წმინდანთა და სიწმინდეთა განდიდება, მათ მიმართ ლოცვა-ვედრება მორწმუნე სულის ბუნებრივი და მარადიული მოთხოვნილებაა
წმინდანთა და სიწმინდეთა განდიდება, მათ მიმართ ლოცვა-ვედრება მორწმუნე სულის ბუნებრივი და მარადიული მოთხოვნილებაა
ქართული ლიტურგიული პოეზია სათავეს დაახლოებით VII საუკუნიდან იღებს. თავდაპირველად ქართველები ჰიმნებსა და საგალობლებს ბერძნულიდან თარგმნიდნენ. IX-X საუკუნეებში, როდესაც ქართულმა ჰიმნოგრაფიამ განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია, ქართველმა ჰიმნოგრაფებმა ბერძნული წარმოშობის ლიტურგიკულ კრებულებში ბერძნულ ელემენტს გვერდი აუქციეს და საკუთარი, ქართული შინაარსი ჩადეს. აღმავლობის მწვერვალზე იდგა ორიგინალური შემოქმედებაც. გამოჩნდნენ ბრწყინვალე ჰიმნოგრაფები, რომელთაც მოხდენილად შეამკეს არა მარტო ქართველი, არამედ მსოფლიო ეკლესიის წმინდანები და დღესასწაულებიც. მანუსკრიპტებმა მრავალი მათგანის სახელი შემოგვინახა: მიქაელ მოდრეკილი, იოანე მინჩხი, იოანე მტბევარი, ეზრა, იოანე ქონქოზისძე, სტეფანე ჭყონდიდელი - სანანოისძე, ზოსიმე, ნიკოლოზ გულაბერისძე, დავით აღმაშენებელი, იოანე პეტრიწი, იოანე შავთელი, იოანე ანჩელი, არსენ ბულმაისიმისძე, საბა სვინგელოზი...

ორიგინალური ჰიმნოგრაფია განსაკუთრებით XVIII საუკუნეში აყვავდა. ყველაზე მეტი შრომა ამ სფეროში ანტონ კათოლიკოსმა გასწია, რომელმაც შეადგინა თითქმის ყველა ქართველი წმინდანისა და დღესასწაულის საგალობელთა კრებულები.

მას შემდეგ კიდევ ორი საუკუნე გავიდა. უამრავი წმინდანი გამობრწყინდა ზეციური საქართველოს ცაზე და შეემატა ქართველ წმინდანთა დასს. ეკლესიური ცნობიერების, ეროვნული თვითშეგნებისა და კულტურის გამოღვიძებამ კი თავისთავად მოიტანა ახალი საგალობლების შექმნის საჭიროება. თანამედროვე ქართველი ჰიმნოგრაფები ტრადიციას არ ღალატობენ, რუდუნებით ეცნობიან ახალშერაცხულ წმინდანთა ბიოგრაფიებს და ქმნიან საგალობლებს, რომლებშიც მათ განადიდებენ.

თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ მიქაელ გალდავას არაერთი ქართველი წმინდანი ჰყავს განდიდებული. მის მიერ დაწერილი საგალობლები სწორედ იმ განწყობისა და ზნეობის ადეკვატურია, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა ჩვენში.

- საქართველოში ეკლესიური ცხოვრების გამოცოცხლების კვალობაზე აღდგა ჰიმნოგრაფიაც. რამდენად მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება და რა არის ამისათვის საჭირო?

- საეკლესიო მწერლობა შეუძლებელია მოვიაზროთ ჰიმნოგრაფიის გარეშე. ამ უძველეს ჟანრში ჩატვირთულია ყოველივე ის, რასაც იცნობს საღვთისმეტყველო აზროვნების ისტორია. ჰიმნოგრაფია თეოლოგიის გამომთქმელი პოეზიაა და მისი აღორძინების მნიშვნელობა უაღრესია და ღირებული.

- რამდენადაც ვიცი, თქვენს მიერ შექმნილი საგალობლები უმეტესად ქართველ წმინდანებს ეძღვნება.

- გამოცემული მაქვს ოცამდე დაუჯდომელი საგალობელი და პარაკლისი "ყოველთა წმიდათა". უმეტესობა, რა თქმა უნდა, ქართველ წმინდანებს ეძღვნება. თუმცა საგალობლები მიეძღვნა წმინდა იოანე ნათლისმცემელს, მის მშობლებს - წმინდა ზაქარიასა და ელისაბედს, წმინდა პანტელეიმონს. სლავურ-რუსულიდან ვთარგმნე რუს წმინდანთა რამდენიმე აკათისტო. ასე რომ, გეოგრაფიითა და ეროვნული ნიშნით ნამდვილად არ ვარჩევთ ქების ადრესატს, მხოლოდ ვცდილობ, შევავსო არსებული ლიტურგიკული სიცარიელე.

- საგალობლების წერა როგორ გადაწყვიტეთ და ვის მიუძღვენით პირველი ჰიმნი?

- პროფესიით ფილოლოგი ვარ, ლიტერატორი, და, რა თქმა უნდა, მწერლობასთან სიახლოვე ჩემთვის ბედნიერებაა. პირველი დაუჯდომელი საგალობელი კი წმინდა ამბროსი აღმსარებელს (კათოლიკოს-პატრიარქი ამბორსი ხელაია) მიეძღვნა.

- ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებების შექმნისას რა უნდა იქნეს გათვალისწინებული და რამდენად შრომატევადი და საპასუხიმგებლოა პოეტური კანონის შექმნა?

- ჰიმნოგრაფიული ნიმუშები ყოველთვის იქმნებოდა და იქმნება ღვთის მადლითა და ადამიანის ნიჭით. თუმცა თანამედროვენი ძველ ავტორებთან შედარებით მხოლოდღა აჩრდილები ვართ. საგალობლების შექმნისას ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი: თეოლოგიური სიზუსტე, წმინდანთა ცხოვრებისა თუ აღსასრულის ცოდნა, პოეტურ ტექნიკაში გაწაფულობა, ანუ "ენა, გული და ხელოვანება". ყოველივე ეს, რასაკვირველია, მეტად შრომატევადია და საპასუხისმგებლო: ჯერ ერთი, სიტყვის დამორჩილება რთული პროცესია, თანაც დგახარ წმინდანებისა და სიწმინდეების წინაშე.

- არის ერთი საკითხიც: ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ და თანამედროვე ქართულ ენაზე ვსაუბრობთ. ზოგს მიაჩნია, რომ ძველი ქართული ენით დაწერილი საგალობლები აფერხებს როგორც ენის, ასევე ჰიმნოგრაფიის განვითარებას. გარდა ამისა, სულ უფრო მცირდება ძველ ქართულენოვანი წიგნების მკითხველთა რიცხვი. თქვენ კი ძველ ჰიმნოგრაფთა ტრადიციას აგრძელებთ და უპირატესობას სწორედ ძველ ქართულ ენას ანიჭებთ.

- ძველი ქართული ენის სივრცე მეტია, ვიდრე თანამედროვე ქართულისა. ელემენტარულად, სიტყვას "ცა" თანამედროვე ქრთულში მრავლობითის ფორმა არ მოეპოვება ("რომელი ხარ ცათა შინა", ან "ცანი თხრობენ დიდებასა ღმრთისასა"). ასე რომ, თავად განსაჯეთ, ამ თვალსაზრისით რომელი მიმართულება იქნება უფრო ზუსტი: საეკლესიო საგალობლები ვწეროთ ძველქართულად თუ თანამედროვე ქართულით.

- მღვდლობის მადლი რამდენად გეხმარებათ იმ განწყობილების შენარჩუნებაში, რომელიც თქვენს მიერ შექმნილ ნიმუშებში ყოველთვის იგრძნობა?

- მღვდლობა იმთავითვე სულიერ განწყობილებას გულისხმობს. ამის კვალობაზე, სასულიერო პირობის საფარველიც დიდად გვეწევა.

- ახალშერაცხული წმინდანების შესახებ იქმნება საკითხავები, სპეციფიკური ჰიმნოგრაფიული მასალა. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ წმინდანთა შესახებ დაწერილი წეს-განგებებიც ჩაერთოს ლიტურგიულ პრაქტიკაში?

- კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ნაყოფიერად მუშაობს ჰიმნოგრაფთა ჯგუფი. იქმნება პარაკლისები, აკათისტოები, ტროპარ-კონდაკები, წეს-განგებები. კანონიკურად კი საკითხავთა ლიტურგიულ მსახურებებში ჩართვა წმინდა სინოდის პრეროგატივაა.

- რამდენად მნიშვნელოვანია ჰიმნოგრაფისთვის წმინდანთა ცხოვრებების ღრმად შესწავლა?

- აკათისტოების შესაქმნელად წმინდანთა ცხოვრების ღრმად შესწავლა აუცილებელი პირობაა, თუმცა ავტორი საგალობლებზე მუშაობისას ყოველთვის უნდა გაურბოდეს პროზაიზმის მოსალოდნელ საფრთხეს. ჩვენ მიერ განდიდებულ წმინდანებთან სულიერი სიახლოვის თაობაზე, უმჯობესად მიგვაჩნია, ამჟამად დავიდუმოთ და სიტყვა "შემდგომ საუკუნეს" დავუთმოთ, როცა ყველაფერი "ცეცხლით გამოიცდება".

- დაბოლოს, ქართველ წმინდანთა განდიდება, მათთან ლოცვითი კავშირი და შემწეობა რამდენად წაადგება ჩვენს ეკლესიას, თითოეული ადამიანის სულს და ზოგადად ქართველი ერის სულიერ განვითარებას?

- წმინდანთა და სიწმინდეთა განდიდება, მათ მიმართ ლოცვა-ვედრება მორწმუნე სულის ბუნებრივი და მარადიული მოთხოვნილებაა. ასე რომ, სულის ზრდისა და ერის აღორძინებისთვის აუცილებელია საგალობლებთან სიტყვიერი და გონიერი ურთიერთობა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat