თითოეულ სიმღერაში თავმოყრილია მთელი ჩვენი წარსული. ალბათ მისი გაცნობიერება აღზრდის ნამდვილ ერისკაცს
თითოეულ სიმღერაში თავმოყრილია მთელი ჩვენი წარსული. ალბათ მისი გაცნობიერება აღზრდის ნამდვილ ერისკაცს
ხალხური სიმღერა ჭეშმარიტ ქართველებად გვაყალიბებს
წინათ ჩვენი წინაპრები სამშობლოს სიყვარულს სიმღერებით გამოხატავდნენ ხოლმე... თანამედროვეობამ თითქოს გააფერმკრთალა წარსულის ფურცლები და ტრადიციული სიმღერები გარემიქსებულმა სანახაობებმა შეცვალა. თუმცა უცხოელებთან თავმოსაწონად ხალხურ სიმღერებს ვმღერით.

ღმერთმა გვიცოცხლოს ის ადამიანები, ვინც ხელიხელსაგოგმანები სიმღერები შემოგვინახა და თაობებს აძლიერებს. "კარიბჭის" სტუმრები არიან ჭეშმარიტად ქართული სიმღერის მთქმელნი კახა ონაშვილი და თამაზ საგინაძე. კახა ანსამბლების - "მძლევარისა" და "სულიკოს" ხელმძღვანელია.

- ქართული ხალხური სიმღერები ერის სულიერი საგანძური და სულის სარკეა, - გვეუბნება კახა, - საქართველოს თითოეული კუთხე თავისებური და მდიდარია. თითოეულ სიმღერაში თავმოყრილია მთელი ჩვენი წარსული. ალბათ მისი გაცნობიერება აღზრდის ნამდვილ ერისკაცს.

- თქვენც ამ სულისკვეთებით აღიზარდეთ?

- ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა მამამ, ტარიელ ონაშვილმა. ის ქართული ხალხური სიმღერის ერთ-ერთი მოამაგეა. დაარსების დღიდან ანსამბლ "რუსთავის" სოლისტია. ქართულ კულტურასთან, ხელოვნებასთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ, ბუნებრივია, ჩამრთო ამ ფერხულში. მამის გვერდით იყვნენ დიდებული ადამიანები - ჰამლეტ გონაშვილი, ომარ კელაპტრიშვილი, ლადო წივწივაძე... მათ ღირსეულ ხელოვანთა და მამულიშვილობის მაგალითი მისცეს მომავალ თაობას. მამაჩემის და ბატონ ანზორ ერქომაიშვილის დახმარებით ვეზიარე ქართულ ხალხურ სიმღერას. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ვზრდით მომავალ თაობას. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ეზიარება ქართულ ხალხურ სიმღერას, მით სასიკეთოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას. სიმღერასთან ერთად მოზარდი ყველაფერ ქართულს, ტრადიციულს სწავლობს. ქართული ხალხური სიმღერა ხომ სამხმიანია და თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, ისე ვერ იმღერებ. თუ კაცი ერთხელ "დაავადდა" სიმღერის სიყვარულით, სიცოცხლის ბოლომდე ვერ გადავა იმ გზიდან, რასაც მამა-პაპის დანატოვარის, მამულის სიყვარული ჰქვია.

პირადად ჩემთვის მიუღებელია ქართული ხალხური სიმღერის გაჯაზება-გარეპება. ეს ჩვენი ანსამბლის პატარა წევრებსაც არ მოსწონთ.

- როგორი სიმღერები მოსწონთ ჩვენი დროის ახალგაზრდებს?

- პედაგოგი ვარ და ვხედავ, რომ იმატა ხალხური სიმღერებით დაინტერესებამ. შესაძლოა ეს განაპირობა უგემოვნო, განსაკუთრებით კი უცხოური სიმღერების, მოძალებამ. აქედან გამომდინარე, მშობელსაც გაუჩნდა სურვილი, რომ შვილმა ქართულ გზას არ გადაუხვიოს. ჩვენს ანსამბლში მოსვლის შემდეგ ვხედავ, რომ ბავშვები მთლიანად დადებითისკენ შემობრუნდნენ. იმედი მაქვს, რომ თითოეული ქართველის ოჯახში არ მოიშლება ჰამლეტ გონაშვილის, ომარ კელაპტრიშვილის, გოგი დოლიძის ჰანგები.

- შემოქმედებითი მოღვაწეობა როდის დაიწყეთ?

- ექვსი წლიდან ანსამბლ "მართვეში" ვიზრდებოდი. შემდეგ ერთხანს ამ ანსამბლის ხელმძღვანელი გახლდით. მაშინ გაგვიჩნდა იდეა ანსამბლის ჩამოყალიბებისა. მომავალი თაობის მონდომებით, დაახლოებით 15 წლის ასაკში ანსამბლი "მძლევარი" დავაარსეთ. პარალელურად ანსამბლ "რუსთავში" დავიწყე სიმღერა, სადაც ათი წელი დავყავი. შემდეგ ისევ დავუბრუნდი ანსამბლ "მძლევარს" და გავაგრძელე მომავალი თაობების აღზრდა. არ შემიძლია მათი მიტოვება. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და შევეცდები, ხელი შევუწყო თითოეული ყმაწვილის ღირსეულ ქართველად აღზრდას.

- უფრო ვრცლად ხომ არ მოგვიყვებით ანსამბლ "მძლევარისა" და "სულიკოს" შესახებ?

- ბავშვთა ანსამბლი "მძლევარი" 1993 წელს შეიქმნა. მიუხედავად მაშინდელი მძიმე პირობებისა, მშობლები შვილებს ყველანაირად ხელს უწყობდნენ. ანსამბლმა მრავალი წარმატება მოიპოვა. ანსამბლ "სულიკოში" ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან გაერთიანებულნი. "მართვედან" მოვდივართ მე, ვანო გალუაშვილი, გოჩა დათუსანი. მერე ჩვენი გზები გაიყო. მათ კლასიკა აირჩიეს, მე ისევ ფოლკლორს გავყევი. რამდენიმე წლის წინ კი ეს ანსამბლი შევქმენით. ქართული ხალხური სიმღერის შესრულება გადაწყვიტეს კლასიკოსებმა, ოპერის მომღერლებმა. თითოეული მათგანი მართლაც დიდი მომღერალი და ჩინებული ქართველია. ერთობლივი მოღვაწეობით წარმატებებსაც მივაღწიეთ. ვიყავით უცხოეთშიც - ისრაელში, ესტონეთში, ყაზახეთში. ხალხური საკრავების შემსრულებლად მოვიწვიეთ დავით ყიფიანი, რომელმაც უფრო გაამრავალფეროვნა ჩვენი შემოქმედება. ვიმედოვნებ, მომავალშიც გვექნება გასტროლები, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის გატანას უცხოეთში.

- რას აპირებთ მომავალში?

- ანსამბლ "მძლევარის" ბავშვებთან ერთად უკვე ვმუშაობთ კიდევ ერთი დისკის ჩაწერაზე, ვემზადებით ახალი ალბომის გამოსაცემად. ვმუშაობთ ახალ პროგრამაზე.

- ბატონო თამაზ, ქართული სუფრა უსიმღეროდ წარმოუდგენელია. გრძელდება ეს ტრადიცია?

- ოპერის მომღერალი ვარ, მაგრამ ეროვნული სიმღერის სიყვარული ბავშვობიდან მომდევს - 6 წლიდან ვეზიარე. ბავშვთა ანსამბლმა "მირანგულამ" ბევრი რამ შემძინა. ქალბატონ ქეთევან შინდაგორიძის ხელმძღვანელობით ეს ანსამბლი დღემდე არსებობს. 27 წლისამ კონსერვატორიაში ჩავაბარე და კლასიკურ სიმღერას გავყევი. ერთ დღესაც ისეთ ლამაზ ქართულ სუფრაზე მოვხვდი, რომ მე და ჩემს მეგობრებს ხალხური ანსამბლის შექმნის აზრი მოგვივიდა. ჩემთვის დღემდე წარმოუდგენელია ქართული სუფრა ხალხური სიმღერების გარეშე. ერთ-ერთ ქადაგებაში უწმინდესი ბრძანებს, ტრადიცია სუფრიდან იწყებაო. ასეა, რადგან სუფრა არის გამომხატველი ადამიანობისა, კაცობისა. აქ სწავლობ პატივისცემას უფროსისა, მოსმენის კულტურას, სიყვარულს, მეგობრობას.

- რა მნიშვნელობა აქვს ქართველისთვის ქართულ ხალხურ სიმღერას?

- ჩოხას რომ კაცი მოირგებს, ის უკვე სხვანაირი ხდება. კარგი იქნება, თუ ყოველ საერო თუ რელიგიურ დღესასწაულზე ქართველი ეროვნულ შესამოსელს ჩაიცვამს. ამით ქართველობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

KARIBCHE

ანსამბლი "სულიკო"

რადგან მართლმადიდებლურ ჟურნალ "კარიბჭეს" ვესაუბრებით, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ანსამბლი "სულიკო" მიწვეული იყო ესტონეთში, მართლმადიდებლური გალობის ფესტივალზე, სადაც შევასრულეთ ქართული საგალობლები და ხალხური სიმღერები.

ასე რომ, ანსამბლ "სულიკოს" შემოქმედებაში ქართული საგალობლებიც მრავლად გვაქვს.

ვთხოვ მკითხველს, შვილები, მომავალი თაობა აზიაროს ქართულ სიმღერას. შეიძლება ყველა მათგანი მომღერალი არ გახდეს, მაგრამ ჭეშმარიტ ქართველად და მართლმადიდებლად აუცილებლად ჩამოყალიბდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat