შობის დღესასწაული ქრისტიანულ ხელოვნებაში
შობის დღესასწაული ქრისტიანულ ხელოვნებაში
რა ტექსტებს ემყარება "მაცხოვრის შობის" გამოსახულება, როდის ჩამოყალიბდა ამ დღესასწაულის გამოსახვის მეტ-ნაკლებად მდგრადი იკონოგრაფიული სქემა და ამ სქემის როგორ ვარიაციებს ვხვდებით მართლმადიდებლური ხელოვნების განვითარების მანძილზე - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქალბატონი მარიამ დიდებულიძე.

- "შობის" გამოსახულება (ყოველ შემთხვევაში, ჩვენს დრომდე მოღწეული) ჩნდება არა უადრეს IV საუკუნისა, კონსტანტინე დიდის რეფორმის შემდეგ. თუმცა ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ რომის პრისცილას კატაკომბებში შემონახული გამოსახულება მკერდზე ჩვილმიკრული ქალისა, რომლის მეშვეობით ანტიკური ფილოსოფიის სახით წარმოდგენილი გრაგნილიანი მამაკაცი ხელით მიანიშნებს ქალის თავზე გამოსახულ ვარსკვლავზე, სწორედ მაცხოვრის შობის ერთ-ერთი ადრეული სიმბოლური ხატია.

- რა ტექსტებს ემყარება "მაცხოვრის შობის" გამოსახულება?

- როგორც ქრისტიანული ხელოვნების უმეტესი თემები, "მაცხოვრის შობის" გამოსახულება ემყარება არა მხოლოდ ახალი აღთქმის კანონიკურ ტექსტს (მათე 1,1-25; ლუკა 2,1-20), არამედ აპოკრიფულ ტექსტებსაც (იაკობის პირველსახარება; ფსევდო-მათეს სახარება; ქრისტეს ბავშვობის არაბული სახარება), აგრეთვე ჰიმნოგრაფიას, ეგზეგეტიკას, ლიტურგიკულ ტექსტებს და სხვა.

მართლმადიდებელი ხელოვნების ოსტატები ცდილობდნენ, მათ ხელთ არსებული მხატვრული საშუალებებით გადმოეცათ არა მხოლოდ ამბავი ამ დღესასწაულისა, არამედ მისი საღვთისმეტყველო არსიც.

- სად ვხვდებით "მაცხოვრის შობის" უადრეს ნიმუშებს?

- "მაცხოვრის შობის" უადრესი ნიმუშები მიგნებულია იტალიისა და გალიის ტერიტორიაზე ნაპოვნ ქვის სარკოფაგებსა და სპილოს ძვლის რელიეფებზე. მათში გამოსახულია მხოლოდ ბაგაში მწოლიარე შეგრაგნილი ჩვილი და მის გვერდით - ხარი და სახედარი, რომლებიც, წმინდა გრიგოლ ნოსელის განმარტებით, კანონით შებოჭილ იუდეველებს და კერპთაყვანისმცემლობის ტვირთით დამძიმებულ წარმართებს განასახიერებენ. "შობის" იკონოგრაფიის ამგვარი მოკლე ვერსიები, როგორც ჩანს, ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქრისტიანოში. ასე, მაგალითად, საქართველოში შემონახული უადრესი ნიმუში "შობის" გამოსახულებისა საცხენისის სტელაზე (VII ს.) სწორედ ამ მოკლე ვერსიას ეფუძნება. ბაგაში გამოსახული ჩვილი ძირითადია ამ სცენისა, რომელსაც დროთა განმავლობაში მრავალრიცხოვანი გამოსახულება დაემატა.

- როდის ჩამოყალიბდა მართლმადიდებლურ ხელოვნებაში უკვე მკაფიოდ "მაცხოვრის შობის" გამოსახვის გავრცობილი იკონოგრაფიული სქემა?

- X-XI საუკუნეებში. ამ სქემის ბირთვს წარმოადგენს სამკუთხა მოხაზულობის, ბუჩქ-ბალახით დაფარული მთის მუქ მღვიმეში გამოსახული ბაგა ჩვილით, რომელსაც ხარი და სახედარი დაჰყურებენ, მთის თავზეა ბეთლემის ვარსკვლავი, რომლისგანაც სხივი ეშვება ღვთისკენ; ბაგის გვერდით - ღვთისმშობლის სარეცელზე წამოწოლილი ან მჯდომარე ფიგურაა; მთის კალთებზე - ღვთისმადიდებელი ანგელოზების ნახევარფიგურები, ყრმის თაყვანისმცემელი მოგვები; მწყემსები ცხვრის ფარით; მართალი იოსები; ქალები, რომლებიც განბანენ ყრმას. ჩვილი ქრისტე, ღვთისმშობელი და ანგელოზები შარავანდებით არიან მოსილნი.

ქართულ ხელოვნებაში "მაცხოვრის შობის" გავრცობილი და ჩამოყალიბებული რედაქციის ბრწყინვალე ნიმუშებია ატენის სიონის XIს-ის, ზემო კრიხისა და იფრარის (XIს.), ნაკიფარის, ბოჭორმის, ვარძიის (XIIს.), ყინწვისის, ტიმოთესუბნის XIIIს-ის მოხატულობები, ზარზმის ღვთისმშობლის XIIს-ის ჭედურ ხატზე, ვანის (XIIIს.) და მოქვის (XIVს.) ოთხთავების დასურათებაში და მრავალი სხვა.

- ადრეულ ნიმუშებში როგორ გამოისახებოდა შობის სცენა და შემდეგ რა შეიცვალა?

- ადრეულ, კერძოდ კი იტალიური წარმომავლობის ნიმუშებში შობის სცენა გადახურულ ღია თავლაში გამოისახებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მართლმადიდებლურ ტრადიციაში დაკანონდა შობის გამოსახვა მთაში გამოკვეთილი მღვიმის ფონზე. მთის ამაღლებული, წაწვეტებული, სიმეტრიული მოხაზულობა კომპოზიციის მრავალრიცხოვანი ნაწილების და ფიგურების მაორგანიზებელ როლს ასრულებს. ამავე დროს, მთა მარიამის სიმბოლოსაც წარმოადგენს (ამბაკუმი 3,3).

მთას თავზე ადგას ბეთლემის ვარსკვლავი (მათე 2,9-10) - მაცხოვრის ხილული გამობრწყინება და განცხადება მისი მისიის დაწყებისა (რიცხვ. 24,17). ვარსკვლავის სხივი ბაგაში მწოლიარე ყრმისკენ ეშვება. კომპოზიციის ზედა კიდეში ხშირად ზეცის სეგმენტიც არის ხოლმე გამოსახული, რითაც ხილული ფორმით აისახება სარწმუნოების სიმბოლოს მესამე წევრი: "ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა", ასევე - ძე ჩემი ხარ შენ, მე დღეს მიშობავ შენ" (ფსალმ. 2,7).

ზეცაც და ქვეყანაც ხარობს და ზეიმობს მაცხოვრის შობას, რაც გადმოცემულია ანგელოზთა ნახევარფიგურებით მთის კალთებზე და მწყემსებით - მიწაზე: "და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათა, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლუკა 2,13-14). ანგელოზები განდიდების ჟესტებით მიმართულნი არიან ზეცად აკიაფებული ვარსკვლავისაკენ, ადიდებენ და უგალობენ უფალს, ხოლო ერთი მათგანი მწყემსებისკენ იხრება და ახარებს მათ მაცხოვრის შობას (ლუკა 2,10-11).

- ტრადიციულად როგორ გამოისახება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი "შობის" კომპოზიციაში?

- როგორც წესი, ღვთისმშობელი გამოისახება კომპოზიციის ცენტრში, ბაგის მახლობლად, ან წამოწოლილი გაღუნული ოვალის ფორმის სარეცელზე, მშობიარობით დაღლილი (სირიული ტრადიცია), სარეცელზე ან ქვაზე წამომჯდარი უმტკივნეულო მშობიარობის აღსანიშნავად (დასავლური ტრადიცია). ბიზანტიური წრის ხელოვნებაში სწორედ ამ უკანასკნელ პოზას ეძლევა უპირატესობა, თუმცა არც მეორე ვერსიას უგულებელყოფენ მთლიანად. მარიამის სარეცელი თითქოს გარს ეხვევა ბაგას და მოიცავს მას ("დაუტევნელი დაიტია"). ყოვლადწმინდას საკმაოდ მრავალგვარ პოზაში გამოსახავენ: იგი ან ჩვილისკენ იხრება, ეალერსება მას, ან მოგვებისკენ არის მიტრიალებული და წარუდგენს ყრმას, ზოგჯერ კი მართალ იოსებს ან ყრმის განბანას შესცქერის.

უმეტეს შემთხვევაში, ღვთისმშობელი გამოსახულია ტრადიციულად წითელ მოსასხამსა და ლურჯ კაბაში, თითო ვარსკვლავით შუბლსა და მხრებზე, რომლებიც მისი ქალწულობის აღმნიშვნელია შობამდე, შობისას და შობის შემდეგ.

- როგორ გამოისახება მოგვთა თაყვანისცემა მართლმადიდებლურ სახვით ხელოვნებაში?

- ადრექრისტიანულ სარკოფაგებსა და მოზაიკებში, აგრეთვე კაპადოკიურ მხატვრობაში, მოგვთა თაყვანისცემა ცალკე სცენად არის ხოლმე გამოყოფილი და ეს ტრადიცია კათოლიკურმა ხელოვნებამ შემდგომშიც შემოინახა. მართლმადიდებლურ სახვით ხელოვნებაში კი მოგვთა თაყვანისცემა "შობის" მთლიან კომპოზიციაშია ჩართული. მოგვები - სპარსეთიდან თუ არაბეთიდან მოსული ვარსკვლავთმრიცხველნი, ბრძენნი - დროთა განმავლობაში მეფეების სახით წარმოგვიდგებიან (ფს. 71,11, ესაია 60,3), ატენის სიონის XI ს-ის მოხატულობაში კი "მოგვნი მეფენი" ეწოდებათ.

სახარების ტექსტიდან (მათე 2,11) ცნობილია, თუ რა ძღვენი მიართვეს მათ ახალშობილს: ოქრო, როგორც მეუფეს, გუნდრუკი, როგორც ღმერთს, და მური, როგორც მსხვერპლს. ასე რომ, მოგვთა თაყვანისცემის გამოსახვა, გარდა სახარების ტექსტის პირდაპირი ილუსტრირებისა, დამატებით სიმბოლურ ჟღერადობას ანიჭებს "შობის" შინაარსს. ფაქტობრივად, ეს არის ქრისტეს, როგორც ღმერთის და მესიის, პირველი აღიარება. "შობის" კომპოზიციაში მოგვების თაყვანისცემის ჩართვას სწორედ განცხადების და დიდების თემა შემოაქვს, ამავე დროს ხაზი ესმება იმას, რომ ქრისტეს გაჩენა ნაწინასწარმეტყველები იყო. წმინდა აპოლინარის ეკლესიის VI ს-ის მოზაიკებში შემონახულია მოგვთა სახელები: ჰასპარი - ახალგაზრდა, ბალთაზარი - შუახნის, მელქიორი - მოხუცებული. მოგვების ასაკი - მხცოვანი, შუახნისა და ახალგაზრდა - მიანიშნებს, რომ ყველა ასაკის ადამიანი ეთაყვანება ქრისტეს და აღიარებს მას ღმერთად, მეუფედ და მესიად. გარდა ამისა, იმ ფრესკებსა და ხატებში, სადაც მწყემსებიც არიან გამოსახულნი, მოგვები განასახიერებენ წარმართებს, მწყემსები კი - ებრაელებს. ამავე დროს, მოგვები ძველ აღთქმას განასახიერებენ. ასე რომ, ყოველმხრივ ხაზგასმულია მაცხოვრის შობის საყოველთაო, მსოფლიო მნიშვნელობა კაცობრიობის ხსნისთვის.

- სახარების ტექსტი მოგვითხრობს მწყემსებზე, რომელთაც ანგელოზები გამოეცხადათ და ახარეს მესიის გაჩენა. როგორ გამოისახებიან მწყემსები "შობის" კომპოზიციაში?

- უმეტესად გამოისახება ორი მწყემსი, რომლებიც გაოცების ჟესტებით იყურებიან მაღალ მთაზე გადმომდგარი მახარებელი ანგელოზისკენ. მწყემსებს გარს ახვევიან ცხვრები და თხები, ზოგჯერ ერთი-ორი, ზოგჯერ კი, განსაკუთრებით გვიანი ხანის ხელოვნებაში, თითქმის მთელი ფარა. გარკვეულ პასტორალურ იერს ანიჭებს ხოლმე სცენას სალამურზე დამკვრელი მწყემსების ფიგურები.

- "შობის" კომპოზიციაში გამოისახება ხოლმე ყრმის განბანის სცენა. როგორ გაიაზრება ეს სცენა და რომელ ტექსტს ემყარება ამ ეპიზოდის გამოსახვა?

- ყრმის განბანის სცენა მაცხოვრის ჭეშმარიტი განკაცებისა და ხორციელობის მტკიცებად გაიაზრება. არც სახარების და არც აპოკრიფულ ტექსტებში (გარდა ქრისტეს ბავშვობის არაბული სახარებისა) ყრმის განბანის შესახებ არაფერია თქმული, ხოლო ლიტურგიკულ ტექსტებში პირველად სვიმეონ მეტაფრასთან არის ნახსენები (Xს.), თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ეს ეპიზოდი, V საუკუნიდან მოყოლებული, უმეტეს გამოსახულებებში არის შეტანილი, ეტყობა, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და მხოლოდ მხატვართა ფანტაზიით ან ჟანრული დეტალებისადმი ინტერესით ვერ აიხსნება.

განბანის სცენაში, უმეტეს შემთხვევაში, ორი ქალი მონაწილეობს (კალაუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის XIIს-ის მოხატულობაში მხოლოდ ერთი ქალის ფიგურაა). აპოკრიფული ტექსტების მიხედვით, იოსებმა მოუყვანა მარიამს დასახმარებლად ბებიაქალები, რომელთაგან ერთმა თავიდანვე ირწმუნა მისი ქალწულობა, მეორემ - მხოლოდ მას მერე, რაც ეჭვისა და კადნიერი შეხებისთვის გამხმარი ხელი გაუმთელა. ყრმის განბანას გარეგნულად საკმაოდ ჟანრული იერი აქვს: ერთ-ერთი ქალი ზის ქვაზე ან დაბალ სკამზე განსაბანი ჭურჭლის გვერდით და მუხლებზე უზის შიშველი ჩვილი ან ხელით იჭერს ჭურჭელში მდგომ ყრმას, მეორე კი, ფეხზე მდგომი (ალბათ, სალომე), სურით წყალს ასხამს ჭურჭელში. მიუხედავად ამ ჟანრულობისა, ყრმის განბანის გამოსახვით რამდენიმე თემა არის შემოტანილი: ქრისტეს მიერ რჯულით განპირობებული ყველა წესის შესრულება, თუმცა იგი, როგორც ღმერთი, არ საჭიროებს განწმენდას, მაგრამ როგორც ძე ხორციელი, განიბანება და ამით ხაზი ესმება მის ჭეშმარიტ ხორციელ შობას, რაც ზოგ მწვალებლურ მოძღვრებას აეჭვებდა. გარდა ამისა, განბანაში შემთხვევით კი არ ანიჭებენ საბანაო ჭურჭელს ემბაზის ფორმას - ამით "ნათლისღებას" უკავშირებენ და შესაბამისად აძლიერებენ თეოფანიის თემას.

- ყრმის განბანის გვერდით, კომპოზიციის ქვედა ნაწილში, გამოისახება მართალი იოსები - ჩაფიქრებული, სევდიანი სახით და პოზით, რომელიც მის დაეჭვებასა და აღელვებას გამოსახავს. იოსების წინ ზოგჯერ გამოსახავენ მოხუც, კუზიან მწყემსს დაკოჟრილი ხმელი ჯოხით ხელში. რას განასახიერებს ეს მწყემსი?

- ამ კუზიანი, მოხუცი მწყემსის გამოსახვა გვიან პერიოდში დაიწყეს. იგი თითქოს იოსების ეჭვების განსახიერებაა. პალეოლოგოსთა ხანაში მართლმადიდებლურ ხელოვნებაში გაჩნდა საინტერესო დეტალი, რომელიც კარგი ნიმუშია ქრისტიანული სახვითი ხელოვნების სახისმეტყველებითი ხასიათისა. კერძოდ, იოსების წინ გამოისახება მოჭრილი კუნძი ამოზრდილი აყვავილებული ყლორტით. "ამოვა ყლორტი იესუს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს" (ესაია 11,1).

ეს საგულისხმო ნიმუშია იმისა, რომ შუა საუკუნეების ოსტატებმა კარგად იცოდნენ, თუ როგორ "გადმოეთარგმნათ" ტექსტი ვიზუალურ ფორმებში, რომლებიც სიმბოლური და ასოციაციური მნიშვნელობებით იყო მდიდარი. მოწამეთას XI საუკუნის ჭედურ ლორფინზე ანგელოზთა ტრადიციული გუნდიდან ერთი გადმოტანილია იოსების წინ, ამგვარად აჟღერდა თემა იოსებისადმი ანგელოზის გამოცხადებისა და მისი ეჭვის გაქარწყლებისა (მათე 1,30), რაც კვლავ განკაცების დოგმის ჭეშმარიტების მტკიცებაა, ხოლო როცა X-XI საუკუნეთა მიჯნაზე შესრულებულ იფხის და ადიშის წმინდა გიორგის ეკლესიათა მოხატულობებში (ზემო სვანეთი) "შობის" სცენაში ერთი ანგელოზის ფიგურა, მოგვების წინ მოთავსებული, საგანგებოდ გაზრდილია (მარიამის ფიგურაზეც კი დიდია) და გამოყოფილი, იგი მოგვების მეგზურ ანგელოზს განასახიერებს და ვარსკვლავის კვალდაკვალ მათ მოგზაურობას მიანიშნებს. ასევე, მაცხოვრის დიდების თემის გაძლიერებას ემსახურება ანგელოზების გამოსახვა მდიდრულ საიმპერატორო სამოსში ახტალის XIII საუკუნის მოხატულობაში.

"შობის" გამოსახულება მრავალი განსხვავებული იკონოგრაფიული და მხატვრული გადაწყვეტით გვევლინება. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ქრისტიანული ხელოვნების ოსტატთა შემოქმედებით თავისუფლებაში. კომპოზიციური აგება, რიტმი, ფერადოვნება, ფერწერული მანერა და სხვა - ყველაფერი ეს მთლიანობაში ყოველ ჯერზე ქმნის "შობის" დღესასწაულის განუმეორებელ ხატს, რომელმაც მორწმუნეთ უნდა აუწყოს:

"ქალწული დღეს არსებად უზეშთაესსა შობს ჩვენთვის და ქვეყანა გვამს შეუხებელსა შესწირვენ. ანგელოზნი მწყემსთა თანა დიდების მეტყველებენ, ხოლო მოგვნი ვარსკვლავისა თანა მოგზაურობენ, რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი პირველ საუკუნეთა ღმერთი".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat