ცდილობ, ისე იცხოვრო, რომ მართლა გახდე ამ სიწმინდეების შეხების ღირსი
ცდილობ, ისე იცხოვრო, რომ მართლა გახდე ამ სიწმინდეების შეხების ღირსი
ოდიკი - წმინდა ბარძიმის ქვესაფენი
შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში უამრავი საეკლესიო ნივთი ინახება. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქსოვილებისა და ნაქარგობის განყოფილებაში დაცულ ოდიკებს.

ოდიკი საეკლესიო დანიშნულების ქსოვილი, იგივე სამოსი, წმინდა ნივთია, რომელიც ლიტურგიული მსახურების დროს იხმარება. იგი არის სელის, ბამბის ან აბრეშუმის ქსოვილის, მართკუთხედი, ნაბეჭდი. მასზე გამოსახულია "დატირების" ან "კუბოთდების" კომპოზიციების სხვადასხვა ვარიანტი: კუთხეებში, მედალიონებში - მახარებლების ფიგურებია, ზოგ შემთხვევაში კი მათი სიმბოლური გამოსახულებები. გარშემო შემოსდევს წარწერა და ტრადიციული მოჩარჩოება, რომლის გადაკვეთის კუთხეებში მეორდება მახარებელთა სიმბოლური სახეები, გვერდებზე - ქრისტეს წამების იარაღები, ქვემოთ - ჭურჭელი და ფული, ზემოთ - მამა ღმერთი.

ამ დარგს საგანგებოდ სწავლობს მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე ეთერ სულხანიშვილი.

- ქალბატონო ეთერ, რა ფუნქცია აქვს ოდიკს და რამ განაპირობა მასზე ტრადიციულად "დატირებისა" და "კუბოთდების" კომპოზიციების გამოსახვა?

- ოდიკი ლიტურგიაში გააზრებულია, როგორც არდაგი: "წმიდა ტრაპეზი აღნიშნავს მტილსა, ოდიკი - თვით საფლავსა... ოდესცა გარდმოტანილნი ძღვენნი დაიდგმებიან წმიდასა ოდიკსა ზედა, მაშინ გამოიხატების დაფლვა ყოვლად წმიდისა გუამისა იესოსი" (დეკანოზი გრიგოლ მანსვეტოვი). სწორედ ამან განაპირობა ოდიკზე ტრადიციულად "დატირებისა" და "კუბოთდების" კომპოზიციების გამოსახვა.

ოდიკის ფუნქციაც და კომპოზიციური სქემაც გარკვეულწილად აისახა მის ეტიმოლოგიაში. სულხან-საბას განმარტებით, ოდიკი არის "წმიდა ბარძიმის ქვესაფენი... წმიდის ზიარების ქვეშ საფენი, კურთხეული, თეთრი". დ. ჩუბინაშვილი ოდიკს ტრაპეზზე გასაშლელ გარდამოხსნას უწოდებს, "რომელზედაცა აღესრულების საღვთო ჟამის წირვა", ოდიკი "არს საგზაური მიმოსაღებელი საკურთხეველი". ოდიკს დებენ ტრაპეზზე და შემდეგ ტარდება ზიარების საიდუმლო.

ბერძნულად ოდიკს ჰქვია ანტიმინსი და ნიშნავს - ტრაპეზის ნაცვლად. იგი წმინდა ნივთია და ცვლის ტრაპეზს. ამიტომ მასზე შესრულებულ წარწერებში ტრაპეზად იწოდება: "ესე ოდიკი რომელ არს ტრაპეზი განწმედილი შესაწირავად უსისხლოსა მსხვერპლისა..." ქართულში იხმარება ტერმინი ოდიკიც და ანტიმინსიც.

- რომელი საუკუნიდან შემოიღეს ოდიკი?

- ოდიკი შემოღებული უნდა იყოს პირველი ქრისტიანების დევნისას, როდესაც იუდეველები და წარმართები ანგრევდნენ და ანადგურებდნენ ღვთის ტაძრებს. ვინაიდან ევქარისტიის საიდუმლოების შესრულება ტრაპეზის გარეშე არ შეიძლებოდა, შემოიღეს ტრაპეზის თავისებური შემცვლელი - ანტიმინსი, ოდიკი.

- ოდიკის უკანა მხარეს, შუა ადგილზე ან ოდნავ ზემოთ მიკერებულია წმინდა ნაწილებისთვის განკუთვნილი ჯიბაკი...

- რადგანაც უტოლდება ოდიკი სამსხვერპლოს - ტრაპეზს, მასში აუცილებლად უნდა იყოს წმინდა ნაწილები. ტრაპეზზე წმინდა ნაწილების არსებობაც სათავეს იღებს პირველი ქრისტიანების დევნის დროიდან, როდესაც კატაკომბებში წმინდანთა სამარხები ლიტურგიის დროს ასრულებდნენ ტრაპეზის მოვალეობას. IV საუკუნიდან, როცა ქრისტიანებს საშუალება მიეცათ, აეშენებინათ ტაძრები, ძველი წესების თანახმად, იწყეს ახალ ტაძრებში წმინდა მოწამეთა ნაწილების გადატანა. რადგან ყველა ეკლესიას ვერ გასწვდებოდა წმინდანთა ნაწილები, მათ შეცვალეს ძველი ტრადიცია და დიდი ნაწილების ნაცვლად დაიწყეს ერთი პატარა ნაწილის გამოყენება. ოდიკებზე, უკანა მხარეს, ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილას მიკერებულ ჯიბაკში ერთ პატარა ნაწილს დებენ.

- როგორც ვიცით, ისეთი წმინდა ნივთების ხელის შეხების უფლება, როგორებიცაა ოდიკი, ბარძიმი, ფეშხუმი, დაფარნები და ა.შ., საერო პირს, მით უმეტეს, მანდილოსანს, არა აქვს. ათეიზმის დროს მუზეუმის კოლექციაში ეს ნივთები უფრო ხელოვნების ნიმუშად აღიქმებოდა და არა სიწმინდეებად. მოგვიყევით, როგორ დაიწყეთ თავიდან ოდიკებზე მუშაობა.

- მოგეხსენებათ, ოდიკი უფრო ხშირად აბრეშუმის ან ბამბის ქსოვილზეა ნაბეჭდი. ქსოვილის ეს სახეობები სარესტავრაციოდ გაცილებით იოლია, ამიტომაც, თავდაპირველად, როდესაც ქსოვილების განყოფილებაში დავიწყე მუშაობა, სარესტავრაციოდ, როგორც დამწყებს, ოდიკებზე მუშაობა შემომთავაზეს. მაშინ ეს ნივთი ჩემთვის ხელოვების ნიმუში იყო. ქალბატონმა მზია კეცხოველმა დამავალა, ოდიკების კოლექცია კარგად შემესწავლა და კატალოგისთვის მომემზადებინა. მართალი გითხრათ, მაინცდამაინც არ აღვუფრთოვანებივარ ამ შემოთავაზებას, რადგანაც, მოგეხსენებათ, ოდიკი არის ნაბეჭდი და როგორც ხელოვნების ნიმუში, ლამაზად და მაღალხარისხოვნად არ ითვლებოდა. ერთი ხანობა მხოლოდ ოდიკებზე არსებულ წარწერებს ვკითხულობდი (მასზე შეხვდებით როგორც ლიტურგიულ, ასევე საქტიტორო წარწერებს, რომლებიც გვამცნობს ნივთის წარმომავლობას, დამკვეთის ვინაობას, ხშირად თარიღს, ასევე - თუ ვინ აკურთხა). ამ წარწერებს მაშინ მაინცდამაინც არ მოუხდენია ჩემზე დიდი გავლენა.

მოგვიანებით, 90-იანი წლების დასაწყისში სამეცნიერო სესია უნდა გამართულიყო და ქალბატონმა მზია კეცხოველმა კვლავ შემომთავაზა სესიაზე წასაკითხად მომემზადებინა სამეცნიერო ნაშრომი ოდიკებზე. პირველი წიგნი, რომელსაც ამ თემაზე გავეცანი, გახლდათ ნიკოლსკის "ანტიმინსების შესახებ". ამ წიგნში დეტალურად არის განხილული ყველა საკითხი, რაც ოდიკებს შეეხება. ამის შემდეგ ინტერესი გამიღრმავდა. დავიწყე სხვადასხვა ლიტერატურის მოძიება. თანდათან მეტი მოწიწება გამიჩნდა ოდიკის, როგორც საეკლესიო ნივთის, მიმართ. შემდეგ კი, როცა უკვე სერიოზულად ჩავუღრმავდი ამ საკითხს, გადავწყვიტე, სასულიერო პირებთან მესაუბრა ამის თაობაზე. ერთ-ერთმა მოძღვარმა გამკიცხა, როდესაც გაიგო, რომ ოდიკებს თავისუფლად ვეხებოდი, შევძრწუნდი. ამის შემდეგ ოდიკებს ახლოსაც არ ვეკარებოდი, თუმცა ლიტერატურის კითხვა არ შემიწყვეტია. უფრო გამძაფრებული ინტერესით ვეძებდი ცნობებს ოდიკების შესახებ. შემდეგ ჩემს მოძღვარს, დეკანოზ თეიმურაზ ჩაჩიბაიას მოვახსენე ჩემი გულისტკივილი. მამა თეიმურაზმა დამამშვიდა: "სასურველია, რომ ოდიკებს საერთოდ არ შეეხოთ, მაგრამ მას ეხებოდით არა დაუდევრად, არამედ რესტავრაციის მიზნით. ამით ხომ თითოეულ ოდიკს სიცოცხლე გაუხანგრძლივეთ, თუმცა მაინც სასურველია, რომელიმე იერარქისგან კურთხევა აიღოთო".

ოდიკების ნაწილი ჩვენს მუზეუმში საეკლესიო მუზეუმიდან შემოიტანეს. ზოგიერთი ოდიკის ჯიბაკში წმინდა ნაწილები არ იყო. ანდა ჯიბაკი არღვეული იყო. ქსოვილებისა და ნაქარგობის განყოფილების თანამშრომლებმა შევაგროვეთ ყველა ის წმინდა ნაწილი, რომელიც აქ დაცულ ნაქარგობის ნიმუშებში იყო და გავუგზავნეთ საპატრიარქოს. თუმცა კიდევ არის დარჩენილი რამდენიმე ნივთი. თუკი სადმე ასეთი ნაწილები შეგვხვდა, ვცდილობთ, ცალკე მოვაგროვოთ საპატრიარქოში დასაბრუნებლად, სადაც არის მათი ჭეშმარიტი ადგილი.

- ქალბატონო ეთერ, თქვენ იკვლევთ არა მარტო ოდიკებს, არამედ ენქერებს და საფლავის ქვის გადასაფარებლებს. როგორი განცდა გეუფლებათ, როდესაც ასეთ წმინდა საეკლესიო ნივთებს ეხებით?

- შიში მიპყრობს, არ ვარ ღირსი ამ სიწმინდეების შეხებისა. ხანდახან ბავშვივით გული მიჩვილდება. სხვაგვარი მოწიწება, მორიდება და სიყვარული მიჩნდება ამ ნივთების მიმართ. მერე ეს განცდა თითქოს მთელ შენს ცხოვრებას მართავს და ცდილობ, ისე იცხოვრო, რომ მართლა გახდე ამ სიწმინდეების შეხების ღირსი. მოგეხსენებათ, ენქერი სამღვდელმთავრო სამოსის ნაწილი, მარჯვენა გვერდზე დასაკიდი ოთხკუთხედი შესამოსელია, რომლითაც აჯილდოებენ უმაღლეს სასულიერო პირს (ეპისკოპოსს, არქიმანდრიტს) ნიშნად მისი მონაწილეობისა "შინა ეკლესიურსა მმართველობასა". სიმბოლურად ენქერი წარმოადგენს "ღმრთის სიტყვას ანუ სულიერ მახვილს", რომელიც დადგენილია ურწმუნოთა და უწმინდურთა წინააღმდეგობის დასაძლევად, რათა გააძლიეროს მორწმუნეთა გულმოდგინება და ძალა ხილულ თუ უხლავ მტერთა წინააღმდეგ. ენქერზე, მისი სიმბოლიკიდან გამომდინარე, წარწერაც კანონიკურია: "შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა ძლიერი შვენიერებითა და სიკეთითა შენითა და გიძღოდის შენ საკვირველად მარჯვენა შენი" (ფს. 44).

ენქერზე მრავალფეროვანი კომპოზიციაა გამოსახული ("მე ვარ ვენახი", "ვედრება", "ახალი აღთქმის სამება", "აღდგომა", "ფერისცვალება", "ღვთისმშობელი ყრმით", "ქერუბინი", "აღყვავებული ან გაბრწყინებული ჯვარი" და სხვა). ენქერის მიმართაც განსაკუთრებული კრძალვა მეუფლება. მას ისე აღვიქვამ, როგორც ქრისტეს სიტყვას. მაცხოვარი ბევრს ქადაგებდა სიტყვით თუ საქმით. შემდგომში მოციქულების პირითაც გვამცნობდა თავის სიტყვას. რატომღაც მგონია, რომ ენქერი ყოველთვის რაღაცას გვეუბნება. მუზეუმის კოლექციაში დაცულ ენქერებზე ღრმა თეოლოგიური შინაარსის მქონე კომპოზიციებია გამოსახული, რომლებიც ამა თუ იმ ისტორიულ ფონზე იკითხება. ამიტომაც მეუფლება კრძალვა და მოწიწება ამ ექსპონატების მიმართ. ვცდილობ, ზედმეტად ან უხეშად არ შევეხოთ მათ.

- ქვის გადასაფარებლებს რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და ვისთვის იქმნებოდა?

- წმინდა საფარებლის დაფარება მოწმობდა ეკლესიის რწმენას, რომ მიცვალებული იმყოფებოდა ქრისტეს მფარველობის ქვეშ.

გადასაფარებელი იქარგებოდა როგორც სასულიერო, ასევე საერო პირთათვის, მათთვის, ვინც ტაძარში იკრძალებოდა. ძველი ბიზანტიური ტრადიციის მიხედვით, საეკლესო პირები ეკლესიაში IV საუკუნიდან იკრძალებოდნენ. ეს ტრადიცია მოგვიანებით კანონიკური გახდა მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. ტაძარში დაკრძალული საეკლესიო პირები უმეტესად წმინდანებად იყვნენ შერაცხულნი, ამიტომ მათი საძვალე წმინდა ადგილად ითვლებოდა და სწორედ მათთვის იქმნებოდა გადასაფარებლები. საერთოდ, საფარებელი, მით უმეტეს, თუ ის საფლავის ქვისთვის იყო განკუთვნილი, იქცეოდა "წმინდანთა თუ მათი ნაწილების თაყვანისცემის ერთ-ერთ ფორმად".

მუზეუმის კოლექციაში დაცულია წმინდა ნინოს საფლავის ქვის სამი გადასაფარებელი. სამივეზე ცენტრში გამოსახულია სხვადასხვა ორნამენტით მორთული, გაბრწყინებული და "აღყვავებული ჯვარი". ეს გადასაფარებლები დიდი ოსტატობით მოუქარგავთ: დედოფალ ანა-ხანუმს და კნეინა სალომე ანდრონიკაშვილს. მუზეუმში დაცულ საფლავის ქვის გადასაფარებელთაგან დანარჩენი საერო პირებს ეკუთვნით. მათზე არსებული წარწერები იმდენად დიდი ტკივილის შემცველია, რომ ძალაუნებურად გაგიჩნდება თანაგრძნობა. მაგალითად, ერთ-ერთ გადასაფარებელზე ასეთი წარწერაა: "ეპიტაფიისა ამის ჩემისა მხილველნო, ჰყავთ ოხაი წინაშე ღმრთისა".

- როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ სიწმინდეების მიმართ მათ მომქარგველებსა და შემომწირველებს?

- ცხადია, ოსტატებს ღრმად ჰქონდათ გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ამ სიწმინდეთა შექმნა გულისხმობს. წმინდა ნინოს საფლავის ქვის გადასაფარებელს რომ ვუყურებ, ასე მგონია, დედოფალმა ანა-ხანუმმა გული ჩადო მასში. იგი გახლდათ ღვთისმეტყველების შესანიშნავი მცოდნე. მცენარეული ორნამენტების საშუალებით შეძლო ღრმა და ურთულესი თეოლოგიური შინაარსის გადმოცემა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat