"ქვეყანა და ქვეყნის თხოვნა იმას ფეხებზედ ჰკიდია"
"ქვეყანა და ქვეყნის თხოვნა იმას ფეხებზედ ჰკიდია"
გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია ნინიძე.

- რამდენადაც ჟურნალის დღევანდელ ნომერში საუბარი გვაქვს თაობათა ურთიერთობების შესახებ, საინტერესო იქნებოდა გაგვეხსენებინა XIX საუკუნის 60-იან წლებში მიმდინარე მამათა და შვილთა დაპირისპირება. როგორ და რატომ დაიწყო იგი?

- ინტენსიური პოლემიკა სამოციანელებსა და მათ უფროს თაობას შორის 1861 წელს დაიწყო ჟურნალ "ცისკარში" რევაზ ერისთავის თარგმანის შესახებ ილია ჭავჭავაძის კრიტიკული წერილის გამოქვეყნებით. კამათი ძირითადად ლიტერატურის ესთეტიკისა და ენის საკითხებს ეხებოდა, მაგრამ საფუძველი უფრო ღრმა ჰქონდა - იმპერიასთან მამების შემრიგებლური პოლიტიკა და ვორონცოვის სატყუარებზე მათი წამოგება. დაპირისპირების ეს მხარე უფრო ცხადად გამოჩნდა 1871 წელს, როდესაც თავადაზნაურობის რეაქციულმა ჯგუფმა საქართველოში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ს თბილისში უნივერსიტეტის ნაცვლად კადეტთა კორპუსის გახსნა სთხოვა. მაშინ ილიამ ხელნაწერის სახით გაავრცელა სატირული გამოცანები, სადაც მამების თაობის წარმომადგენელთა სიტყვიერ პორტრეტებს ამთავრებდა სიტყვებით: "ქვეყანა და ქვეყნის თხოვნა იმას ფეხებზედ ჰკიდია". ეს კრიტიკა არ შეეხო დიმიტრი ყიფიანს. მის შესახებ მწერალი ამავე გამოცანებში წერდა: "ამ უკაცურ კაცთა შორის მე იგი კაცად მგონია". ეს მოწმობს, რომ დაპირისპირებულ თაობაშიც კი ყველას ერთნაირად არ აფასებდნენ.

მიუხედავად მამებსა და შვილებს შორის გამართული ცხარე კამათისა, ისინი აღიარებდნენ ურთიერთის ღირსებებსაც. როდესაც გრიგოლ ორბელიანი დარწმუნდა, რომ თერგდალეულთა სახით ქვეყანას გულშემატკივარი და საქმიანი თაობა მოევლინა, აზრი შეეცვალა მათზე. არც თერგდალეულებს ჩაუტოვებიათ გულში ხინჯად მამებთან პაექრობა. ილია ჭავჭავაძე დიდად აფასებდა გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებას და როდესაც იგი გარდაიცვალა, უაღრესად თბილი სიტყვებით გამოეთხოვა. ასე იყვნენ სხვა თერგდალეულებიც.

- რა მოხდა საუკუნის მიწურულს, როდესაც ილია ამჯერად მამების როლში აღმოჩნდა და ნოე ჟორდანიას წინამძღოლობით მას სხვა ახალი თაობა დაუპირისპირდა?

- აქ უფრო მძიმედ იყო საქმე, რადგან ამ ორი ჯგუფის ღირებულებებს შორის ბევრად დიდი სხვაობა იყო. ჟორდანია ეროვნულზე მაღლა სოციალურ ცვლილებებს აყენებდა და ამ მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდებოდა. ამიტომ იქცა მისთვის ილია უბრალო ნაფოტად (ვგულისხმობთ მის ცნობილ ფრაზას, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით თქვა: როცა ტყეს ჭრიან, ნაფოტები ცვივაო). თერგდალეულებს და რომანტიკოს მამებს არ უკადრებიათ ერთმანეთის ცილისწამება, მაშინ როდესაც მესამედასელები ასეთ უღირს საქციელზე უარს არ ამბობდნენ. გავიხსენოთ თუნდაც გაზეთ "მოგზაურის" კორესპონდენცია, რომელიც თავიდან ბოლომდე სიყალბეზე იყო აგებული და ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ გლეხების ამხედრებას ისახავდა მიზნად. საპასუხო წერილში "ნუთუ" ილიამ იურიდიული სიზუსტით დაასაბუთა, რომ მის წინააღმდეგ წამოყენებული არც ერთი ბრალდება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, მაგრამ საზოგადოებაში ბოროტი ჭორი ისე მალე იდგამს ფესვს, რომ ჩვენი თანამედროვეებისგანაც კი გამიგონია, ილია გლეხებს წყალს არ აძლევდა და უმოწყალოდ ექცეოდაო.

- ჩვენ მიერ განხილულ მაგალითებში გამარჯვებული ორივეჯერ შვილების თაობა დარჩა.

- გეთანხმებით, მაგრამ ეს ფაქტი ორსავე შემთხვევაში ქვეყნისთვის სასიკეთო არ ყოფილა. პირველმა ერის გამოფხიზლება, ეროვნული სულისკვეთების, კულტურისა და განათლების აღმავლობა მოიტანა, მეორემ კი მსოფლიო პოლიტიკური ვითარების მიერ "უბრძოლველად მირთმეული" თავისუფლების დაკარგვა. პარადოქსია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების პატივი ხვდა ნოე ჟორდანიას, რომელიც მთელი თავისი პოლიტიკური მრწამსით ამის წინააღმდეგი იყო. მეორე მხრივ, საოცრად ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ ილიას ნაღვაწმა მისი გარდაცვალების შემდეგაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ბედის განსაზღვრაში. დამოუკიდებლობის გამოცხადება მის მიერ დაარსებული ბანკის კაპიტალის საფუძველზე მოხდა, რომელიც მწერლის დისწულმა კოტე აფხაზმა გადასცა ჟორდანიას.

- ამ მაგალითებიდან აშკარად ჩანს, რომ მართალი შვილების მხარეც შეიძლება იყოს და მამებისაც. მთავარი არის არა თაობის ასაკი, არამედ ის, თუ ვინ წარმოადგენს მას და რა ამოძრავებს.

- გეთანხმებით. ილია ჭავჭავაძე თავისი წრის უმთავრესი ღირებულებების, წინა და მომდევნო თაობებთან მათი პოლემიკის შესახებ აღნიშნავდა: "წარსულ საუკუნის სამოც წლებიდგან დაწყებული აქამომდე ქართველობა ეროვნების ფერხულშია ჩაბმული... და ამის შემდეგ "მამებს" უკიჟინებენ - თქვენი ეროვნული შემეცნება ადამიანს ახრჩობსო... "მამებმა" პირველად ზნეობრივი და ადამიანური ეროვნება დასწერეს ბაირაღზედ. ძველი თაობა მკაცრად შეება აწინდელ "მამებს", სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა, მაგრამ ვერა გააწყო რა... განა მართლაც და უზნეო და უადამიანო ქცევად არ უნდა მივიღოთ, როცა ახალთაობის რაინდი ჩვარში ახვევს აწინდელ "მამების" ეროვნულ მოძღვრებას? თუ არადა, აბა ერთი დაგვისახელონ და გვიჩვენონ, - სად, როდის მოსცხეს "მამებმა" ეროვნულ პრინციპს უზნეობისა და უადამიანობის ჩირქი. საბუთია საჭირო, თორემ ლიტერატურულ ჭორიკანობაზედ ადვილი არა არის-რა".

- მამებისა და შვილების დაპირისპირებას ხშირად იწვევს სიძველისა და სიახლისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება. რას ფიქრობდა ილია ჭავჭავაძე ამის თაობაზე?

- იგი აზრის ღირებულებას სიძველით და სიახლით არასოდეს აფასებდა, მისი რწმენით, არსებობს სწორი და არასწორი აზრი და მხოლოდ ამის მიხედვით უნდა იყოს ისინი ჩვენთვის მისაღები ან არმისაღები. "ჩვენ თვალში სიახლე თუ სიძველე საზოგადოდ ვერაფერი მაჩვენებელია მოღვაწეობის მიმართულებისა, ვერაფერი თამასუქია კარგისა თუ ავისა. არის იმისთანა "ძველი", რომლის ერთი ბეწვი ათასწილად მირჩევნია, ვიდრე მთელი "ახალი", არის კიდევ "ახალი", რომელიც მოასწავებს სიბოროტეს, ჭკუა-გონების გარყვნილობას, მეტს კი არაფერს... ნიშნად ავისა და კარგისა, საზოგადო ასპარეზზედ მოქმედობისა და მოღვაწეობის დაფასებისათვის არსებობს მხოლოდ ერთი საწყაული: თუ რის მომტანია ეს მოქმედობა, ბოროტისა თუ კეთილისა; რას უქადის ცხოვრებას - წარმატებას და განვითარებას თუ დაკლებას და უკუქცევას.... ახალი თუ ძველი, მარტო თვისით, არის მხოლოდ ლიტონი სიტყვა და არაფერს არ ნიშნავს".

- მას ასეთივე დამოკიდებულება ექნებოდა თაობებისადმიც.

- დიახ, მას მიაჩნდა, რომ ყველა თაობაში შეიძლება იყვნენ ჯანსაღად და არაჯანსაღად მოაზროვნენი და არც ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ "ძველი" ცუდის აღსანიშნად გამოვიყენოთ და ახალი - კარგისა. მის სტატიაში ვკითხულობთ: "მართლადა, რა არის და ვინ არის ახალი ან ძველი თაობა? ამ სახელებქვეშ ვინ და რა უნდა ვიგულისხმოთ? ...რადგანაც ყოველს საზოგადო აზრს თუ საქმეს ამყოლი, მოსარჩლე და მოძღვარი ბერიცა ჰყავს და ერიც, ჭაბუკიც და მხცოვანიც, ახალიც და ძველიც, გუშინდელიც და დღევანდელიც ერთსა და იმავე დროს, ამიტომაც ვერც ერთი და ვერც მეორე, ვერც ძველი და ვერც ახალი, ვერ მიაკერებს რომელსამე აზრს თუ საქმეს, ცხოვრებაში ასე თუ ისე მოარულს, თავისს სახელსა". ამ თემისადმი მწერალს საგანგებო წერილიც კი აქვს მიძღვნილი, რომელიც ასე იწყება: "ერთგვარის ყალიბის მწერალნი არიან ჩვენში, რომელთაც ერთი სასაცილო ზნე სჭირთ... როცა ჰსურთ თავის მოპირისპირეს წუნი რამ დასდონ... ამისთვის მარტო ერთი იარაღი აქვთ: აიღებენ და... მიაკერებენ ხოლმე მარტო ერთს სიტყვას: "ძველიაო" და საქმე, მათის ფიქრით, გათავებულია... გონებაში ჩავარდნილ, ჭკუათამყოფელ კაცისათვის კი სათაკილოა მაგისთანა იარაღის ხელში ჭერა, იმიტომ, რომ არასფერი ქვეყანაზედ არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი... საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედ მეტია... ჩვენ ამას ვამბობთ იმიტომ კი არა, რომ ყოველივე "ძველი" მოგვწონდეს და ყოველსავე "ახალს" ვწუნობდეთ. ავკარგიანობა ახალშიაც არის და ძველშიაც... ავსაც და კარგსაც, ტყუილსაც და მართალსაც თავისი საკუთარი ბუნება აქვს და თვითვეული თვისდა ბუნებისამებრ უნდა გაირჩეს და გამოიზომოს და არა სიახლით და სიძველითა".

- როგორი უნდა ყოფილიყო, ილიას აზრით, ორ თაობას შორის ჯანსაღი ურთიერთობა?

- ილია ხშირად იშველიებდა ანდაზას: "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო" და წერდა, გაუმარჯოს იმ შვილს, რომელიც მამას დაემჯობინება კარგ საქმეშიო. ძველმა თაობამ ყოველმხრივ უნდა იზრუნოს ახლის ღირსეულად აღზრდაზე, მაგრამ გარკვეული ეტაპის შემდეგ თავისუფლებაც უნდა მისცეს მას შემდგომი განვითარებისთვის. ამგვარი ჯანსაღი დამოკიდებულების მოდელი მოგვცა მწერალმა "ოთარაანთ ქვრივში". სავსე ოჯახიდან ერთადერთი შვილის გაშვება, თან მოჯამაგირედ დასადგომად, ძალიან მტკივნეული იქნებოდა ქვრივისათვის, მაგრამ იგი სძლევს ადამიანურ პატივმოყვარეობას და ეგოიზმს ("თავისად მაყურებელ თვალს იბრმავებს") და შვილისად მაყურებლით მხოლოდ მომავლისაკენ იხედება. გიორგი წინ წასვლას და ოჯახში მიღებული მადლის სხვებისთვის მოფენას (არჩილისა და კესოს სულიერი გარდასახვა) იმით ახერხებს, რომ "ზურგი" მტკიცე აქვს. ილიას აზრით, მომავლის ფესვი ყოველთვის აწმყოშია გადგმული და თუ მომავალი გარკვეულ სიმაღლეებს აღწევს, ეს აწმყოს დამსახურებაცაა. თაობათა შორის ჯანსაღი კრიტიკული დამოკიდებულება არა მხოლოდ ოჯახის, ერის განვითარების საფუძველია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat