გალობის საშუალებით სული საიდუმლო კიბით ღმერთისაკენ ამაღლდება
გალობის საშუალებით სული საიდუმლო კიბით ღმერთისაკენ ამაღლდება
დადგა ჟამი "ახალი გალობისა"
როდესაც უფალი ჩვენი, იესო ქრისტე მოვიდა ქვეყნად, რათა "განეახლებინა ადამი, შხამით უმოწყალოდ ხრწნილებაში ჩავარდნილი", მაშინ განახლდა არა მხოლოდ ადამიანის მთელი არსება, მისი შემადგენელი ნაწილები, არამედ ყველაფერი ის, რაც ადამიანიდან მომდინარეობს. "ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველმა ყველაფერმა ჩაიარა, ახალი ყველაფერი ახალია", - ღაღადებს წმინდა მოციქული პავლე. ადამიანს, რომელმაც ქრისტე შეიმოსა, უკვე არ შეუძლია არ იმღეროს ახლებურად, რადგან დადგა ჟამი "ახალი გალობისა", ნაწინასწარმეტყველები წმინდა დავით მეფსალმუნის მიერ: "უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა!" ამ გალობის სიახლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მიწიერი ბეჭდით დაბეჭდილმა ადამიანმა იწყო ანგელოზისებრი გალობა: "იესო, ძე მამისა, გულუხვია, ჭეშმარიტმა ღმერთმა უხვად მოიღო წყალობა, - ჩვენ ზეციური გალობა ჩამოგვიტანა, რადგან, რასაც სერაფიმნი ამბობენ, მან ჩვენც დაგვიწესა, გვეთქვა: წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს", - წერს იოანე ოქროპირი. ამ სიმღერის (გალობის) ახლებურობა არის წარუვალი, რადგან ვერ იქნება ვერაფერი "უფრო ახლებური", ვიდრე ეს სიახლეა. ყველაფერი, რაც ისტორიაში ამ სიახლის შემდეგ ჩნდება და ახლებურად ჩანს, სინამდვილეში არის გადასვლა წარსულში, ძველში. ეს სიახლე შეიძლება გამოყვანილ იქნეს ისტორიის ბუნებრივი მსვლელობიდან, რადგან ის არის მთლიანად შედეგი ღვთის ძის ზებუნებრივი განკაცებისა. მაგრამ დედამიწის ისტორიაში ეს სიახლე არ გამოვლენილა უცებ, ერთბაშად, რაღაც საოცარ წამში, არამედ მრავალი საუკუნის მანძილზე ხდებოდა მასში წვდომა, ვიდრე საბოლოოდ არ ჩამოყალიბდა მართლმადიდებლური ეკლესიის საღვთისმსახურო გალობის რვახმიან სისტემად.

ამ სისტემის ამოქმედება არის ურთულესი, სულიწმინდის მიერ წარმართული ისტორიული პროცესი, რომლის არსი ელინური, იუდეველთა, სირიული, კოპტური, ქართული და სხვათა ეროვნულ-მელოდიური საწყისების გაერთიანებაა, სხვადასხვაგვარ მიწიერ გალობათა ზეციური გალობის ერთიან და ჭეშმარიტ სახედ გარდაქმნაა. "ახალ ბგერით სფეროში ერთბაშად გავრცელდა და როგორც ფლუიდმა აავსო ტექსტები კოლორიტურული არაბესკებით, დამრიგებლური და სტროფიკული მელოდიებით, რომლებიც გამოიყვნენ პნევმონიური მელოდიიდან. ამგვარად მუსიკა გადაიქცა სულის სიმბოლოდ, რომელიც მოეფინა მხოლოდ მორწმუნეებს და გაანათლა ყოველი მათგანი, ამასთან მისი არსის ერთიანობა ამით არ დარღვეულა", - წერს თანამედროვე მკვლევარი საეკლესიო გალობისა, ჰენრიხ ბესელერი. ამ ზეციური გალობის დანაწევრება უკვე არ ეფუძნება საცეკვაო, სხეულის რაოდენობრივ რიტმიკას ანტიკური მუსიკისა, არამედ წარმოადგენს ახალი ტიპის თავისუფალ რიტმულ წყობას, მსგავსს უსხეულო გონიერ ანგელოზთა გალობის წყობისას.

ამ სისტემის არსებობის ისტორია შეიძლება გაიყოს ორ პერიოდად: პირველი - მოციქულებიდან წმინდა კონსტანტინე დიდის მოღვაწეობამდე, მეორე - წმინდა კონსტანტინე დიდის ეპოქიდან ღმერთშემოსილ იოანე დამასკელისა და VII საეკლესიო კრებამდე. პირველი პერიოდი დიდად განსხვავდება თვითონ არაერთგვაროვანი მელოდიური ტრადიციებისგან და ცალკეული ეკლესიის მიერ მათი პრაქტიკაში საკმაოდ თავისუფალი გამოყენებისგან. პირველ საუკუნეებში ქრისტიანული ღვთისმსახურება მჭიდრო კავშირში იყო ძველი აღთქმის ღვთისმსახურებასთან, რომელიც სრულდებოდა იერუსალიმის ტაძარში. მოციქულები და პირველი ქრისტიანები, ერთი მხრივ, მუდამ ტაძარში იყვნენ, "ადიდებდნენ და აკურთხებდნენ უფალს", მეორე მხრივ კი საკუთრივ ქრისტიანულ შეკრებებს სახლებში აწყობდნენ. ამ შეკრებებს გალობა რომ ახლდა, მოწმობს წმინდა მოციქულ იაკობის ეპისტოლე და წმინდა მოციქულ პავლეს სიტყვები: "ფსალმუნებით, სასულიერო სიმღერებით, გულით ვუგალობდით ღმერთს". ამგვარად, პირველი იერუსალიმის ტაძრის სამგალობლო პრაქტიკა ორი კომპონენტისგან შედგებოდა: ძველი აღთქმის საეკლესიო გალობისა და ხალხური ანუ თვით ქრისტიანულ შეკრებებზე შესრულებული გალობისგან. სწორედ ამ მეორე კომპონენტმა იწყო აქტიური განვითარება ახალჩამოყალიბებული ტაძრების პრაქტიკაში.

იმის შესახებ, რომ ამ შეკრებებზე გალობას ჰქონდა თავისი განსაკუთრებული დამოუკიდებელი ხასიათი, მოწმობს ფილონი, I საუკუნის იუდეველი მწერალი, რომელიც პირველი ქრისტიანების შესახებ გვამცნობს: "ისინი მხოლოდ ჭვრეტას კი არ სწავლობენ, არამედ ადგენენ საგალობლებსა და ჰიმნებს ღვთის სადიდებლად, სხვადასხვა ზომითა და ჰანგით, რომელთაც მაშინვე შესაფერის რიტმს შეუწყობენ". ამგვარი საგალობლებისა და ჰიმნების შედგენა და ასევე მათი შესრულება თავისუფალი, იმპროვიზებული ხასიათისა იყო. "ხელების დაბანითა და ლამპრების ანთებით, - წერს ტერტულიანე, - თითოეულს გამოიხმობდა შუაგულში, რათა შეესრულებინა ღვთის სადიდებელი გალობა საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, წმინდა წერილის და საკუთარი გონების კარნახით". აქ ჯერ კიდევ არ არსებობს არც სპეციალური წერილები ღვთისმსახურების გალობისა, არც სპეციალურად გაწვრთნილი და მომზადებული მგალობლები, ხოლო რადგან პირველი ქრისტიანები ძირითადად მდაბიონი იყვნენ, მათი სიმღერაც ადვილად გასაგები უნდა ყოფილიყო. ზემოხსნებული ფილონი ამ გალობას ასეთნაირად აღწერს: "ფსალმუნი იწყება ერთი ზომიერი და კეთილხმოვანი გალობით, დანარჩენები კი ჩუმად უგდებენ ყურს და მხოლოდ ბოლო ტაეპში უერთებენ ხმებს". ამ აღწერილობაში ადვილად იცნობა გალობის იპოფონიური პრინციპი, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ მგალობლები ხმას უწყობენ ერთ, ყველაზე გამოცდილ მგალობელს, იმეორებენ მთელ მელოდიურ სტროფს ან მხოლოდ მის დაბოლოებას, ან კიდევ ერთ რომელიმე ფრაზას (მაგალითად, "ალილუია", "რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი" და ა.შ.). თანამედროვე ღვთისმსახურების პრაქტიკაში იპოფონიური გალობის კვალი შეინიშნება მისამღერების შესრულებისას - "რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი" ქრისტეშობის დღესასწაულზე, "დიდება მაღალიანზე" დიდი შაბათის მსახურებაზე და აღდგომის დღესასწაულზე "ქრისტე აღსდგას" ტროპარის გამეორებაც შეიძლება ჩაითვალოს იპოფონიური გალობის მაგალითებად. პირველი ქრისტიანების ღვთისმსახურების პრაქტიკაში იპოფონიური გალობა, როგორც ჩანს, ტრადიციულობითაც უმთავრეს ადგილს იკავებდა, რადგან ძველაღთქმისეულ გალობაშიც შეინიშნება ეს პრინციპი, რომელიც ვლინდება ზოგიერთი ფსალმუნის (მაგ. ფს. 135) პოეტურ ფორმაში.

იპოფონიურ გალობასთან ერთად ადრეული ქრისტიანული ეკლესია ფართოდ იყენებდა ანტიფონურ გალობასაც, რომელსაც ასევე ღრმად გაედგა ფესვები ძველი აღთქმისეული გალობის ტრადიციაში. პლინიუს-უმცროსის (103) წერილში ტრაიანეს მიმართ ნათქვამია, რომ "ზოგიერთ დღეებში ქრისტიანები იკრიბებიან მზის ამოსვლამდე და მონაცვლეობით (ე.ი ანტიფონურად) უძღვნიან ღმერთს სახოტბო ჰიმნებს". ეს წერილი დროის მიხედვით ემთხვევა წმინდა მამა ეგნატე ღმერთშემოსილის (49-107) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ჟამს და გადაკვრით ადასტურებს ისტორიკოს სოკრატეს ცნობას იმის შესახებ, რომ სწორედ ამ მოციქულმა შემოიღო ანტიფონური გალობა ანტიოქიის ეკლესიაში და აქედან, როგორც ძირითადი წყაროდან, იგი გავრცელდა მთელ ქრისტიანულ ეკლესიაში. მაგრამ ეს ცნობა ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ წმინდა მამა ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისკოპოსობამდე (75) ანტიფონური გალობა კარგადაა ცნობილი ქრისტიანებისთვის, არ იხმარებოდა მხოლოდ იმის შედეგად, რომ ქრისტიანული ღვთისმსახურება სრულდებოდა დიდი საიდუმლოთი, დაფარულად და შესაძლოა მოკრძალებით, მაშინ როდესაც ანტიფონური გალობა მოითხოვს გარკვეულ ზეიმურობას და ამაღლებულ განწყობილებას. გარდა იპოფონიური და ანტიფონური პრონციპებისა ძველი ქრისტიანული ეკლესია იცნობდა ასევე სიმფონიური (ანუ შეწყობილი) პრინციპის გალობას. სწორედ ასე განისაზღვრა წმინდა მოციქულების მიერ, სამგზის ეგალობათ უფლის ლოცვა "მამაო ჩვენო" და იქნებ სწორედ ეს პრინციპი განახორციელებს ყველაზე მეტად მთელი მართლმადიდებელი ტაძრის გალობის მისწრაფებას, რომელიც გამოიხატა სიტყვებით: "ერთითა პირითა და ერთითა გულითა". ძველი ქრისტიანული გალობის სამივე პრინციპი - იპოფონიური, ანტიფონური და სიმფონიური, როგორც ყველაზე მეტად კეთილხმოვანი, ახლაც ჟღერს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბრწყინვალე შვიდეულში საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით. ეს წარმოადგენს დასტურს იმისა, რომ ის, რაც ღირებულია, არ შეიძლება ამოღებულ იქნეს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცდილებიდან და რომ ყველაფერი, სულიერი მნიშვნელობის მქონე, სამუდამოდ რჩება მის მეხსიერებაში.

ადრექრისტიანული ღვთისმსახურების პრაქტიკა გალობის პრინციპების გარდა განასხვავებდა საგალობელთა ცალკეულ ტიპებსაც. წმინდა გრიგოლ ნოსელი წერს: "ფსალმუნი არის მელოდია, რომელიც მუსიკალურ ინსტრუმენტს მოითხოვს; გალობა არის ადამიანის ბაგეებიდან მომდინარე ჰანგი, რომლის დროსაც ჟღერს დანაწევრებული სიტყვები; ჰიმნი არის ღვთის კურთხევა ჩვენთვის ბოძებული კეთილდღებისათვის". ამ სიტყვებში არა მხოლოდ მოცემულია გალობის კლასიფიკაცია, არამედ იკვეთება იერარქიაც, რომელიც უფრო მკაფიოდ იკვეთება წმინდა იოანე ოქროპირის მიერ: "ფსალმუნებში თავმოყრილია ყველაფერი ადამიანური, ჰიმნებში კი არაფერია ადამიანისეული. ამიტომაც თავიდან ბავშვს ასწავლე ფსალმუნება, ხოლო ამის შემდეგ იგალობოს ჰიმნები, რადგან ეს უკანასკნელი უფრო ღვთაებრივია. ზეციური ძალები ჰიმნებს გალობენ და არა ფსალმუნებს". ეს სიტყვები მოწმობს სწრაფვას კარგად განვითარებული და მოფიქრებული ღვთისმსახურების სტრუქტურების შექმნისკენ, რომელსაც თან ახლავს მკაცრად განსაზღვრული მელოდია. მაგრამ ამ მისწრაფების რეალიზება ვერ იქნებოდა მიღწეული მოცემულ ისტორიულ ეტაპზე, რომელზეც საფუძველი მხოლოდ ძირითად მელოდიურ სისტემებს ეყრებოდა.

შეცდომა იქნებოდა, რომ ახალაღთქმისეული გალობა გაგვეგო, როგორც პროცესი მექანიკური შეკრებისა და სხვადასხვა პრინციპებისა და გალობის სახეების გაერთიანებისა, როგორც უკვე არსებული ტრადიციების უბრალო ექსპლუატაცია, რადგან გალობის ჩამოყალიბება, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა მკაცრ გადარჩევას და განხილვას მელოდიური საშუალებებისა, რომელიც ხორციელდებოდა მათი ახალი ქრისტიანული ცხოვრების პოზიციის მაღალ სულიერ-ესთეტიკურ ბუნებასთან გულმოდგინე განხილვის საფუძველზე. "გულის ამაჩუყებელი ჰანგები და მტირალა რიტმები - ეს კარიული მუსიკის მუზის ცბიერი ხრიკები - რყვნიან ზნეობას, თავიანთი ვერაგული ხელოვებით შეუმჩნევლად ჩაითრევენ რა სულს კოსმოსის თარეშსა და პარპაშში (სახალხო სეირნობა (ქეიფი) სიმღერით)", - წერს კლიმენტი ალექსანდრიელი, ერთ-ერთი პირველი მოძღვარი ეკლესიისა, რომელმაც დაიწყო დაწვრილებით განხილვა გალობისა და ცხოვრების ურთიერთზემოქმედების საკითხისა. სწორედ მისგან იღებს სათავეს წმინდა მამათა სწავლება საღვთისმსახურო გალობის შესახებ, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: სწორი გალობა მართალი ცხოვრების შედეგია, ხოლო მართალი ცხოვრება სწორი გალობის წინაპირობაა. ამგვარად იქმნება ვითარება, რომლის მიხედვითაც მართალი ცხოვრება უკვე არის გალობა. წმინდა მამა გრიგოლ ნოსელი ამგვარად ხსნის ამ მოსაზრებას: "უფალი გიბრძანებს, რომ შენი ცხოვრება იყოს ფსალმუნი, რომელიც შედგენილი იქნებოდა არა მიწიერი ბგერებისგან (ბგერებად ნაგულისხმებია აზრები), არამედ მაღლით, ზეციური სიმაღლიდან მიიღებდა თავის წმინდა და მკაფიო ჟღერადობას. ამ ფსალმუნის იგავური არსის მსმენელები არიან ისინი, ვისაც შენ აძლევ ღირსეულად ცხოვრების მაგალითს". ახალი მცნების შესრულებით ადამიანი ხომ ემსგავსება ანგელოზებს, ხოლო რამდენადაც გალობა ანგელოზური ბუნების განუყოფელი ნაწილია, მართალი ადამიანის ცხოვრებაც გალობად იქცევა.

გალობის ამგვარი გაგება წარმოშობს სწავლებას ადამიანზე, როგორც სულიწმინდის ინსტრუმენტზე. "მაშ ვიქცეთ ფლეიტად, ვიქცეთ კითარად სულიწმიდისა, ჩვენც მოვამზადოთ თავი მისთვის, როგორც აწყობენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს. დაე, შეეხოს იგი ჩვენს სულებს პლექტორად", - წერს წმინდა იოანე ოქროპირი. ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილი, ამბობს განმანათლებელი იოანე ოქროპირი, მუსიკალური ინსტრუმენტების ნაწილების მსგავსია: "ღაწვები, ენა და ხორხი - ჰგვანან სიმებს, რომელთაც პლექტორის საშუალებით აწყობენ. ტუჩები ისევე მოძრაობენ, როგორც თითები ფლეიტაზე", - წერს გრიგოლ ნოსელი. ამ მუსიკალურ ანთროპოლოგიას ავითარებს წმინდა მღვდელმთავარი ბასილი დიდი. მისი მტკიცებით: "ფსალტერიონი (ღმერთისადმი აღსავლენი ჰიმნების ასაჟღერებელი ინსტრუმენტი) სხეულის წყობაა, ხოლო თვით ფსალმუნი არის გონებას დაქვემდებარებული სხეულის მოძრაობა (მოქმედება)". აქედან შესაძლებელია პრაქტიკული დასკვნის გაკეთება: "მუსიკა სხვა არაფერია, თუ არა უფრო მაღალი ცხოვრების სტილისკენ სწრაფვა. მისი მიზანია, მოუწოდოს კეთილისმყოფელთ, არ დაუშვან არამუსიკალური ქმედებები, რაც არღვევს ჟღერადობას და აფრთხილებს, არ დაუშვან სიმების ზედმეტად დაჭიმვა, რათა ამან არ გამოიწვიოს სიმების გაწყვეტა. არ არის საჭირო სიმების ზედმეტად მოშვებაც, ვინაიდან ის დაკარგავს სასურველ ჟღერადობას მსგავსად სულისა, რომელიც ზედმეტი მოდუნებისაგან ყრუვდება. საერთოდ მუსიკის წესების მიხედვით სიმები ხან დაჭიმულია, ხანაც პირიქით. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, უნდა გვახსოვდეს, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ცხოვრების მელოდია და სწორი რიტმი და თავიდან ავიცილოთ როგორც ზედმეტი დაჭიმულობა, აგრეთვე ზედმეტი მოდუნება". გრიგოლ ნოსელის ამ სიტყვებს მთავარი ადგილი უჭირავს მუსიკალური ანთროპოლოგიის რელიგიურ ინტერპრეტაციაში, ვინაიდან ისინი აღწერენ განწმენდისა და განვითარების პროცესს და იმავდროულად წარმოაჩენენ გალობის ახალ, წმინდა მართლმადიდებლურ საფუძვლებს.

ამ სწავლების პრაქტიკული ფრთაშესხმაა საეკლესიო წესდების აღქმა არა როგორც მხოლოდ ქრისტიანული ცხოვრების წესისა, არამედ როგორც სულიერი "მოწესრიგებული ჟღერადობის" ან გალობის განსხვავებული ტიპისა, ვინაიდან თუ მუსიკალური კანონი, როგორც სხეულის კანონი, გარდაიქმნება მატერიალურ ბგერებად, მაშინ საღვთო (სულიერ) გალობას აქვს შინაგანი და სულიერი აღმავლობის წესი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გალობის საშუალებით სული საიდუმლო კიბით ღმერთისაკენ ამაღლდება. აი სწორედ ამ მიზეზით საღვთისმსახურო გალობის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება საეკლესიო წესდებისა და ტიპიკონის, როგორც ქრისტიანის შინაგანი და გარეგანი ცხოვრების წესის ორგანიზების სახელმძღვანელოს, შექმნის ისტორიას, რომელიც სათავეს იღებს ღირსი ეფრემ დიდისა და წმინდა აღმსარებელ ხარიტონის ეპოქიდან. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ტიპიკონი ასკეტური ღვაწლის შედეგია, შეიძლება დავასკვნათ გალობის სამმხრივობის კვანძის არსებობის მნიშვნელობის შესახებ.

ამრიგად, თავისი ისტორიული განვითარების პირველი პერიოდის ბოლოსთვის ქრისტიანული ეკლესიის საღვთისმსახურო გალობა უკვე მრავალმხრივ მოვლენას წარმოადგენდა და მოიცავდა სხვადასხვა პრინციპის მქონე გალობის დიფერენცირებულ პრაქტიკასა და გალობის სხვადასხვა ტიპს; აგრეთვე მასში უკვე შეინიშნებოდა ამ პრინციპების მმართველი სისტემის ჩანასახები, რაც ახდენდა მათ ერთ სტრუქტურასა და საეკლესიო წესდებაში მოქცევას; დაბოლოს, საღვთისმსახურო გალობის, როგორც ადამიანის, როგორც სულიწმინდის ინსტრუმენტის, კონცეფციიდან გამომდინარე მოვლენის, სწავლებას, საიდანაც მომდინარეობდა "მუსიკალური ანთროპოლოგია". აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გალობის მთელი სირთულე და მრავალმხრივობა ჯერ კიდევ ერთგვარად განუვითარებელ, პოტენციურ მდგომარეობაში იყო, ვინაიდან მუდმივი დევნა და ქრისტიანთა კატაკომბური, უკანონო მდგომარეობა აფერხებდა მისი სრული განვითარების საშუალებას. თუმცა ამ მოვლენის ერთგვარი "გაუხსნელობა" არ გვაძლევს უფლებას უარვყოთ მოვლენის არსებობა, ვინაიდან, როგორც თესლში, სადაც მცენარის მთელი ფორმაა ჩადებული, ასევე ამ "გაუხსნელ" მდგომარეობაში იყო ჩადებული პირველი სამი საუკუნის ქრისტიანული გალობის დიდებული ფესვები. საჭირო იყო მხოლოდ სათანადო პირობები ზრდის დასაჩქარებლად და სწორედ კონკრეტულმა ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა საღვთისმსახურო გალობის პირველი დაფარული პერიოდის დასასრული და მეორე მშვიდობიანი განვითარების პერიოდის დასაწყისი.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat