ამ ხატმა უნდა შემოუაროს თბილისის ტაძრებს ლოცვითა და პარაკლისებით
ამ ხატმა უნდა შემოუაროს თბილისის ტაძრებს ლოცვითა და პარაკლისებით
13 ნოემბერს სრულდება ასი ათასი თბილისელის წამების 781 წელი. მოგეხსენებათ, ასი ათასი მოწამე თბილისის მფარველია წმინდა აბო თბილელთან, წმინდა ვახტანგ გორგასალთან და სხვა ბევრ წმინდანთან ერთად. ერთ დღეს ასი ათასი წამებული - მსოფლიოში უპრეცედენტო ფაქტია. 2 წლის წინ მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ აკაკი მელიქიძის კურთხევით, ტაძრის მრევლთაგანს, ქ-ნ ლალი გიორგაძეს დაევალა, ეხელმძღვანელა ასი ათასი მოწამის დიდებული ხატის დაწერისთვის, რასაც წინ გარკვეული მისტიკური მინიშნებები უძღოდა. უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით, ხატმა უნდა შემოუაროს თბილისისა და მისი შემოგარენის ტაძრებს. ამჟამად ხატმა უკვე 65 ტაძარი მოიარა.

ვესაუბრებით ქ-ნ ლალი გიორგაძეს.

- თითოეული თბილისელისა და ქართველისთვის ძალიან სასიხარულოა ამ ხატის შექმნა. გვიამბეთ, როგორ გაჩნდა იდეა ამ ხატის შექმნისა.

- 2005 წლის სექტემბერში მქონდა თითქოს ერთგვარი გამოცხადება. რა თქმა უნდა, სასულიერო პირები გვაფრთხილებენ, რომ არ ავყვეთ ხილვებს, მაგრამ ამ მინიშნებამ მე, უბრალო მოკვდავს, მიბიძგა ღვთის სათნო საქმის კეთებისკენ.

ხატმწერად შოთა ცინცაძე შეირჩა. ფინანსური პრობლემები ჯერ კიდევ მოუგვარებელი იყო, მაგრამ გარემოებებმა გვიბიძგა, საქმე არ გადაგვედო. დავიწყეთ და პირველმა ღვთის შეწევნამაც არ დააყოვნა: ერთმა მონაზონმა ათასი ლარი შემოგვწირა. შეირჩა ხატის ზომები (1,5მX1,2მ). ხატი შეიქმნა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, კანონიკის სრული დაცვით.

- სად იკურთხა ხატი და როგორ დაიწყო მისი შემოტარება თბილისის გარშემო?

- ხატი 2007 წლის 7 აგვისტოს, სვეტიცხოვლის ტაძარში, უფლის კვართთან აკურთხა დეკანოზმა აკაკი მელიქიძემ.

როგორც ყაზანის ღვთისმშობლის ხატი შემოატარეს მოსკოვს, ისე ამ ხატმა უნდა შემოუაროს თბილისის ტაძრებს ლოცვითა და პარაკლისებით, რათა დაიცვას დედაქალაქი ყოველგვარი მტრის ზედამოსვლისგან.

დიდი მადლობა ჩვენს უბრძნეს პატრიარქს. როგორც კი დახედა ხატის რეპროდუქციას, მაშინვე მოგვცა კურთხევა, ამ ხატით შემოგვევლო თბილისისა და მისი შემოგარენის ტაძრები.

- ხატი ჩარჩოიანად საკმაოდ მძიმეა. ხომ არ გიჭირთ მისი ტარება, ვინ გეხმარებათ?

- მას განსაკუთრებული ფორმის მანქანა ესაჭიროება და ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, თუკი ვინმეს შეუძლია, დაგვეხმაროს ამ მადლიან საქმეში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მამა ლევანს (ფირცხალაიშვილს). იგი ჩვენთან ერთად მომლოცველობს და ორშაბათობით ყველგან აყენებს წირვას.

ხატის შექმნამდე არ არსებობდა ამ წმინდანების სავედრებელი პარაკლისი. ხატის დაწერისთანავე ქალბატონმა თინათინ მჭედლიშვილმა გამოსცა პარაკლისიც და დაუჯდომელიც. ამასთანავე, გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში აშენდეს ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი, რაც, რაღა თქმა უნდა, სასიხარულო და მისასალმებელია.

ისიც მინდა გითხრათ, რომ არაერთი სასწაულია დაკავშირებული ამ ხატთან: როდესაც მეტეხის ხიდზე გადმოვდიოდით, მირონმა იწყო დენა ხატის იმ ადგილიდან, სადაც გამოსახულია ყველაზე სასტიკი სცენა (ჩვილის შუბით განგმირვა). ესეც უფლის ნებით მოხდა ჩვენს სანუგეშოდ და რწმენაში განსამტკიცებლად.

ხატმწერი შოთა ცინცაძე მხატვრის ოჯახში გაიზარდა (მისი ძმაც - ირაკლი ცინცაძე დღესდღეობით ცნობილი ხატმწერია). მიუხედავად ამისა, მხატვრობაზე თავიდან არ უფიქრია. "მამაჩემის შრომას რომ ვუყურებდი, მაინცდამაინც არ მიზიდავდა ეს, თუმცა ღმერთმა ასე ინება და მაინც ამ გზით წამომიყვანა", - მეუბნება იგი.

KARIBCHEმეუღლეც მხატვარი ჰყავს. შოთასა და თამარს ექვსი შვილი ჰყავთ: მირიანი, ნინო, ქეთევანი, გაბრიელი, მარიამი, თეკლა. შოთა გვიან ღამემდე მუშაობს. ხან კი ღამის გათევაც უწევს. უკვე შექმნილი აქვს არაერთი ქართველი წმინდანის ხატი: ექვსი ათასი გარეჯელი ბერის, ქვათახევის წმინდანების, წმინდა აშოტ კურაპალატის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის, წმინდა ვახტანგ გორგასლის, წმინდა დიდმოწამე შალვა, ბიძინა და ელიზბარის, წმინდა გობრონ-მიქაელის, წმინდა იოანე-თორნიკეყოფილის, წმინდა შუშანიკის, წმინდა ქეთევან დედოფლის, წმინდა თამარის, წმინდა ამბროსი ხელაიასი...

- შოთა, რა იყო შენთვის მთავარი ამ ხატზე მუშაობისას და თუ შეიძლება, დავაკონკრეტოთ, რა არის გამოსახული ამ ხატზე?

- მთავარი გახლდათ ის, რომ ამ ხატზე მარტო წამების სცენა არ უნდა ასახულიყო, არამედ წინ წამოწეულიყვნენ მოზეიმე, გამარჯვებული წმინდანები. რა თქმა უნდა, წამების სცენაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხატში და ესეც უნდა გამოჩენილიყო. კომპოზიციურად ყველაფერი რთული გასანაწილებელი აღმოჩნდა. ხატწერაში ნატურალიზმი არ არის აუცილებელი, მაგრამ შევეცადე, მაშინდელი რეალობა ხატზე ამესახა ისე, რომ მნახველი მიმხვდარიყო, რა ხდებოდა მასზე. ამ ხატის ზედა მხარეს გამოსახულნი არიან თბილისის მფარველი წმინდანები: შუშანიკ დედოფალი, აბო თბილელი, ვახტანგ გორგასალი, ასევე, წმინდა გიორგი, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა ნინო, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი და თვით უფალი. ამ ხატზე წამების სცენაცაა და წმინდანთა მოზეიმე სახეებიც. ანგელოზებს ხელთ უპყრიათ ორი ხატი: მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. მტარვალმა ჯალალედინმა ამ ხატების შეურაცხყოფა მოითხოვა. ხატზე ჩანს ცეცხლის ალში გახვეული უგუმბათო სიონი. იგი ჯალალედინმა მოხსნა, რათა თავისი ბილწი ტახტი დაედგა. ასი ათასმა თავდადებულმა არ გათელა და ფეხით არ დათრგუნა ის ხატები, რომელთა შეურაცხყოფაც მოითხოვა ჯალალედინმა.

- ფრესკებზე ასი ათასი მოწამის წამების სცენაში ჯალალედინის გამოსახულებაც გვხვდება. შენ რატომ არ გამოსახე ხატზე ეს მტარვალი?

- იმდენად საზარელი იყო, რომ განგებ არ გამოვსახე... ცეცხლის ალში გახვეული სიონი მიანიშნებს იმაზე, თუ რამხელა უბედურება ტრიალებდა იქ. გამაოგნებელია ასი ათასი ქართველის თავდადება და ღვთის შიში. ღმერთმა დაუშვა, რომ მათ თვალწინ დამწვარიყო და განადგურებულიყო სიონი. ისინი კი მაინც არ შედრკნენ, უდრტვინველად დადეს თავი.

- ხატზე მუშაობისას, ფაქტობრივად, უნდა აღგედგინა ძალიან დიდი ხნის წინ მომხდარი ფაქტი. როგორ აღადგინე თუნდაც ხიდის, ხვარაზმელთა ტიპაჟი, სამოსი?..

- ბევრი ვეძიე და ბოლოს მივაგენი. ეს არის თამარის დროინდელი ხიდი. ის უნიკალური ყოფილა. მოგზაურებსაც ჰქონიათ აღწერილი. შემდეგ ჩემმა მეგობარმა, არქიტექტორმა მამუკა კიკნაძემ დამიხაზა მისი სქემა და აქედან შეიქმნა ამ ხიდის გამოსახულება. ხვარაზმელების სამოსიც, რა თქმა უნდა, რთული შესასრულებელი იყო. ინტერნეტში მივაკვლიე მათ ჩაცმულობას, სახეს. მოწამეების სამოსიც სხვადასხვანაირია, რადგან ზოგი მათგანი სასულიერო პირი იყო, ზოგიც - საერო.

ხატს შვიდი თვე ვხატავდი. გონებაში ვალაგებდი აზრებს, კომპოზიციას. ხშირად წამიშლია დახატული და თავიდან დამიწყია ხატვა. მუშაობა რთულია, მაგრამ საინტერესო. ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის არის ის, რომ ხალხს მოსწონს. თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც არის საფრთხე - ეს ამპარტავნებაში არ უნდა გადავიდეს. მადლობა ღმერთს, უფალი მიცავს ასეთი საფრთხისგან.

- როგორც ვიცი, უფრო მეტად ქართველი წმინდანების ხატების დაწერას ეშურები...

- როდესაც მოდიან ხატის შესაკვეთად და ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, რომელი წმინდანის ხატი შესწირონ ეკლესიას, ვცდილობ, ქართველი წმინდანების ხატის დაწერა ვურჩიო. სხვათა შორის, ასე შეიქმნა წმინდა გობრონ-მიქაელის ხატიც. ძალიან მიხარია, როდესაც ქართველი წმინდანის ხატი იწერება. მინდოდა ექვსი ათასი წამებული გარეჯელი ბერის ხატი შექმნილიყო. ჩემს უბნელებს ვთხოვე, იქნებ როგორმე დამეხმაროთ-მეთქი. ღვთის წყალობით, რამდენიმე კაცის ძალისხმევით მოგროვდა გარკვეული თანხა. 6 თვე ვწერდი ამ ხატს. დღეს იგი დავითგარეჯის მონასტერშია დაბრძანებული. ამ ხატს მოჰყვა ქვათახევში წამებულ წმინდანთა ხატი. ცოტა ხნის წინ დავწერე წმინდა აშოტ კურაპალატის ხატი. ამ ხატს აქვს თავისი დატვირთვა და დღეს მეტად აქტუალურია, იმიტომ, რომ მასზე გამოსახულია წმინდა გრიგოლ ხანძთელი ანდერძით ხელში. ამ ანდერძით იგი აკურთხებს ბაგრატიონთა მეუფებას საქართველოში უკუნითი უკუნისამდე.

ღმერთი ყოველთვის შემეწეოდა, როდესაც მოვისურვებდი რომელიმე წმინდანის ხატის დაწერას - ამ დროს გამოჩნდებოდა ვინმე ღვთისნიერი. ხატის დაწერა - ეს არის წმინდანისადმი პატივის მიგება. ახლა დიდი სურვილი მაქვს, დავწერო აჭარელი წმინდანების ხატი. მინდა, ამ ხატზე აისახოს ისტორიული ეპიზოდები. ბევრი ფაქტი ცოცხლად არის შემონახული, რადგანაც იგი შედარებით გვიანდელ პერიოდს უკავშირდება. ეს ხატი დიდი მასშტაბისა იქნება და მის დაწერას ალბათ 2 წელი დასჭირდება. იმედი მაქვს ღვთის წყალობისა.

- გისურვებთ წარმატებებს!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat