როდესაც უფალი ჯვარს აცვეს გოლგოთაზე, ის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იყურებოდა
როდესაც უფალი ჯვარს აცვეს გოლგოთაზე, ის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იყურებოდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს არაერთხელ უთქვამს, რომ ტაძარი - ეს არის ღვთისმეტყველება. მხატვრული სახეები, ფორმები, რითაც ტაძარი მეტყველებს, არის სწორედ ის სიმბოლური ნიშნები, რომლებშიც ჩაწერილია ღრმა ღვთისმეტყველება. ტაძარი, როგორც არქიტექტურული ნაგებობა, მთელი თავისი ღვთისმეტყველებით წარმოადგენს ღვთივქმნილი კოსმოსის - უხილავი და ხილული სამყაროს ერთიანობის ხატს. როგორც რუსთაველი იტყოდა, "უჟამო ჟამის" ხატს. კანკელი კი არის "ადგილი მაყენებელი", ფანჯარა ჩვენთვის, ჯერ კიდევ მიწაზე მოარული ადამიანებისთვის, არის "ჟამში ყოფნა"; "უჟამო ჟამში" ჟამიერი ზღუდე, წინაღობა, რომელიც ცოდვით დაცემამ გააჩინა.

რაზე მეტყველებს და რა ღვთისმეტყველურ არსს განგვიცხადებს ტაძარი, რას წარმოადგენს კანკელი, რა ფუნქცია აქვს მას და რატომ შეიქმნა - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნე, ქალბატონი ქეთევან აბაშიძე.

- საეკლესიო მამების განმარტებით, ღმერთმა სამყარო მყისიერად შექმნა. სამყაროს დაბადება ერთობლივად მოხდა. ამიტომ არის უფლის მიერ დაფუძნებული ტაძარი ერთიანი, დაუნაწევრებელი სიმრთელის მატარებელი, სიმბოლო ერთიანობისა და განუყოფლობისა. შენობაც ამ პრინციპს უნდა ატარებდეს - ის კომპოზიციურადაც და მხატვრულადაც ერთ მთლიანობას უნდა წარმოადგენდეს. თუ დაკვირვებიხართ, როცა ინგრევა ძველი ტაძარი, აღდგენა ხდება არა ძველის ხელაღებით უარყოფითა და ახლის აშენებით, არამედ ისე, რომ ახალი შეერწყას ძველს და უფლის სიმრთელეს არაფერი მოაკლდეს. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც სვეტიცხოველი, რომლის კედლებშიც ასახულია ყველა დროის ქართული ხუროთმოძღვრული ნაზავი. ის დღესაც ერთი მთელის ხატს წარმოადგენს. აქ ჩანს თვითონ ქრისტიანი ხუროთმოძღვრების დამოკიდებულება - შექმნან ერთი მთელი და სხვადასხვა დროის არქიტექტურული ნაწილები ჰარმონიულად შეასისხლხორცონ ერთმანეთთან. ეს ისე ოსტატურად გამოსდით, რომ ხშირად ხელოვნებათმცოდნეებს სჭირდებათ ხანგრძლივი მუშაობა ფენების ერთმანეთისგან განსაშორებლად და გასარკვევად, რომელი რომელ საუკუნეს ეკუთვნის.

- რატომ წარმოიშვა კანკელი, ერთგვარი ზღუდე ხილულსა და უხილავ სამყაროებს შორის?

- ვიცით, რომ აღმოსავლეთით იყო სამოთხე, საიდანაც შეცოდების შემდეგ ადამი და ევა გამოიდევნნენ. წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, რადგან სამოთხე იყო აღმოსავლეთით, ისინი იყვნენ დევნილნი საპირისპირო მხარეს, ანუ დასავლეთით. მათი შეცოდებაც ხომ უფლის მიერ მიცემული აღთქმის საპირისპირო იყო. ხილული სამყაროს შექმნამდე ანგელოსთა გარკვეული ნაწილი განუდგა უფალს, რის გამოც გამოიდევნნენ ზეციდან. ასე გაჩნდა პირველი ზღვარი სამოთხეში. უფრო სწორად, სამოთხე გახდა საზღვარდებული. როგორც ლოცვებში ვკითხულობთ: "აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი" (იერუსალიმი გახლავთ ზოგადი სიმბოლო უფლის ზეციური ქალაქისა). ზღუდე ერთ-ერთი აუცილებელი რამაა. ადამიანმა თავი უნდა შემოიზღუდო ბოროტისგან. ასევე საჭიროა სივრცის შემოზღუდვაც. ბოროტი ანგელოზები, დემონური ძალები, რომლებიც უფალს განეშორნენ, ავსებდნენ ხილულ სივრცეს და ბატონობდნენ, ვიდრე უფალი გაიმარჯვებდა მათზე ჯვარცმით. სწორედ ამიტომ იყო სამოთხე საზღვარდებული. ამის გამოხატულებაა გალავანი, რომელსაც ჩვენს ტაძრებში ხშირად უარყოფენ. ძველი წესების მიხედვით, დასჯილ ადამიანს ზოგჯერ არათუ ტაძარში, არამედ გალავანშიც კი ეკრძალებოდა შესვლა - ადამიანს შეგნებული უნდა ჰქონოდა საზღვარი, რომლის გადალახვაშის მას ცოდვა უშლიდა ხელს.

კანკელიც ერთგვარი გალავანი, ზღუდეა, რომელშიც არის კარი, გზა - მიმყვანებელი ტრაპეზთან, მომავალ სამოთხესთან. სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ ადამი და ევა მის კართან დასახლდნენ. როდესაც უფალმა "კარნი სამოთხისანი" დახშა, მის მცველად დააყენა ქერუბინი მოტყინარე (ცეცხლოვანი) ხმლით ხელში. იმ კარიდან მოდის დღემდე ადამიანი თავისი ცოდვებით და შორდება მას (ადამიანმა ცოდვა განამრავლა: ძმამ ძმა მოკლა და ა.შ.). ცოდვათა გამრავლების შედეგად კაცობრიობა ნელ-ნელა, თანდათანობით შორდება სამოთხეს. ამ განშორებას ასახავს დასავლეთისა და კანკელის კარები, რომლებიც ერთმანეთს მიემართებიან. თუმცა, ჩვენ რა ზღვარზე ვიმყოფებით, არ ვიცით, რადგან უფალმა თქვა: არავინ იცის, როდის მოხდება მეორედ მოსვლა. ამიტომ დასავლეთის კედელზე ან კარზე უმეტესად გამოისახება განკითხვის დღე. როდესაც ტაძარში შევდივართ, სიმბოლურად იგულისხმება, რომ შევდივართ ზეციურ იერუსალიმში, მაგრამ, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ უკვე ზეცაში ვართ. ტაძარი არის "კიბე იაკობისი". ზეცაში მდგომთ ჩვენ მხოლოდ ვემსგავსებით, ანუ ჩვენი ლოცვითი ურთიერთობებით ამ სიწმინდეებთან ვმაღლდებით ზეცად. ეს არის მხოლოდ სიმბოლური ხატი ამისა, ანუ დასავლეთის კარს როცა გადავლახავთ და ტაძარში შევალთ, ჩვენს წინ აღმოსავლეთისაკენ მთელი შრეებით იხსნება ტაძარი, ვიდრე კანკელამდე. კანკელი არის ერთგვარი მკაფიო გამყოფი უხილავსა და ხილულს შორის, ზღვარი, რომელიც ცოდვამ გააჩინა. ერთადერთი, რამაც სამოთხის კარი გაგვიხსნა, უფლის ჯვარცმაა, მისი ამქვეყნად მოვლინება. ამიტომაც გამოისახება აღსავლის კარზე ხარება - პირველი უწყება ჩვენი ხსნისა. გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ უკვე დაწყებული იყო კაცობრიობის ხსნა, ანუ სამოთხის დახშული კარი გაიხსნებოდა. ეს არის უდიდესი სასოება ადამიანთა მოდგმისა. ჯვარი არის იარაღი, გასაღები, რომლითაც გაიხსნა სამოთხის კარი. სხვათა შორის, ადრე იყო ტრადიცია საკურთხევლის წინ ჯვრების აღმართვისა. ახლა ყველა ტაძარში ვხედავთ აღსავლის კარზე აღმართულ ჯვარს.

ვიცით, რომ ძველი აღთქმის ტაძარში "წმიდა წმიდათა" გამიჯნული იყო "წმიდათასგან" კრეტსაბმელით, რომელიც არასოდეს იხსნებოდა. სხვათა შორის, ამ კრეტსაბმელს ქსოვდა ღვთისმშობელი მაშინ, როდესაც მას წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და უფლის მის წიაღში განხორციელება აუწყა. ჯვარცმისას სწორედ ეს კრეტსაბმელი "განიპო შუაზე ზევიდან ვიდრე ქვეითამდე". ეს იყო ერთ-ერთი დიდი სასწაული ჯვარცმისა. ამ დღიდან კანკელი უკვე აღარ ფარავს საკურთხეველს და ტაძარში, როგორც "ღვთის ხატში", შესული ადამიანი ზემოთ რომ აიხედავს, ერთიანად ხედავს ყველაფერს - ხილულსაც და უხილავსაც, უფლის მიერ მყისიერად დაბადებულ სამყაროს. მაგრამ მიწაზე, ჟამში ჩვენ განყოფილნი ვართ, რადგან ეს ცოდვა დღესაც მოქმედებს. კანკელი არის სწორედ მინიშნება ამ ცოდვისა და ეს ზღვარი იარსებებს ვიდრე მეორედ მოსვლამდე. უფლის მეორედ მოსვლისას კი "ცანი წარიგრაგნებიან", განიკითხება ყველა და აღარ იქნება კანკელის საჭიროებაც. მაშასადამე, კანკელი გვიხსნის ასეთ სახეს - სამოთხის კარი გაგვეხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვიცხოვრებთ მართლმადიდებლური ცხოვრების წესით და ვივლით უფლის გზაზე, რომელიც "ფრიად იწრო და საჭირო არს".

- კანკელზე გამოსახულებები არის მხოლოდ წინ და არა უკანა მხარეს...

- ჩვენ ვდგავართ დასავლეთით და მივემართებით აღმოსავლეთით - იქიდან მოველით მომავალს. ჩვენი მომავალი სამშობლო, სამოთხე, რომელიც დავკარგეთ, არის სწორედ აღმოსავლეთით. ეკლესიის მამები ამბობენ, როდესაც უფალი ჯვარს აცვეს გოლგოთაზე, ის იყურებოდა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ (იოანე დამასკელი). ჩვენ აღმოსავლეთისკენ მივემართებით და სწორედ ამ მხრიდან არის კანკელზე გამოსახულებები. უკანა მხრიდან კანკელზე გამოსახულებები არასოდეს ყოფილა. აქ იგულისხმება ის, რომ მარადიულობაში სხვა ხატი და სხვა სახეებია. ხატობრივი გამოსახულებები გვჭირდება ჩვენ, ადამიანებს, რათა შევუერთდეთ უფალს, ავმაღლდეთ ზეცად. ამ გამოსახულებებმა უნდა აღგვიძრან წარმოდგენები, გააღვიძონ ჩვენში ზეციური სამოთხის სახე. ძველად მხოლოდ კანკელზე იყო გამოსახული ხატები. წმინდა იოანე დამასკელის მიხედვით, ხატის ადგილი არის აღმოსავლეთით. მხოლოდ მოგვიანებით შემოდის ჩვენთან ტაძრის ყველა კედელზე ხატების განფენის ტრადიცია. შეიცვალა კანკელის გამოსახულებებიც. ადრე არსებობდა თაღებიანი კანკელები, რომლებშიც რელიეფურგამოსახულებიანი ფილები იყო ჩასმული ქვაში კვეთილი ხატებით. უმეტესად კანკელზე ვხვდებით მცენარეულ ორნამენტს, რომელიც სამოთხის ხატს და სახეს წარმოადგენს, მას განასრულებს თავხე. მასზე ადრე გამოისახებოდნენ მაცხოვარი, აქეთ-იქეთ - ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი და შემდეგ მოციქულები. ეს ყოველივე გახლდათ სახე იმისა, რომ როდესაც ადამიანი მიემართებოდა აღმოსავლეთით, იქ ხედავდა ხატებს. ხატი კი წარმოადგენს სარკმელს ზეციდან დედამიწაზე. ამ სარკმლებიდან და ღიობებიდან წმინდანები ხატებად შემოგვყურებენ დედამიწაზე მყოფთ. ჩვენ კი მათ მივემართებით. ისინი ლოცულობენ და იღვწიან ჩვენთვის, რათა წმინდა საიდუმლოებებთან ზიარების საშუალებით შევძლოთ შევუკავშირდეთ საკურთხეველს ანუ ზეცას, გავხდეთ ნაწილნი საიდუმლო მსახურებისა და უფალს ვეზიაროთ. ამას განგვიცხადებს კანკელი.

- კიდევ რა გამოისახება კანკელზე?

- კანკელზე გამოსახულნი არიან ეკლესიის მამები. მათგან უმეტესად - მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე, ასევე ოთხი მახარებელი, რაც მეტად სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მე-18 საუკუნის მოღვაწე წმინდა გრიგოლ მცირე წერს: ,,საკურთხევლიდან, როგორც სამოთხიდან, გამოედინება ოთხი მდინარე და ეს არის ოთხი სახარება". ამიტომაც ამ ოთხი სახარების ხატად არის ეს ოთხი მახარებელი გამოსახული. კანკელის ფილებზე გამოისახებოდა სხვადასხვა სცენა, მაგალითად, ხარება, ჯვარცმა, აბრაამის სტუმართმოყვარეობა, სვიმეონ მესვეტე და ა. შ.

- რას უკავშირდება მცენარეული ორნამენტის გამოსახვა კანკელზე?

- "წმინდა ანდრია სალოსის ცხოვრებაში" აღწერილია, თუ როგორ იხილა მან სამოთხე. ერთხელ იგი, სამოსშემოძარცვული, ფეხშიშველი, ყინვაში კონსტანტინოპოლის ქუჩებში დაეხეტებოდა და თავშესაფარს ეძებდა. ხიდის ქვეშ უპოვართ მიაკითხა. არ მიიღეს. ქუჩის კუთხეში თბილად მოყუჩებულ ძაღლს შეავლო თვალი და გადაწყვიტა, მას მისწოლოდა, რათა როგორმე გამთბარიყო. როგორც კი ძაღლს მიუახლოვდა, ის ადგა და მიატოვა სალოსი. ასე ყველასგან მიტოვებულმა უცებ სხეულში საოცარი სითბო იგრძნო. ამ დროს მოევლინა ნათლის ჭაბუკი, რომელმაც ზეცად აღიყვანა. პირველი, რაც წმინდა ანდრიას სამოთხის საზღვარზე შეხვდა, ეს იყო მტილი და ამ ულამაზეს ბაღში დაინახა ცისფერი ძაღლი.

მინიატურებზე გამოსახული მცენარეები არის უჩვეულოდ ლამაზი და ფერადოვანი. ეს მცენარეები ჰგავს ჩვეულებრივ მცენარეებს, მაგრამ მთლად ის არ არის. ხატებზე გამოსახული მცენარეები არის სახე სამოთხისეულისა, მისი შესატყვისი დედამიწაზე. ჩვენ, მიწაზე მყოფნი, ამ ხილული ფორმებითა და სახეებით ვწვდებით იმ უხილავს, რომლის ხილვის ბედნიერება მხოლოდ სამოთხეში აქვთ. მცენარეული ორნამენტებით შემკული კანკელი წარმოადგენს სწორედ იმ პირველ მცენარეულ ზღუდეს, რომელიც წმინდა ანდრია სალოსმა იხილა სამოთხეში. კანკელში ასევე ვხვდებით სვეტებს, რომლებიც ეკლესიის მამებს განასახიერებენ, რადგან ისინი "ეკლესიის შეურყეველ ბურჯებად იწოდებიან". სვეტი ხომ სიმტკიცის სიმბოლოა. ჩვენს წინ აღმართული მხედრები იცავენ იმ ზღვარს, რომელიც გადაულახავია.

დაბოლოს, ეს არის ის ხატებები, რომლებიც ხანდახან ჩვენდა უნებურადაც გვაკავშირებენ ზეცას. წმინდა ბასილი დიდი ამბობს: ყოველივე ამქვეყნად შექმნილი საგანი არის ზეციურის ხატი, მისი შესატყვისობა დედამიწაზე, რომლითაც ჩვენ ვწვდებით სამოთხისეულს და ვუკავშირდებით სამყაროს შემოქმედს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat