"სამადლო საქმე მალვითა სჯობს..."
"სამადლო საქმე მალვითა სჯობს..."
დავით წინასწარმეტყველი უბიწოებასთან, სამართლიანობასთან, უზაკველობასთან, უანგარობასა და სხვა სათნოებებთან ერთად "უფლის კარავში", იმავე სასუფეველში, დამკვიდრების ერთ-ერთ წინაპირობად ასახელებს უყვედრებლობასაც. უკუნისამდე ურყევია ის, ვინც "არა ზაკვა ენითა თვისითა, და არცა უყო მოყვასსა თვისსა ბოროტი, და ყვედრება მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო" (ფს. 14,4).

ქართული მწერლობა ქრისტიანობის წიაღში განვითარდა. მასში აისახა სახარებისეულ ზნეობრივ სწავლებაზე დაფუძნებული ღირებულებები. ნამდვილი ლიტერატურა ყოველთვის დგას ზნეობრივ-ესთეტიკური იდეალებისა და პრინციპების სადარაჯოზე და ამიტომაც მისთვის ბუნებრივია ადამიანის გულსა და გონებაში ფეხმოკიდებული უკეთურებების მხილება, მათ შორის ისეთებისაც, როგორიცაა ყვედრება. ამ თემაზე გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლალი დათაშვილი.

- ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ დაყვედრებული სიკეთე არათუ სიკეთედ აღარ ითვლება, არამედ საშინლად ტანჯავს კეთილისმყოფელსაც და ამ სიკეთის შემწირველსაც, რადგან ძნელი ასატანია. ადამიანს ურჩევნია, არაფერი გაუკეთონ, ვიდრე შემდეგ დააყვედრონ და გულმოკლულმა თავი მარადიულად დავალებულად იგრძნოს. სულხან-საბა ორბელიანის თქმით, კაცმა "კარგი საქმე ასე უნდა ქმნას, ან ღმერთმან დაუმადლოს და ან კაცმან მოუწონოს".

"ყვედრება", საბას განმარტებით, არის დასაყვედურება, გამწარება, დაცინვა კეთილქმედების გამო, ცუდის თქმა. სიტყვა "ყვედრება" სახარებაშიც გვხვდება. იოანე ნათლისმცემლის დედა - წმინდა ელისაბედი ბედნიერია იმით, რომ უფლის წყალობით დაფეხმძიმდა და უშვილობას ვეღარ დააყვედრებდნენ, ამიტომ ამბობს: "ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაი ჩემი კაცთა შორის" (ლუკა 1,25).

იოველ წინასწარმეტყველის გადმოცემით, მღვდელნი უფალს ტირილით შესთხოვენ, მტერს თავიანთი რწმენის გამო საყვედრელად არ გაუხდნენ: "ტიროდენ მღვდელნი და რომელნი ჰმსახურებენ უფალსა, და იტყოდედ: ულხინე, უფალო, ერსა შენსა და ნუ მისცემ სამკვიდრებელსა შენსა საყუედრელად მათ წარმართთა, რაითა არა თქვან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?" (იოველ. 2,17).

ლიტერატურაში ასახული დაყვედრების მაგალითებზე ფიქრისას, პირველ რიგში, მახსენდება სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი "ორმოში ჩაგდებული მეფე". მასში გადმოცემულია ასეთი ამბავი: დატყვევებულ მეფეს ერთი კაცი ორმოდან ამოიყვანს და გააპარებს, მაგრამ იმდენჯერ შეეკითხება, ხომ კარგი ვქენიო, რომ მეფე აყვირდება, - გამაპარაო და ხელახლა დაატყვევებენ. გაოცებული მცველების შეკითხვაზე, ასე რატომ მოიქეციო, მიუგებს, - გზაში იმდენი მაყვედრა, ვიდრე შინამდე მიმიყვანდა, დამახრჩობდაო. ასე რომ, თვით მეფესაც კი, ვინც ყველაზე უკეთ იცის თავისუფლების ფასი, დაყვედრებულ სიკეთეს მონობაში ყოფნა და დამცირების ატანა ურჩევნია. საბა გვასწავლის: "კაცმან შენზე სამსახური ქმნას, იკვეხდეს და ზვაობდეს - გეწყინება".

ლუარსაბ თათქარიძე თვით უფალს აყვედრის, ჩამოთვლის რა იმ "დიდ დამსახურებას", რაც მიუძღვის ამქვეყნიური "მოღვაწეობის" მანძილზე:

"წირვა-ლოცვას მე არ ვაკლდები, კაცი მე არ მამიკლავს და კაცისთვის მე არ მამიპარავს". მას უფლის "სადარბაზო კითხვებზე" გასაცემი პასუხებიც მზად აქვს, ეჭვიც არ ეპარება მათ სისწორეში. ცხადია, "საქმიანია" ჩვენი ლუარსაბი, რადგან ღვთის წინაშე სიმართლეს იტყვის თავისი "ღვაწლის" შესახებ: "მისვამს და მიჭამია, არც ერთი დღე მშიერი არა ვყოფილვარ". აბა, მის ფაშვს ამოვსება არ უნდოდა?!

მისი სახით ილიამ თვითკმაყოფილი და გარემოებით მარადიულად უკმაყოფილო ადამიანის სახე შექმნა. ლუარსაბს - კმაყოფილს ეჩვენება, რომ ბედისგან იმაზე გაცილებით მეტი წყალობის ღირსია, ვიდრე სინამდვილეში ენიჭება.

ამ თვალსაზრისით განდეგილიც ლუარსაბის "ტყუპისცალია", იგი "მუნათს რასმე სდებს შემოქმედსა", როდესაც საკუთარ თავს უბედურს უწოდებს და ამით თავისი ცხოვრების წესით უკმაყოფილებას ამჟღავნებს, არად აგდებს იმ სასწაულებსა და განუზომელ წყალობას, მაცხოვრისგან ყოველდღიურად რომ ეძლეოდა. ქალთან საუბრისას როყიოდ ამბობს:

"ხსნა ყველგან არის, მხოლოდ გზა ხსნისა
ასეთი მერგო მე უბედურსა..."


დაყვედრების თვალსაზრისით, საინტერესოა ილიას "მგზავრის წერილებიც". "მგზავრის წერილების" პერსონაჟის - პოდპორუჩიკის მსგავსი "მზრუნველები" თავის "ღვაწლს" აყვედრიდნენ, იარაღითა და სისხლით მოსულებს თავი ქართველთა მიერ მოპატიჟებულად მიაჩნდათ, მათ გადამრჩენებად წარმოედგინათ. ბარაქალას უთვლიდნენ მართლმადიდებელ რუსეთს გაუნათლებელ და ბნელ საქართველოში ცივილიზაციის შემოტანისთვის, "ულვაშიანი" გენერლების მომრავლებისა და "იზლერის ბაღის" გახსნის მცდელობისათვის. მთავარი სათქმელი კი ის იყო, როგორ ეაფსუსებოდათ ჩვენში გატარებული წლები, როგორ გვაყვედრიდნენ, თავის ძალასა და ენერგიას აქ რომ ხარჯავდნენ. გაფხორილი პოდპორუჩიკი ქართველ ინტელიგენტს ზემოდან დასცქერის და ცუდმედიდობს:

"მე აქ არ მოვდიოდი, თუმცა კი ბევრს მეხვეწებოდნენ, ჩემს გულში ვამბობდი: ღმერთს თუ ნიჭი მოუცია რამე ჩემთვის, ისევ ჩემებს გამოვადგე-მეთქი, მაგრამ ამ ახლად დაჭერილ ქვეყნებს უფრო განათლება უნდა-მეთქი; აქ განათლებული კაცები საჭირონი არიან".

საერთოდ, ქართული ლიტერატურისთვის, როგორც მარადიულად მეომარი და გადარჩენისათვის მებრძოლი ქვეყნის კულტურის უმნიშვნელოვანესი გამოვლინებისათვის, ნიშანდობლივია ფუჭი სიცოცხლისა და სილაჩრის გმობა და ამგვარ ადამიანთათვის სიცოცხლის წაყვედრება. გავიხსენოთ:

"მას დედის ძუძუ ტკბილი
შხამადაც შერგებია,
მამულისთვის სიკვდილი
ვისაც დაზარებია".


ან ილიასეული ფიქრი ლუარსაბის "საფლავთან": "რისთვის მოვიდნენ და რისთვის წავიდნენ? ნუთუ ნახევარი საუკუნე იმისთვის იცხოვრეს, რომ ოთხი ფიჭვის ფიცარი ეშოვნათ და სამ-სამი ადლი მიწა... ნახევარი საუკუნე ამისთვის იცხოვრეს ამ ქვეყანაზედ, რომ ბოლოს მაინც კიდევ "შენდობა" ითხოვონ და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე?" მწერალი საყვედრელად მიიჩნევს იმ ადამიანთა სიცოცხლეს, რომლებიც "არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ", რადგან საქებარი კაცის საზომად მიაჩნია ყოველდღიური სარგებლობის მოტანა მოყვასისა თუ სამშობლოსთვის, იმაზე მარადჟამული ფიქრი, თუ ვის რა არგო.

დავით კლდიაშვილის "ბაკულას ღორებში" "წამწარების" თემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. გალაქტიონი ჯერ პურმარილზე ეპატიჟება სამაზრო სამმართველოს ორ მოხელეს თავისი მეზობლის - ბაკულას შესაშინებლად, მაგრამ ბაკულას ღორები რომ არ შეშინდებიან და მაინც გადადიან მის ბოსტანში, ჯერ ლუკმას დააყვედრებს "ძვირფას" სტუმრებს (ცოლთან ერთად ბობოქრობს: "აბა, იმისთვის გავწიეთ ამდენი ხარჯი, რომ მარტო შეესვათ, შეეთხვლიპათ ყველაფერი და არაფერში გამოგვდგომოდნენ? რაღა შეუძლიათ მაგათთანა ოხრებს?!"), შემდეგ კი საჩივრებს დაწერს ორივეს წინააღმდეგ და სამსახურს ლამის დააკარგვინებს.

კაცი რაც მეტად გარჯილია, მით მეტად სურს, დამსახურებისათვის მადლობა გადაუხადონ, სიყვარულითა და პატივისცემით უპასუხონ. როცა "მადლობას" სიძულვილითა და ტკივილის მიყენებით უხდიან, ადამიანს უჭირს დაყვედრების ვნების დაძლევა, რადგან ეს უნარი სრულ უანგარობას მოითხოვს. უმადურობის გამოვლენით აღძრული ტკივილი ბიძგია, რომელსაც დაყვედრება მოსდევს ხოლმე. მაცხოვარია უანგაროდ გარჯილთა პარადიგმა, მოთმინებით რომ აიტანა ადამიანთა მიერ ჩადენილი საშინელებანი და საყვედური არ დასცდენია, არავისთვის წაუყვედრებია, ჩვენ გამო ჯვარს რომ ეცვა, ცემა და ტკივილი რომ აიტანა უგბილი კაცობრიობისგან.

ქართულ ლიტერატურაში ასახულია დაყვედრების შემთხვევები ოჯახის ფარგლებში, მშობლებისა და შვილების ურთიერთობისას.

ილიას ოთარაანთ ქვრივი ტკივილით გასცქერის სახლიდან მიმავალ გიორგის და იმ ყველაფრის გამო, რაც შვილს გაუკეთა, ახალგაზრდობისა და სიცოცხლის თავისი ვაჟისთვის შეწირვის გამო, სურს ერთხელ შემობრუნდეს, შემოხედოს ქვრივს, თუმცა გიორგი წინ მიიჩქარის და უკან არ იყურება. დედაში მხოლოდ ერთი წუთით იღვიძებს "მე", "ჩემი", თავისი თვალით იყურება და ატირებული გული დააკვნესებს: "განა აქ არა დარჩა-რა?!" თუმცა, ოთარაანთ ქვრივი უმკლავდება დაყვედრების ვნებას, უანგარო დედა იმარჯვებს მასში და ხმამაღლა დაასკვნის: "არა, შვილო, შენ გაიხარე, შენ!.. მე კი... მე კი... მე ჩემისად მაყურებელს თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებელით-ღა ვივლი და ვიცოცხლებ..."

ქალიშვილისგან შეურაცხყოფილი ნიკო ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაციც უსიტყვოდ უმკლავდება ტკივილს, შვილებს არ აყვედრის თავის ჯაფასა და მარტოხელა დედობის ტვირთს, მაგრამ კაპასი შვილის ყვედრება მისთვის აუტანელი ხდება. სახლს ატოვებინებს სიტყვები: "მაგის საღირალ პატივს არ გცემთ?!" და დაყვედრებულ ლუკმას გაურბის; მათხოვრობს; ურჩევნია, პურის ნაჭერი უცხომ დააყვედროს, ვიდრე საკუთარი ოჯახის წევრმა. დამცირებული და უარყოფილი ისევ შვილებზე ზრუნავს, რომ სახელი არ გაუტყდეთ, წერილით აცნობებს, სალოცავად წავედიო და უანგარობის ნიმუში ხდება: მას, თვითონ დაყვედრების მსხვერპლს, ვერ სძლევს ყვედრების ვნება და ცოდვას ვერ ჩაადენინებს შვილებისთვის გაწეული ამაგის დაყვედრებით.

ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა "იგიში" ერთმანეთს მამა-შვილი უპირისპირდება: ბელადობის მოსურნე შვილი მამას ნანადირევიდან წილს ართმევს. მწერალი გადმოგვცემს, როგორ იბრძვის თითქმის პირველყოფილ არსებაში შვილის მოყვარული მამა და შეურაცხყოფილი ბელადი, მასაც უჩნდება სურვილი, შვილი დასაჯოს, თავისი ამაგი შეახსენოს (და იგულისხმება, ამით წააყვედროს), თუმცა მხოლოდ წუთით - მამა-ბელადი თავს ერევა, გულში იკლავს ტკივილს და სიკვდილსაც უდრტვინველად ხვდება:

"(შვილმა) ცალი ფეხი ნადირის თავს დააბიჯა.

გამოქვაბულში გაკვირვების ღმუილი გაისმა.

ბელადის სახეს სითბოს სუნი ისე გადაეცალა, როგორც ტყეს გადაეცლება ბურუსი, ქარი რომ დაუბერავს. მაგრამ ამ დროს ბელადმა თვალები ნელა მოხუჭა და სიმშვიდის სუნი დარჩა... შვილის ავი სუნი მამის სიმშვიდის სუნს ებრძოდა... ბელადი მისჩერებოდა შვილს ჩასისხლიანებულ, გადმოკარკლულ თვალებში და მის სახეს რამდენჯერმე მიუახლოვდა და ისევ მოშორდა სითბოს სუნი...

დამარცხებული ბელადი ნელა წამოდგა და გვერდზე გადგა. სახეზე კი მაინც ასდიოდა სიმშვიდის მსუბუქი სუნი".

დაყვედრების მიზეზი ხშირად ხდება სიბერე. ასაკის გამო ადამიანი ძველებურად ვეღარ საქმიანობს, რაც ირგვლივ მყოფებს აღიზიანებთ და მოხუცებულს აყვედრებენ იმ ადგილს, იმ სტატუსს, რაც აქვს მოპოვებული საზოგადოებაში.

ვაჟა-ფშაველას ხმელ წიფელს გარს შემორტყმული ახალგაზრდა ხეები სიცოცხლეს აყვედრიან და ეჩხუბებიან, ნეტავ შენ არ გვაუშნოებდეო, ტოტიას კი ("ამოდის, ნათდება") შეჭამენ იმით გამწარებული თანამოძმენი, რომ სიბერის გამო მუხლმა უმტყუნა. ამიტომ მგელთა საკადრისი და სასურველი საზრდო ვერ მოინადირა.

ხუმრობით დაყვედრების ნიმუშია "ვეფხისტყაოსანში" ფრიდონის ნათქვამი ტარიელისთვის, რომ მცოდნოდა ქაჯთა წინააღმდეგ მოგვიწევდა ომი, ჩემს ცხენს როგორ გაჩუქებდი, ომში უმისოდ რატომ ვიბრძოლებდიო.

დაყვედრებულის საპირისპიროა ფარული ქველმოქმედება - ჭეშმარიტი სიკეთის გამოხატულება: "სამადლო საქმე მალვითა სჯობს და ღმერთიც უფროსად შეუწირავს", - ამბობს საბა და ფარული ქველმოქმედების ნიმუშად მოჰყავს არაკი "ორნი ძმანი". უფროსი ძმა თავისი ორმოდან პურს უმცროსის ორმოში ყრიდა, მარტოა, არავინ ჰყავს, ცოდოა, მან ჭამოსო; უმცროსი კი - უფროსისაში, მე მარტო ვარ, ცოტაც მეყოფა, ის კი წვრილშვილია და ბევრი სჭირდებაო. ამგვარი ცხოვრებისთვის ღმერთმა ორივეს გაუმრავლა ქონება და არაფერი მოაკლო.

ქართული ლიტერატურა ასე უპირისპირებს ერთმანეთს უანგარო სიკეთესა და ყვედრებას, მადლსა და უმადლობას შორის არჩევანს კი მკითხველს ანდობს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat