მთელი სიცოცხლე მხრებით უნდა ატარო გამხელილი სიტყვების ვალი
მთელი სიცოცხლე მხრებით უნდა ატარო გამხელილი სიტყვების ვალი
მწერალ მარიამ წიკლაურის შემოქმედებითი სამყარო მარადისობის ცოცხალი განცდითაა გაჯერებული და იმ იდუმალი სათქმელით, "სულის სიმართლე" რომ ჰქვია. "მთელი სიცოცხლე მხრებით უნდა ატარო გამხელილი სიტყვების ვალი", - ქალბატონ მარიამს ღრმად აქვს გაცნობიერებული მწერლის, ზოგადად შემოქმედის პასუხისმგებლობა უკვდავი ღმერთისა და მოკვდავი მოყვასის წინაშე. "კაცობრიული სული რომ წარმავალი არ გახდეს, არ განილიოს, არ მიიცვალოს, სწორედ ამისათვის იქმნება ხელოვნება. ამისათვის არსებობს პოეზიაც.

ქალბატონი მარიამი ჩვენი სტუმარია.

- ერთგან წერთ: "ლექსები მარადისობის საკენკია". და მაინც, რა არის თქვენთვის პოეზია?

- პოეზიაც სულის უკვდავების გამოხატულებაა, გზაა ღვთისაკენ, რეალურისა და ირეალურის ურთიერთობაა, ჟამთა ერთობაა, ხილულ-უხილავ სამყაროთა კვეთაც, კაცობრიული დიდი და მთლიანი სულის მრავალსახეობაც, აზროვნების სისტემაც, ენის საყდარიც, სალოს სულთა თავშესაფარიც... წმიდა მამა ბასილი წერს: "უფლის მიმართ სიყვარული უსწავლელ არსო". ასეა პოეზიაც. ლექსის მიმართ სიყვარულიც "უსწავლელ არს" - უფლისეულივით, მისი "არსებაც გრძელია" - სიკეთესავით, განუმეორებელია და უფლებამოსილი - სიცოცხლესავით, აუხსნელია - მშვენიერებასავით, გულთამპყრობელია - სიყვარულივით, მოულოდნელი და მისანდობელია – სიბრძნესავით, სიხარულს გიორმაგებს და დარდს გინახევრებს – მეგობრობასავით, მონანიე და მსასოებელია – მოწამესავით, მიამიტია – ბავშვივით... ხომ საკმარისია, თუნდაც ამის გამო ვეძებდეთ პოეზიას სამყაროში, ვეძებდეთ საკუთარი ადამიანობის საპოვნელადაც. და მაინც, რაც უმთავრესია, ესაა რწმუნება იმაზე, თუ როგორ გამოადნო ამ წუთისოფლის, ყოფიერების, რუტინის, აბსურდული არსებობის ტკივილებიდან და წარმავლობიდან მშვენიერების, სიკეთის, სინათლის მარადიული სიბრძნე...

- რისი მოთხოვნილებაა პოეზია და რა ენერგიის გადმოტანა ხდება ფურცელზე?

- მოთხოვნილება ზოგადად სულისა და კონკრეტულად ბევრი რამისა ერთად: ფიქრი, ჭვრეტა, სევდა, სიყვარული, სამყაროს შეცნობა, ადამიანის რაობა, ღმერთი, დემონი, სამშობლო, წარსული, მომავალი, სიკვდილი, სიცოცხლე, იმედი, ეჭვი, სიხარული, უსასოობა, შებინდება, მზის ამოსვლა.... ცაზე ღრუბლის ფთილაც კი პოეტის "შიშით" ვერ უნდა იძვროდეს ანუ არაფერი უნდა ეპარებოდეს პოეტის თვალსა და გულს... და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი რამ უნდა გაშფოთებდეს, გაფიქრიანებდეს, გადარდებდეს და გახარებდეს კიდეც ერთდროულად, რომ ბოლოს ლექსად გადადნეს შენში. რომ აღარაფერი ვთქვათ თავად ენის აზროვნების უნარზე, მუსიკალობაზე და სხვა ათასგვარ საშუალებაზე, რომლითაც პოეტი სულდგმულობს. ფურცელზე გადმოდის ხან პოეტის სულის მხოლოდ ანარეკლი, ხან კი გადმოჰქუხს მთელი ენერგიაც... ორ უახლოეს სიტყვას შორის ყველაზე შორი აზრის ჩატევა, ან უმოკლესი ფრაზით უდიდესის გამოსახვა... აი, ეს გადმოდის ფურცელზე.

- წერთ (დანანებით): "ხან ქმარს ვპარავ ერთ საათს, ხან შვილებს, ხან მეგობრებს. იმდენადაც კი გავთავხედდი, ღმერთსაც ვუბედავ ასეთ ცუღლუტობას. დილა-საღამო ლოცვის მაგიერ... მოკლედ, ხან ქვაბებს, ხან ღუმელს, ხან სარეცხსა და იატაკს, ხან ძილსა და ღვიძილს ვწაპნი წუთებსა და საათებს. აი, ამ ნაქურდალით ვეიმედები მომავალს. რა საცოდავია ქალი, რომელსაც სურვილი გასჩენია, მოახერხოს იყოს ცოლიც, დედაც, შვილიც, მეზობელიც, მეგობარიც, მკითხველიც და ბოლოსდაბოლოს მწერალიც". რამდენად დიდია ყოფითობაში ჩაკარგვის საფრთხე; გყავთ ოჯახი, შვილები, გაქვთ სამსახური, გამომცემლობა "გორგას" რედაქტორი ბრძანდებით, რადიო "ივერიაში" მიგყავთ საავტორო გადაცემები, ბევრი შეხვედრის მონაწილე ხართ. გრჩებათ დრო ლექსებისათვის?

- მე პირიქით მგონია: პოეზია ხომ, ბევრ სხვა რამესთან ერთად, სწორედ სულისათვის გადაგდებული მაშველი რგოლია. ჰოდა, ჯადოსნური ზღაპრისა არ იყოს, ჩემი ძალაც, ხალისიც, სიცოცხლისადმი სიყვარული და ამტანობაც სწორედ ლექსებში დევს. პოეზია მეხმარება იმ ენერგიის მოპოვებაშიც, რომელიც სასიცოცხლოდ მჭირდება.

- "სამშობლო შენში იმდენია, რასაც შეძლებ და მოერევი, რამდენსაც დაიტევ". სამშობლოა თქვენთვის "ბედისწერაც, სისხლის მეხსიერებაც, სინდისიც და მფარველი ანგელოზიც". რამდენად მართებს პოეტს სამშობლოს გულისტკივილის ახლოს მიტანა და რას ნიშნავს - "სამშობლოს გულით ხედავდე, გიყვარდეს, გრძნობდე"?

- მართებს და მიაქვს კიდეც... სამშობლოს თემა, მიუხედავად ბევრი სპეკულიაციისა, მაინც ერთ-ერთი უმთავრესი თემაა ქართულ პოეზიაში. ის, რაც ღირებული შექმნილა და შეიქმნება პოეზიაში, სწორედ სამშობლოდანაა აღმოცენებული. რადგან სამშობლოა ხელოვანისათვის მთელი სამყაროცა და მშობლიური სახლიც და სოფელიც, სამშობლოა ენაც, სამშობლოა ფოლკლორიც, სამშობლოა ადათ-წესები... მცნებაა "სამშობლო", მცნება - რომელსაც თავისი ფილოსოფია, იდეოლოგია და არსებობის წესი დაუმკვიდრებია ადამიანთათვის. სამშობლო ხომ მარტო პოლიტიკური სახელმწიფო არ გახლავთ. ის ყველა ადამიანში არსებობს. გაცილებით ძლიერი ფენომენია "სულის სამშობლო", ვიდრე ის სოციალურ-პოლიტიკური წყობის სახით არსებული ქვეყანა, რომელსაც დღეს ბევრი უკეთური ძალა ეჯაჯგურება და ებრძვის პროგრესის, რეფორმებისა და განვითარების სახელით. მე ასე მგონია, უსამშობლობის განცდაზე დიდი უბედურება პიროვნებისათვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ხელოვნება მართლა უსაზღვრებოა, მართლა ყველასთვის მისაღები და გასაგებია სწორედ იმიტომ, რომ ასეთ ხელოვნებას ქმნიან ის ადამიანები, ვისშიც სამშობლოს განცდა ყველაზე ღრმაა. სამშობლო ხელოვანს კი არ იმონებს და კალაპოტში კი არ აქცევს, პირიქით, მას დიდ თავისუფლებას ანიჭებს, თუკი, რა თქმა უნდა, სწორად გვესმის სიტყვები: სამშობლო, პიროვნება და თავისუფლება.

- რა სათქმელი მოაქვთ ახალგაზრდებს და რამდენად იმსგავსებს ეპოქა შემოქმედს?

- დღეს არა მხოლოდ ხელოვნებაში, არამედ ყველა სფეროში ახალგაზრდები გაცილებით იოლად აღწევენ წარმატებას. ყველა ვგრძნობთ აშკარა ზედაპირულობას, რასაც ყველგან ვაწყდებით და ეს წესად მკვიდრდება, სამწუხაროდ. გამომდინარე იქიდან, რომ პოეზია და საინტერნეტო ლიტერატურულ ვებგვერდებზე მისი გამოქვეყნება შეუზღუდავი "სიამოვნებაა", რაღა თქმა უნდა, ბევრი ახალგაზრდა ავტორი აქვეყნებს ლექსებს. ვერ ვიტყოდი, რომ მათ, გამონაკლისების გარდა, სერიოზული დამოკიდებულება აქვთ ამ საქმისადმი. არსებობს გამოკვეთილი ნიჭის მქონე ცოტა ახალგაზრდა შემოქმედი და უამრავი "წერას ატანილი" ახალგაზრდა. ბეჭდვითი ლიტერატურული პერიოდიკა ბევრი არ არის და ამიტომ ისინი ვირტუალურ სივრცეს არიან მინდობილნი. ხშირად მათი სათქმელი დღევანდელი აბსურდული, არამყარი და გადაფასებული ღირებულებების მქონე გარემოს ადეკვატურია. ანუ ყველაფერი ის, რაც სჭირს სამყაროსა და საქართველოს ზოგადად და ერთ ადამიანში ჩატეულ სამყაროსა და საქართველოს კონკრეტულად, აისახება მათ პოეზიაში. ისინი ეძებენ ახალ ფორმებსაც, ახალ ესთეტიკასაც, ახალ ხმასაც, მაგრამ ამ ყველაფერს რომ მიაკვლიო, სულის დიდი ღვაწლია საჭირო და ამისათვის მზად მხოლოდ ერთეულები შეიძლება იყვნენ, რადგან დღევანდელობა ამ ახალგაზრდებს აიძულებს, რომ მათ მეტი დრო დაუთმონ სამსახურს და ცოტაოდენი - ლიტერატურულ შრომას. თავისი კვალი დაგვაჩნია იმ დრომაც, რომელშიც გაიზარდნენ ეს ახალგაზრდები ანუ ომებმა, მოშლილმა საგანმანათლებლო სისტემამ, ფსიქოზურმა გარემომ, სულიერი პრობლემებისა და ფიზიკური გადარჩენის ეპოქამ. გაიზარდნენ ეგოისტური, თვითკმარი ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ, რაა გაკეთებული იმ სფეროში, რომელშიც თვითონვე აპირებენ საქმიანობას. სავსენი არიან ცინიზმით, რომელიც მათი კომპლექსების თავშესაფრად ქცეულა. ახლა სწორედ ეს თაობა გამოდის ასპარეზზე და ყველაფრისადმი პროტესტიც გამოხატულების ფორმებს სწორედ მათ ნაწერებში პოულობს. ამას ემატება ვიღაც "ვირტუალური ეშმაკისაგან" იმის ჩიჩინი და თავში ჩაჭედვა, რომ პოეზია სულაც არ არის "საღვთო და ამაღლებული" საქმე, სულაც არ არის "ბრძნობა" და რომ ის კომპლექსებიანი ადამიანების არტთერაპიაა, რომლის მეშვეობითაც ყველას, ნებისმიერს შეუძლია წეროს ის, რას მოეპრიანება; რომ ხელოვანი სულაც არ არის რაიმეთი უკეთესი და განსხვავებული არსება და რომ მწერალი და პოეტი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ის შოუს განუყრელ "ფეისად" იქცევა... და მოკლედ ათასი გაუგებრობა... "აღარ არისო ადგილი წინასწარმეტყველთათვის საკუთარ სამშობლოში", - ათასწლეულების წინ ნათქვამი ეს სიტყვები გამახსენდა ახლა რატომღაც... არადა, ახალგაზრდული სისხლის, აზრის და ემოციის გარეშე წარმოუდგენელია პოეზიის განვითარება. პოეზია და ხელოვნება, ზოგადად, ყოველთვის ახალგაზრდის მხარეზეა და მე წარმატებას ვუსურვებ მათ, ვინ ამას იმსახურებს.

- თქვენს თაობაზე რას იტყოდით?

- ჩემი თაობა ასე 40-დან 50 წლამდე ასაკის შემოქმედებს გულისხმობს. სახიფათო სიტყვაა "თაობა" - მაგონებს "ხუთწლედის" მსგავს ხელოვნურ ცნებას. ხელოვანი ინდივიდუალურობითაა საინტერესო და არა კოლექტიური აზროვნებით. მაგრამ ახლა მხოლოდ ასაკს ვგულისხმობ ამ სიტყვაში. მე ახალ ტერმინსაც გთავაზობთ - "სახეგანთქმული" და არა სახელგანთქმული, რადგან დღევანდელ საზოგადოებას, ტელემედია სივრცეს "სახეგანთქმული" გაცილებით აინტერესებს, ვიდრე საქმითა და სახელით განთქმული ადამიანები. დღეს ან ძველ სახეებს წააწყდებით ან სრულიად ახალგაზრდებს. ანუ ჩემი თაობა ისე გახდა 50-ისა, თითქოს არასდროს ყოფილა 20-ის, რადგან გადაიტანა ყველაზე მძიმე პერიოდი. მას არასოდეს უსარგებლია არც კომუნისტური და არც დღევანდელი სახელმწიფოს რაიმე შეღავათით, არც ერთი პარტიის სამსახურში არ აუღია ჯილდოები, უფასო გამოცემები, ჰონორარები, პრემიები. არაფერი, გარდა საკუთარი სულიერი და ფიზიკური შრომისა, მას არ უკეთებია, ვერავინ ვერაფერს წამოაძახებს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ უარყოფითიც აქვს - ჩვენ ვერ გავუწიეთ წინააღმდეგობა მათ, ვინც ყველა დროს ერგება, მარადმწვანე ობივატელია და გარშემო უნიჭოების კოლონებს იკრებს, რომ თვითონ ნიჭიერი და მამულიშვილი გამოჩნდეს... ჩვენ ვერც 80 წლისანი ვიქნებით და ვერც 20-სანი, რომ ვიღაცამ ყურადღება გამოიმეტოს, მაგრამ მაინც ღვთის მადლობლები ვართ, რომ ვქმნით იმას, რაც უდავოდ ითხოვს ყურადღებას. ის, რომ ჩემი თაობა, რომელსაც მე, სხვებისაგან განსხვავებით, "დაკარგულ თაობას" არ ვუწოდებ (და, სხვათა შორის, ასე უწოდებენ თავს ის ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი აქვთ მიღებული), შეუფასებელია, გამოუცემელია და სახელდაუდებელიც, ეს არის სხვებისა და არა ჩვენი სირცხვილი.

- რამდენად მნიშვნელოვანია პოეტისათვის გამბედაობა?

- პოეტი და ხელოვანი რომ ყველაზე გაბედული ადამიანი არ იყოს, ვერც ვერაფერს შექმნიდა ახალს. მათგან ყველაზე გაბედულები შემორჩებიან ხოლმე საუკუნეებს.

რაც შეეხება მოქალაქეობრივ პოზიციებს და გაბედულებას, ეს ინდივიდუალური თვისებაა. მე მინახავს ადამიანი, ვინც თითქოს შინ არის გამოკეტილი ასკეტი ბერივით, მაგრამ მისი სიტყვით საუკუნეები აიშლებიან და აზროვნების ახალი სივრცეები გადაეშლებათ წინ ადამიანებს. ისეთებიც მინახავს, პარტიულ კონიუნქტურას და ხელოვანის სახელს ერთდროულად რომ იფერებენ და მინახავს შეწირული ადამიანებიც, გმირები... დრო თვითონ წარმოშობს ხოლმე ასეთ ადამიანებს, ითხოვს თითქოს, ხატის ყმასავით ხელს ადებს და საკუთარი გზით ატარებს, რათა მათმა სიტყვამ ჭეშმარიტებისათვის იქადაგოს.

ასეთი ადამიანების გარეშე საზოგადოება არ ვითარდება. გაბედულება სწორედ ის თვისებაა, რომელზეც მომავალი უნდა დაშენდეს. ბედნიერია ის, ვისაც ეს უნარი "განეჩინება".

- გმადლობთ საინტერესო საუბრისათვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat