"ორთავე სოფლის სევდისა და სიხარულის მოზიარე"
"ორთავე სოფლის სევდისა და სიხარულის მოზიარე"
წელს ბათუმმა მეოთხედ უმასპინძლა მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს "წმიდა ანდრიას ჯვარს". ფესტივალი დაფუძნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. მისი სულისჩამდგმელი გახლავთ ასოციაცია "მეოხი". მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "წმიდა ანდრიას ჯვარი" მოწოდებულია, ხალხთან მიიტანოს ღვთის ჭეშმარიტი სიტყვა თანამედროვე კინოხელოვნების მეშვეობით, კინოს ენით ადიდოს უფალი, ქრისტიანულ სამყაროს დაანახოს და გააცნოს საქართველოს ისტორიული წარსული, ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობა და დღევანდელობა. მისი დევიზია: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოველწლიურად ლოცავს ფესტივალს, მის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. ფესტივალი ყველას უდიდეს სიამოვნებასა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჩუქნის.

ვესაუბრებით ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მარიანა კალანდარიშვილს და სტუდია "მეოხის" ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი გელაშვილს.

- ფესტივალი ასოციაცია "მეოხმა" დააფუძნა. გვიამბეთ, რას საქმინობს ეს სტუდია?

- სტუდია "მეოხს" შემოქმედებით გზად არჩეული აქვს თანამედროვე კინო-ვიდეოენით წარმოაჩინოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული საგანძური და შექმნას ფილმები მართლმადიდებლურ თემატიკაზე. არსებობის მანძილზე გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები რუბრიკით "სასიქადულო მამულიშვილნი": "მკურნალი", "პეტრე შოთაძე", "მურმან იაშვილი", "ბათუმის სათნოების სავანე", "ქვაშვეთი - მამადავითი", "მთის ჯიქი", "თბილისური აბანოები"; ასევე სრულმეტრაჟიანი ფილმები: "ცამეტი ასურელი წმინდა მამა", "წმინდანები დავით და კონსტანტინე", "ღვთისმშობლის შესამოსელი", "მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი საქართველოში". ამჟამად მზადდება ფილმი წმინდა აბო თბილელზე.

KARIBCHE- როგორ გადაწყვიტეთ მართლმადიდებლური ფესტივალის დაფუძნება?

- სხვადასხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში უკვე არსებობს ანალოგიური ფესტივალები და წარმატებითაც ვითარდება. მაგალითად, რუსეთში ამგვარია "ოქროს რაინდი". საქართველო ოცსაუკუნოვანი მართლმადიდებლური ტრადიციის მქონე ქვეყანაა. ვიფიქრეთ, რატომ არ უნდა იყოს ჩვენთან ეს ფესტივალიო და დავაარსეთ. მოგეხსენებათ, კინო ქადაგების საუკეთესო საშუალებაა და ჩვენს ბობოქარ და ცდუნებით აღსავსე დროში საზოგადოებას მაცოცხლებელი ჰაერივით სჭირდება ღვთის სიტყვის გაგონება, წმინდა მამათა და მოწამეთა ცხოვრების გაგება-შესმენა, რასაც, ვფიქრობთ, ფესტივალი "წმიდა ანდრიას ჯვარი" წარმატებით ასრულებს უწმინდესის ლოცვა-კურთხევითა და მეუფე დიმიტრის წინამძღოლობით.

- ბათუმი რატომ აირჩიეთ საერთაშორისო საფესტივალო ქალაქად?

- ეს, რაღა თქმა უნდა, სიმბოლურია, რადგან აჭარა მოციქულთა შორის უპირატესად წოდებულმა წმინდა ანდრიამ გააქრისტიანა. ეს დიდი მადლი და ნათელი სწორედ საქართველოს ამ უძველესი და ულამაზესი კუთხიდან მოეფინა საქართველოს.

- როგორია ფესტივალში მონაწილეობისა და კონკურსის პირობები?

- ფესტივალში მონაწილეობენ ქართველი და საზღვარგარეთელი რეჟისორები, სახელმწიფო ტელეკომპანიები, აგრეთვე კერძო პირები, რომლებიც ქმნიან ფილმებს მართლმადიდებლურ თემატიკაზე. კონკურსზე მიიღება მხატვრული, დოკუმენტური ფილმები, ტელეფილმები, ტელეპროგრამები, ტელეგადაცემები. ნომინაციები ირჩევა სამი კატეგორიით: 1) დოკუმენტური ვიდეოფილმები; 2) ტელეპროგრამები, ტელეგადაცემები; 3) მხატვრული, სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ვიდეოფილმები. ყველა ნომინაციას თავისი პრიზი შეეფარდება. ნომინაციაში გამარჯვებული ჯილდოვდება "წმიდა ანდრიას ჯვრით". ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო მედალი სიგელ-გუჯრით. ფესტივალი, ტრადიციისამებრ, საკონკურსო ფილმების ჩვენებამდე აჯილდოებს იმ ხელოვანთ, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში. მაგალითად, 2007 წელს მესამე საერთაშორისო ფესტივალის პრიზი მიენიჭა თენგიზ აბულაძეს ფილმისათვის "მონანიება". ეს იყო ერთ-ერთი პირველი კინონაწარმოები, რომელმაც საზოგადოებას ტაძრის გზის ძიებისკენ მოუწოდა. ქართულ დოკუმენტურ კინოში გაწეული ღვაწლისთვის დაჯილდოვდა მწერალი და კინორეჟისორი რეზო თაბუკაშვილი.

- წელს ვის ერგო მთავარი პრიზი?

- ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა, მთავარი პრიზით დაეჯილდოებინა ბატონი თენგიზ არჩვაძე, ფესტივალის მთავარი პრიზი "წმიდა ანდრიას ჯვარი" მიენიჭა გოდერძი ჩოხელს. ბატონი გოდერძის დაჯილდოება II ფესტივალზე გვინდოდა, როდესაც იგი ჯერ კიდევ ამ წუთისოფელში იყო. შევატყობინეთ კიდეც ამის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ეს ვერ მოხერხდა. მოგვწერა: "კინო ჩემთვის ყველაფერია და ძალიან მიხარია, რომ ქართველები მართლმადიდებლური ქვეყნების კინოფესტივალს ატარებენ. პირველად ქალაქ სმოლენსკში მივიღე ასეთ ფესტივალში მონაწილეობა და ისეთი შეგრძნება მქონდა, ფესტივალს კი არა, წირვას ვესწრებოდი. ისე მოეწონა მაშინ იქაურ მაყურებელს "ლუკას სახარება", მოითხოვდნენ გრან-პრი მიეცათ ფილმისათვის. რაც იმათ მლოცეს, ალბათ ის ლოცვა მრავალ განსაცდელს გადამარჩენს. რუსეთის პატრიარქის მიერ დაწესებული პრიზითაც დამაჯილდოეს. სანამ ჩვენ ასეთი ფესტივალების სურვილი გვექნება, ვერაფერი გაგვტეხს, უფალი უფრო ახლოს იქნება ჩვენთან და მე მინდა მოგილოცოთ ფესტივალის ჩატარება. უფალი გფარავდეთ ფესტივალის ორგანიზატორებს, კონკურსის მონაწილეებს და მაყურებელს. ამინ! სიყვარულით გოდერძი ჩოხელი". ფესტივალზე ნაჩვენები იყო ასევე ტელეგადაცემა "ჟურნალისტის დღიურში" რეჟისორ ბექა ელბაქიძის ბატონი გოდერძის შესახებ შექმნილი ფილმი "ვარდისფერი კაცი". ეს ფილმი ასახავს გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების ფრაგმენტებს. მასში ვხვდებით გოდერძი ჩოხელის მეგობრების, ნათესავებისა და კოლეგების მოგონებებს. ფილმში გადაღებულია პოეტი მარიამ წიკლაური. ის გოდერძის მეგობარი გახლავთ და შესანიშნავად იცნობს მის შემოქმედებას. ამიტომაც სწორედ მას შევთავაზე დაჯილდოებისთვის წარსადგენი სიტყვის დაწერა. პრიზი გოდერძი ჩოხელის უფროს ვაჟს, ლუკას გადავეცით.

ვესაუბრებით ფესტივალზე გოდერძი ჩოხელის წარდგინების ტექსტის ავტორს, მწერალ მარიამ წიკლაურს.

- გოდერძი ჩოხელს თქვენ "განაპირა სახლის ბინადარი" უწოდეთ. მერე ეს სიტყვები ყველამ აიტაცა. რას გულისხმობდით ამაში?

KARIBCHE- ის თავის თავში ატარებდა ორი სამყაროს: რეალურისა და ირეალურის, მითურისა და რეალურის, სააქაოსა და საიქიოს, ზღაპრულისა და სინამდვილის, წარსულისა და მომავლის ზღვარზე მყოფი ადამიანის თვისებებს. ასე მგონია, ეს სამყარო თავისი საიქავ-სააქაოთი, თავისი ხილულ-უხილავით ერთი დიდი სოფელია. ამ სოფელში ადამიანები სხვადასხვა ადგილას არიან დასახლებულნი, სხვადასხვა სიგრძის ხსოვნის ფესვი აქვთ გადგმული სამყაროში, სხვადასხვანაირია მათი სულიერი გამოცდილებაც და სისხლის მეხსიერებაც. რა თქმა უნდა, ზღვარზე მცხოვრების გულისყური, სმენა, ხედვა უფრო გაძლიერებულია, ვიდრე სოფლის შუაგულის მობინადრისა. ჰოდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე გოდერძი ჩოხელი "განაპირა სახლის ბინადარი" მგონია, რომელიც უფრო შორს და გაღმა იხედება, რომლის თვალსაწიერს არ ფარავს ცივილიზაციის "სიკეთით" გაჟღენთილი და ურბანიზმის კომფორტით ლიბრგადაკრული მზერა. ჩოხელის ნიჭიც, უბედურებაც, ბედნიერებაც აქედან მოდიოდა. მისი შემოქმედების ფენომენს ღვთაებრივი სამართლიანობა, სიმკაცრე და სალოსურობა ერთად ქმნის! პრიმიტიულობა კი არა, უბრალოება კი არა, რაღაც სხვა - "ღვთაებრივი სამართლიანობა"! უხასიათობა და ახირებულობა კი არა, რაღაც სხვა - "ღვთაებრივი სიშლეგე"! სიკეთე და სათნოება და კაცთმოყვარეობა კი არა, რაღაც სხვა - "ღვთაებრივი უბრალოება"! დრო მასში უწყვეტად გაედინებოდა. ის თავად იყო სამყარო, რომელსაც უნდოდა ადამიანში გადაერჩინა თავისი თავი. თვითონ იყო რწმენაც, იმედიანობაც, თვითონვე იყო ბუნტიც, განგაშიც, შიშიც, მაგრამ ყოველთვის ღვთის მოიმედე და ღვთისთვის სათნო. ის აგროვებდა ჩვენსავე დარდებს, რათა მერე ჩვენ თვითონ წაგვეკითხა, შეგვბრალებოდა თავიცა და ჩვენი მფარველი ანგელოზიც და თვალზე მომდგარი სინანულის ცრემლით ვეცნეთ უფალს (როგორც "დევების ნასოფლარში" ადამიანს ცრემლით ცნობენ), როცა ქვეყნად "ცნობის ჟამი" დადგება. ასე მწამს, გოდერძის ჩვენი დარდების გამოხსნა უნდოდა ღმერთისაგან! სინანულით მაზიარებელი იყო! იყო წარმავლობაში მარადისობის აღმსარებელი!

- რა განცდა დაგეუფლათ, როცა დაგევალათ გოდერძის წარსადგენი ტექსტის დაწერა?

- როდესაც გავიგე, რომ გოდერძი ჩოხელი ჯილდოვდებოდა "წმიდა ანდრიას ჯვრით", ძალიან გამიხარდა. მაგრამ როდესაც მთხოვეს, მისი წარსადგენი ტექსტის დაწერა და ასევე გამაფრთხილეს, ეს უნდა ორი სიტყვით მომეხერხებინა და ამავდროულად ყველაფერი მეთქვა ჩოხელზე, შევფიქრიანდი. მოგეხსენებათ, ყველაზე რთული სწორედ იმ "ორი სიტყვის" მოძებნაა ხოლმე, რადგან გოდერძი ჩვენი თანამედროვე იყო და მას უამრავი ადამიანი ჩემზე უკეთ იცნობდა. იგი არ ყოფილა ჩვეულებრივი კაცი, ცხოვრებაში უამრავი რამ გადაიტანა, უამრავი რამ შექმნა, ნახა, იფიქრა, იღვაწა, გაიხარა, იტანჯა, იიმედა და ძნელი იქნებოდა ისეთი სიტყვის მოძებნა, რომელიც ზუსტად გადმოსცემდა მის შინაგან სამყაროს, მის ღვაწლს, საქმიანობას, მიზნებს და ამავდროულად ამ სიტყვებში ის სიმართლე იქნებოდა, რომელიც მისაღები აღმოჩნდებოდა როგორც მის თანამედროვეთათვის, ისე მომავლის წინაშეც.

და საერთოდაც ბევრს ვფიქრობდი გოდერძი ჩოხელის ფენომენზე. ფილმში ვისაუბრე და აქაც გავიმეორებ, რომ გოდერძი, ერთი მხრივ, გასაოცარი ღრმა სულიერი აზროვნებითა და ხედვით, მეორე მხრივ, არცთუ ისე მორჩილი და ხავერდოვანი საქციელით, ჩამოგავდა ერობაში მოღვაწე სალოს ბერს. შეიძლება ამ ნათქვამმა ბევრი გააღიზიანოს, მაგრამ მისი შინაგანი მორწმუნეობრივი მსოფლმხედველობა, მისი რელიგიურობა, რომელიც მთელ მის შემოქმედებას ასაზრდოებს, მისი ადამიანისადმი საოცარი სიყვარული და ღვთისადმი ცოცხალი და დაუეჭვებელი რწმენა, მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი და ორივე სოფლისადმი, მისი ცოცხალი და უწყვეტი შინაგანი ურთიერთობა წინაპრებთან, მისი მოვალეობები ქართული თუ ზოგადსაკაცობრიო სულიერებისადმი და კიდევ ბევრი სხვა რამ მაძლევს უფლებას, მას ასე ვუწოდო. ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ ასე დაიწერა: "სიტყვით ცოცხალი რწმენის მქადაგებელი, წუთისოფელში მარადიულობის აღმსარებელი, ორთავე სოფლის სევდისა და სიხარულის მოზიარე, ღვთისა და მოყვასის მსახური და ერთმანეთით მანუგეშებელი, ტანჯვიდან შვებამდე სასოებით მავალი, ხილულ-უხილავ სამყაროთა უპოვარი მგზავრი, საქართველოს უკვდავებისათვის მავედრებელი, ღვთივსათნო გოდერძი ჩოხელი ჯილდოვდება "წმიდა ანდრიას ჯვრით". შემიძლია თითოეულ ამ სიტყვაზე ვაგო პასუხი, ვისაუბრო და ვიკამათო, მაგრამ ეს არის ის "ორი სიტყვა", რომლითაც ჩოხელის ცხოვრება და შემოქმედება, ტანჯვა და ბედნიერება გამოვხატე. გამიხარდება, თუ ბევრ ადამიანს დააფიქრებს მისი ფენომენი, რომელიც ძალიან ჰგავს თავად საქართველოს "ბიოგრაფიასაც".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat