"ვაი, რა კარგი, საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო"
"ვაი, რა კარგი, საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო"
დიდ პარასკევს, უფლის გარდამოხსნის გამოსვენების შემდეგ, მცირე სერობის ჟამნი იკითხება. მასში ჩართულია კანონი, რომლის შინაარსი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გოდებას გამოხატავს. ჯვარცმული ძის ხილვით შეძრწუნებული ყოვლადწმინდა დედის გამოუთქმელი სევდა და მწუხარება პირველსავე სძლისპირებს გასდევს. ჯვარზე სიკვდილით გამოხსნის თემა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქრისტიანულ ლიტერატურაში. მისდამი ქართული მწერლობაც არ დარჩენილა გულგრილი. გოლგოთის ამბავს ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია თუ ჰომილეტიკა თითქმის ყოველ ნაწარმოებში ეხება ან მიგვანიშნებს. საერო ლიტერატურიდან კი ყურადღებას იპყრობს დავით გურამიშვილი, რომელსაც მრავალმხრივ და მრავალი რაკურსით აქვს წარმოდგენილი ეს თემა. გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ლალი დათაშვილი.

- "დავითიანში" თავისი ლირიზმით, პოეტის მიერ უფლის ტკივილების პირად ტკივილებად განცდით გამოირჩევა "მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი". მასში დავითს შეუზავებია რწმენა, სიყვარული, სიბრალული და გაოცება. პოეტი მადლობას სწირავს უფალს დიდი მოთმინებისთვის, ადამიანთა გამოხსნისთვის, ყოვლის მიტევების საოცარი უნარისთვის. ჯვარცმის წარმოდგენით დავითს ქრისტეს რწმენა ემატება, ებრალება კიდეც უფალი, ვითარცა სრული კაცი, რომელმაც ამხელა ტკივილები დაითმინა. გურამიშვილი სახარებას მისდევს, ცნობილ, ათასჯერ დამუშავებულ ამბავს გადმოგვცემს, თუმცა უფლის უკიდეგანო სიყვარულისა და პოეტურობის შეზავებით განუმეორებელ ეფექტს ქმნის.

"მოთქმა" მიმართვის ფორმისაა, რაც მას უშუალოს ხდის და ემოციური მუხტით ტვირთავს; საუკეთესოდაა შერჩეული რეფრენებიც: "ვაი, რა კარგი, საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო" და "დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო"...

როდესაც ვფიქრობ შვილის დამტირებელ დედაზე, მახსენდება პიეტა, გარდამოხსნის ამსახველი ფრესკები, ხატი "ნუ მტირ, დედაო", მწერლობაში კი - მხოლოდ დავით გურამიშვილისეული "ტირილი ღმრთისმშობლისა". როგორც ჩანს, არც ისე იოლია, ის სიტყვები გამოძებნო, ჯვარცმული ყოვლადწმიდა შვილის წინ მდგომარე დედას რომ შეეფერება, ერთდროულად რომ განიცდის ჯვარზე სასიკვდილოდ განწირული ძვირფასი შვილისა და უსამართლო, უმეცარ ადამიანთაგან შეურაცხყოფილი, მათთვისვე შეწირული უფლის ტკივილს.

დავითი, სახარების გულიანი მკითხველი, გადალახავს დროით და სივრცით ბარიერს, თითქოს იერუსალიმშია, გოლგოთაზე... არა მხოლოდ თვითონ განიცდის იმ საშინელებას, რაც ჩაიდინა უგბილმა კაცობრიობამ, არა მხოლოდ თვითონ ხედავს მის თვალწინ, მისგან ერთი ნაბიჯის წინ, იმ წამს ჯვარცმულ მაცხოვარს და ისე განიცდის მის ტკივილებს, თითქოს თვითონ იყოს ჯვარზე გაკრული, ამავე დროს შესცქერის "მის გვერდით მდგომარე" ღმრთისმშობელს და თანაგრძნობით გული ეკუმშება. პოეტს ესმის, რა მძიმეა ყოვლადწმიდა დედის მდგომარეობა: ის, ხომ, ორმაგად იტანჯება, მისთვის იესო შვილიცაა და კაცთაგან უარყოფილი ღმერთიც.

სულის შემძვრელია დავითის პირველივე სტროფი. თანაგრძნობისათვის იგი მოუწოდებს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მსგავს მდგომარეობაში მყოფ დედებს, რომელთაც ყველაზე უკეთ ძალუძთ თანალმობა და თანაგანცდა, რამდენადაც თვითონაც გადატანილი აქვთ ეს საშინელი ტკივილი:

"მოდით, ყოველნო შვილმკვდარნო დედანო, შეიყარენით!
შემწყნარებელი აწ თქვენი მარიამ შეიწყნარენით,
ისმინეთ მისი ტირილი, თქვენც ცრემლნი გადმოყარენით,
სულს ეცით მისგან ნუგეში, გულს ჭირნი უკუყარენით".

ქართველ დედას ძუ ვეფხვის თანაგრძნობაც კი შეეძლო და მისთვის სამძიმრის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ მათმა შვილებმა დახოცეს ერთმანეთი. საოცარია ქართველი დედის ტირილი:

"იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა,
წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბებსა, მეც ვუთხრა ჩემი შვილისა."

("ლექსი ვეფხისა და მოყმისა").

გურამიშვილი ჯვარზე ხელფეხმიკრული, გვერდში ლახვარჩასობილი მაცხოვრის ცქერით გულშეკუმშული ღმრთისმშობლის ყოფას საოცარი თანალმობით გადმოგვცემს:

"ათრთოლდა, ზარი დაეცა, გახდა, ვით დამარცხებული.
მოედვა მწარედ სახმილი, შეიქნა დადაგულობით;
დაეწო გული და ღვიძლი, ნაწლავნი გათანგულობით...
იცემდა მკერდსა და გულსა, იტყებდა, ესრეთ ტიროდა".


ყოვლადწმიდა დედას ახსენდება, როგორ ეჭირა თავისი პატარა ძე ხელში, როგორ აწოვებდა ძუძუს; "ღაწვთა სისხლითა მღებარე" ღმრთისმშობელი შენიშნავს, როგორ შენატროდნენ მას სხვა დედები, როგორ მოსწონდათ მისი ბედი, მათი დედაშვილობა, ახლა კი ებრალებოდათ ჯვარცმული შვილის შემხედვარე, "ლახვარ-სობილი, გულსა დანა-ვლებული, ცეცხლითა დაგული, დანავლებული" დედა და თანაუგრძნობდნენ:

"ძეო, შენს თავსა მნატრიდენ ყოველთა ძეთა დედები;
აწ ჩემის ბრალით იწვიან დღეს შენი შემომხედები".

პოეტი მარიამ ღმრთისმშობლის ადამიანური ბუნების საჩვენებლად მის ფიქრს გაგვიმხელს. როგორც რიგითი მოკვდავები ავადმყოფი შვილის სარეცელთან უკანასკნელ წამამდე ელიან სასწაულს, წმინდა მარიამიც "ლახვრით დაჭრილი" გულის სიღრმეში იმედოვნებს, რომ მის ძესაც ასცილდება საშინელი ტკივილებით სიკვდილი, თუმცა ახსენდება "მსხვერპლად ისაკის სანაცვლოდ მოვლენა ცით ვერძისაო" და, რადგან თვითონაა "ზეციური ვერძის" დედა, სწამს, ვერ აიცილებს ამ სატანჯველს და დასტირის შვილს - დიდ ნათელს, მის თვალწინ რომ ქრება:

"ნათელო, აწ ვით მიშრტები მთებარე"...

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, ჯვარცმული ძის შემხედვარე, სიკვდილს ნატრობს; როგორც ნებისმიერმა დედამ, მანაც იცის, რომ დარჩენილი სიცოცხლე გარდაცვლილ შვილზე კვნესით უნდა გაატაროს, სოფელში აღარაფერი დარჩენია, სიკვდილის მოლოდინის მეტი. გვახსენდება ოთარაანთ ქვრივი, გიორგის გარდაცვალების შემდეგ სიკვდილის მოლოდინს ლხენას რომ უწოდებს და შვიდი შვილის დამკარგავი სანათას განცდა, რომ სული ძალით უჩერდება სხეულში: "სული მჩრავ პირშია".

ყოვლადწმიდა დედაც შესთხოვს ძეს, თავისზე ადრე მოკლას:

"შენს უკან წუთის სოფლითგან გულ-კვნესით ხანწარებულსა!
ძეო, მეტკბობის სიკვდილი სიცოცხლე გამწარებულსა.
ძეო, შენს უწინ გენუკვი ჩემს სულის ამორთმევასა!"
- რა და რა ასპექტებს შეიცავს "ტირილი ღმრთისმშობლისა"?


- პირველ რიგში, გამოკვეთილია განსხვავება ადამიანის მაცხოვართან ერთად ყოფნისა უმისოდ ცხოვრებასთან შედარებით. ყოვლადწმიდა დედის სიტყვები მთელი კაცობრიობის ჩივილად განზოგადდება. კაცი, უფლის წყალობის გარეშე, მართლაც არის უმოსავლო, უქონელი; აღარაფერი ახარებს, დამჭკნარ ყვავილსა და გამხმარ ნერგს ემსგავსება; თავს დაუცველად, მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობს:

"დამიჭკნა გულის ყვავილი, გავხდი, ვით გალი რგულობით,
ვირემ შენს ჩრდილთა ქვეშ ვიჯექ, მე თავი არ მემწიროდა".


ადამიანს მხოლოდ იმისი იმედი აქვს, რომ ოდესმე ისევ მოიპოვებს უფალთან ერთობას, ამიტომ მიმართავს იესოს მხურვალე თხოვნით:

"გვედრივარ, უშენოდ არ შემქნა, არ გამწირო და..."

დავითი მაცხოვარს საკუთარ თვალის ჩინად მიიჩნევს და რამდენიმე სახელით მოიხსენიებს. ესენია: სხივი ("სხიო მის მზეთა მზისაო"), ნერგი ("სახით, ვით ნორჩო, ნაყოფით ძირკეთილ"), ვაზის შტო ("შრტოვ ვაზისაო").

ეს სამივე სახელი, იესოს ამგვარად მოხსენიება, ქრისტეს ძე ღმერთად მოიაზრებს, რადგან "მზეთა მზე", "ფესვი" და "ვაზი" აქ მამა ღმერთს გულისხმობს.

პოეტი უფლის სახელებით იესოს მისიასაც წარმოაჩენს, შეგვახსენებს, რომ უფალი გვაკვლევინებს გზას ამქვეყნიურ ლაბირინთებში, სიბნელეს უჩრდილო ნათლად გვიქცევს და სამოთხის კარს გაგვიღებს:

"გამარკვეველო, გამწმენდო, მნათობო ბნელის გზისაო,
შენ იყავ ჩემი გამღები სამოთხის კართ რაზისაო".

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი სთხოვს ძეს, თავისზე წინ გაუშვას, როგორც პირველქმნილი ცოდვის ჩამორეცხვისა და ჯოჯოხეთში მყოფ მართალთა სამოთხეში დაბრუნების მახარობელი. ყოვლადწმიდა დედა - ახალი ევა თავისი მადლმოსილებით ინანიებს პირველდედა ევას, ხოლო უფალი - ახალი ადამი პირველმამა ადამის ცოდვებს:

"მომკალ, წინაწინ წავიდე, შენი ვახარო ევასა:
იესო მოვა, დაგიხსნის, მორჩები პირველს წყევასა!"


დავითი მოიშველიებს უნაყოფო, გამხმარ ხეზე გამობმული ულამაზესი, ნაყოფით დახუნძლული ტოტის მეტაფორას და ამ გზით ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სასწაულს შეგვახსენებს - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის უთესლოდ მუცლადღებასა და ძის შობას:

"არ ვიყავ მამაკაცისა მხურვალებისა მხებარე;
ვით გალს უთესლოდ უცხო ხე ებას ნაყოფის მღებარე".


ხოლო ყოვლადწმიდა დედის მიერ საკუთარი თავის "ბნელად" მოხსენიება (რაც "მე, ცოდვილს" ნიშნავს) უფლის, ვითარცა ნათლის (სრული, უცოდველი კაცის), ფონზე ("შენ მე, ბნელს, ნათელო"), მთელი ცოდვილი კაცობრიობის სინანულისა და განწმენდისკენ მოწოდებაა.

გურამიშვილი სახარებიდან იხსენებს, რომ ჯვარცმულ მაცხოვარს დედა არ დავიწყებია, როდესაც მისი ტირილი შემოესმა, ჯვრიდან გადმოხედა წმინდა მარიამს, სთხოვა, არ ეტირა და თავისი მშობელი იოანე მახარებელს მიაბარა, რათა ნამდვილ ძესავით ეზრუნა მასზე:

"რა ესმა დედის ტირილი ძეს მიკრულს ჯვარსა ზედაო,
შაემუღაბნა მშობელი და მისკენ გადმოხედაო.
გამოეძრახა, უბრძანა: "ეჰა, ნუ მტირი, დედაო,
მე წარვალ, შენ ჩემ სანაცვლოდ იონე გყავდეს ძედაო".

პოეტი ამით ქრისტეს ადამიანურ, მოსიყვარულე ბუნებას გვიჩვენებს, მას მზრუნველ შვილად წარმოგვიდგენს, რომელსაც ადამიანური ბუნებით სასიკვდილო აგონიაში მყოფსა და საშინელი ტკივილების დამთმენსაც კი არ ავიწყდება დედა, მისთვის ტკივილის შემსუბუქებას ცდილობს, სიტყვიერად ანუგეშებს და მარტოობისთვისაც არ გაწირავს.

ლექსის დასასრულს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მოიკრებს ძალ-ღონეს, ამაღლდება საკუთარ ტკივილზე, მიუხედავად იმისა, რომ "ეწვიან ნაწლავნი" იესოს ჯვართან მდგომარეს, თავს გაიმხნევებს იმ რწმენით, რომ ასეთ სასჯელს უფალი მთელი კაცობრიობის გამო, "ყოველთათვის დაითმენს", მამა ღმერთის ნებას აღასრულებს. ყოვლადწმიდა დედა წყვეტს ტირილს და დიდებისმეტყველებით შეჰღაღადებს ღვთაებრივ ძეს:

"შენ, ძეო და ღმერთო ჩემო, უფალო, გძღვნი დიდებასა!"

ლექსის ამგვარი ფინალი საოცარ ზეგავლენას ახდენს მკითხველზე; ყველა ჩვენგანს ემატება სურვილი, ერთობლივად განადიდოს, მადლობით, ქებითა და დიდებისმეტყველებით შეჰღაღადოს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელსა და ჩვენთვის ჯვარცმულ მაცხოვარს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat