საიდუმლო სერობა ქრისტიანულ მხატვრობაში
საიდუმლო სერობა ქრისტიანულ მხატვრობაში
დავითგარეჯის უდაბნოს მონასტრის გამოსახულება უნიკალურია როგორც შინაარსით, ასევე მხატვრულადაც
ხუთშაბათს, პასექის დღესასწაულის პირველ დღეს, იესო ქრისტემ ინება თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად გაემართა სერობა, რომელსაც დღეს საიდუმლო სერობას ვუწოდებთ. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია იესო ქრისტეს მიერ ზიარების საიდუმლოს დაწესება. პურისა და ღვინის სახით მოწაფეებს მიეცათ მაცხოვრის სხეული, რომელსაც მეორე დღეს დიადი ვნება უნდა დაეთმინა, და მისი სისხლი, რომელიც, უფლის ნებით, კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდად უნდა დათხეულიყო. მას შემდეგ ზიარების საიდუმლო მოუშლელად აღესრულება ქრისტიანთა შორის. ქრისტიანულ ხელოვნებაში საიდუმლო სერობის მრავალგვარი და მრავალფეროვანი გამოსახულებებია წარმოდგენილი. გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მარიამ დიდებულიძე.

- როდიდან გაჩნდა საიდუმლო სერობის გამოსახულება ქრისტიანულ ხელოვნებაში და რაზე კეთდებოდა შინაარსობრივი აქცენტები?

- საიდუმლო სერობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსახულებაა და იგი საკმაოდ ადრეულ პერიოდში გაჩნდა ქრისტიანულ ხელოვნებაში. შეიძლება გამოხატული სახით არა, მაგრამ ინახით მჯდომი ფიგურებისა და აღაპების გამოსახულებები ჯერ კიდევ კატაკომბების მხატვრობაში გვხვდება (II-III ს.ს.). ზოგიერთი მეცნიერი ამ გამოსახულებებს სწორედ საიდუმლო სერობის წინა სახედ, ანუ მოსამზადებელ სახედ მიიჩნევს. ერთ-ერთი ადრეული, რაშიც მართლა ეჭვი არავის ეპარება, არის რავენის სან-ვიტალე ნუოვოს ეკლესიის მოხატულობასა და მე-6 საუკუნის რაბულის სირიული სახარების დასურათებაში წარმოდგენილი გამოსახულებები. ორივე შემთხვევაში აქცენტი გაკეთებულია ამ გამოსახულების ზიარებასთან დაკავშირებულ შინაარსზე და მართლაც, საიდუმლო სერობა, თავისი არსით, სწორედ ზიარებას უკავშირდება. იგი, ერთი მხრივ, წარმოგვიდგება, როგორც ილუსტრაცია სახარებისეული ტექსტისა, სადაც აღწერილია, თუ როგორ შეკრიბა მაცხოვარმა თავისი მოწაფეები, როგორ აკურთხა ღვინო და პური და წარმოსთქვა ის დაუვიწყარი სიტყვები, რომლებიც ყოველი ლიტურგიის დროს გვესმის. სიტყვა "საიდუმლო" სერობას მოგვიანებით დაემატა (ეს დასახელება გვიანი პერიოდის ტექსტებში გვხვდება). ადრე კი საქართველოში მას "უფლის სერობას" უწოდებდნენ. ეს სიუჟეტი ბევრ თემას მოიცავს და იმის მიხედვით, თუ როგორი იყო მოხატულობის პროგრამა ანდა ხელნაწერის დასურათების მთავარი მიზანდასახულობა, აქცენტი კეთდებოდა რომელიმე ერთ თემაზე. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ევქარისტიული თემა ყოველთვის წამყვანი იყო. ეს არის ფაქტობრივად ლიტურგიის უმთავრესი მომენტის გამოსახვა, ოღონდ ისტორიული სახით. ადრეული პერიოდიდანვე ვხვდებით ასევე უშუალოდ ზიარების გამოსახულებას, სადაც მაცხოვარი მოციქულებს აზიარებს ღვინით და პურით. სალხინებლის ქვეშ, ტრაპეზთან მდგარი მაცხოვარი აქეთ მხარეს ექვს მოციქულს მიაწვდის ღვინოს, იქითა მხარეს კი - პურს. ანუ ფაქტობრივად, ეს ორი გამოსახულება ერთდროულად თანაარსებობდა. ამიტომ სერობის გამოსახულებაზე ვამბობთ, რომ მას უფრო ისტორიული და თხრობითი სახე აქვს. იგი გვიყვება, განასახიერებს სახარებაში აღწერილ ამბავს. ზიარების გამოსახულება კი უფრო ზიარების აქტზე აკეთებს აქცენტს და მას თვალხილულად გვაჩვენებს.

- როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა საუკუნეთა განმავლობაში საიდუმლო სერობის გამოსახულების იკონოგრაფია და რომელი ნიმუშები იპყრობს, ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას?

- ამ გამოსახულებას ზოგჯერ ემატებოდა რაღაც დეტალები, ზოგჯერ კი საკმაოდ ლაკონიურია, როგორც, მაგალითად, ერთ-ერთი უადრესი გამოსახულება რავენის წმინდა აპოლინარის ეკლესიაში. აქ მაცხოვარი გამოსახულია ძოწისფერ მოსასხამში, მოციქულები კი ნახევარწრიული მაგიდის ცალ მხარეს არიან. თანაც, ძალიან მარტივად - მხოლოდ მათი თავები და მხრებია გამოსახული. საფიქრებელია, რომ სულ ბოლო ფიგურა, რომელიც თითქმის სარკისებური სიმეტრიით იმეორებს მაცხოვრის ფიგურას და თან პროფილშია გამოსახული, არის იუდა. რადგანაც, როგორც ცნობილია, ადრეულ ეპოქაში პროფილში მხოლოდ უარყოფით პერსონაჟებს გამოსახავდნენ. ნახევარწრიულ მაგიდაზე, რომელსაც ტრაპეზის გადასაფარებლის მსგავსი სუფრა აქვს გადაფარებული, ლანგარზე ანუ ფეშხუმზე მკაფიოდ არის გამოსახული ორი დიდი იასამნისფერი (ძოწისფერი) თევზი. ეს ფერი ემთხვევა მაცხოვრის სამოსის ფერს და შესაძლოა ზუსტად მის ორ ბუნებას ესადაგებოდეს. თევზების გამოსახულება ხაზგასმულად დიდია (მოციქულებზე დიდიც კი) ანუ სწორედ ევქარისტიულ თემაზეა აქცენტი გაკეთებული. ნეიტრალური ოქროს ფონით ცხადდება თითქმის იეროგლიფად ქცეული ძირითადი არსი. დროთა განმავლობაში შეიქმნა საიდუმლო სერობის მრავალი გამოსახულება. მაგალითად, ქართულ ტრადიციაში შეიძლება დავასახელოთ დავითგარეჯის უდაბნოს მონასტრის სატრაპეზოში არსებული გამოსახულება, რომელიც მართლაც უნიკალურია როგორც შინაარსითა და სულიერებით, ასევე მხატვრული მახასიათებლებითაც. ამ გამოსახულებაში ამოტრიალებულ მაგიდაზე ვხედავთ ბარძიმებს, პურის სამკუთხა ნატეხებს... იშვიათი გემოვნებითა და მხატვრული ინტუიციითაა შექმნილი მოციქულთა თავებისა და ხელების მოძრაობის რიტმი. ასევე შეგვიძლია დავასახელოთ ყინწვისისა და უბისის ტაძრების საკურთხევლის მოხატულობაში განლაგებული საიდუმლო სერობის გამოსახულებები. ეს საკმაოდ დიდი კომპოზიცია მე-14 საუკუნისთვის დამახასიათებელი თხრობითი ელემენტების სიუხვითაც გამოირჩევა. სუფრაზე დგას უამრავი თეფში. ადრე დასახელებული ნიმუშებისგან განსხვავებით, მაცხოვარი კომპოზიციის ცენტრშია, მოციქულები კი აქეთ-იქეთ, მაგიდის ცალ მხარეს და თან თითქოს მის გარშემოც. კიდურა ფიგურები მაგიდის წინაა განლაგებული. კიდევ სხვა მრავალი ნიმუშის დასახელებაც შეიძლება, მაგრამ ამ რამდენიმე ნიმუშის მაგალითზეც შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ იცვლებოდა მხატვრული ან თუნდაც კომპოზიციური გააზრება და შესაბამისად, შინაარსობრივი აქცენტებიც: უბისის ტაძრის მოხატულობაში იუდა მაგიდაზეა გადმოწოლილი და ხელით ეხება ბარძიმს. ეს კომპოზიცია სახარებისეული ტექსტის იმ ნაწილს შეესაბამება, სადაც კითხვაზე, თუ ვინ არის გამცემი, მაცხოვარი პასუხობს: ვისაც პინაკში ჩაწებულ ლუკმას მივაწვდიო. ანუ აქ აქცენტი გაკეთებულია იუდას გაცემის თემაზე. მოციქულები ძალიან რთული ჟესტიკულაციით არიან გამოსახულნი, ერთმანეთისკენ მიტრიალებულებს მეტად აღელვებული სახეები აქვთ, რომელიც გამოხატავს მათ რეაქციას მაცხოვრის ნათქვამზე: - ერთი თქვენგანი გამცემს მე. ასე რომ, აქ უფრო ეს დრამატული მხარეა გამოსახული. ამავე დროს, ჰორიზონტალურად გაშლილი მაგიდის წინა პლანზე გამოტანილია ბარძიმთა რიგი; შუაში – ერთი დიდი ბარძიმი, რომელშიც დიდი თევზია მოთავსებული. დანარჩენებში კი - დანაწევრებული თევზის ნაწილები აწყვია. ანუ აქ არის მითითება პროსკომიდიაზე, სადაც ხდება მსხვერპლის დანაწევრება. ზოგიერთ შემთხვევაში საიდუმლო სერობის გამოსახულებას ემატება ფეხთა ბანვის ეპიზოდიც (მაგალითად, ვარძიაში), ასევე გარდამოხსნა და ჯვრის აღმართვა (მაგალითად, ბეთანიაში). მაგრამ საიდუმლო სერობის გამოსახულებაში განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ზიარების თემაზე კეთდება. ეს თემა უფლის განკაცებასაც უკავშირდება და, ბუნებრივია, მასაც გულისხმობს. რადგანაც ზიარება სწორედ განკაცებულ უფალთან ჩვენი კავშირის აღდგენის გზა გახლავთ.

საიდუმლო სერობის გამოსახვის თვალსაზრისით შეგვიძლია მოვიყვანოთ არა მარტო კედლის მხატვრობის, არამედ წიგნის დასურათების მაგალითებიც. მაგ., ჯრუჭის მეორე ოთხთავისა და გელათის ოთხთავის დასურათებაში წარმოდგენილია საიდუმლო სერობა. ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა ჩაჟაშში (ზემო სვანეთში) დაცულ მთავარანგელოზთა ხატზე წარმოდგენილი საიდუმლო სერობა, რომელსაც X-XI ს.ს.-ით ათარიღებენ. აქ არის გამოსახული მთავარანგელოზთა კრება. ხატზე ორი მთავარანგელოზია წარმოდგენილი და ჩარჩოს ზედა ნაწილში განლაგებულია საიდუმლო სერობა. ასეთი განლაგება თავისი იშვიათობით იპყრობს ყურადღებას.

- დასავლური სამყარო რენესანსულ ეპოქაში და შემდეგაც აგრძელებდა რელიგიური თემატიკის განვითარებას. ამ მხრივ, საიდუმლო სერობის გამოსახულებათაგან რომელი ნიმუშია ყველაზე ცნობილი და რა განსხვავებაა მათსა და მართლმადიდებლურ სამყაროში შექმნილ იკონოგრაფიულ გამოსახულებებს შორის?

- ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ნიმუშიაLლეონარდო და ვინჩის ძალიან მაღალი დონისა და ღრმა ემოციურ-სულიერი დატვირთვის მქონე მხატვრული ნაწარმოები, რომელიც მონასტრის სატრაპეზოშია გამოსახული. აქ თვითონ მაცხოვრის ფიგურაა არაჩვეულებრივად და ძალიან შთამბეჭდავად დახატული. ეს სურათი რენესანსული ხელოვნების კლასიკურ ნიმუშად ითვლება. იგი ძალზე შთამბეჭდავია პერსპექტივის აგების თვალსაზრისითაც. მაგრამ, ამავე დროს, აქცენტი გაკეთებულია ფიგურებზე (მოციქულების ფიგურები უჩვეულოდ დიდია). ცნობილია ასევე ჯოტოს მიერ ასიზის ფრესკებში შექმნილი გამოსახულება; ფლორენციის სან-მარკოს მონასტრის კიბის თავზე დომენიკო გირლანდარიოს მიერ შესრულებული ძალიან ცნობილი გამოსახულება და ა. შ. ამ გამოსახულებებში მკვეთრადაა გამოხატული იუდას მიერ მაცხოვრის გაცემის, ღალატის თემა. შემდეგ უკვე, გვიანი რენესანსის პერიოდში, ტინტორეტო ქმნის "საიდუმლო სერობას." ამ სურათზე მაგიდა დიაგონალურად, სიღრმეშია. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში კონტრასტული განათებისა და შუქ-ჩრდილების მონაცვლეობის ეფექტის შექმნით, ასევე ამ დიაგონალურად აგებული კომპოზიციით ტინტორეტო ქმნის შფოთისა და ფორიაქის განწყობას. ეს კომპოზიცია განსხვავდება კლასიკურად აგებული კომპოზიციისგან, სადაც, მაგალითად, იმავეLლეონარდო და ვინჩის სურათზე მაგიდა ჰორიზონტალურად არის გაშლილი, მოციქულები კი მის ერთ მხარეს სხედან და არა გარშემო. საიდუმლო სერობის თემა შემდგომი პერიოდის მხატვრებისთვისაც ძალიან საინტერესოა. ახლო წარსულში ამ თემაზე სალვადორ დალიმ შექმნა ძალიან ცნობილი მხატვრული ნაწარმოები, რომელიც კლასიკურ ნიმუშებზეა აგებული და ამავე დროს გამორჩეულია თავისი სიურეალისტური გადაწყვეტით.

საერო მხატვრობა უაღრესად მნიშვნელოვანია შინაგანი განწყობითაც, დრამატულობითაც, მაგრამ მართლმადიდებლურ იკონოგრაფიას თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს. სურათსა და ხატს შორის პრინციპული განსხვავებაა. სურათი, პირველ ყოვლისა, ემოციურ სფეროზე მოქმედებს, ხატი კი - გონებასა და ინტუიციაზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat