"მიდგომილი ღვთისმშობლის" ხატი შეეწევა ყველა ორსულს, მშობიარეს და უშვილოს
"მიდგომილი ღვთისმშობლის" ხატი შეეწევა ყველა ორსულს, მშობიარეს და უშვილოს
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: "ჩვენ იმედით უნდა შევყურებდეთ მომავალს. აუცილებლად გავალთ სამშვიდობო გზაზე. აუცილებლად, ძალიან მალე, ღვთის ნებით, დადგება დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, საქართველო გაბრწყინდება და სულიერად ამაღლდება. ეს ჩვენი დამსახურება კი არ არის, წყალობაა ღვთისა და შუამდგომლობა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა, რამეთუ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა".

მართლაც, ჩვენს ერს უდიდესი წყალობა ხვდა წილად. საქართველო დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა. ღვთისმშობელი დედაც არის და ქალწულიც. იგი შვილისადმი სრულყოფილი სიყვარულის მაგალითია.

ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერში შენდება წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი. წმინდა ბარბარე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, ჩვილების მფარველი გახლავთ. ამ ტაძარს სრულიად საქართველოს დედები აშენებენ. ამიტომ იგი იმ მადლითაა გამთბარი, რომელსაც დედა-შვილობის მადლი და სიყვარული ჰქვია. ტაძრის მშენებლობას სათავეში უდგას ორი შვილის დედა - ქალბატონი ნინო ახობაძე. სწორედ მისი დაკვეთით და ბათუმში მცხოვრები დედა-შვილის - ქ-ნი მანანა და მირანდა დგებუაძეების შემოწირულობით საჭამიასერის წმინდა ბარბარეს ტაძრისთვის დაიწერა მიდგომილი ღვთისმშობლის ხატი - ქარელის რაიონის სოფელ დირბის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წმინდა ბარბარეს ტაძრის ერთ-ერთ ფრესკაზე წარმოდგენილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულების ასლი (ხატი შემოქმედელი ეპისკოპოსის იოსების კურთხევით შეიქმნა).

დირბის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსს 2006 წელს მონოგრაფიული გამოკვლევა მიუძღვნეს ხელოვნებათმცოდნეებმა: გიორგი გაგოშიძემ და ნინო ჩიხლაძემ. შუა საუკუნეების ქართული კულტურის ეს ღირსშესანიშნავი ძეგლი საინტერესოა როგორც არქიტექტურული, ასევე მონუმენტური მხატვრობის თვალსაზრისით.

ვესაუბრებით ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორს, ქ-ნ ნინო ჩიხლაძეს.

- დირბის სამონასტრო კომპლექსის მიმართ ფართო საზოგადოების ინტერესი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ცენტრალურ ნავში, ბედნიერი შემთხვევის წყალობით, დიდი მხატვრული ღირებულების მოხატულობის ფრაგმენტები აღმოჩნდა. რომელი საუკუნით თარიღდება იგი?

KARIBCHE- 2001 წელს მამა იოანემ (ოხანაშვილი) მრევლთან ერთად დაიწყო ეკლესიის მიწით დაფარული დასავლეთი ფასადის გაწმენდა-გასუფთავება. ეკლესიის ინტერიერი ძირითადად გაჯით იყო შელესილი და მხოლოდ აქა-იქ ჩანდა დაზიანებული ფრაგმენტები. როდესაც მრევლმა ნესტისგან ნაწილობრივ დაშლილი გაჯი მოაცილა, გამოჩნდა ორი ფენა. ამის შემდეგ მოძღვარმა სამუშაოები შეაჩერა და სპეციალისტებს (ისტორიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებს, რესტავრატორებს) დაუკავშირდა. გამოჩნდა იშვიათი იკონოგრაფიული ვერსიები, ბიზანტიური სკოლის მხატვრობის ნიმუშები, რომლებიც თარიღდება XIVს.-ის შუა წლებით, ხოლო კანკელის ხატები და ცალკეული ფრაგმენტები - XVII საუკუნით. ეკლესიის Xს.-ის არქიტექტურის, წარწერებისა და რელიეფური სამკაულის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა ქართული სახელმწიფოს გაერთიანების წინაისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები და გამორჩეული პერსონაჟები - ლეონ III აფხაზთა მეფე (957-967) და ქართლის ერისთავი იოანე მარუშის ძე.

დირბის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის კედლის მხატვრობა ფერადოვნებით არის გამორჩეული. ნიშანდობლივია, რომ რესტავრაციის დროს პირველად დედა ღვთისას სახე გამოჩნდა. გაირკვა, რომ ეკლესიაში წარმოდგენილია მხოლოდ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი თემები. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ამ ძეგლისა: საუფლო ციკლის სცენებიდან შერჩეულია მხოლოდ ის, სადაც ღვთისმშობელი ფიგურირებს (ხარება, შობა, მიძინება...)

- ღვთისმშობლის ორსულობის მაჩვენებელი გამოსახულება კედლის რომელ ნაწილზეა გამოსახული?

- ეს გახლავთ სამხრეთ-დასავლეთ კედელზე წარმოდგენილი "იოსების ყვედრების" სცენა. ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი ციკლი იწყება "ძღვნის უარყოფით". როდესაც მარიამის მშობლები - იოაკიმე და ანა მიდიან ტაძარში ძღვნის შესაწირად, მღვდელმთავარი არ იღებს მათგან შესაწირს, რადგან ისინი უშვილოებად არიან მიჩნეულნი. ეს კი ძველ აღთქმაში დიდ ცოდვად, ღვთის დიდ წყრომად აღიქმებოდა. ამ სცენას მოსდევს ხარება იოაკიმესა და ანასი. მომდევნო სცენები დასავლეთ კედელზე გადადის. აქ წარმოდგენილია: "მარიამის შობა", "მღვდელმთავართაგან კურთხევა ჩვილი მარიამისა", "ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება". ეს უკანასკნელი გამოყოფილია, რადგანაც საუფლო დღესასწაულების ციკლშია ჩართული. ამ სცენებს მოსდევს მარიამის ყრმობის ამსახველი ეპიზოდები: "მარიამი ტაძარში", "ზაქარიას ლოცვა"; შემდეგ უკვე "დაწინდვა". ამ სცენების ძალზე მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. შემდეგ მოდის "ხარება", რომელსაც მოსდევს "იოსების ყვედრების" სცენა. სწორედ მასზეა გამოსახული მიდგომილი ღვთისმშობელი.

"იოსების ყვედრების" სცენა იშვიათად გამოისახებოდა არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთოდ ღვთისმშობლის ცხოვრების ციკლის ამსახველ ძეგლებში. მისი მაგალითები გვხვდება ღვთისმშობლის ცხოვრების ციკლში, აკათისტოს (დაუჯდომლის) ჰიმნების დასურათებაში, სადაც ის მე-4 კონდაკს - "ღელვისა შინაგან მქონებელს" განასახიერებს.

- ღვთისმშობლის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. თუნდაც მისი ყრმობა ან "იოსების ყვედრების" ამბავი მახარებლებს აღწერილი არ აქვთ. მისი ლიტერატურული წყარო, როგორც ჩანს, აპოკრიფული ძეგლია, რომელიც ეკლესიის მიერ გარკვეულწილად შეწყნარებული და პატივდებულია. რას მოგვითხრობს "იაკობის ყვედრების" სცენაზე წარმოდგენილი ეპიზოდი?

- "იოსების ყვედრების" ლიტერატურული წყარო იაკობის პირველსახარება გახლავთ, სადაც მოთხრობილია ეპიზოდი ხუროობიდან შინ დაბრუნებული იოსების მწუხარების შესახებ, რომელმაც მარიამი მეექვსე თვეში გადამდგარი ორსული პოვა "და უთხრა: ღვთისაგან გამორჩეულო, ეს რა ჰქმენ? ნუთუ დაივიწყე უფალი ღმერთი შენი?.. მწარედ ატირდა მარიამი და მიუგო: წმინდა ვარ მე და არ ვიცი მამაკაცი". დირბის კომპოზიციის მხოლოდ მარჯვენა ნაწილია შემორჩენილი, სადაც თეთრნარევი მოვარდისფრო-ღვინისფერი არქიტექტურული კულისების ფონზე ღვთისმშობლის ფეხზე მდგომი ფიგურაა წარმოდგენილი. შარავანდმოსილ, ოდნავ თავდახრილ გამოსახულებას ზეაპყრობილი მარჯვენა სახესთან აქვს მიტანილი, მარცხენა კი მკერდთან და მწუხარებასა და უსამართლო ბრალდებათა უარყოფას გამოხატავს. მკლავებზე გადაფენილი, ტეხილ ბოლოებად დაშვებული მეწამული მაფორიუმის ფონზე მკაფიოდ ჩნდება თეთრნარევ-ცისფერ სტოლაში გახვეული ორსული მარიამის სხეული. ეს გამოსახულება დაუფარავი ნატურალიზმითა და ფაქიზი ოსტატობით წარმოგვიდგენს გამორჩეული ლირიზმითა და სითბოთი სავსე ორსული ღვთისმშობლის ფიგურას. მას ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი. მარიამის თავის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს, ცის მონაცრისფრო-მოლურჯო ფონზე თეთრათი შესრულებული ღვთისმშობლის ბერძნული ინიციალებია. სცენის მარცხენა ნაწილი, სადაც იოსების ფიგურა უნდა ყოფილიყო, პირწმინდად ამოშლილია.

- საქართველოს კიდევ რომელი ტაძრის მოხატულობაშია წარმოდგენილი "იოსების ყვედრების" სცენა (ორსული ღვთისმშობლის გამოსახულება)?

- მსგავსი იკონოგრაფიული სცენა გვხვდება ზარზმის ეკლესიისა და უბისის დიდი კარედის ხატის მოხატულობებში. ოღონდ, სამწუხაროდ, უბისის კარედის ხატის ეს სცენა მაინცდამაინც იმ ადგილას არის დაზიანებული, სადაც ღვთისმშობლის წიაღია მინიშნებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასე დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, იყო თუ არა ამ სცენაზე ხაზგასმული ღვთისმშობლის ორსულობის გამომსახველი ფორმები ისე, როგორც ეს დირბის ეკლესიაშია წარმოდგენილი, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნამდვილად ასე იქნებოდა.

- დაბოლოს, რით იყო გამოწვეული ღვთისმშობლის ორსულობის ამსახველი ფორმების ასე მკაფიოდ წარმოჩენა, ხომ შეიძლებოდა მხოლოდ მიენიშნებინათ?

- ეს დროის ნიშანი გახლავთ, სწორედ იმ პერიოდის მხატვრული სტილის ნიშანი, რომლითაც თარიღდება ეს ძეგლი (XIVს.-ის I ნახევარი). ამ დროისთვის განსაკუთრებით მძაფრდება ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ფიგურებისადმი ანთროპოლოგიური კუთხით მიდგომა, წინ კვლავ იწევს მათი ადამიანური თვისებები. სწორედ ანთროპოლოგიური ასპექტის გაძლიერებით არის გამოწვეული ადამიანური ემოციებითა და განცდებით დატვირთული მეტყველი ჟესტიკულაციები: აღშფოთება, მწუხარება და ა.შ. ეს ყოველივე ხილულ და მატერიალიზებულ სახეს იღებს ამ პერიოდში. ეს პროცესები ბიზანტიურ-თეოლოგიურ სწავლებაში მომხდარი ძვრებითაც არის განპირობებული, რომელსაც სათავეში წმინდა გრიგოლ პალამა უდგას. სწორედ მას ეკუთვნის ყველაზე მეტი ნაშრომი ქრისტიანული ანთროპოლოგიის დარგში.

ახლა ისევ ახალშექმნილ "მიდგომილი ღვთისმშობლის" ხატს დავუბრუნდეთ, რომლის პირველწყარო (დედანი) სწორედ დირბის მონასტრის ფრესკაზე გამოსახული ღვთისმშობელი გახლავთ. ამ ხატიდან გამოსჭვივის ღვთისმშობლის ლმობიერი და მოწყალე მზერა. "მიდგომილი ღვთისმშობლის" ხატი ხატმწერმა ზაზა დავითულიანმა დაწერა, ოქრომჭედლობით კი მხატვარმა პაატა ღონღაძემ შეამკო. ამის მერე ხატი საკურთხებლად ქუთაისის წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. მრევლმა ხატს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი) შუა ტაძარში, ანალოღიაზე დააბრძანა გელათის საგანძურიდან გამობრძანებული წმინდა ნაწილები: წმინდა მოციქულ თომასი, წმინდა დიმიტრი თესალონიკელისა, წმინდა თეოდორე ტირონისა, წმინდა გიორგისა, წმინდა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისა - მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა, წმინდა იოანე ოქროპრისა, წმინდა სამსონისა, ბენედიქტესი, თეოქტისტესი, ემელიანესი და სხვა მრავალთა.

ქუთათელ-გაენთელმა მიტროპოლიტმა ღამისთევის ლოცვის აღვლენის შემდეგ წარმოთქმულ ქადაგებაში ბრძანა: "ძლიერია ჩვენი სამშობლო. ზეციური მოზეიმე ეკლესია ლოცულობს დღეს ჩვენთვის. ბოლოს და ბოლოს, უნდა შევიგნოთ, რომ უპატრონოები არ ვართ; უფალი და ღვთისმშობელი არიან ჩვენი პატრონი. აი, დღეს ჩვენს თვალწინ ბრძანდება "მიდგომილი ღვთისმშობლის" ხატი. ეს შემთხვევით არ ხდება და ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი გვეუბნება: "მე თქვენთანა ვარ, საქართველოში". განსაკუთრებით მინდა დავლოცო შემოქმედელი ეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე), რომელმაც დიდად იღვაწა გურიაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად. მინდა დავლოცო გურული მრევლი, რომელიც თან ახლავს ამ ხატს. დიდი ბედნიერებაა, როცა ადამიანს ღვთისმშობელთან უნდა ყოფნა. დღეს სიხარული იფრქვევა ირგვლივ და მრავლდება. უსაზღვროდ მიხარია და მინდა გონზე მოვეგოთ. ჩვენმა წინაპრებამ უკვე გააკეთეს ისტორიული არჩევანი. ჩვენი ვალია, მათი ნამემკვიდრევი სარწმუნოება შეურყვნელად დავიცვათ და ეს მადლმოსილება მომავალ თაობას არ დავუკარგოთ".

ხატმა ის ღამე ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში გაათია. მეორე დილით იგი პატივით გადააბრძანეს ქუთაისის სახელმწიფო ეროვნულ მუზეუმში, სადაც უდიდესი სიწმინდე - ღვთისმშობლის კაბის ფრაგმენტია დაცული. მუზეუმის თანამშრომლების ცნობით, ოქროსფერ სანაწილეში ჩაბრძანებული ეს სიწმინდე 1923 წელს გელათიდან გადმოიტანეს მუზეუმში ჭედური ხელოვნების სხვა მნიშვნელოვან ძეგლებთან (ხატებთან, ჯვრებთან) ერთად. ღვთისმშობლის კვართის ფრაგმენტის შემცველი სანაწილე მუზეუმის ისტორიაში მესამედ იქნა გამობრძანებული საცავიდან. ამჯერად იგი შეახეს ახალშექმნილ "მიდგომილი ღვთისმშობლის" ხატს და ამ ხატზე გადმოვიდა მადლი და კურთხევა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. იმავე დილით, წირვაზე ხატი მუზეუმიდან კვლავ ქუთაისის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. წირვის დასრულებისთანავე მეუფე კალისტრატემ ხატი აკურთხა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ "მიდგომილი ღვთისმშობლის" ხატი იკურთხა 8 ნოემბერს - გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის, წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის ხსენების დღეს. ამ ხატმაც ხომ გურიის ეპარქიაში უნდა დაიდოს ბინა. ხატის კურთხევის შემდგომ წარმოთქმულ ქადაგებაში მეუფე კალისტრატემ ბრძანა: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი", - ბრძანებს დავით მეფსალმუნე. ჩვენი ერის ძლიერებისა და გაუტეხლობის ერთ-ერთი მძლავრი წინაპრობა ის არის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მაგრამ საფუძველთა საფუძველი მაინც უფლის მცნებების აღსრულებაა. სასწაულია ამ ხატის აქ მობრძანება. ისიც დიდი სასწაულია, რომ დედა ღვთისმშობელი ქუთაისში ინახავს თავისი კვართის ფრაგმენტს. დღეს ეს ხატი მუზეუმში იქნა მიბრძანებული და თავად ღვთისმშობელმა აკურთხა იგი, რაც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ღვთისმშობელი არასოდეს მიგვატოვებს, თუკი ჩვენ არ მივატოვებთ მას. "მიდგომილი ღვთისმშობლის" ხატი შეეწევა ყველა ორსულს, მშობიარეს და უშვილოს. თუკი შევევედრებით მას, ბედნიერება დაივანებს ჩვენს ქვეყანაში. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს ხატი დღეს ჩვენთან ბრძანდება. შევთხოვ მაღალ ღმერთს, დიდხანს აცოცხლოს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი თავის ჯვარცმულ სამშობლოსთან ერთად, დედა ღვთისმშობელმა თავისი კალთა გადაგვაფაროს ჩვენ და სრულიად საქართველოს. ამინ!"

კურთხევის შემდეგ ხატმა გურიისკენ აიღო გეზი.

P.S. საქართველოს კეთილდღეობა და ძლიერება მისი მომავალი თაობაა. უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და წინსვლის ერთ-ერთ მთავარ პირობად მრავალშვილიანი ოჯახების სიმრავლე დასახა. სწორედ მომავალზე ზრუნვითა და დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად უწმინდესმა შესთავაზა მოსახლეობას, თავად ყოფილიყო ყოველი ახალდაბადებული მესამე და შემდეგი შვილის ნათლია. მან ბრძანა ისიც, რომ უახლოეს პერიოდში ეკლესიისგან განსაკუთრებით დაილოცება და ერისთვის თავდადებულის წოდება მიენიჭება იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ. სააღდგომო ეპისტოლეში ვკითხულობთ: "ქრისტიანობა სხვისთვის ცხოვრებაა, საკუთარ მოთხოვნილებებზე, ზოგჯერ ელემენტარულზეც კი, უარის თქმაა, ჩვენს ქვეყანას კი არა მარტო ეს, არამედ ყველა დროში სჭირდებოდა თავგანწირვაც. ამიტომ გვყავს ამდენი წმინდანი. სწორედ მათი წყალობით გადავრჩით. ახლანდელი ჩვენი ყოფა კი თითოეული ქრისტიანისგან, უპირველეს ყოვლისა, ითხოვს იმ ღვაწლს, რასაც შვილიანობით ქვეყნის მსახურება ჰქვია.

დღევანდელ პირობებში ამის განხორციელება ძალიან ძნელია, მაგრამ იგი ჩვენი ერის გადარჩენის გარანტიაა და საქართველოს მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი".

დაე, "მიდგომილი ღვთისმშობლის" ხატის მადლი შეეწიოს ყველა ქართულ ოჯახს. შეაძლებინოს მათ მომავალი თაობის აღზრდა ჭეშმარიტი და მარადიული ცხოვრებისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat