არ მოვწყვიტოთ ჩვენი ახალგაზრდობა ქართული სულიერი კულტურის ფესვებს
არ მოვწყვიტოთ ჩვენი ახალგაზრდობა ქართული სულიერი კულტურის ფესვებს
ქართული აგიოგრაფიული მწერლობა ქართველ წმინდანთა ღვაწლის აღწერას შეიცავს.

გზა წმინდანობის გვირგვინისკენ, "ცხოვრებათა" მიხედვით, უფრო მრავალმხრივ მოღვაწეობას უკავშირდება, რადგან საზოგადოებრივ-კულტურულ ინტერესებთან არის წილნაყარი. მარტვილის არსს კი ქმნის მძაფრი დაპირისპირება სხეულსა და სულს შორის.

ჰაგიოგრაფიულ ძეგლებთან ზიარება ადამიანური არსებობის სიმაღლესა და დანიშნულებას შეგვახსენებს, გვმოძღვრავს, გვაძლიერებს და შეგვეწევა. ამ საკითხზე გვესაუბრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლაურა გრიგოლაშვილი.

- ქართული ჰაგიოგრაფია უმაღლეს ზნეობრივ-ესთეტიკურ ფასეულობებზეა აღმოცენებული. გარდა მხატვრული ღირებულებისა, მას აქვს მიზანთ მიზანი - მკითხველი აღზარდოს, ქრისტიანული ცხოვრების იდეალს მიაახლოს...

- ქართული ჰაგიოგრაფიის თითქმის ყველა ძეგლი ეხება ამ საკითხს. გავიხსენოთ, მაგალითად, იოანე საბანისძის "აბო თბილელის მარტვილობა". მას წინ უძღვის ქართლის კათალიკოსისა და იოანე საბანისძის მიმოწერა. კათალიკოსი სთხოვს იოანე საბანისძეს, აღწეროს ღვაწლი აბო თბილელისა, "რათა დაიდვას იგიცა წმინდა კათოლიკე ეკლესიასა შინა მოსახსენებლად ყოველთა, ვინ იყვნენ შემდგომად ჩუენსა". კათალიკოსის მიზანია, ხსოვნა აბოს მოწამებრივი ღვაწლისა შემოუნახოს მომავალ თაობებს, რათა მათაც იცოდნენ, რომ აბო თითოეული ჩვენგანის და "ყოვლისა ამის სოფლისა ჩუენისა ქართლისა" მეოხია ქრისტეს წინაშე.

ხოლო წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების აღმწერს, გიორგი მცირეს, სწამს, რომ წმინდანის ღვაწლის აღწერა საჭიროა, "რათა არა დავიწყებულ იქნას მომავალთაგან და შემდგომითი შემდგომთა ნათესავთა", მაგრამ ამასთანავე განგვიმარტავს, რომ გახსენება წმინდანებს კი არ სჭირდებათ (ისინი ღმრთის წინაშე სამარადჟამოდ განათლებულნი არიან), არამედ ჩვენთვისაა აუცილებელი, რათა მათი შრომისა და ღვაწლის გახსენებით "დღითი-დღე ფრთოვან ვიქმნებოდით და ბაძვად სათნოებათა მათითა წარვემატებოდით". ესაა ჰაგიოგრაფიის მიზანთა მიზანი - ადამიანის სულიერი განახლება, მისი განმტკიცება, რათა წუთისოფლის ორომტრიალში მართალი გზის გაკვლევა შეძლოს.

რაც შეეხება მოწამეთა ღვაწლის ამსახველი თხზულებების ესთეტიკური ზემოქმედების ფაქტორს, ეს სრულიად არ ეწინააღმდეგება მის ზნეობრივსა და ეთიკურ ზეგავლენას მკითხველზე. პირიქით, თუ ადამიანი ემოციურად განიცდის მონათხრობს, თუ ნათქვამი ეხმიანება მის სულს და ანიჭებს ტკბობას, ნეტარებას, ე.ი. ის იმსჭვალება ნაწარმოების ეთიკურ-ესთეტიკური იდეალებით. მას ეუფლება შიში და გაოცება უფლის წინაშე, მისი გული გამლღვალია კათარზისისთვის. ეს, ერთი შეხედვით, პასიური მდგომარეობა აქტიურობისკენ უბიძგებს ადამიანს.

- უფრო ადრინდელ თხზულებებში წამოწეულია მოწამეობა, შემდგომ კი განდიდებულია იმ წმინდანთა ღვაწლი, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით, საქმიანობით ეკლესიათა აღმშენებლობით, ლიტერატურული მოღვაწეობით იყვნენ გამორჩეულნი. ეს ნიშნავს, რომ ყოველი დრო თავის შესატყვის იდეალს შობდა და გვთავაზობდა?

- ქართული ჰაგიოგრაფია მიჰყვება ბიზანტიურ ჰაგიოგრაფიაში შემუშავებულ კანონს. ბიზანტიურ ჰაგიოგრაფიაშიც "მარტვილობა" უსწრებს საბერმონაზვნო ღვაწლის აღმასრულებელ წმინდანთა ცხოვრების აღწერას. ცნობილია, რომ პირველი სამი საუკუნე ქრისტიანული ეკლესია მედგრად იბრძოდა თავისი ადგილისთვის მზისქვეშეთში. ეს არის გმირული შემართების ეპოქა. სოფელი დევნიდა ქრისტიანებს და ამ ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ქრისტეს მოწამეებს. მოწამე ხომ დამმოწმებელსაც ნიშნავს და მარტვილსაც, წამებულსაც. ქრისტიანებსა და წარმართებს შორის პირველ საუკუნეებში გამართული ბრძოლა დაგვირგვინდა ქრისტიანთა გამარჯვებით. ამ გამარჯვებაში გადამწყვეტი იყო მოწამეთა ღვაწლი. რაც მთავარია, გამარჯვება მოპოვებულ იქნა არა ძალით, არამედ მოთმინებით, სიმტკიცით, შეუვალობით. ამიტომ ეწოდათ მათ ქრისტეს მხედრები, ამიტომ შეიმოსა მათი ღვაწლი ერთგვარი საზეიმო ელფერით. შემდგომ ეპოქებში მოწამეთა თავდადებას უერთდება საბერმონაზვნო ღვაწლი, რომელიც ქრისტიანული შეგნებით მოწამებრივი ღვაწლის ტოლფასი მნიშვნელობისაა.

თუმცა საქართველოში რწმენისა და მამულის დასაცავად სისხლიანი მსხვერპლის გაღება დიდხანს არ შეწყვეტილა. გავიხსენოთ ღვაწლი ქეთევან დედოფლისა, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავებისა, ბიძინა ჩოლოყაშვილისა, ექვსი ათასი გარეჯელი ბერისა, კირიონ და ამბროსი კათოლიკოსებისა...

- საქართველოს წმინდანთა შორის არიან არაქართული წარმოშობის ადამიანებიც, რომლებიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ (აბო, რაჟდენ პირველმოწამე, ევსტათი მცხეთელი და ა.შ.). მათი ღვაწლის წარმოჩენა, ალბათ, სხვაგვარ მუხტს შეიცავდა. რისკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს ეს ქართველს?

- ქრისტიანობა წმინდანთა ეროვნებაზე მაღლა მათ ღვაწლს აყენებს. ქართული ჰაგიოგრაფიის უძველესი ნიმუში, "წამება წმინდა შუშანიკისა", ეძღვნება სომეხთა მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის ასულს, შუშანიკს, რომელიც ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე და ქართლის დედოფალი იყო. იაკობ ხუცესი, თვითმხილველი და მონაწილე ქართლში დატრიალებული მწვავე კოლიზიებისა, აღწერს დედოფლის მოწამებრივ გზას, მაგრამ არ ამახვილებს ყურადღებას მის ეროვნებაზე, რადგან ჰაგიოგრაფიისთვის მნიშვნელოვანია წმინდანის რწმენის დასაცავად გამოვლენილი სულიერი სიმტკიცე, მხნეობა და სულგრძელობა.

იოანე საბანისძე კი ხაზგასმით საუბრობს აბოს წარმომავლობაზე, მის მაჰმადიანობაზე, რადგან ეს მას სჭირდება ქართველთა გამოსაფხიზლებლად. თუკი აბომ, უცხო ტომის შვილმა, მაჰმადიანობის აღმსარებელმა იწამა ქრისტე და მისთვის სიცოცხლეც გაიღო მსხვერპლად, რა გვმართებს ჩვენ, ქრისტიანებს, რომელთაც ხუთასი წლის წინ მიგვიღია ქრისტიანობა და წოდებულნი ვართ "დედად წმიდათა"?! შეუძლებელია აბოს ღვაწლის ასეთ განზოგადებას დიდი ზეგავლენა არ მოეხდინა არაბთაგან შევიწროებულ ქართველობაზე.

- ათეისტურ პერიოდში ჰაგიოგრაფიული ტექსტების განხილვისას მოწაფეებს აწერინებდნენ თხზულებებს, რომლებიც შეიცავდა ამა თუ იმ წმინდანის დახასიათებას. მახსოვს, გამოთქმული იყო მოსაზრებები, თითქოსდა არ არის მართებული ამგვარი მიდგომა ჰაგიოგრაფიისადმი, რადგან წმინდანის მიმართ მოწიწების გრძნობას აკნინებს, თითქოს ეს კადნიერებაა და ა.შ.

- ჰაგიოგრაფიის მიზანია არა წმინდანის ხასიათის შექმნა, არამედ მისი ხატის გამოძერწვა. რას ნიშნავს ეს? ჰაგიოგრაფიული ტექსტის მკითხველს აინტერესებს იდეალური ხატი წმინდანისა. ის შემკული უნდა იყოს ყველა სათნოებით, ამაღლებული - ღვთაებრივ ხატამდე.

ახალი დროის ლიტერატურა ადამიანის სხვაგვარ გაგებას გვთავაზობს. გმირს შეიძლება ჰქონდეს დადებითი თვისებებიც და უარყოფითიც. მათი ჭიდილი ქმნის ხასიათს. ჰაგიოგრაფიის გმირი უყოყმანოდ გადის "საჭირველ" გზას და აღწევს სულიერ სრულყოფას.

ამდენად, უნდა ვისაუბროთ ჰაგიოგრაფიის პერსონაჟთა არა ხასიათზე, არამედ ხატზე, სახეზე. უნდა ვიმსჯელოთ არა მის თვისებებზე (ეს თვისებები თითქმის ერთნაირად ახასიათებს ყველა წმინდანს), არამედ იმაზე, თუ რა გზით, რა საშუალებებით იქმნება ეს სახე, რა სიმბოლოები, რა ხატები, სიტყვა-თქმანი თუ ქმედებანი წარმოაჩენენ მის იდეალურ სახეს.

- წმინდანთა ცხოვრებების აღმწერნი შენდობას ითხოვდნენ იმის გამო, რომ ჯეროვნად ვერ შეძლეს წარმოეჩინათ წმინდანის ღვაწლი. რა პასუხისმგებლობას გულისხმობს წმინდანთა ღვაწლის განდიდება და რამდენად საფრთხილოა ეს?

- ქრისტიანული ზნეობის თანახმად, ადამიანის ყველაზე დიდი სათნოება თავმდაბლობაა. ამ თვისებით არიან გამორჩეულნი ქართველი ჰაგიოგრაფებიც. იოანე საბანისძის მიერ კათალიკოსისადმი მიწერილ პასუხში კარგად ჩანს, რა შინაგანი ბრძოლა დასჭირდა, რა შიშმა და ზრუნვამ შეიპყრო ავტორი, რათა ჭიანჭველას მსგავსად თავისზე დიდ ტვირთს შესჭიდებოდა და მოეთხრო აბოს მარტვილობის შესახებ.

იქნებ ესეც იყო მიზეზი, რომ ბევრი ქართველი წმინდანის ღვაწლი აღუწერელი დარჩა. ამის გამო სინანულს გამოთქვამდნენ გიორგი მერჩულე, რაჟდენ პირველმოწამის მარტვილობის აღმწერი, ნიკოლოზ გულაბერისძე... ბერძნები "კნინოდენსაცა არარას დაუტეობენ აღუწერლად და არცა ვიდრემე მისცემენ უფსკრულსა დავიწყებისასა. ხოლო... ესევითარისა მოქმედებისაგან უთვლად უცხონი არიან და უმეცარნი ნათესავნი ესე ქართველთანი", - გულისტკივილით დასძენს ნიკოლოზ გულაბერისძე.

- წმინდანთა ცხოვრებები შემდგომ საუკუნეებში საერო ლიტერატურის გამოგონილმა პერსონაჟებმა შეცვალეს. ფასეულობები შეიცვალა, გმირის იდეალიც გადასხვაფერდა. რამ მოიტანა ეს?

- ადრეული შუა საუკუნეების ხელოვნებაში ადამიანი აისახება ერთი განზომილებით - ადამიანი და ღმერთი, გმირი - ღვთისმსახურების გზაზე. გვიანდელ შუა საუკუნეებში ადამიანი აინტერესებთ სხვადასხვა განზომილებით, ინტერესი მისადმი ფართოვდება. მწერალი გმირს გვიხატავს როგორც მიჯნურს, მეგობარს, სარაინდო მოვალეობების აღმსრულებელს, ოღონდ მის შეგნებაში ყოველივე ეს ღვთისმსახურებაცაა ("ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან"). სხვა საკითხია, რომ თანდათან ინტერესი ადამიანისადმი იფარგლება ემპირიული სინამდვილით, ხდება ხელოვნების გლობალური სეკულარიზაცია.

- არცთუ დიდი ხნის წინ ჰაგიოგრაფიული მწერლობის ნიმუშები მკვდარ ტექსტებად გამოაცხადეს. ძველი ქართული მწერლობის სტილიც ბევრისთვის ძნელად გასაგები აღმოჩნდა. რამდენად აქვს ამ პოზიციას გამართლება და საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ჰაგიოგრაფიის შესწავლა დღეს?

- ჭეშმარიტი ფასეულობები მარადიულნი არიან. განა შეიძლება მოძველდეს სიყვარული, სიკეთე, სულგრძელობა, სიმტკიცე, ერთგულება, გმირული შემართება, თავგანწირვა, თანაგრძნობა?.. ეს თვისებები გამოარჩევდა იდეალურ გმირს ჩვეულებრივი, ემპირიული ადამიანისგან. ასეთი ფასეულობების ერთგულება დიდ შემართებას მოითხოვს ადამიანისგან.

განა ასეთი ზნეობრივი გმირობა არ ჩაიდინეს ჩვენს თვალწინ ექვთიმე თაყაიშვილმა, იოსებ ჟორდანიამ, მარო მაყაშვილმა და სხვებმა? მათი ღვაწლის აღწერა ჰაგიოგრაფიულ ჩარჩოს ვერ მოირგებს, მაგრამ ეს ადამიანები წინაპართა მაღალი იდეალებით იყვნენ ნასაზრდოებნი და მარტვილთა მსგავსად მზად იყვნენ, ამ იდეალებისთვის სიცოცხლე გაეღოთ მსხვერპლად.

- დღევანდელ მწერლობაში და საერთოდ, ჩვენი თაობის მსოფლმხედველობაში რამდენად ირეკლება იმ დიდ ქართველ ჰაგიოგრაფთა გამონაშუქი?

- გამოთქმულია მოსაზრება, რომ XIX საუკუნის ქართული მწერლობა სახარებით სუნთქავს. ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ძალზე ხშირია გადაძახილი ძველი ქართული მწერლობის მოტივებთან, სახეებთან, გამონათქვამებთან...

გავიხსენოთ თუნდაც ნათლით გასხივოსნებული სტრიქონები აკაკი წერეთლისა:

"მაგრამ სულმნათსა საქართველოსას,
ღვთისმშობლობა დღეს, ერთი სიზმარი
ენახა: ქვეყნად ჩამოსულიყვნენ
ნინო, ქეთევან და თვით თამარი.
თამარს თავს ედგა ძლევის გვირგვინი
და ქეთევანსა - წმინდა მოწმობის,
ნინოს ხელთ ეპყრა ჯვარი ვაზისა,
ნიშანი დიდი ქრისტიანობის".


- ათეისტური პერიოდის შემდეგ რამდენად შეიცვალა მიდგომა ჰაგიოგრაფიული ტექსტების მიმართ?

- ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ჰაგიოგრაფიული მწერლობის დამკვიდრება ათეისტურ ხანაში გახდა შესაძლებელი. საამისოდ ნიადაგი ქართველმა მეცნიერებმა მოამზადეს. აკაკი შანიძის, ალექსანდრე ბარამიძის მიერ შედგენილი ქრესტომათია და მასზე დაფუძნებული ე.წ გარჩევის წიგნი მოსწავლეებს უღვივებდა ძველი ქართული მწერლობის ინტერესს.

გასაგები მიზეზების გამო ამ სახელმძღვანელოებში გვერდს უვლიდნენ საღვთისმეტყველო პასაჟებს, ბიბლიური სახე-სიმბოლოების კომენტირებასა და ანალიზს, რაც უკმარობის განცდას ბადებდა მასწავლებლებშიც და მოსწავლეებშიც.

იდეოლოგიური წნეხის შესუსტების შემდეგ 1999 წელს გამოიცა ჩვენ მიერ (მანანა გიგინეიშვილი, ლაურა გრიგოლაშვილი, ვახტანგ როდონაია) შედგენილი და კომენტირებული ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია. ტექსტებს დავურთეთ ვრცელი კომენტარი. გავითვალისწინეთ ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევართა ძველი და ახალი თაობების ანგარიშგასაწევი მოსაზრებები, შევეცადეთ მასწავლებლებისთვის მიგვეწოდებინა ყველა საჭირო განმარტება, რათა მათთვის დროც დაგვეზოგა. ამ ქრესტომათიას ერთვის ჩვენ მიერვე შედგენილი წიგნი - ძველი ქართული ლიტერატურა, რომელშიც წარმოდგენილია ამ ძეგლთა ლიტერატურული ანალიზი. ეს ორი წიგნი ერთ მთლიანობად მოიაზრება. ეს სახელმძღვანელოები შეითვისეს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, მაგრამ დღეს ვითარება კვლავ იცვლება. საშუალო განათლების ახალი მოთხოვნები ახალი ამოცანების წინაშე აყენებს სკოლას. მიუხედავად ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულებისა ზოგი მოთხოვნის მიმართ, მაინც გადავწყვიტეთ, ჩვენვე მოვუაროთ ძველი ქართული მწერლობის სწავლების საქმეს სკოლაში - შევადგინოთ ახალი სახელმძღვანელოები (უკვე შექმნილის გათვალისწინებით) და არ მოვწყვიტოთ ჩვენი ახალგაზრდობა ქართული სულიერი კულტურის ფესვებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat