ღმერთს შევავედროთ ჩვენი "უძვირფასესი პაპა", ჩვენი დავით გურამიშვილი
ღმერთს შევავედროთ ჩვენი "უძვირფასესი პაპა", ჩვენი დავით გურამიშვილი
XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე სამხრეთ საქართველოდან ქართლსა და კახეთში გადმოსახლებულან ზედგინიძეთა გვარისანი. შემდეგ ეს გვარი რამდენიმე შტოდ დაიყო. XV საუკუნის მცხეთის გუჯარში მოხსენიებულია წიწამურის მფლობელი გურამ ზედგინიძე, ძე მეფისთვის თავდადებული იოთამ ზედგინიძისა. მეცნიერთა ვარაუდით, მან დაუდო სათავე გურამიშვილთა გვარს, რომელიც დამკვიდრებულა ქართლ-კახეთის საზღვარზე, დღევანდელი საგურამოს მიდამოებში. ერთგულების გამო იოთამ ზედგინიძის შთამომავლებს სამარხად ანუ დასაკრძალად მეფეთაგან შიომღვიმის მონასტერი მიუღიათ, ხოლო გურამიშვილები, შიომღვიმესთან ერთად, წმინდა იოანე ზედაზნელის მონასტერშიც იმარხებოდნენ.

ასეთი დიდი ისტორიის გვარში სამასი წლის წინ დაიბადა ქართული პოეზიის მშვენება დავით გურამიშვილი. დავითი საგურამოს ზედა ნაწილში, გორისუბანში, დაბადებულა. ძველქართული წესისაებრ, მაღალი წოდების ბავშვებს აღსაზრდელად გლეხის ოჯახს აბარებდნენ. გიორგი გურამიშვილსაც გაუძიძავებია დავითი, ეტყობა, ძალზე ღარიბ ოჯახში. სხვა რამ მისი ყრმობისა არაფერი ვიცით.

მშვენიერ ადგილას არის გაშენებული საგურამო. ჩრდილოეთით მოჩანს კავკასიონის მთები, სამხრეთიდან მას ზღუდავს უსიერი ტყით დაფარული იალნოს ქედი, რომლის დასავლეთ კონცხზე აღმართულია წმინდა იოანე ზედაზნელის მონასტერი.

ცუდი დრო იდგა საქართველოში, ჩვენი ცოდვების, ძმათა შორის გაჩაღებული ომის გამო "მოისრა ხშირი ქვეყანა, გახდა ვერანად, ტრამლადა". მრავალი განსაცდელი მოუვლინა ღმერთმა ივერიას გონს მოსასვლელად, მაგრამ ქართველნი "ჭმუნვიდნენ, აღარ შესწევდათ ცოდვის უნანლად წუხილი". ღმერთმა ახლა კაცის მჭამელი მხეცნი მოუვლინა, რომელნიც საფლავებსაც კი თხრიდნენ. ვერც ამან უშველა. სხვადასხვა სენი, კაცნი და მხეცნი მოსვრიდნენ ქართველთ და ისინიც გარბოდნენ უსაფრთხო ადგილას. მაგრამ იყო კი ასეთი კუთხე საქართველოში?

19 წლის დავითს ზედაველას ბრძოლაში ხმალი უქნევია - მაშინ ქართველებმა სცადეს, თურქებისთვის გორის ციხე წაერთმიათ. იერიში რიხიანად წამოიწყეს, მაგრამ დამარცხდნენ "შინათვე ნაღალატევით". ოსმალონი მოედვნენ ქართლს და ააოხრეს. ეტყობა, მაშინ შეაფარა თავი სოფელ ლამისყანას, ქსნის ხეობას, მოყვრის ოჯახს დავითმა - მას ცოლად აზნაურ გარაყანიძის ასული ჰყავდა.

მკათათვე იდგა. 22 წლის დავითი მოყვრის მუშას ადგა თავს სამკალში. დილაადრიან წასულა მათთვის სადილის მოსამზადებლად. ილტოზის გორიდანვე შეუმჩნევიათ ლეკებს. დაბურულ ტყეში წყაროსთან ჩაუმუხლავს დავითს, თოფი იქვე, მუხის ძირში, მიუყუდებია. დრო უხელთიათ ლეკებს, შეუპყრიათ და დაღესტნისაკენ წაუყვანიათ.

ავარიის მთებში, ხუნძახში, არის სოფელი უნსუქული, რომელსაც ქართველები ოსოქოლოს ეძახდნენ. ეს აული განთქმული იყო მთელ კავკასიაში საუკეთესო ყალიონის ოსტატებით. უნსუქულის მეზობელ აულებში აღიზარდნენ ის მოლები და ხოჯები, ნაიბები და იმამები, რომელთაც მე-19 საუკუნეში ჰაზავათის დროშა ააფრიალეს...

ასი მთა და ცხრა იმდენი მინდორი გადაატარეს მშიერ-მწყურვალ, მხარშეკრულ დავითს. ბოლოს მიიყვანეს ოსოქოლოში. "არა ღირსთა ღირსეულად იმსახურეს", "არც მასვეს და არც მაჭამეს, არც ჩამაცვეს, არც დამხურესო", - ჰყვება. გასაყიდადაც გაამზადეს. გაიპარა, მაგრამ დაიჭირეს და ისევ ხაროში ჩააგდეს. ხარო ორმო იყო, სიღრმით ათი მეტრი იქნებოდა, გადახურული ფარდულით ანუ საყარაულოთი, რის გამოც ორმოში ჰაერი უფრო იხუთებოდა. დღე-ღამეში ტყვეებს ნახევარ გირვანქამდე საჭმელს აძლევდნენ, სიბნელეში მყოფთ არც დილა გააჩნდათ და არც საღამო. მოლის ყივილზე თუ იგებდნენ, რომ ახალი დღე დაიწყო...

ორმოს ფსკერზე წევს გურამიშვილი, შიმშილით დასუსტებული და ლეკთაგან ნაცემი. სხეული კი უძლური აქვს, მაგრამ გონება ზეცად მიუპყრია და ეაჯება უფალს: "ბნელსა ვზივარ, გეაჯები, სასინათლო ამიხვრიტო, ამოვძვრე და გამოვიქცე, მოვიდე და შენა გჭვრიტო!" ორი ფიქრი იბრძოდა დავითის სულში: ერთი - უიმედობისა, მეორე კი ეტყოდა: "აადეო, ადეო, გულით მაიწადეო", უფალსა სთხოვე, რომ ძალა მოგცეს, კვლავ წადი და "განხეთქე მტერთ მახე და ბადეო". ლოცვაში და მტანჯველ ფიქრებში მიძინებულს ფეხი ვიღაცამ ფრთხილად წაჰკრა და გააღვიძა: - აქ რომ წამოწოლილხარ და გძინავს, რატომ შინ არ წახვალ. ასე რამ შეგაშინა, ადექი და მე გაგიძღვები, წაგიყვან აქედანო, - ეუბნებოდა უცნობი. დავითმა იფიქრა, ჩემნაირი ტყვე იქნებაო და უცნობს უთხრა: "თუ შეგიძლია, შენს თავს შენ თვითონ მიეხმარე, მე თავი დამანებე, ჩემი წინამძღოლი ქრისტე მაცხოვარია, ის მომძებნის დაკარგულ ცხვარს. შენ კი, არ ვიცი, ვინა ხარ და ვერ გენდობიო". უცნობმა ჯოხი მოუღერა: - ვისზეც შენ ლაპარაკობ, იმან ინება წყალობა და მე გამომგზავნა, ღვთის ფარეხში რომ შეგაგდოო. ამ სიტყვებზე დავითმა სთხოვა, - მაცალე მაინც, ქალამან-წინდა ვიშოვო და გამოგყვებიო. უცნობი დადუმდა, დიდხანს ხმა არ გაიღო. შემდეგ ბრძანა: - მე შენი ქალამან-წინდისა არაფერი ვიცი, "გზას გაძლევს ცრემლნი მოყვასთა, უკან - ძმისა და წინ - დისა". იმედად გქონდეს ჩემი ნათქვამი და გზისმკვლეველად. იცოდე, თუ მიენდობი და გაიქცევი, დაგიფარავს მადლი სულიწმინდისაო.

წმინდანი გაქრა და ისევ დაბნელდა ხაროში. ატირდა დავითი, გაახსენდა მშობლები, ცოლი, და-ძმები, წარმოუდგა თვალწინ მათი ლოცვა და ღაღადი. ხანი აღარ დაუყოვნებია, მიენდო ღვთის ხელს, ამოძვრა ხაროდან და ჩრდილოეთით გაიქცა. დღე წინამძღვრად მზე ჰყავდა, ღამე კი მთვარე და ვარსკვლავნი. შუა დაღესტანში ერთ შიშველ მთას მიადგა. ატყდა ქარი, ელვა და ქუხილი, სეტყვამ წამოუშინა. თავზე სარტყელი დაიხვია დავითმა, ტანს აღარ უფრთხილდებოდა. გულმა უთხრა, - როცა იელვებს, გამოქვაბულს დაინახავო. მართლაც, იელვა და დავითმა თვალი ჰკიდა მღვიმეს. შიგ შეძვრა და გადარჩა წვიმა-სეტყვას. მოიდრიკა მუხლი და მადლობა შესწირა უფალს, დავითის ფსალმუნით შეჰღაღადა. ავდარი დაცხრა და გზა გააგრძელა. ფეხშიშველი კოჭამდე სეტყვას მიაპობდა. ერთგან ლაპარაკი მოესმა და შამბნარში სამი დღე იწვა, მაღლა არ აუხედავს. ამ სამმა დღემ გადაარჩინა - მდევარმა კვალი დაკარგა. შიმშილით მუცელი ფერდზე მიჰკვროდა, ხუთი დღე-ღამე შვიდი ტყემლით გაიტანა თავი. დღისით ჯაგნარში შეძვრებოდა და გზას ღამე აგრძელებდა. თერთმეტი დღე იარა ამნაირად. ახალი პერანგი შემოაცვდა და ნარ-ეკალმა დაუხია მუხლს ქვევით.

მეთორმეტე დღეს წყლის პირს მიადგა, შამბში შეძვრა ნიბლიასავით. გაღმა კალოს ლეწდნენ. ორი კაცი მიადგა ნავით ნაპირს და მისი უქოჩრო თავის დანახვაზე შეშინებულები გაიქცნენ. მათი შიშით დავითსაც "აეშალა ბალანი". უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და გაიქცა, ღონემიხდილი შორს ვეღარ წავიდა და იქვე, ჩალაში, დაიმალა.

დაღამდა, გათენდა. მდევარი არ ჩანდა. გზა გააგრძელა უძილობით გათანგულმა. ორი კიტრი იპოვა და სიცხით დამჭკნარი ნახევარი საზამთრო. ცხელი არისო - დაიხარა საზამთროს გასაგრილებლად და უბიდან კიტრები წამოსცვივდა. წყალმა კიტრები წაიღო და თუმცა ბევრი ეცადა, ვერ დაიჭირა. ის კი არა, კინაღამ თვითონაც დაიხრჩოOწყალში. გამწარებულმა ღმერთს აყვედრა: - ყოველ დაბადებულს შენ აძლევ საზრდელს, მე კი რაღად დამივიწყეო. მალევე გონს მოვიდა და შენდობა სთხოვა უფალს. მიდიოდა, ტიროდა და ღმერთს უბოდიშებდა. უეცრად ერთ მშვენიერ ბაღს მიადგა, ატმიანსა და ვაზიანს. "აღმოირეხვა" ყურძნით კუჭი და სული სირცხვილით აღევსო, ღვთისა რცხვენოდა უმადურობის ცოდვით "პირშემუსვრილს". თურმე ღმერთი წინასწარ ხედავდა მის გზას, თურმე რა შვების წყალობა მოუმზადებია მისთვის, მან კი ორი კიტრის დაკარგვაც ვერ მოითმინა. კიდევ ერთხელ შეინანა თავის დიდ სეხნიასავით და ღმერთმაც დაღონებულს მიაგო "ჟამი ნუგეშის ცემისა".

ზარის ხმა მოესმა, თითქოს ციდან ჩამორეკესო, აუჩქროლდა გული, გახედა და რას ხედავს - საყდრის წინ პირჯვარს არ იწერენ კაცნი?! მისვლა მოინდომა, მაგრამ ქალების "თავთიალქანი" ეშმაკთა რქად მოეჩვენა - მაცთური ხომ არ მატყუებსო, მისვლა ვეღარ გაბედა და გარიდება გადაწყვიტა. ხილით ამოივსო უბე-კალთა და საღამომდე ისევ ჩალაში დამალვა გადაწყვიტა. შეძვრა და კოღოს ლაშქარი დაატყდა თავს. ნამეტანი რომ შეაწუხეს, თქვა, - მივალ მათთან, ვინც არ უნდა იყვნენო. იქვე კალოს ლეწდნენ. შემოეხვივნენ უცხო კაცს ქალები და კაცები, მარტოპერანგით მოსილთ ყელზე ჯვრები ეკიდათ. მივიდა დავითი და ჯვარს ემთხვია. ერთმა მეორეს უთხრა: "დაი ხლება, ლაზარ". "ხლება" ხომ რუსულად პურს ნიშნავს, ესე იგი სამშვიდობოს ვარო - სიხარულით თავზარი დაეცა. მღელვარებისგან მუხლები მოედრიკა და ქვედაემხო...

ერთმა კაზაკმა წაიყვანა თან, საკუთარი მამა არ მოუვლიდა ისე, როგორც მან მიხედა. "შევბრალდი, გულზედ მიმირქვა, მკოცნა და ცრემლი ღვარაო," - ჰყვება დავითი. თურმე იქვე ცხოვრობდა ფხოვიდან გადახვეწილი იანვარა, თარჯიმნად ის მოიყვანეს. საყდარში შეიყვანეს. დააწერინეს პირჯვარი, ხატებს ათაყვანეს. მერე სამდივნოში წაიყვანეს და თავგადასავალი მოაყოლეს. მათი შემწეობით თერგიდან ჯერ სოლაღში, იქიდან კი ასტრახანს წავიდა, ასტრახანიდან მოსკოვს მიაშურა, სადაც მეფე ვახტანგი და სხვა ქართველნი ეგულებოდა. მოსკოვი მაშინ პატარა ქალაქი იყო და იქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გადახვეწილ ქართველს შეხვდებოდით. ქართველი ემიგრაცია უმთავრესად პრესნაზე ცხოვრობდა, სწორედ იმ მონაკვეთზე, სადაც დღესაც არის შემორჩენილი ქართული მოედანი. პეტრე დიდთან დახმარების სათხოვნელად ხუთი-ექვსი წლის წინ ორი ათასკაციანი ამალით ჩასული მეფე ვახტანგი აქ დასახლებულიყო. პეტრე დიდი კი არც დახმარებას ესწრაფოდა და პეტერბურგში, სატახტო ქალაქში, შესასვლელი კარის ბჭენიც საიმედოდ დაგმანა მათთვის. პეტრე ფიქრობდა, სადმე, თუნდაც სოლაღში, დავასახლებ ვახტანგს ამალიანად, საზღვარსაც გაამაგრებენ და თავსაც მოუვლიანო. მაგრამ ერთ წელიწადში, 1725 წელს, გარდაიცვალა და ახლა პეტრეს მემკვიდრეთაგან ელოდა დახმარებას გვირგვინოსანი ქართველი.

...მეფე ვახტანგმა დიდი სიყვარულით მიიღო გიორგი გურამიშვილის ვაჟი, ცრემლი შეუშრო, შვება მოჰგვარა, თავის ამალაში ადგილი მიუჩინა, აბჯართსაცავის მზირობა დაავალა: "სჭვრიტე ჯაბახანასაო," - უთხრეს. ჯაბადარ-ბაშობის საზღაური წელიწადში ორმოცი ათასი მანეთი, ორასი ფუთი ხორბალი და ერთი საჟენი შეშა იყო. აქ, მეფის კარზე, შეხვედრია დავითი თავის უფროს ძმას ქრისტეფორეს და ბიძას, მერაბ გურამიშვილს. ზამთრის გრძელ ღამეებში ხშირად იმართებოდა მეფის კარზე მეჯლისობა - იყო ლექსთა თქმა და გალობა, თამაში და შექცევა. ორი ჯავახიშვილი იყო იქ - ერასტი და შიოში. დავითი ერთ-ერთისთვის გაუჯიბრებიათ. დაუმარცხებია დავითს "მისებრი მოშაირე" და ამასაც, გაბრაზებულს, "კოტვით ძირს დაუცია ქუდი". მეფეს გამარჯვებულისთვის ხალათი უბოძებია მისთვის, მაგრამ რა ხალისიანი ლექსები გაუქარვებდათ სამშობლოდან შორს მყოფ ქართველებს კაეშან-ნაღველს.

ბედი დასცინოდა ქართველ ემიგრანტებს - პეტრე დიდს ცოცხალს ვერ ჩაუსწრეს, ეკატერინე I და პეტრე II-ც ერთმანეთს მიჰყვნენ. ყველა იმედი განქარდა. ანა დედოფალმა კი მეფე ვახტანგს სოლაღსა და დარუბანდში წასვლა ურჩია - იქ იცხოვრე, ყველა შენს ბრძანებას დაემორჩილებაო. მეფე ვახტანგი პეტერბურგიდან მოსკოვს დაბრუნდა და ქართველები ნავების შენებას შეუდგნენ. ერთი თვის შემდეგ ვოლგას გამოჰყვნენ. სამი თვე გაგრძელდა მათი მგზავრობა. ჩააღწიეს კასპიისპირეთს. იქ კი სვიმონ აბრამისშვილმა ცუდი ამბები დაახვედრათ: შაჰ-თამაზმა ანუ ნადირ-შაჰმა შამახია დაიპყროო. უბედურებამ ძალზე დააბნია და შეაშფოთა ასტრახანამდე ჩასული ქართველები. თურქების დაუძლურება უკვე შეეტყოთ, მაგრამ არ ელოდნენ ირანის ასე გაძლიერებას და გაკადნიერებას - ის მიწებიც კი დაეპყროთ, ადრე რუსთა გარნიზონები რომ იდგნენ.

ხმლით შეუშინებია ირანს თურქეთი, დაღესტანი და ბუხარა, რუსთა ხელმწიფისთვის მოუწერია - გამეცალე ბაქოდანო. რუსეთის ჯარმა დარუბანდი დაცალა, სოლაღის ციხე დაანგრია და ყიზლარისკენ დაიხია. ქართლის ხსნის იმედი ისევ ჩაქრა. სასოწარკვეთილმა მეფემ ყველაფერზე ხელი ჩაიქნია და ასტრახანში დასახლება განიზრახა, ხოლო ქართველნი შვილს, ბაქარს, ჩააბარა. ბაქარმა ისევ მოსკოვში დაბრუნება გადაწყვიტა.

1737 წელს მეფე ვახტანგი გარდაიცვალა და დამთავრდა დავითის ჯაბადარბაშობა. მწარედ დაიტირა საყვარელი მეფე დავითმა, თავზარი დაეცა მთელ ქართველობას. აღარც მეფე, აღარც სამშობლო... ახლა მათზე მიუსაფარი აღარავინ იყო მთელ რუსეთში. ერთმანეთს არ დავშორდეთ და "ერთად ვეძიოთ პურიო"... ამ პურის ძებნამ ისინი რუსეთის არმიის მეომრებად გადააქცია. 1738 წელს ქართველების ჰუსართა პირველი ასეული სამი წლის შემდეგ პოლკად გადაკეთდა. დავითისთვის სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრი უნიადაგო იყო. ქართლ-კახეთში ისევ ისეთი არეულობა სუფევდა, როგორიც ადრე. იქ ბაგრატოვანთა სხვა სამეფო შტოს წარმომადგენლები მეფობდნენ და განა ადვილად შეიწყნარებდნენ ვახტანგ მეფისა და უფლისწულ ბაქარის ერთგულს? მეტი გზა არ ჰქონდა, სხვა ქართველთა მსგავსად, რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო, ერთგულების ფიცი დადო და შემდგომ ვეღარ გატეხა. ქართველების ნაწილს უკრაინაში, კერძოდ, მირგოროდსა და ზუბოვკაში, მისცეს მამულები - მირგოროდიდან 20 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ხოროლის მახლობლად, დღესაც არის სოფელი, რომელსაც ძველად უკრაინელები გურამოვშჩინას ეძახდნენ.

ამავე ხანებში დავითი შეუერთდა ქართველ ჰუსარებს. რიგითმა ჯარისკაცმა პორუჩიკობას მიაღწია. 1739 წელს უკვე ბესარაბიაშია და თურქებს ებრძვის. იმავე წელს რუსეთის არმიამ ხოტინი აიღო. ქართველ ჰუსართა მამაცობამ განაცვიფრა რუსთა სარდალი მიხინი. დავითიც თავს არ ზოგავდა. ხელმწიფემ ქართველების სიმამაცე რომ შეიტყო, ასტრახანში ხალხი გაგზავნა, დარჩენილი ქართველები წამოაყვანინა და სამხედრო სამსახურში ჩააყენა.

1757 წელს დავითი ისევ ბრძოლის ველზეა, ამჯერად - შვიდწლიანი ომისა. 1758 წელს კენიგსბერგთან საშინელ ბრძოლაში რუსები დამარცხდნენ და 1500 კაცი პრუსიელებს ტყვედ ჩაუვარდათ. დავითი გაქცევისას ცხენიანად ჭაობში ჩაფლულა და მტერს ასე ჩაუგდია ხელთ. ახლა უკვე ოსოქოლოს ხაროს ნაცვლად მდინარის პირას აშენებულ მაგდებურგის ციხეში ჩააგდეს. იქ იყო 1759 წლის 6 დეკემბრამდე. ტყვეობიდან გათავისუფლებული დავითი პირდაპირ პეტერბურგს გამგზავრებულა. 1760 წლის 23 თებერვალს სამხედრო კოლეგიას განუხილავს გურამიშვილის განცხადება. დავითს "თვალისჩინი დაჰკლებია, ცხენიდან გადმოვარდნისას მხარი მოუტეხავს, მარცხენა გვერდი სტკივა, თავბრუ ესხმის, ყურში შუილი აქვს". უვარგისად ცნეს, ამორიცხეს პოლკის სიიდან და პორუჩიკის ჩინით "საკუთარ კმაყოფაზე" გაუშვეს.

55 წლისა ბრუნდება უპატრონობით გავერანებულ მამულში. სახლი გადამწვარი დახვდა, ბიძა მერაბი - გარდაცვლილი, ძმა მღვდელ-მონაზონი ქრისტეფორე კი შორეულ ოსეთში ქრისტიანობის გასავრცელებლად წასული. კვლავ მოიკრიბა ღონე და თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ტატიანა ვასილის ასულ ავალიშვილთან ერთად გაჩანაგებული მეურნეობის აღდგენას შეუდგა.

გადიოდა წლები, სამშობლოდან გადაკარგულს შვილიც არ მიეცა. უშვილებიათ პატარა ქალი დარია, რომელიც 1777 წელს გარდაცვლილა, ერთი წლისა.

უშვილძიროდ დარჩენილი, ავადმყოფი, მოხუცებული, გონებით ისევ საქართველოში გადასახლდებოდა ხოლმე, შიომღვიმისა და ზედაზნის მონასტრებში, სადაც მის მშობელთა ძვალშესალაგი იყო. თვითონ კი... ის აჯავრებდა და აშფოთებდა - მომხსენებელიც არ მრჩებაო. "ცოცხალიც არვის ვახსოვარ, მკვდარს ვიღა მამიგონებსო". გადაწყვიტა, თავისი ლექსები ერთ წიგნად შეეკრა და ყრმათათვის ანუ მომავალი თაობის ქართველებისთვის მიეძღვნა ია-ვარდის კონებად. ბევრი დარჩა სათქმელი, გრძლად თქმა უნდოდა, თითქოს მუზას ელოდა და ის მცირე ლექსიც დაეკარგა ამ მოლოდინში. ზოგი ლექსი მტრის გაჩენილმა ხანძარმა დაუწვა... შემორჩენილ ამონათქვამს ახალი მიუმატა და თავისი სულის ნაყოფი "დავითიანი" გამოზარდა. "ამად იხოტბა და შეკრიფა ცრუ საწუთროს ყბედობა, რომ მისი წიგნის წამკითხველთ ეგებ მის გამო ცრემლი ჩამოვარდნოდათ და ელოცათ ცოდვილი დავითის სულისთვის".

1787 წელს შეიტყო, რომ უკრაინაში, კერძოდ, კრემუნჩუგში, პოტიომკინის კარზე, იმყოფებოდა ერეკლე II-ის ვაჟი მირიან ბატონიშვილი. სასწრაფოდ მოაწესრიგა თავისი ხელნაწერი, თვითონაც იქითკენ გასწია და თავისი ობოლი, თავისი "დავითიანი" მას ჩააბარა. მირიანს დიდი სასოებით მიუღია მოხუცი ქართველის "შვილი". ამბობენ, რომ ბატონიშვილს ერთხელ მდინარეშიც კი ჩავარდნია და ძლივს, ვაი-ვაგლახით გადაურჩენია "დავითიანი".

ობლის გაშვილების შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა და 1792 წელს, ძველი სტილით - 21 ივლისს, 69 წლის სამშობლოს დაცილებული დავითი ზეციურ საქართველოში გადასახლდა. მისი ობოლი კი მხოლოდ ერთი საუკუნის შემდეგ გაიცნო და "მონათლა" ქართველმა ხალხმა, 1870 წელსღა დაიბეჭდა "დავითიანი" მთლიანად, პეტრე უმიკაშვილის, გიორგი წერეთლისა და ნიკო ბერძენიშვილის თაოსნობით.

მაშინდელი სტილით 21 ივლისს ანუ 1-ელ აგვისტოს ახალი სტილით, ვინაც შევძლებთ, დანო და ძმანო, მოვინახულოთ ზედგინიძე-გურამიშვილთა ძვალშესალაგი შიომღვიმესა და ზედაზენზე, იქ, მის წინაპართა საფლავებს შორის, წარმოვთქვათ ლოცვა და ღმერთს შევავედროთ ჩვენი "უძვირფასესი პაპა", ჩვენი დავით გურამიშვილი.
ბეჭდვაელფოსტა
01.08. 2017
ლალი-ზოია
მე მეამაყება, რომ დავით გურამიშვილის სახელობის გამზირზე ვცხოვრობ!
27.08. 2014
მარინა ბენაშვილი
ლამისყანელი ვარ,ჩვენი სოფლის სიძე იყო...მიყვარს გურამიშვილი! ღმერთმა გაანათლოს!
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat