ჩვენს სიმღერებში "ქართლის ცხოვრების" ფურცლები იკითხება
ჩვენს სიმღერებში "ქართლის ცხოვრების" ფურცლები იკითხება
გოეთე ამბობდა: "მშვენიერების შეგრძნების გამომუშავება ადამიანებში მხოლოდ მშვენიერი საგნებისა და მაგალითების მეოხებით უნდა ხდებოდეს". საყოველთაოდ ცნობილია, რომ მუსიკალური კულტურის აღორძინება დიდად არის დამოკიდებული სწორ აღზრდაზე. ასეთი აღზრდა კი გულისხმობს აღსაზრდელისთვის როგორც ეროვნული, ასევე მსოფლიო მუსიკალური კულტურის დროულ მიწოდებას. რაოდენ სასიხარულოა, რომ დღეს მომრავლდნენ ეროვნული მუსიკალური შედევრების შემსწავლელთა ანსამბლები, სადაც დიდი ადგილი ეთმობა ქართული საგალობლების შესწავლასაც. "თუკი ჩვენს საგალობლებში იგრძნობა სამშვინველზე კათარზისულად მოქმედი ძალა და სულის დაუცხრომელი სწრაფვა ლაჟვარდებისკენ, ხალხურ სიმღერებში საცნაურყოფ, რომ არა მარტო ლაშქარში, არამედ სუფრაზე, მგზავრობისას თუ ყანაში იარაღს არ იშორებდა მამაცი ქართველი ადამიანი. ცალ ხელში დავითნით, ხოლო მეორეში მახვილით, თავგამოდებული ებრძოდა ქართველი კაცი ბოროტების მოძალებულ წყვდიადს. საქართველოში შორი როდი იყო გზა მხედრობიდან მონასტრისაკენ ან მოწამებრივი სიკვდილისაკენ, პრომეთეს ცეცხლში ნაწრთობი ხალხური სიმღერებიდან - ჰაეროვანი საგალობლებისკენ", - წერდა მერაბ კოსტავა.

სწორედ ქართული მუსიკალური კულტურის წიაღში შობილ ამ უნიკალურ მარგალიტებს ასწავლის ბავშვებს ბიჭუნათა ანსამბლის, "პატარა ერისიონის" ხელმძღვანელი, მომღერალი დავით კერესელიძე, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.

- დათო, როდის და როგორ ჩამოყალიბდა თქვენი ანსამბლი?

- ანსამბლი "პატარა ერისიონი" ჩამოყალიბდა 2002 წელს ბატონი ჯემალ ჭკუასელის ინიციატივით. ბავშვებს ანსამბლში 7 წლის ასაკიდან ვიღებთ. 6-წლიანი მუშაობის მანძილზე არაერთი კონცერტი ჩავატარეთ როგორც საზღვარგარეთ (თურქეთში, ბულგარეთში, ჩეხეთში), ასევე საქართველოში. ვმონაწილეობდით ქობულეთში, ბორჯომში, თბილისში გამართულ ფესტივალებშიც. ქართულ ხალხურ სიმღერებთან ერთად ბავშვებს ინსტრუმენტებზე (ფანდური, სალამური) დაკვრასაც შევასწავლით. თავიდან შედარებით ადვილად შესასრულებელი სიმღერებით დავიწყეთ, მერე ნელ-ნელა რეპერტუარი უფრო გავართულეთ და დავხვეწეთ. დღეს ბავშვები ასრულებენ ისეთ სიმღერებს, როგორიცაა: სვანური "კვირია", გურული "ფერხული", იმერული "ცხენოსნური". ჯერ მარტო ხუთი "მრავალჟამიერი" იციან. რა თქმა უნდა, ვასწავლით საგალობლებსაც.

- რთულია საბავშვო გუნდის ხელმძღვანელობა?

- საბავშვო გუნდში ერთი წინააღმდეგობა იჩენს ხოლმე თავს, რასაც ვერ გავექცევით - თაობათა ხშირი ცვლა ხდება. ბავშვი, სანამ პატარაა, მღერის I ხმას, იზრდება და სხვა ხმაში გადადის. მერე კი საერთოდ მიდის, რადგან ეს გუნდი ბიჭუნათა გუნდია და 17 წლამდე რჩებიან ბავშვები. მერე მოდის ახალი ბავშვი, რომელსაც ისევ თავიდან უნდა ასწავლო ყველაფერი და ა.შ. ყოველ წელს ხდება ასეთი ცვლა, მაგრამ რას ვიზამთ. მტკივნეულია განშორება თითოეულთან. ყველა მათგანთან საკმაოდ ბევრი გვაქვს ნამუშევარი. სასურველია, რომ ჩვენს ანსამბლში გაზრდილი ბავშვი მოხვდეს დიდ ანსამბლში, პირველ რიგში - "ერისიონში". ჩვენი ანსამბლის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც გახლდათ სწორედ ის, რომ "ერისიონისთვის" მოგვემზადებინა ცვლა.

ბავშვებთან მუშაობა რთულია იმ მხრივაც, რომ ბავშვს შეიძლება სმენა ჰქონდეს, მაგრამ ათვისების უნარი ზოგს მეტად აქვს, ზოგს - ნაკლებად. თანაც, რაც მთავარია, ბავშვს უნდა ასწავლო, როგორ შეასრულოს ეს სიმღერა. სიმღერა კი მელოდია არ არის. იქ ბევრი ნიუანსია. მოზრდილ ადამიანს შესწევს იმპროვიზაციის უნარი. ბავშვს კი ყველაფერი უნდა აუხსნა და ასწავლო.

- როგორ ეკიდებიან ბავშვები ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების შესწავლას?

- არნახული სურვილით და ინტერესით. ახალმოსულს ვეკითხები, შენ გინდოდა აქ მოსვლა თუ მშობელს-მეთქი. თუ აღმოჩნდა, რომ სურვილი მხოლოდ მშობლის იყო, ბავშვს გუნდში არ ვიღებ. თუმცა ასეთი შემთხვევა თითქმის არ ყოფილა. პირიქით, ისეთ ცხოველ ინტერესს ამჟღავნებენ ბავშვები, რომ დაღლას ვერ ვატყობ. 11 საათზე მოდიან და პირველის ნახევრამდე მღერიან. მერე 2 საათამდე ინსტრუმენტებზე მუშაობენ. აქაურობას ძნელად ელევიან. მახსოვს, ერთხელ აქედან წასულები ქუჩაში ქვის სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ და უკრავდნენ. ერთხელ თავიანთ ნებაზე მივუშვი და დამოუკიდებლად მოამზადეს შესანიშნავი და ძალიან ლამაზი ნომერი - ექვსი ბიჭი უკრავს ფანდურზე. მე ბასფანდურებიღა დავუმატე, დანარჩენი ყველაფერი თვითონ გააკეთეს.

ჩემს ბავშვობაში ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლის მიმართ ასეთი დაინტერესება ნამდვილად არ იყო. იმხანად ბევრი კარგი ქართული საესტრადო ანსამბლი არსებობდა: "ივერია", "ორერა", "ცისფერი ტრიო" და ა.შ. მაგრამ ახალგაზრდობა რატომღაც მაინც უცხოური ესტრადით იყო გატაცებული. ქართული ხალხური სიმღერებით გატაცება მაშინ ჩამორჩენილობად აღიქმებოდა. დღეს კი სულ სხვაგვარი ვითარებაა. სასიხარულოა, რომ არაერთი პროფესიული ანსამბლი შეიქმნა და მოქმედებს როგორც ქალაქებში, ასევე რაიონებში. ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები ის სულიერი საგანძურია, რომელიც მუდამჟამს მიიჩნეოდა პროფესიული მუსიკის მაღალმხატვრულ გამოვლინებად და მისი შესწავლა საქართველოში იმგვარადვე იყო სავალდებულო, როგორც მშობლიური ენისა. ასე უნდა იყოს დღესაც.

- ქართული ხალხური სიმღერა არის "ჩვენი ხალხის ნაგრძნობისა და ნაფიქრალის, თავგადასავლის გამოხატვა" (აკ. წერეთელი). ამ მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ფოლკლორულ შემოქმედებასთან ზიარება, წინაპართა ქმნილებების მიმართ მოწიწებული დამოკიდებულება უთუოდ შეუწყობს ხელს მომავალი თაობის ესთეტიკურ და პატრიოტულ აღზრდას.

- ჩვენს სიმღერებში "ქართლის ცხოვრების" ფურცლები იკითხება. აქ არის გამოხატული ღვთის სადიდებელი, შრომის იარაღების ქება, უსამართლობის წინააღმდეგ ამხედრებული ქართველის გულისთქმა, ფიქრი და ოცნება შრომისმოყვარე, გამრჯე გუთნისდედისა, რომელიც დიდი გამძლეობით ეზიდებოდა ცხოვრების ტვირთს... ამ სიმღერებს რომ ბავშვი შეასრულებს და ამ სულისკვეთებით გაიზრდება, ის სწორედაც რომ ნამდვილ ადამიანად და კაცად ჩამოყალიბდება. საკუთარ თავს უკეთ შეიცნობს, იდეალად დაისახავს სრულყოფილებას, იგრძნობს ჩვენი დიდი წინაპრების სულისკვეთებას, რომლებიც დღენიადაგ იღვწოდნენ, სული ხორცზე მაღლა დაეყენებინათ, ღმერთს მიეახლებოდნენ.

ვუყურებ აქ მოსულ ბავშვებს და ვხედავ, რომ ერთმანეთისთვის უცნობები ძალიან მალე პოულობენ საერთო ენას და განუყრელ მეგობრებად იქცევიან ხოლმე. თითოეული სიმღერა აღზრდის ერთ-ერთი ფორმაა. ბავშვები აქ დაცულნი არიან ქუჩის მავნე ზეგავლენისგან. როდესაც ბავშვი ღირებულებებში ერკვევა, ცხოვრებაში აუცილებლად იპოვის სწორ გზას. ქართული სიმღერა და საერთოდ ცეკვა მაღალ მორალურ-ესთეტიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული ხელოვნებაა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ღირსეულ ქართველად ჩამოყალიბებას.

- მაინც რაში მდგომარეობს ქართული მუსიკალური ფოლკლორის განუმეორებელი ხიბლი, ის საიდუმლო, რომელიც განაცვიფრებს მსოფლიოს?

- ქართული ხალხური სიმღერის ხიბლი მის მრავალხმიანობასა და მრავალფეროვნებაშია. "ქართული მუსიკალური ენის თვითმყოფადობა და მისი მრავალხმიანობის წარმოშობა არანაკლებ იდუმალია, ვიდრე იოანე-ზოსიმეს მიერ მინიშნებული ის საიდუმლოება, ქართული ენის წიაღში რომ არის დამარხული" (მერაბ კოსტავა). იშვიათად შეხვდება კაცი ასეთ მცირე ტერიტორიაზე სიმღერების ისეთ მრავალფეროვნებას, როგორიც საქართველოშია. კილოთა ერთიანი საფუძვლის მიუხედავად, თითოეული კუთხის სიმღერა თავისი ხასიათითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. სხვადასხვანაირი პოლიფონიურობა ახასიათებთ ქართლ-კახურ, გურულ, სვანურ სიმღერებს. ჩვენთვის ეს ჩვეულებრივია, რადგან ყური გვაქვს მიჩვეული. უცხოელს კი ხიბლავს, რადგან სიმღერათა ასეთი სახესხვაობა თვით ევროპის ცალკეული ქვეყნების სიმღერებს შორისაც კი არ მოიპოვება.

- ბევრს საუბრობენ ქართული ხალხური მუსიკის სამკურნალო ზემოქმედებაზეც...

KARIBCHE
ბატონი დათო მეუღლესთან ერთად

- ამისი კარგი მაგალითი ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე - თორნიკე გახლავთ. ჩვენს ანსამბლში რომ მოიყვანეს, მძიმედ იყო დაავადებული. დაკვრამ და სიმღერამ ისე აღაფრთოვანა და გაიტაცა, რომ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ეს ექიმებმაც კი შეამჩნიეს და აღიარეს: ამის მიზეზი უთუოდ ქართული სიმღერააო.

- რამდენადაც ვიცი, მუსიკას დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ოჯახში. თავად მუსიკალურ ოჯახში აღიზარდეთ, თქვენი და თქვენი მეუღლის გაცნობის მიზეზიც სიმღერა გახდა. გვიამბეთ ამის შესახებ...

- მამაჩემი ბავშვობიდან მღეროდა. იგი ონში გაიზარდა. კულტურის სახლის გუნდში მღეროდა, რომელსაც შემდეგ თვითონ ჩაუდგა სათავეში. ონში ყოფნის დროს ხელმძღვანელობდა ასევე მედიცინის მუშაკთა ანსამბლს. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას ინსტიტუტის ანსამბლს ჩაუდგა სათავეში. იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდის ხელმძღვანელი. 9-10 წლის ვიყავი, პირველად რომ გამოვედი სცენაზე. ჩემს შემდგომ წარმატებებს მუსიკალურ სფეროში ამ ფაქტს ვუმადლი. იქ გავუგე გემო იმას, თუ რა იყო სცენა და სიმღერა.

ჩემი მეუღლე სიღნაღელი გახლავთ. იმხანად იქ მუშაობდა. ერთ-ერთი ღონისძიების ჩასატარებლად ეძებდა ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც შემოქმედებით იყვნენ დაკავებულნი. კულტურის სახლში მივიდა და ჩემკენ მოასწავლეს. ასე გავიცანით ერთმანეთი. ასე რომ, მაინც სიმღერა და გიტარა გახდა ჩვენი გაცნობის მიზეზი. ანსამბლ "პატარა ერისიონის" გარდა ჩვენ გვყავს ტრიო "თილისმა", რომელშიც ვმღერით მე, ნონა ნაჭყებია და ქეთი ფაილოძე. რეპერტუარის უმრავლესობას ჩვენი საკუთარი სიმღერები შეადგენს. თითქმის ყველა სიმღერა ჩემი მეუღლის - ნინო ზედელაშვილის ლექსებზე არის დაწერილი. ასე რომ, ნინო მუსიკალურად არა, მაგრამ პოეტურად ჩართულია ამ საქმეში. შვილებიც - ბაჩო და თამარი დაინტერესებულნი არიან ქართული ფოლკლორით. მღერიან, ცეკვავენ...

ნინო ზედელაშვილი მშვენიერი შვილების დედა, ერთგული მეგობარი და ღირსეული მოქალაქეა. გამოცემული აქვს ლექსების კრებული "ჩემო სევდავ და ფიქრო..."

- პირველი ლექსი 7-8 წლის წინ დავწერე. ჩემი მეუღლის სიმღერისთვის საჭირო იყო 13-მარცვლიანი ლექსი, რომელიც ვერსად ვიპოვეთ. იმდენად მომწონდა ეს მელოდია, რომ დათო გავამხნევე - არ იდარდო, მე დაგიწერ ლექსს-მეთქი. დავწერე. ძალიან ლამაზი სიმღერა გამოვიდა. ტექსტი და მელოდია კარგად მოერგო ერთმანეთს. შემდეგ გამიტაცა ამ საქმემ. ლექსების წერა სხვაგვარ სიმშვიდეს მანიჭებს, სულს სითბოთი მივსებს.

- რომელია შენი საყვარელი ლექსი?

- "ნუღარ მეძახით, ადამიანებო,
მე გარდავიცვალე,
ის, რაც მამღერებდა, ლუკმის ნატეხებზე
გადამიცვალეს,
ფრთები დამეძენძა, ბუმბული დამცვივდა,
მიწას ვერ ავცილდი,
შენც, ასე სასურველი, წახველ და დამცილდი.
კვლავ სიმარტოვე მკერდზე მახვევს
ლორწოს საცეცებს,
როგორ მომგუდოს, მოიწევს და
თვალებს აცეცებს.
ჩემი სიყვარული ლუკმის ნატეხებზე
გადამიცვალეს,
ნუღარ მეძახით, ადამიანებო,
გარდავიცვალე..."


ეს ლექსი ჩემთვის განსაკუთრებულია. საოცარი ის იყო, რომ ყველამ, ვინც წაიკითხა, ჩათვალა, რომ მისთვის იყო დაწერილი. დღესდღეობით ადამიანებს სულიერად უჭირთ. დუხჭირი ცხოვრების გამო აღარც განწყობა აქვთ და აღარც დრო, რომ უფრო ახლოს იყვნენ ლექსთანაც, მუსიკასთანაც. ეს ცხოვრებაა და ვერ გაექცევი. მეც ნაკლებად მრჩება ფიქრის დრო. მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა, რომ სულიერება გადაარჩენს სამყაროს. ადამიანებს სჭირდებათ ღმერთთან მიახლება, სჭირდებათ ლექსიც, სიმღერაც და სიყვარული, რომელსაც სასწაულებრივი ძალა აქვს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat