იმავე შეცდომებს იმეორებენ, ანუ შეცდომებზეც ვერ სწავლობენ. ალბათ ამიტომაც ითხოვს სულხან-საბას ერთ-ერთი პერსონაჟი "ვირის გულისხმიერებას". ცნობილია, რომ ვირი ერთსა და იმავე ორმოში არასოდეს ჩავარდება. ასე რომ, ადამიანებს სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს და იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი ცხოვრება უამრავ საფრთხეთა შორის მიედინება და ჩვენი არსებობის თითოეული წამი არის გამოცდა. მთავარია ეს გამოცდა წარმატებით ჩავაბაროთ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ.

- ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საფრთხის გაცნობიერება. მაგრამ აქაც, ისევე როგორც სულიერი ცხოვრების ყველა ასპექტში, ალბათ საჭიროა ზომიერების დაცვა. ზედმეტი სიფრთხილე, არცთუ იშვიათად, სილაჩრეში გადადის. ადამიანი მეორე უკიდურესობაში ვარდება, რაც, ჩემი აზრით, დაუდევრობასა და უგულისყურობაზე ნაკლებ ცოდვასა და საფრთხეს არ წარმოადგენს. რას იტყვით ამაზე?

- ადამიანს ხშირად იპყრობს სასოწარკვეთილება; მას მოიცავს საკუთარი სისუსტისა და უმწეობის განცდა, ცოდვიანობის შიში, რაც, თავის მხრივ, მძიმე ცოდვაა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი ცოდვითაც არ უნდა დავეცეთ, არსებობს საშუალებები, რომლებიც გვეხმარება ამ ცოდვებისგან განთავისუფლებაში. ამ საშუალებათაგან ერთ-ერთი მძლავრია ეკლესიური საიდუმლოებები: აღსარება, ზიარება... ასე რომ, ადამიანს სასოწარკვეთილებისთვის მიზეზი არ აქვს. ხანდახან ადამიანი ბლოკავს თავის თავს. ნაბიჯის გადადგმაც კი უჭირს, რადგან ეშინია შეცდომის დაშვებისა, ჰგონია, რომ მის ყოველ ნაბიჯს არცთუ სასიკეთო შედეგი მოჰყვება და რომ იგი აუცილებლად წაიქცევა. ადამიანის ყოველ საქციელში დაშვებულია გარკვეული რისკი. ფსიქოლოგიაში მიჩნეულია, რომ არც გადაჭარბებულად მაღალი რისკიანობა ვარგა, ანუ ზედმეტი თავდაჯერებულობა, და არც მეტისმეტი დაბალი რისკიანობა. თითოეულ ადამიანს სჭირდება რისკიანობის ოპტიმალური დონე. ამ შემთხვევაში ხორციელდება ნორმალური, ჯანსაღი ქცევა. ხშირად გვჭირდება რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება. არსებობს, მაგალითად, საფრთხის შემცველი პროფესიები და ა. შ. ამიტომ ზედმეტი სიფრთხილე ბევრ შემთხვევაში დამღუპველი ხდება ადამიანისთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გვყავს მფარველი ანგელოზი და საფრთხის ჟამს უფალი არ გვტოვებს, ყოველთვის გვიგზავნის ხელის გამომწოდებელს. მთავარია, ჩვენ თვითონ ძალით არ ჩავიგდოთ თავი სერიოზულ საფრთხეში. არსებობს ასევე უცოდველობის სინდრომი, რაც საკმაოდ მძიმე მოვლენაა თავისი გამოვლინებით. ეს ჭირთ ძირითადად გაუბედავ ადამიანებს, რომელთაც ვერანაირი რისკი ვერ გასწიეს ცხოვრებაში და თავს იმითღა იმართლებენ, რომ სამაგიეროდ ისინი არიან ზნეობრივნი, ისინი ერიდებოდნენ ცოდვის ჩადენას და ა. შ. მეორე უკიდურესობას კი, როგორც ვთქვით, გადაჭარბებული რისკიანობა წარმოადგენს. ეს ახასიათებთ, მაგალითად, აზარტულ მოთამაშეებს. ბევრ შემთხვევაში იციან, რომ 99%-ით წააგებენ, მაგრამ მაინც რისკავენ. ფსიქოლოგიაში ეს ორივე უკიდურესობა პათოლოგიად ითვლება. ყველა შემთხვევაში ადამიანმა უნდა დაიცვას სულიერი წონასწორობა და ზომიერად ერიდოს საფრთხეს. ამის ყველაზე ეფექტიანი წინაპირობაა ადეკვატური განცდა და შეფასება საკუთარი შესაძლებლობებისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat