უიშვიათესი ფრესკა გელათში იაკობი აზიარებს ღვთისმშობელს მიძინების წინ
უიშვიათესი ფრესკა გელათში იაკობი აზიარებს ღვთისმშობელს მიძინების წინ
მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია. იგი განსაკუთრებული მოწიწებითა და სიყვარულით სარგებლობს საქართველოში - მარიამობის თვეს ვუწოდებთ აგვისტოს, როდესაც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღვნიშნავთ.

რა დროიდან ჩნდება "ღვთისმშობლის მიძინების" გამოსახულებები, რა სცენებს მოიცავს "ღვთისმშობლის მიძინების" ციკლი და სად გვხვდება მისი ადრეული ნიმუშები - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორი, ქალბატონი ნინო ჩიხლაძე.

- სად და როდის ჩნდება პირველად ღვთისმშობლის მიძინების გამოსახულება?

- ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი ყველაზე ადრეული გამოსახულებაა X საუკუნის 60-იანი წლებით დათარიღებული თოკალი-კილისეში (კაბადოკია) შემორჩენილი გამოსახულება. თუმცა XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში ეგვიპტეში, სკიტის უდაბნოს ელ-სურანის სირიულ მონასტერში გაიწმინდა ფრესკის ზედა ფენა და ქვედაში აღმოჩნდა ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებული სამი სცენა: მიძინება, ამაღლება და დიდება. ამ მოხატულობას IX საუკუნის მიწურულითა და X საუკუნის I ნახევრით ათარიღებენ. ოღონდ ამ მონასტერში მიძინების გამოსახულება განსხვავებული იკონოგრაფიით არის მოწვდილი, ვიდრე თოკალი-კილისეში, სადაც მოცემულია მიძინების საყოველთაოდ გავრცელებული და დადგენილი იკონოგრაფიული კომპოზიცია.

- საკუთრივ რა შინაარსია ჩადებული და რა ეპიზოდებია გაერთიანებული ღვთისმშობლის მიძინების გამოსახულებაში?

- წმინდა გარდამოცემის მიხედვით, ღვთისმშობელი ხშირად მიდიოდა გოლგოთის მთაზე და ლოცულობდა. ერთ დღეს მას ეცხადება წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ერთ დროს ახარა მაცხოვრის მოვლინება, ხოლო ამჯერად კი ახარებს მიძინებას. სწორედ ეს გახლავთ პირველი ეპიზოდი, რომელიც შემდგომ ცალკე გამოსახულებადაც ჩნდება. ამ ეპიზოდს "მიძინების ხარება" ეწოდება.

გარეგნულად ეს კომპოზიცია ძალიან ჰგავს ხარების კომპოზიციას. ამის შემდეგ ღვთისმშობელი ბრუნდება შინ და იწყებს ლოცვას. მისი სურვილია მოციქულებთან გამომშვიდობება. არა მარტო მათთან, ვინც ცოცხალნი არიან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმობნეულნი ქადაგებენ და ავრცელებენ ღვთის სიტყვას, არამედ მათთანაც, ვინც უკვე გასულნი არიან ამ ქვეყნიდან. მართლაც, მაცხოვრის მოწაფეები, სასწაულებრივი ძალით, ღრუბლებით მოჩრდილული ანგელოზების თანხლებით გადმოფრინდებიან და თავს იყრიან ღვთისმშობლის სარეცელთან. სხვადასხვა წყაროსა და გარდამოცემებში ეს სახელები რამდენადმე შეცვლილია, მაგრამ ყველგან იხსენიება წმინდა დიონისე არეოპაგელი, იეროთეოსი და, რაც მთავარია, იაკობი - ძმა უფლისა, რომელიც იერუსალიმის პირველი პატრიარქი გახლავთ. სწორედ მან აზიარა ღვთისმშობელი მიძინების წინ. სხვათა შორის, გელათში, XVI საუკუნის მოხატულობაში საგანგებოდ მთელი ციკლია მიძღვნილი ღვთისმშობლის მიძინებისადმი. სწორედ აქ, ღვთისმშობლის ტაძრის დასავლეთ მკლავში გვხვდება ეს საკმაოდ იშვიათი იკონოგრაფიული გამოსახულება - იაკობი, იერუსალიმის პირველი პატრიარქი, აზიარებს ღვთისმშობელს მიძინების წინ.

ამის შემდეგ ღვთისმშობელი მიიძინებს. კულმინაცია გახლავთ ის, რომ დიდებით მოსილი მაცხოვარი, ანგელოზების თანხლებით, გადმოდის ზეციდან. ის მიეგებება ღვთისმშობელს და მიიღებს მის სულს. შემდეგ იწყება სიონის სახლიდან ღვთისმშობლის სარეცლის გამოსვენება. მოციქულები და იერუსალიმელი დედები მიაცილებენ ღვთისმშობლის სარეცელს გეთსიმანიის ბაღისკენ. გზად პროცესიას ხვდებიან იერუსალიმელები, მათ შორის საკმაოდ სკეპტიკურად განწყობილი იუდეველები. ერთ-ერთი იუდეველი - იოფანია ღვთისმშობლის სარეცელს ხელს კრავს. სწორედ ამ მომენტში უფლის ანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით მას ხელებს მოჰკვეთს. მაგრამ მონანიე იოფანიას ხელები იმ წუთშივე გაუმთელდება ღვთისმშობლის მადლით (ეს ეპიზოდები მერეც აისახება გამოსახულებებში).

ღვთისმშობელს დაასვენებენ გეთსიმანიის ბაღში და უფლის მკვდრეთით აღდგომის მსგავსად ღვთისმშობლის სხეულებრივი აღდგომაც მესამე დღეს ხდება. არის კიდევ ერთი ეპიზოდი: მოციქულთა ღრუბლებით გადმოფრენის დროს წმინდა თომა არ იყო მათთან. ის ღრუბლით გადმოფრინდა მესამე დღეს, ღვთისმშობლის ზეცად ამაღლების დროს. თომა შესთხოვს ღვთისმშობელს კურთხევას და კურთხევასთან ერთად მისგან იღებს სარტყელსაც. აი, ეს გახლავთ რეალურად ის ეპიზოდები, რომლებსაც მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების ციკლი და რომლებიც დაცულია ყველა წმინდა გარდამოცემაში. აქვე არის ღვთისმშობლის ამაღლებაც, რომელიც გახლავთ გვირგვინი და შედეგი მიძინებისა.

- რა ითვლება ღვთისმშობლის მიძინების დადგენილ და ყველაზე გავრცელებულ იკონოგრაფიულ ვერსიად და რა ემატება მას?

- ღვთისმშობლის მიძინების დადგენილი იკონოგრაფია გახლავთ - სარეცელზე დასვენებული ღვთისმშობელი, ანთებული კანდელი, მის გარშემო თორმეტი მოციქული, ორიდან ოთხამდე მთავარეპისკოპოსი (უმაღლესი იერარქი), ზოგჯერ არიან წარმოდგენილნი მოტირალი იერუსალიმელი დედები (უფრო ადრეულ გამოსახულებებში ისინი არ გვხვდებიან). თუმცა თოკალი-კილისეს სულ ადრეულ გამოსახულებებში უკვე ჩნდება მოციქულთა ღრუბლებით გადმოფრენის ეპიზოდი. და, რაღა თქმა უნდა, სარეცელთან მდგომი მაცხოვარი, რომელსაც ხელში უჭირავს ღვთისმშობელი. XIII საუკუნის მიწურულიდან ბიზანტიაში და ბიზანტიური წრის ძეგლებში შემოდის უკვე გაფართოებული რედაქცია მიძინებისა, სადაც ყველა ამ ეპიზოდს ემატება სარეცლის წინ იოფანიას ხელის კვეთის ეპიზოდი. ხოლო სცენის ზედა ზონაში ღვთისმშობლის ამაღლების სცენაა წარმოდგენილი. აქ არის გამოსახული ცეცხლოვან ან წითელ მანდორლაში გახვეული, ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი ანგელოსთა თანხლებით. და, როგორც წესი, ყველა ამ ეპიზოდს ემატება ღრუბლით მოსული თომას ნახევარფიგურა, რომელიც ღვთისმშობლისგან იღებს სარტყელს.

- ძალიან საინტერესოა "ღვთისმშობლის ამაღლების" სცენა, რომელიც მიძინებასთან არის დაკავშირებული და ზოგჯერ ცალკეც გამოსახავდნენ...

- ღვთისმშობლის ამაღლების ეპიზოდები უკვე XIII საუკუნიდან ერთიანდება მიძინებასთან. თუმცაღა გვხვდება მათი ცალ-ცალკე გამოსახვის შემთხვევებიც.

KARIBCHEუნდა ითქვას, რომ ღვთისმშობლის მიძინების ადრეულ ეტაპზე, როდესაც ყალიბდება საერთოდ ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებული გამოსახულებები და ჩნდება წერილობითი წყაროები, როგორც ჩანს, ღვთისმშობლის ამაღლება გაცილებით მნიშვნელოვანია. ამის დასტური გახლავთ ერთ-ერთი რელიეფური გამოსახულება, რომელიც ინახება ჩვენთან, მუზეუმში. ეს არის ბრდაძორის მცირე სტელა, რომელიც VI საუკუნის მეორე ნახევრითაა დათარიღებული. მასზე გამოსახული "ღვთისმშობლის ამაღლების" უნიკალური კომპოზიცია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ იკონოგრაფიული სცენის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული, ჩვენამდე მოღწეული მაგალითია. აქ მოცემულია ანგელოსთა თანხლებით ღვთისმშობლის მანდორლაში გახვეული სხეულის ზეცად ამაღლება. მკვლევარი კ. მაჩაბელი სცენის აღწერისას საგანგებოდ გამოყოფს მესაყვირე ანგელოზს, რომელიც ღვთისმშობლის ამაღლების მანდორლას ეხება. ეს დეტალიც, ისევე, როგორც სცენის ქვედა ზონის ფიგურები საცეცხლურითა და წიგნით ხელში, რელიეფის უკიდურესად ლაკონიური და ნიშნობრივი სახვითი ენის ფარგლებში, "მიძინებისა" და "მარიამის ამაღლების" იმ სიუჟეტს გადმოსცემს, რომელიც სირიულ აპოკრიფშია აღწერილი: "მაშინ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა, გაამზადონ ტახტრევანი ნეტარისათვის სინათლის ეტლზე. და წააბრძანა თორმეტმა მოციქულმა, ხოლო თორმეტი მოციქული თორმეტი ეტლით მიქროდა. და სერაბიმთა საყვირების ხმა ისმოდა ნეტარის წინაშე, როდესაც იგი მიემართებოდა ედემში დიდებით მოსილი. ყოველი ქმნილი მის წინაშე გალობდა და ყოველი ქმნილი მას აცილებდა". სწორედ ეს ეპიზოდია ნაჩვენები ბრდაძორის სტელაზე.

- "ღვთისმშობლის მიძინების" ციკლის ზოგიერთი გამოსახულება ღვთისმშობლის მემორიალურ სიწმინდეებს უკავშირდება: რა გამოსახულებებია ესენი და სად გვხვდება?

- ეს გამოსახულებებია: ღვთისმშობლის მიერ მოციქულ თომასთვის გადაცემული სარტყლის ტაძარში დასვენება, ღვთისმშობლის საფარველის თაყვანისცემა, სარეცლის გამოსვენება ანუ ყველა ის გამოსახულება, რომელიც XII-XIII საუკუნეებთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სუზდალის კარის გამოსახულებებს. ეპიზოდებითა და დეტალებით მეტადაა დატვირთული ოქრიდის წმინდა სოფიისა და პრიზრენის ღვთისმშობელი ლევიშკას ეკლესიათა XIVს-ის პირველი ნახევრის "ღვთისმშობლის ამაღლების" გამოსახულებები, რომლებიც წმინდა იოანე დამასკელის მიძინების ჰომილიათა ზუსტ ილუსტრაციას წარმოადგენს. ცენტრში - ცარიელ კუბოსთან მოხრილი თომა მოციქულია, ხელში სარტყლით, გვერდით იოანე დამასკელი უდგას და ზედა ზონაში - სასუფევლის გახსნილ კარიბჭეში - ღვთისმშობელი ანგელოზების თანხლებით. "მიძინებასთნ" ღვთისმშობლის სულის ამაღლების შერწყმულ, იშვიათ იკონოგრაფიულ გადაწყვეტას ვხვდებით კასტორიის პანაგეა კოუბელიდიკის მოხატულობაში, სადაც "მიძინებაში" მაცხოვარი, მრავალფეროვან მანდორლაზე დაბრძანებული, ამაღლდება ღვთისმშობლის ჩვილი სულით ხელში და ანგელოზთა თანხლებით. ნოვგოროდის დესიატინის მონასტრის XIIIს-ის I ნახევრის ხატზე "ღვთისმშობლის მიძინების" ტრადიციულ კომპოზიციას "მოციქულთა ღრუბლებით გადმოფრენა" და "ღვთისმშობლის ჩვილი სულის ამაღლება" ემატება, სადაც ღვთისმშობლის სული ანგელოზებს შეჰყავთ ცის გახსნილ სასუფეველში.

- როდიდან და რომელ ქართულ ძეგლებში გვხვდება "მიძინება-ამაღლების" მსგავსი კომპოზიციები?

- ლიხნეს (XIVს-ის შუა ხანები) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის დასავლეთ კედელზე გაშლილი კომპოზიცია ღვთისმშობლის მიძინების გავრცელებული სცენის სამივე ეპიზოდს აერთიანებს, წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიის (1384-1396 წ.წ.) სცენაში კი "მიძინებას" "ღვთისმშობლის ამაღლება" ემატება. ქართული ძეგლებიდან მხოლოდ გვიანდელი პერიოდის ორიოდე მაგალითი გადმოგვცემს "ღვთისმშობლის ამაღლების" დამოუკიდებელ კომპოზიციას. გელათის მთავარი ტაძრის (XVIს-ის 60-70-იანი წლები) დასავლეთ მკლავში გაშლილ "ღვთისმშობლის მიძინების" გავრცობილ ციკლში ჩართული "ღვთისმშობლის ამაღლების" სცენა ღია კუბოსთან მოციქულებს წარმოგვიდგენს. ბეთლემის ღვთისმშობლის სახელობის "მაღალაანთ" ეკლესიის XVII ს-ის კანკელის მოხატულობის "ღვთისმშობლის ამაღლების" მცირე ზომის გამოსახულებაზე კი ცარიელ კუბოსთან ერთად ამაღლებული ღვთისმშობლის მიერ მოციქულ თომასთვის სარტყლის გადაცემის ეპიზოდია მოცემული. "ღვთისმშობლის მიძინება" და "ამაღლება" ცალ-ცალკე სცენებადაა წარმოდგენილი დირბის "ღვთისმშობლის მიძინების" მონასტერში. აქ არის ნაჩვენები საკმაოდ ლაკონიური, იშვიათი და საინტერესო კომპოზიცია, სადაც საგანგებოდაა გამოკვეთილი ღვთისმშობლის ცარიელი კუბო. წითელ მანდორლაში გახვეული, ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი ორი ანგელოზის თანხლებით მაღლდება. აქ არ არიან მოციქულები და სხვა რომელიმე თანმხლები პერსონაჟები, რომლებიც ჩვეულებრივ "ამაღლების" კომპოზიციაში გვხვდებიან ხოლმე. დირბში არის უშუალოდ "ღვთისმშობლის ამაღლება" წარმოდგენილი. საინტერესოა, რომ თვითონ დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო და რამდენადაც ის უშუალოდ უკავშირდება იერუსალიმის სიწმინდეებს, ამდენად აქ წარმოდგენილ გამოსახულებაში ღვთისმშობლის ცარიელი კუბო, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის საფლავთან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat