ქართულ კალიგრაფიაში დევს ის მარადიული ღირებულებები, რომლებიც ქართველ კაცს ახასიათებს
ქართულ კალიგრაფიაში დევს ის მარადიული ღირებულებები, რომლებიც ქართველ კაცს ახასიათებს
დღემდე იმ მადლით ვცხოვრობ, რა მადლითაც ეს სახარება გადაიწერა
ქრისტიანობის შემოსვლამ ჩვენში განავითარა წიგნების კულტურა, ხელნაწერი წიგნების შექმნის ხელოვნება. XVIII საუკუნემდე, ვიდრე ვახტანგ VI სტამბას დააარსებდა, ჩვენში წიგნებს ხელით წერდნენ. ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა სკრიპტორიუმები, სადაც გადამწერი ბერები მოღვაწეობდნენ. გადამწერთა სკოლები არსებობდა სინას მთაზე, დავითგარეჯის უდაბნოში... გადაწერის ოსტატები თავისი დროის ყველაზე განათლებული ადამიანები იყვნენ. მათი სახელები ზოგჯერ ანდერძ-მინაწერებშია მოხსენიებული. სულიერი მემკვიდრეობა მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ძალისხმევითა და რუდუნებით მუშაკობდნენ ჩვენი წინაპრები, როგორ ჰქონდათ ნაგრძნობი ქართული დამწერლობის მშვენიერება, სიმდიდრე და სისადავე; ყოველ ასოს როგორ აგვირისტებდნენ, ძერწავდნენ, თავს დაჰკანკალებდნენ, სულს უბერავდნენ, ეალერსებოდნენ... დრო-ჟამისგან გახუნებული ეტრატებითა და ფოლიანტებით მონაბერი ჰაერი თითქოს ინახავს ღვაწლით დამაშვრალ წინაპართა მადლმოსილი სულის სურნელსა და სუნთქვას, სენაკების სიმარტოვეს... უხილავად გვაკავშირებს სანატრელ "საოცრების წარსულთან", ჩვენს გარდასულ ყოფასთან, ფესვებთან.

საბედნიეროდ, საქართველოში ხელნაწერი წიგნების შექმნის გაწყვეტილი ტრადიცია აღდგა. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის კეთილი ნებით, 1989 წელს დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხელნაწერი სახარების გადაწერა და განსრულდა 2000 წელს. სახარება გადაიწერა ეტრატზე, რადგანაც ეტრატს, ტრადიციულად, საზეიმო დანიშნულება აქვს. შემდეგ წესითა და რიგით აკინძეს, ვერცხლის მოოქრული ფირფიტებით მოჭედილ ყდაში ჩასვეს, პატიოსანი თვლებითა და მინანქრით შეამკეს და წმინდა სამების ტაძარში დააბრძანეს.

ამ ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის რაფაელ გოგიტიძეს, რომელსაც კალიგრაფის საოცარი ნიჭი უბოძა ღმერთმა. ამ ნიჭმა უკარნახა, ძალისხმევა არ დაეშურებინა, ძველი კალიგრაფების დარად ფოლადის კალამი მოემარჯვებინა და ეტრატზე ჩვენი საუკუნის ხელწერაც შეექმნა.

- როდის დაინტერესდით ქართული კალიგრაფიით და როგორ გადაწყვიტეთ ამ საქმეში წვლილის შეტანა?

- ბევრმა ადამიანმა მიაშურა სასულიერო აკადემიას იმ განზრახვით, რომ იქ ნახავდა საქართველოს. მეც, ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალულმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის (ფიზიკის ფაკულტეტის) დამთავრების შემდეგ სასულიერო აკადემიაში განვაგრძე სწავლა. საქართველოში ის-ის იყო, იწყებოდა ეროვნული მოძრაობა. იმ დროისთვის ეროვნული ტენდენციები მეტად მკაფიოდ იყო გამოხატული. ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი გატაცებულნი ვიყავით იმის ძიებით, თუ რა იყო ეროვნული და რა - შემოტანილი. ეროვნული სული კი, მოგეხსენებათ, ეკლესიაშია დაუნჯებული. სასულიერი აკადემიაში სწავლისას გავეცანი ნუსხურ დამწერლობას, ძალიან მომეწონა, რადგან მასში მაღალი გემოვნება ჩანს. უწმინდესმა მანახა ხელნაწერი წიგნები. ულამაზესი ხელით წერდნენ ძველი კალიგრაფები. ითვლება, რომ იოანე-ზოსიმე ყველაზე გაკრული ხელით წერდა, მაგრამ მის მიერ შესრულებული ხელნაწერიც კი იმდენად ცოცხალი და ბუნებრივია, რომ ისიც მიუწვდომელია დღევანდელი კალიგრაფიისთვის.

ჩემი გულისხმიერება და ძველი ქართული დამწერლობის სიყვარული უწმინდესმაც შენიშნა. 1990 წელს პირველკურსელმა ჩემი ნაწერი მივუტანე. მოგეხსენებათ, უწმინდესს კეთილი საქმეებისთვის სტიმულის მიცემის გასაოცარი უნარი შესწევს. ჩემმა მოძღვარმა, ახლა უკვე ეპისკოპოსმა იოანემ (მაშინ პროტოპრესვიტერმა გიორგი გამრეკელმა), გამამხნევა და ამის მერე უფრო მეტად დავინტერესდი ქართული დამწერლობის შესწავლითა და კალიგრაფიის ათვისებით.

- ამ დროს უკვე დაწყებული იყო სახარების გადაწერაზე მუშაობა, რომელსაც თქვენც შეუერთდით...

- ვიდრე სახარების გადაწერაზე დაიწყებოდა მუშაობა, უწმინდესმა შეიძინა ეტრატის ფურცლები. ეტრატს ოდითგანვე (XI საუკუნის ჩათვლით) გაბატონებული მდგომარეობა ეკავა. ეს არის ხბოს ტყავისგან დამზადებული მასალა. მისი დამუშავების ხელოვნება ჩვენში V საუკუნიდან მოდის. ეს საქმე მამა ირაკლის (ამჟამად ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი) ებარა. იგი მუშაობდა თავის მამასთან ერთად, რომელიც პროფესიით ინჟინერი გახლდათ. მათ მოამზადეს ქაღალდის მაკეტი, რომელიც უწმინდესთან განიხილეს, შეათანხმეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეტრატზე ფანქრით დახაზვა. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა. უკვე გადაწერილი იყო მათეს სახარება და მარკოზის სახარების პირველი ორი თავი, რომლებიც მეუფე დავითმა შეასრულა. მეუფე დავითთან ერთად მუშაობდა თამარ თეთრაშვილი, რომელმაც რამდენიმე ფურცელი გადაწერა. შემდეგ მეუფე დავითგარეჯის მონასტრის მშენებლობაში ჩაერთო. ემატებოდა საქმეები, რის გამოც ბოლომდე ვერ განასრულა სახარების გადაწერა. უწმინდესმა მაკურთხა, მეც მიმეღო მონაწილეობა სახარების გადაწერაში.

ჩვენში, როგორც ჩანს, უფრო ხშირად ლერწმის, იშვიათად - ფრინველის ფრთის და ლითონის კალმებს ხმარობდნენ. ძველი ტრადიციის მიხედვით, ლერწმის კალმით მინდოდა წერის დაწყება. მოგეხსენებათ, გადაწერის ტრადიცია გაწყვეტილი იყო და არ ვიცოდი, კალმის წვერი როგორი უნდა ყოფილიყო. ადრე თურმე ლერწმის კალმის წვერს სხვადასხვანაირად თლიდნენ იმის მიხედვით, თუ დამწერლობის რომელი სახით უნდა შეესრულებინათ ტექსტი - ნუსხურით თუ მხედრულით. საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა მოხაზულობა, ხაზის სისქე. ეს საკითხი უფრო დეტალურ გამოკვლევას მოითხოვს, რადგანაც წყაროებში ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ერთი კალიგრაფი წერდა, - კალამი დამივარდა და წვერი მოსტყდა, რის გამოც ვერ მოვახერხე გადაწერაო. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ კალმის წვერი ნაზი და წვრილი უნდა ყოფილიყო. ლერწმის კალმით კი დავიწყე წერა, მაგრამ ეტრატის ზედაპირი ხაოიანი აღმოჩნდა, ამიტომ იძულებული გავხდი, ისევ რკინის კალამზე გადავსულიყავი. სხვათა შორის, ამერიკიდან ჩამომიტანეს მეტალის კალამი, რომელსაც ერთის მაგიერ ორი გახლეჩა აქვს. იგი სამ დამოუკიდებელ პირს ქმნის ამ კალამზე. თავი წამახვილებული აქვს ცერად, დახრილად. ეს ისეთი უნიკალური კალიგრაფიული კალამი გახლავთ, ჩვენს წინაპრებს რომ ჰქონოდათ, ალბათ, დიდად მადლიერნი დარჩებოდნენ დამამზადებლისა.

სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ ჩემს მშობლიურ ქალაქ ბათუმში ვმსახურობდი. მერე თბილისში დავბრუნდი. ამ ხნის განმავლობაში სახარებაზე მუშაობა შეწყვეტილი იყო. უწმინდესმა დამიბარა და მაკურთხა, მუშაობა გამეგრძელებინა. ასე რომ, ბოლომდე მივიყვანე ეს საქმე. მინდა დიდი მადლიერებით მოვიხსენიო მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, რომელმაც სახარებისთვის მინიატიურები შექმნა. იგი ჭეშმარიტად დიდოსტატი გახლავთ ამ საქმისა. ქალბატონი რუსუდანის დამსახურებაა ამ სახარების გრაფიკულად უფრო მაღალ დონეზე შესრულება. მას ჰქონდა განუმეორებელი, აღუწერელი გულმოდგინება და საქმის გასაოცარი ერთგულება.

KARIBCHEმინდა აღვნიშნო, რომ უწმინდესი ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევდა. დღე ისე არ გავიდოდა, 3-4-ჯერ მაინც არ მოსულიყო და არ დაეხედა ჩვენთვის. ძალიან გვიხაროდა უწმინდესთან ურთიერთობა. იქვე როიალი გვედგა, რომელზეც რუსუდანი უკრავდა და ღვთისმშობლის საგალობელს გალობდა. უწმინდესის მიერ ნათქვამი მადლიანი სიტყვა და მისგან წამოსული მუხტი ვის არ მისცემს დიდი ხნის საკმარ სულიერ საზრდოს!

- მას შემდეგ თუ მიგიღიათ შეკვეთა?

- ხელნაწერ სახარებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ ვინატრე, ნეტავი ისევ წინა საუკუნეები იყოს და ვინმემ შემომთავაზოს წიგნის გადაწერა-მეთქი. მაგრამ, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ არავის არაფერი შემოუთავაზებია, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ერთხელ მეუფე ნიკოლოზმა გადამაწერინა სამღვდელმთავრო კონდაკი იშვიათი გამოცემის ჩინურ ქაღალდზე. სხვათა შორის, ძალიან ეფექტიანი ნამუშევარი გამოვიდა.

- რამდენად ცოცხლობს დღევანდელ მსოფლიოში ეს საქმე და რა არის საჭირო საქართველოში ხელნაწერი წიგნების შექმნის ტრადიციის განსავითარებლად?

- ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია არსებობს ამ საკითხზე, თუ როგორ მზადდება დღეს ეტრატი, როგორ ინერგება წიგნი. სახარების წერა ახალდამთავრებული იყო. ხელნაწერთა ინსტიტუტს ეწვია გერმანელ რესტავრატორთა ჯგუფი. მათ ჩამოიტანეს თანამედროვე პერგამეტის ნაჭრები, ულამაზესი გოთური ხელით შესრულებული და გოთურივე სტილით გაფორმებული. ფაქტობრივად, ეს ხელოვნება მათთან ცოცხალი იყო გარკვეულ დონემდე. მაგრამ, ჩვენდა სასიხარულოდ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში შექმნილ ამ სახარებას, თავისი მასშტაბურობით, მსოფლიოში ბადალი არ მოეპოვება. იგი უნიკლურია და ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენი რელიგია. მოგვიანებით ევროპაში რელიგიური ცხოვრება თანდათან მეორე პლანზე გადადის. ჩვენთან კი რელიგია ცოცხალია. იქმნება შესანიშნავი ხატები, ნაქარგობები, ჭედურობის საოცარი ნიმუშები... ამიტომ ხელნაწერი წიგნების შექმნის საქმეც უნდა განვითარდეს. ზოგიერთს მიაჩნია, უკვე მოძველდა და აღარ არის საჭიროო. ტაძრებზე, ხელნაწერებზეც ამბობენ, რაღად გვინდა ახლის შექმნა, არ ჯობია, რაც გვაქვს, იმას მოვუაროთო. მაგრამ ღვთის სადიდებლად ხომ შეიქმნა სამების ტაძარი. იგივე შეიძლება ითქვას ხელნაწერ სახარებაზე. ადრე თუ გვიან ხომ უნდა დაფიქსირდეს ისეთი ხელი, ისეთი ნაშრომი, რომელიც არ ჩამოუვარდება და თამამად დაუდგება გვერდით ძველ ხელნაწერებს.

ამას წინათ ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი ბუბა კუდავა მესაუბრა ისეთ საკითხებზე, რაზეც დაახლოებით 10-15 წლის წინ ვოცნებობდი. ძალიან გამიხარდა. მასაც დიდი სურვილი აქვს, ხელნაწერი წიგნების შექმნის ტრადიცია განვითარდეს. დამპირდა, როდესაც ამ საქმეზე მუშაობას დაიწყებენ, კალიგრაფად მიგიწვევთო.

- როგორც ვიცი, ეს საქმე დიდ ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს...

- დიახ, ეს ძვირადღირებული საქმეა. კალიგრაფისტთან ერთად მინიატიურისტიცაა საჭირო. თითოეული ასო მეზობელი ასოს გასწვრივ უნდა ეწეროს. თანაც ისეთი სიცოცხლე უნდა მიანიჭო, როგორც ძველ ხელნაწერებშია. სიტყვები ერთმანეთის გვერდით უნდა იყოს ჩალაგებული. სტრიქონი მთელი არის (კაბადონი ჰქვია ამას) ირგვლივ უნდა იყოს გაწონასწორებული. გარდა ამისა, კალიგრაფს ინტელექტუალური საქმეც აკისრია გარკვეულწილად. იმაზე უნდა იზრუნო, რომ ტექსტი გამართული იყოს. აზრობრივი შეცდომა არ დაუშვა. ყველაფერ ამას ემატება წიგნის აკინძვა, ყდაში ჩასმა, მოჭედვა, ძვირფასი თვლებით შემკობა. ასე რომ, ეს საკმაოდ ძვირადღირებული საქმეა, მაგრამ არ უნდა იყოს სკეპტიციზმის გამომწვევი. ვფიქრობ, ჩვენმა ქვეყანამ არ უნდა დაიშუროს ასეთი დიდებული საქმისთვის თანხა.

ძველად, სახარებას რომ წერდნენ, იქ მოხსენებულნი იყვნენ შემომწირველები და მათი ხსენება საუკუნეებით იყო დაფიქსირებული. კარგი იქნება, თუ თითოეულ მონასტერში ერთი ხელნაწერი წიგნი მაინც შეიქმნება.

- სახარებისეული ეპიზოდების გააზრებისა და წვდომის ან თუნდაც ქართული დამწერლობის ახალ-ახალი სიღრმეების აღმოჩენის თვალსაზრისით რა მოგცათ ამ წიგნზე მუშაობამ?

- ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა, რომელსაც ხშირად ცრემლიც მოჰყვებოდა ხოლმე, რადგანაც ვგრძნობდი, რომ ერთგვარი ხიდი იდებოდა დღევანდელობასა და წარსულს შორის. ყველა საფეხურზე სიახლეს ვხედავდი და აღმოჩენებს ვაკეთებდი ხელნაწერებში, ეს კიდევ უფრო მაახლოებდა წარსულთან. ამას წინათ ეს ხელნაწერი პრინტულად გადაიღეს. უწმინდესმა რამდენიმე ეგზემპლარი ეპარქიებს აჩუქა. ამ ნაბეჭდშიც ფერები ისევე უნიკალურია, როგორც ხელნაწერ სახარებაში. საოცრად ნეტარი გრძნობა დამეუფლა, როცა ის დავათვალიერე. თითქოს კვლავ ხელახლა აღმოვაჩინე ეს ხელოვნება. ძალიან მიხაროდა, რომ ჩემი გადაწერილი იყო.

დღემდე იმ მადლით ვცხოვრობ, რა მადლითაც ეს სახარება გადაიწერა. ამის მერე დავოჯახდი. ხუთი შვილი მაჩუქა უფალმა. სახარების გადაწერა ჩემს ცხოვრებაში იყო ყველაზე დიდი და გარდამტეხი შემოქმედებითი ეტაპი. ფიზიკოსიც ვიყავი. ბავშვობიდანვე მიყვარდა ფორმულების გამოყვანა. მათშიც არის სილამაზე და ჰარმონია, მაგრამ ეს სულ სხვაა... სახარების გადაწერის დროს არაერთხელ ისეთი ენით გამოუთქმელი ნეტარებით აღმვსებია გული, რომ ალბათ ამაზე დიდი ქვეყანაზე არაფერია.

მარადიულ ღირებულებებს ყურადღება უნდა. ფესვის გარეშე, მოგეხსენებათ, არ არსებობს განვითარება. ქართულ კალიგრაფიაში, დამწერლობაში დევს ის მარადიული ღირებულებები, რომლებიც ახასიათებს ქართველ კაცს და რაც გამოხატულია ტაძრებში, მონასტრებში, არქიტექტურაში, მოსახლეობაში, ჩუქურთმებში...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat