ყველაზე მტანჯველ ან ყველაზე ბედნიერ წუთებში თავისთავად აღმოგხდება ხოლმე - "ღმერთო!"
ყველაზე მტანჯველ ან ყველაზე ბედნიერ წუთებში თავისთავად აღმოგხდება ხოლმე - "ღმერთო!"
ტრადიცია ეროვნულობის კვარცხლბეკია, ეროვნულობა - კულტურისა. ცნობილი კინორეჟისორის, მერაბ კოკოჩაშვილის სათქმელის ბუნებაცა და ხასიათიც ქართული ლიტერატურის, ისტორიის, კულტურის სისხლხორცეული ნაწილია და ამითაც არის განპირობებული. თუმცა მისი ფილმები უცხო და მიუწვდომელი არაა არც სხვა ერის წარმომადგენლებისთვის. ბატონმა მერაბმა არაერთი სახე, ხასიათი, ბუნების სურათი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, წინაპართა ნამემკვიდრალი თუ ადათ-წესი რუდუნებით იკვლია, აღნუსხა ფირზე და ამით დავიწყებას გამოსტაცა.

- ბატონო მერაბ, თქვენ ისტორიული საგვარეულოს (ჭავჭავაძეთა, ჯორჯაძეთა) შთამომავალი ბრძანდებით. გვიამბეთ თქვენს წინაპრებზე, როგორი მამულიშვილები იყვნენ ისინი, რა სფეროში მოღვაწეობდნენ, რა ბედი ეწიათ, იქნებ თქვენს ოჯახში შემონახული სიწმინდეებისა და რელიკვიების შესახებაც ვისაუბროთ...

- მოგეხსენებათ, 1921 წლიდან თავადიშვილების ოჯახების დევნას უამრავი ადამიანი შეეწირა. მათ შორის - მამაჩემიც, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა მერაბ ჯორჯაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი გახლდათ. იგი იძულებული გახდა, მასთან ერთად წასულიყო საქართველოდან. ბევრი რამ, რაც ჩვენს ოჯახში ინახებოდა, გადაიმალა. უპირველესად ხატები. როდესაც ვითარება ასე თუ ისე დაშოშმინდა, დედამ მითხრა, სარდაფში ხატია გადამალულიო. ეს გახლდათ ბიზანტიური სადაფის ხატი. ჩავედით და ვნახეთ - ნაჭრის ტომარაში იდო. უკვე დაშლილიყო ფიცარი, რომელზეც, როგორც ჩანს, ეს სადაფი იყო დაკრული. ხატი შემდეგ ავაწყვეთ და დღესაც ჩვენს ოჯახში ბრძანდება. ბიზანტია, მოგეხსენებათ, XV სუკუნეში გაქრა. მაშასადამე, ხატი მანამდეა შესრულებული.

მართალია, ჩემი წინაპრები დიდ პატივს სცემდნენ ეკლესიას. ისინი ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, პოეტები (ალ. ჭავჭავაძე), სამხედრო პირები იყვნენ, ხალხისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწეოდნენ. ქუთაისში პირველი აფთიაქი სწორედ ჩემმა წინაპრებმა, კოკოჩაშვილებმა გახსნეს. იმ აფთიაქში სამედიცინო პრეპარატებთან ერთად ტკბილ, ნატურალურ წყალსაც ამზადებდნენ. სწორედ იქ შეისწავლა მიტროფანე ლაღიძემ თავისი ცნობილი წყლის დამზადება და შემდეგ განავითარა.

- ქრისტიანულმა სარწმუნოებამ განსაზღვრა ჩვენი კულტურა, ყოფა, ტრადიციები... ქრისტიანული მრწამსით ნასაზრდოები ზნეობრივ-ესთეტიკური ღირებულებები და პრინციპები თქვენს შემოქმედებაშიც აისახა...

- ქართული კულტურა, უკვე IV საუკუნიდან მოყოლებული, ქრისტიანულია. ქრისტიანული რელიგია ყველაზე კეთილშობილური, კაცთმოყვარე და ამაღლებული რელიგიაა. მისი პრინციპები ყველაზე მეტად ესათუთება ადამიანის სულს, აძლიერებს სინდისის ხმას და წარმართავს მის ქცევას. ჩემი შემოქმედების პრინციპიც ისაა, რომ უნდა ვთქვა სიმართლე, ვეძიო სიყვარულზე დაფუძნებული ჭეშმარიტება.

- თქვენს ბავშვობაში სარწმუნოებაზე ლაპარაკიც კი აკრძალული იყო, მაგრამ ხალხს მაინც ჰქონდა ღვთის რწმენის მოთხოვნილება. თქვენს პიროვნებად და ხელოვანად ჩამოყალიბებაზე რა გავლენა იქონია ოჯახურმა გარემომ?

- დედაჩემის ბავშვობა სოციალურ-ისტორიული გარდატეხის პერიოდს დაემთხვა. ეს იყო XX საუკუნის პირველი ოცწლეული. ბაბუაჩემი ჩართული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში ფედერალისტებთან ერთად. დედას მართლმადიდებელი სარწმუნოების მიმართ ყოველთვის მოწიწება და რიდი ჰქონდა. ბავშვობაში მიყვებოდა, თუ როგორ აღნიშნავდნენ აღდგომის, შობის და სხვა დიდ დღესაწაულებს, როგორ ათენებდნენ ეკლესიაში ღამეს, ესწრებოდნენ ლიტანიას, მარხვის შემდეგ შემოუსხდებოდნენ სუფრას და ა.შ. გარდაცვალების წინ ხილვა ჰქონდა. ოთახში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, დედა კი ხედავდა მამაჩემსაც, თავის ძმასაც, რომელიც 1924 წლის შემდეგ აღარ უნახავს, გვხედავდა ყველას ერთად. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ არსებობს კავშირი იმქვეყნიურ და ამქვეყნიურ სამყაროებს შორის. ზღვარი მხოლოდ პირობითია და ამას ჩვენ, დედამიწაზე მოსიარულენი, ვერ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ. აუარებელი რამ არსებობს, რასაც ჩვენი გონება ვერ აანალიზებს, არ ჰყოფნის ძალა და შესაძლებლობა. ჩვენ, ადამიანებმა, ხომ უამრავი რამ არ ვიცით, ბევრი რამ საკუთარი ქცევისა, გრძნობებისაც კი გაუგებარია, რომ არაფერი ვთქვათ სამყაროს ამოუცნობ საიდუმლოებებზე. რა არის ის უდიდესი ძალა, რომელიც მართავს სამყაროს? აქედან გამომდინარე, მრავალი რამ, რაც გაუგებარია ადამიანის გონებისთვის, რწმენას უხსნის გზას. ყველაზე მტანჯველ ან ყველაზე ბედნიერ წუთებში თავისთავად აღმოგხდება ხოლმე - "ღმერთო!" ასე რომ, ყოველ წუთს, ყოველდღიურ ცხოვრებაში შენ გაქვს ურთიერთობა უფალთან, ის გამოძრავებს, განუწყვეტლივ გამოქმედებს, აცნობიერებ ამას თუ არა.

- როგორც ვიცი, მამათქვენი და თქვენი წინაპრები მამის მხრიდან კათოლიკეები იყვნენ...

- მე-17 საუკუნის ბოლოს ერთ-ერთ კოკოჩაშვილს იძულებით მოუწია ახალციხეში გადასვლა. მაშინ, მოგეხსენებათ, ეს მხარე თურქეთის ნაწილი იყო და იქ ძალიან ძლიერი იყო კათოლიკეების გავლენა. მაშინ დაუახლოვდნენ კათოლიკეებს და მოინათლნენ. მამა 1937 წელს დახვრიტეს... როდესაც წამოვიზარდე, 12 წლისამ თვითონ გადავწყვიტე მართლმადიდებლურად მონათვლა, ჩემს მომავალ ნათლიებთან ერთად წავედი ქაშუეთის ეკლესიაში და იქ ვეზიარე ნათლობის წმინდა საიდუმლოს.

აქვე მინდა შევნიშნო, რომ დედასა და მამას შორის არასოდეს ყოფილა რაიმე წინააღმდეგობა და გაუგებრობა. მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.

- ბატონო მერაბ, თითქმის ყველა თქვენს ფილმს ერთი მარადიული თემა აერთიანებს: ადამიანი - უმაღლესი იდეალების, ფასეულობათა უკვდავყოფისათვის, იმ მისიისთვის, რისთვისაც იგი ამ ქვეყანას მოევლინა...

- პირველი ჩემი ფილმი იყო "ხმელი წიფელი" (ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით). მაშინ ჯერ სტუდენტი გახლდით. შემდგომი ფილმი - "მიხა", სადაც ადამიანები თავს წირავენ - სიყვარულის დასაცავად და გადასარჩენად. მომდევნო - "დიდი მწვანე ველი", სადაც განვითარებულია აზრი, რომ თუ ბოლომდე არ შეეწირე საქმეს, ისე არაფერი გამოვა. ფილმის მთავარი გმირები იბრძვიან "დიდი მწვანე ველის" გადასარჩენად, რომელიც სამუდამოდ უნდა დარჩეს. არ უნდა დაიკარგოს ის სიმღერაც, მამა და შვილი რომ მღერიან, ის გამოქვაბულიც, სადაც უძველესი კულტურის ნიშნებია. ყველაფრის პოვნა ამ ცხოვრებაში შეუძლებელია. ფილმის დასასრულს ერთი ეკითხება მეორეს: იპოვე, გიორგი? პასუხია: ჯერ ვერა. როგორც ქართულ ზღაპარში, ფრინველები დედ-მამას რომ ეძებენ. ასეა სულ - ეძებ, ეძებ იმ ფრინველს, ჭეშმარიტებას, რომელიც ძნელი მოსახელთებელია.

დაახლოებით ოცი წლის წინ გადავიღე დოკუმენტური ფილმი "გზა". ფილმში გადაღებულია "შულავერის გორა" - უძველესი, დაახლოებით ქრისტემდე VI-V საუკუნეების ნასახლარი საქართველოში. გაოგნებული დავრჩი იმ პერიოდის კულტურით. ყველაფერი პრიმიტიული იყო, მაგრამ ხომ აშენებდნენ. ამ ნასახლარებში ნაპოვნია ხორბლის პირველი ჯიშები, ყურძნის წიპწები, თიხის დიდი ქოთნები, რომლებზეც გამოსახულია ყურძნის მტევნები და ადამიანი ყანწით ხელში. ეს ნიშნავს, რომ ისინი ღვინოს უკვე აყენებდნენ და სვამდნენ. ეს გორა დიდი კულტურის მიმანიშნებელი იყო. ამას წინათ გავიარე და ვნახე, რომ იქ აღარაფერი არსებობს. ამ 19 წლის განმავლობაში, სანამ ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, ჩვენი და მთელი კაცობრიობის წარსული ისე გაქრა, როგორც ის დიდი მწვანე ველი ქრება თავისი კულტურით და ყველაფრით. ეს არის მთავარი, ამის შენარჩუნებას სჭირდება თავგანწირვა.

იგივეა "ცხელი ზაფხულის სამ დღეშიც".

ჩემი ბოლო მხატვრული ფილმია "ნუცას სკოლა". აქ ყველაზე მეტად ვლინდება ქრისტიანული პრინციპები. ფილმის გმირია ყოფილი თავადიშვილი, რომელსაც კომუნისტებმა წაართვეს სახლი, მამული, ყველაფერი. შემდეგ დაუბრუნეს და მან თავის მამულში გახსნა უნარშეზღუდულ ბავშვთა სკოლა. მისმა სიყვარულმა და ზრუნვამ ამ ბავშვებზე საოცარი შედეგი გამოიღო. ისინი ნელ-ნელა განვითარდნენ და, რაც მთავარია, სიყვარულმა და სიკეთემ გააკეთილშობილა. აბსოლუტურად სხვა პრინციპებისა და ლოგიკის შემცველი, უხეში მიწიერი სინამდვილე კი ადამიანურ იერს კარგავს. ხალხი, როდესაც დაინახავს, რომ ეს კუთხე ვითარდება, იმავე წუთს ძარცვას, წაგლეჯას იწყებს. ეს თავადიშვილიც საბოლოოდ იღუპება, ამ ვითარებას ეწირება. თავგანწირვა ყველა საქმეშია საჭირო. თუ გვინდა, რომ შედეგი გამოიღოს ჩვენმა დამოუკიდებლობამ, რელიგიას, ისევე როგორც განათლებას, გადამწყვეტი როლი უნდა მიენიჭოს.

- ამქვეყნიურ ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ზოგჯერ მატერიალური იდეალები ჯაბნიან სულიერს - ამიტომაც არიან ეს ადამიანები განწირულნი...

- მწამს, რომ ვერავითარი მატერიალური იდეალი ვერ განხორციელდება, თუ მას საფუძვლად არ უდევს სინდისი, სულიერება, სიმართლე და სიყვარული. შესანიშნავი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ერთ-ერთი ფილმი არის ადამიანზე, რომელიც სულ ბოროტებას სჩადის, ძალადობს, კლავს. ბოლოს და ბოლოს, მას აპატიმრებენ და აჰყავთ ეშაფოტზე. გარშემო ის ხალხი დგას, რომელსაც ის ჩაგრავდა. როდესაც ეს კაცი კიბეზე ფეხს შედგამს, ამ ხალხიდან გამოვა ქალი და ვაშლს მიაწვდის კაცს, რომელსაც არავისთვის არასოდეს გაუკეთებია სიკეთე და არც ამის მოთხოვნილება ჰქონია. პირველად წამოუვა ცრემლი და ეუფლება სინანული, ბოლო წუთებში მივიდა მასთან უფალი და აგრძნობინა, რა არის ჭეშმარიტება - სიყვარული, რომელიც ყველაფერზე და ყველაზე მაღლაა.

- თქვენი ფილმების ნახვის შემდეგ სულში თითქოს ფერისცვალება ხდება. გვიჩნდება სურვილი, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, მსხვერპლი გავიღოთ იმისათვის, რისთვისაც ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც...

- მადლობელი ვარ ამისთვის. ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს პატრიარქს და ბევრ ქართველ საეკლესიო მოღვაწეს. მეუფე დანიელი ჩემთვის ძალიან ძვირფასი პიროვნებაა.

რამდენიმე წლის წინ ერთად მოგვიწია ფილმზე მუშაობა, რომელიც ეძღვნებოდა შესანიშნავ პიროვნებას, ფილოსოფოს ნიკო ჭავჭავაძეს. მეუფე დანიელი არაჩვეულებრივად აფასებდა ბატონ ნიკოს, როგორც მეცნიერს და ღვთისმოსავ ადამიანს. მე ნაკლებად მქონია პატრიარქთან შეხვედრის ბედნიერება. მეუფე დანიელთან შეხვედრისას ყოველთვის ვგრძნობდი მის სიყვარულსა და სიკეთეს, ყოველ მის სიტყვაში, ქმედებასა და ნაბიჯში რომ გამოსჭვივის. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა მართლაც საოცრად გავსებს რწმენითა და ოპტიმიზმით. გარეგნულად ხომ თითქმის არ ჩანს, მაგრამ ეს ადამიანებიც შეწირულნი არიან და ასხივებენ იმას, რაც ჩვენ ყველას ძალიან გვჭირდება. ეს კი პირველ რიგში რწმენის და შემდეგ იმ ტანჯვისა და შრომის საზღაურია, რასაც ასეთი ადამიანები ეწევიან ღვთისა და ერის სამსახურში. სიყვარულისა და ჭეშმარიტების საფუძველი როცა გვაქვს, მერე გაცილებით იოლია ყველაფრის ატანა.

- დღეს ტელევიზიები საეთერო დროს ძირითადად იაფფასიანი პროდუქციით ავსებენ, რაც სულის, გემოვნების, კულტურის, ინტელექტის დამაკნინებელია. ეს აისახება კიდეც მენტალიტეტზე. ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესის შემოტრიალებაში?

- დოკუმენტური ფილმი "გზა" გადავიღეთ პირველ არხთან არსებულ სტუდიაში, რომელიც დღეს უკვე გაუქმებულია. კინო (განსაკუთრებით დოკუმენტური) ადამიანსა და საზოგადოებაზე ზემოქმედების იმდენად მძლავრი საშუალებაა, რომ ამ სფეროს ასე მიტოვება, დანაშაულია. ერთია ნათქვამი სიტყვა და მეორეა, როდესაც იგი ხელოვნების ენით არის გამოთქმული, რაც გაცილებით ღრმად რჩება ადამიანის გულსა და გონებაში. ნამდვილი კულტურისა და ხელოვნების განვითარებას სახსრები სჭირდება. დღესდღეობით დიდი გავლენა აქვს მასობრივ კულტურას, შოუს. ყოველდღიურად მახინჯდება საზოგადოების კულტურა, რის გამოც გაცილებით უფრო რთული ხდება ნამდვილის სიღრმისეული აღქმა. ამ პროცესის შემობრუნებაში მთელმა საზოგადოებამ, როგორც საერო ხელისუფლებამ, ისე ეკლესიამ, მეცნიერებამ, კულტურამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ხალხი უნდა მიხვდეს, რომ ის, რასაც ბოლო ხანებში დაეწაფა, სიმახინჯეა. გაცილებით მეტი ზრუნვაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან. კულტურის საფუძვლის გარეშე არც ერთი საქმე არ შეიძლება იყოს ნამდვილი და ღრმა. თუ არ გვექნება სულიერება, რწმენა და კულტურა, მაშინ სულიერება და მთელი პოლიტიკა ურწმუნო და უკულტურო იქნება და ქვეყანა დაიღუპება

- გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat