ნაღდი ქართული, ნაღდი ხალხური, პირველწყაროს რომ არ შორდება
ნაღდი ქართული, ნაღდი ხალხური, პირველწყაროს რომ არ შორდება
23 თებერვალს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დიდ დარბაზში ფოლკლორის მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნო კონცერტი ჩატარდა - ჯგუფმა "მთიებმა" მაყურებლებს მცირე ხნით ძველ საქართველოში გვაგრძნობინა თავი.

კონცერტის პირველი ნაწილი ტრადიციულ ქორწილს მიეძღვნა. ძველად მთელი ქორწილი - ნეფის მორთვა თუ პატარძლის შემოსვა, მისი დასაჩუქრება, ჯვრისწერად წასვლა, მოჭიდავეების დაჭიდება ნეფის ამალის წევრთან, ნეფის ოჯახში შესვლა და კერიის შემოვლა, საქორწილო ლხინი თუ სხვა წეს-ჩვეულებები - სიმღერის თანხლებით მიმდინარეობდა.

შემდგომ ვნახეთ, როგორ სრულდებოდა კოლექტიური შრომის სიმღერა, როგორ უმღეროდნენ "ლაზარეს" - ხელნაკეთ თოჯინას გვალვით ან წვიმით შეწუხებული ქალები. წარმოდგენილი იყო სადღეობო, საფერხულო წეს-ჩვეულებები, "ბატონების" ანუ სახადის (წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ყვავილი) დახვედრის, აგრეთვე საშობაო და სააღდგომო მუსიკალური ტრადიცია და სხვა.

წარმოდგენის მსვლელობისას ამა თუ იმ სიმღერის დანიშნულებას ანსამბლის ხელმძღვანელი გიგი (გიორგი) გარაყანიძე განგვიმარტავდა. "მთიების" მიერ შესრულებულ ნებისმიერ სიმღერას საფუძვლად დიდი სამეცნიერო სამუშაო უდევს. სიმღერების თავდაპირველი სახის დადგენა და მათი ამ სახით მოტანა მსმენელამდე "მთიების" დამაარსებელმა ეთნომუსიკოლოგმა ედიშერ გარაყანიძემ შეძლო. მის დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებს მისი ვაჟი. ამაჟამად ანსამბლი, უფრო სწორად, ეთნომუსიკის თეატრი, როგორც "მთიებს" უწოდებენ, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯ მონასტერთან ფუნქციონირებს.

კონცერტის დასასრულს ცოცხლად შესრულებული "ალილოს" ფონზე ეკრანზე ძველი, ბატონი ედიშერის მიერ მოწყობილი "ალილოს" კადრები გამოჩნდა...

რამდენჯერმე გამოთხოვების შემდეგ მაყურებლის შეუჩერებელმა ტაშმა "მთიებს" კიდევ ერთი ნომრის შესრულება აიძულა.

კონცერტის შემდეგ ყველანი უჩვეული სიხარულისა და საიმაყის გრძნობით ვიყავით აღსავსე.

"კარიბჭისთვის" კომენტარი ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ ჯემალ ჭკუასელს ვთხოვე:

"აი, ეს არის კარიბჭე საქართველოსი. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმაზე უკეთესი ეს არის-მეთქი, - ვთქვი. ნაღდი ქართული, ნაღდი ხალხური, პირველწყაროს რომ არ შორდება. ჩვენ ხალხური სცენაზე აგვაქვს და საერთაშორისოს ვხდით, მაგრამ ეს უფრო ქართულია. არა, ჩვენიც ქართულია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ეს არის დედა, ის კი გაზრდილი და სადღაც გავარდნილი შვილი. მე ძალიან მადლობელი ვარ გიგისი და ამ ბიჭებისა. ედიშერთან ახლო ურთიერთობა მქონდა. ეს მისი იდეაა, მისი შესრულებაა, მისი სტილია, მისი მანერაა. რაც დაიწყო ედიშერმა, ნაღდია და იმიტომ მომწონს. დიდი მადლობა ამისთვის. აღფრთოვანებული ვარ!"

ასეთი განწყობით დატოვა მაყურებელმა იმ საღამოს რუსთაველის თეატრი.

ღმერთმა ხელი მოუმართოს გიორგის და ყველა ჭეშმარიტად ქართულ საქმეს შეჭიდებულ ადამიანს!

მოამზადა
მარი აშუღაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat