მას ძალიან, ძალიან და კიდევ ძალიან უყვარს ადამიანები
მას ძალიან, ძალიან და კიდევ ძალიან უყვარს ადამიანები
"როდესაც შური გახელებთ,
როს მაღალი მაქვს ყელი, -
იმ დროს ფეხებთან
მეხვევა ათასი ჯურის გველი
,
და შიშით
ფეხის ცერებზე
ვდგებოდი...
ვდგები
მე კვლავ.
თქვენ ალბათ ესეც გაოცებთ,
ალბათ გგონიათ, ვცეკვავ!
სიმაღლისაკენ ილტვისო, -
ჩემზე ქირქილებთ როცა,
მე უჰაერო ფილტვებით
თქვენს გაზაფხულებს ვლოცავ".

მზია ხეთაგური... ამ სახელსა და გვარს კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება. პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, მეზღაპრე, ორი შვილის დედა და სამი შვილიშვილის ბებია.

ქალბატონი მზია ცდილობს, ადამიანის ყველაზე ნათელი განცდები, გრძნობები, მისწრაფებები აღმოაჩინოს და სამზეოზე გამოიტანოს. "იცით, რაშია მისი მხიარული ბუნების საიდუმლო? - ვკითხულობ ერთ-ერთი წიგნის რეცენზიაში, - მას ძალიან, ძალიან და კიდევ ძალიან უყვარს ადამიანები. არასოდეს სწყინდება მათი ამბების მოსმენა და გაჭირვებისას - თანადგომა. კეთილი ადამიანები კი ცდილობენ, ყველანი გაამხიარულონ, ხოლო თავისი დარდით არავინ შეაწუხონ".

ქალბატონი მზიას შესახებ უამრავი საგულისხმო აზრი გამოითქვა საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. მას აფასებენ, როგორც ადამიანს, რომელიც მზადაა გაიგოს, რომ არსებობს ქვეყნად "ცოტა სიამაყე, ცოტა სიხარული, ცოტა სიკეთე", მაგრამ არად მიაჩნია ცნება "ცოტა სიყვარული"... (პიოტრ გრადოვი). "მზია ფლობს შურის საწინააღმდეგო იარაღს - კი არ აღშფოთდეს, შეებრალოს მოშურნე" (ჰანს კრიუგე).

- ქალბატონო მზია, ერთგან წერთ:

"ვერ დამავიწყა სიკეთე ტანჯვამ,
თუმც ბევრჯერ მგვემეს და მიღალატეს...
შურისძიებით საშველი არ ჩანს,
სული გზას იკვლევს და მიფარფატებს".


ეს სტრიქონები უთუოდ სიკეთის უძლეველობის რწმენამ დაგაწერინათ.

- ხანდახან სიკეთეს აკეთებ და ფიქრობ, თითქოს ყულაბაში აგროვებ განძს, საფასეს. მაგრამ ერთ დღესაც სიცარიელე გრჩება ხელში, რადგანაც აღმოჩნდება, რომ იმ ყულაბას ძირი არ ჰქონია. ეს ხდება, როდესაც აწყდები ადამიანთა უმადურობას. ამ დროს მეუფლება მტანჯველი ტკივილი, რადგანაც "მოგაგეს ბოროტი კეთილისა წილ", მაგრამ მე მაინც მგონია, რომ არ არსებობს უაზროდ გაცემული და დახარჯული ენერგია და სიკეთე. სიკეთის კეთება შეიძლება მიზნად არც კი დაისახო ანუ არ დაგეგმო, არამედ ბუნებრივად და სტიქიურადაც ჩაიდინო კეთილი საქციელი, თუმცა, რა თქმა უნდა, სტიქიური და სულელური საქციელი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ისევე, როგორც სიკეთე და სისულელე. თუკი რამ სიკეთე გამიკეთებია, არაფერს ვნანობ იქიდან. მე ვნანობ მხოლოდ სისულელეებს, დაუფიქრებელ ქმედებებს.

რა თქმა უნდა, ბევრს უტკენია კიდეც ჩემთვის გული, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი - უნებლიეთ, მაგრამ უფრო ხშირად საკუთარ თავს თავად ვტკენდი გულს, რადგანაც კაცს საკუთარ თავზე საშიში მტერი არ ჰყავს. ოღონდ ამის მიხვედრას გამოცდილება და სიბრძნე სჭირდება. როდესაც ამას გააცნობიერებ, თანდათან დაგტოვებს, უკან დაიხევს პირადი ტკივილები და შენს სულში, ბოლოს და ბოლოს, დარჩება ადგილი ზოგადსაკაცობრიო სატკივარისთვის. აბა, ჩავიხედოთ სულში. რამდენი რამეა თავად ჩვენი ბრალი. არადა სულ ვამბობთ, - ამან მაწყენინა, იმან გული მატკინაო. დავფიქრდეთ, იქნებ ხანდახან ჩვენც ვტკენთ სხვას გულს ჩვენი უკონტროლო ქცევით, სიტყვით, საქმით.

ვფიქრობ, სიკეთე გულისა ერთია და კეთილგონიერება კიდევ მეორეა. უფალი ამბობს სახარებაში: "იყავით უმანკონი, ვითარცა მტრედი და გონიერნი, ვითარცა გველიო". ანუ შეიძლება გულით კეთილი იყო, მაგრამ კეთილგონიერება არ გეყოს. ამიტომ ამის გათვალისწინება მეტად მნიშვნელოვანია.

სულგრძელობა კი ნიშნავს უნარს, ადამიანს აპატიო ბევრი რამ იმდენად, რომ გაგიქრეს მის მიმართ ყოველგვარი ეჭვი, ბრაზი, უსიამოვნო შეგრძნება და შეძლო მისი ხელმეორედ შეყვარება. ყოველთვის მისცე მას საშუალება, რომ არ დაკარგო.

- სულიერი სიხარულისა და ბედნიერების განცდა ადამიანს ყოველგვარ დაბრკოლებას აძლევინებს, წყენას ავიწყებს და შურისძიებაზე ამარჯვებინებს.

- სულიერი ბედნიერება შემოქმედებით პროცესს ასაზრდოებს. ვაჟა ამბობდა, "მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებულიო". სულით ცარიელი ადამიანი ღირებულს ვერაფერს შექმნის. შემოქმედი ყოველთვის სავსეა ტკივილებით. ტკივილების, განცდების, ჭრილობების გარეშე ნამდვილად ვერ შეიქმნება ვერც პოეზია, ვერც მუსიკა, ვერც მხატვრობა და საერთოდ ხელოვნება... რადგან ხელოვნებას ასაზრდოებს ტკივილი. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ის უნდა გამოიგონო. არც სჭირდება მას გამოგონება, რადგან თავისთავად არსებობს ჩვენში და ჩვენს გარშემოც. თუ ბუნებით დაუდევარი და ზედაპირული არა ხარ და შეგიძლია იყო მიმტევებელი, შემწყნარებელი სხვათა შეცოდებების მიმართ და ამავე დროს მკაცრი და მომთხოვნი - საკუთარი თავისადმი, ეს ტკივილები თავისთავად მოვა.

ადამიანი, მით უფრო შემოქმედი, სულ უნდა გრძნობდე პასუხისმგებლობას მთელი სამყაროს, მთელი დედამიწის მიმართ. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ვწერდი:

"მე ისე მიყვარს დედამიწა, რომ
მთელ ქვეყნიერებას გულში ვიხუტებ და
მიგრძელდება უსაშველოდ ორივე ხელი".


დედაჩემი დიდი სულიერებით გამორჩეული ადამიანი იყო. მე და ჩემს ტყუპისცალ დას გვზრდიდა შთაგონებით, რომ არამცთუ უნდა შეგვძლებოდა, არამედ ვალდებულნიც ვიყავით, ანგარიში გაგვეწია სხვათა ინტერესებისთვის და არამც და არამც არ გვეცხოვრა მხოლოდ პირადი ცხოვრებით. მისთვის პრინციპული მნიშვნელობისა იყო, თუ რა სარგებლობას მოვუტანდით საზოგადოებას, ქვეყანას.

- მსოფლიო მწერლობა მდიდარია დიდსულოვანი ქცევის მაგალითებით. თქვენთვის რომელია ამ მხრივ განსაკუთრებით შთამბეჭდავი გმირი?

- უამრავი ლიტერატურული ნაწარმოები მომწონს, განსაკუთრებით გამოვყოფდი "დონ კიხოტს". დონ კიხოტი იბრძვის საყვარელი არსებისთვის, უმაღლესი ფასეულობებისთვის. იბრძვის დაუღალავად, თავგანწირულად. ხშირად გამიგონია, დავიღალე, აღარავის სიკეთეს აღარ გავუკეთებ, რადგან სიკეთე სისულელეაო და ა.შ. უფალი ამბობს: "ჯვარი წარმართთათვის სისულელეა". სწორედ ეს სისულელეა სულგრძელობა. ამქვეყნად ბევრი უსამართლობა ხდება, მაგრამ შენ მაინც დაუღალავად უნდა იბრძოლო. დონ კიხოტი ჩემთვის სულგრძელობაა, იმედია, რწმენაა. ეს ყველაფერი გადამდები ძალის მატარებელია. ასეთი პერსონაჟები გვიღვივებენ რწმენას, რომ ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედავად, მაინც ჯობია სიკეთე აკეთო, მოითმინო, დაუთმო, აპატიო და ამავე დროს იბრძოლო.

- თანამედროვე მწერლობაში რამდენად მოჩანან სულგრძელი, მაღალი ზნეობის გამომხატველი მისაბაძი გმირები?

- ვფიქრობ, თანამედროვე მწერლები ზედმეტად აკეთებენ აქცენტს ჩვენი ყოფის მანკიერ მხარეებზე. მწერალმა აუცილებლად უნდა დაგვანახოს გამოსავალი, გვიჩვენოს ხსნის გზა. თანამედროვე მწერლობიდან მეტად შთამბეჭდავად დამამახსოვრდა ნუგზარ შატაიძის ერთ-ერთი მოთხრობა, რომელშიც ასახულია ერთი ოჯახის ცხოვრება. ეს ოჯახი ძირძველი ტრადიციებით არის გამორჩეული. სამწუხაროდ, ეს ტრადიციები ირღვევა და მის შენარჩუნებას ერთგულად ცდილობს ქალბატონი, ამ ოჯახის უფროსი წევრი. მისი შვილი და რძალი სისტემატურად ჩხუბობენ და სახლიდან უსიამოვნო სიტყვები და ყვირილი გამოდის. მათი ხმა რომ დაფაროს, ქალბატონს გამოაქვს გარდაცვლილი მეუღლის დოლი და მთელი ძალით, ხმამაღლა უკრავს მასზე. ერთი შეხედვით ხომ თითქოს არაფერი ისეთი არ ხდება, მაგრამ ამას რომ კითხულობ, უკვე გრძნობ, ეს არის დიდი ლიტერატურა. ქალი იძულებულია, ასეთი საქციელით ოჯახის შელახული ღირსება დაიცვას. საოცარია ასეთი თავმოყვარეობა, ოჯახის ღირსებისადმი ასეთი დამოკიდებულება.

- რას ნიშნავს თქვენთვის ქრისტიანული, სახარებისეული სიბრძნე?

- ათი მცნება დიდსულოვნების აღზრდას ისახავს მიზნად. მას შემდეგ, რაც ადამიანისთვის ჩვეული გახდა ცოდვა, ცოდვისკენ მიდრეკილება, უფალმა დაგვიწესა კანონი, რათა ნაკლებად შევცოდოთ. სამწუხაროდ, ათეისტურმა პერიოდმა მოიტანა ის პრობლემები და უბედურებები, რაც დღეს არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ათი მცნება მიგვითითებს და გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ჩვენი დაცემული ბუნებისთვის ჩვეულ მიდრეკილებებს. მაგალითად, როდესაც ვინმეზე ნაწყენი და გამწარებული ხარ, იმ წუთას შეგიძლია ცილი დასწამო ვინმეს ან სასიკვდილოდ გაიმეტო, ანდა სიხარბემ შეგიპყრო და ქურდობისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებ და ა.შ. ადამიანისთვის ასეთი მიდრეკილებები ტიპურად იქცა, მაგრამ მასში არის აგრეთვე კრიტიკა ასეთი ქცევისა, მიდრეკილება უმაღლესი სულიერი ფასეულობებისადმი. სწორედ ამას სჭირდება წვრთნა. და ეს წვრთნა მაშინ იღებს სასიკეთო შედეგს, როდესაც უმაღლესი სულიერი საწყისი დაჯაბნის ქვენას, ხორციელს.

- ქალბატონო მზია, თქვენ რამდენიმე ჯილდო გაქვთ მიღებული, მათ შორის საბავშვო მწერლისთვის ყველაზე საპატიო - შიო მღვიმელის პრემია. თქვენი საყმაწვილო მოთხრობები მსოფლიოს ბევრი საბავშვო თეატრის სცენაზე დაიდგა. თქვენი ზღაპრების გმირები არიან კეთილი და მზრუნველი ბავშვები, ხარხარა მეფე, ვეზირები, თხუპნია და პეწენიკა გოგო-ბიჭები და ა.შ. თუ ვინმე ამ ზღაპრებში ცუდად იქცევა, ზღაპრის ბოლოს უსათუოდ გამოსწორდება ხოლმე. პატარაობიდანვე ხდება ბავშვებში იმ სათნოებების ჩამოყალიბება, რომლებიც შემდეგ სულგრძელ ქმედებებს განაპირობებენ. რამდენად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ბავშვებისთვის წერა?

- ბავშვები იმდენად მიყვარს, რომ მათთან ურთიერთობით არასოდეს ვიღლები. მინდა, ჩავუღრმავდე მათ სამყაროს. მათთან ურთიერთობაში ერთი რამ არის მთავარი: თუკი შენს ხსოვნაში არ არის ღრმად ჩაბეჭდილი ბავშვობის შთაბეჭდილებები, რა გიხაროდა, რა გწყინდა, რამ აგაფორიაქა ანდა რამ აღგაფრთოვანა, მაშინ ბავშვებს ვერ გაუგებ და ვერც ისინი გაგიგებენ. როდესაც ბავშვი ცელქობს, ამ დროს უნდა გაიხსენო, შენ როგორ ცელქობდი, იმიტომ, რომ დიდი ენერგია გქონდა და არ იცოდი, სად დაგეხარჯა, ან პროტესტს გამოხატავდი ამით, ან იქნებ ვიღაცას ბაძავდი... უამრავი მიზეზი აქვს ბავშვს, ისე არ იქცეოდეს, როგორც ეს ჩვენ, უფროსებს გვინდა. აქ კი ჩაღრმავებაა საჭირო. ამიტომაც მათთვის წერა არც ისე იოლია.

- რა თქმა უნდა, ყველა დროში, საზოგადოებასა და ეპოქაში მნიშვნელოვანი, სამაგალითო და დასაფასებელი იყო სულგრძელობის გამოვლინება. მაგრამ დღეს ადამიანებს სულისთვის აღარ სცალიათ. ხშირად გვიპყრობს სულმოკლეობა. თქვენ რას იტყვით?

- ხშირად ადამიანის დაფარული თვისებები მჟღავნდება ექსტრემალურ სიტუაციაში. საქართველოში ბოლო 20 წელია, მძიმე მდგომარეობაა როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად. ძალიან სწრაფი ნახტომებით იცვლება ყველაფერი. ხშირად გაიგონებთ, ადამიანები შეიცვალნენო. მე კი ვფიქრობ, რომ ადამიანები კი არ შეცვლილან, არამედ ექსტრემალურმა მდგომარეობამ, გაჭირვებამ, გაუსაძლისმა ყოფამ გამოავლინა, ვინ ვინ არის.

შეიძლება დრომ მოიტანა ანდა სულაც გამიზნულად ხდება ის, რომ დღევანდელი აღზრდის სისტემა ითვალისწინებს ისეთი საზოგადოების აღზრდას, რომელიც იქნება უფრო პრაგმატული, მაინცდამაინც არ მიეძალება პოეტურ აღმაფრენას, რადგან, მათივე აზრით, სხვაგვარად დაიღუპება. არსებობისთვის ბრძოლამ, სამწუხაროდ, ადამიანის მაღალი მისწრაფებები უკანა პლანზე გადასწია. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ ეკლესიებში მომრავლდა მრევლი, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, მოხდეს ჩვენი ცნობიერების ჭეშმარიტი განათება, ჩვენი სულის ჭეშმარიტი გარდაქმნა.

მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, გლობალიზაციამ წარმოშვა საფრთხე ზნეობისა და სულიერების დაკნინებისა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში მატერიალური პრობლემები თანდათან მოგვარდეს, დაწყნარდეს, დამშვიდდეს, დაივარცხნოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ თუკი სულიერებისთვის ბრძოლა მოვადუნეთ, ამ თმადავარცხნილ, დაწყნარებულ, გაჩახჩახებულ საქართველოს ყველაფერი ექნება, სულიერების გარდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ეკლესიისადმი, მწერლობისადმი, კულტურისადმი, მეცნიერებისადმი მოწიწებული დამოკიდებულება.

- წლებს ბევრი რამ მოაქვს. ადამიანი უფრო უღრმავდება საკუთარ სულს, ცხოვრებას. სულს უფრო მეტად წინ აყენებს, ვიდრე ხორცს. უფრო მეტად ტევადი ხდება მისი სულის შინაარსი...

- წლებმა მომიტანა სინანული იმ ქმედებების გამო, რასაც უკვე ვეღარ შეცვლი. მიუხედავად იმისა, რომ მშფოთვარე და ფორიაქა ხასიათი ისევ შემრჩა, წლებმა მაინც მოიტანა სიმშვიდე, მოიტანა ჩემი შვილებისა და შვილიშვილების არსებობა. წლებმა წამართვა შიში ბევრი რამის, თუნდაც სიკვდილის მიმართ. მაგრამ ამავე დროს დამეუფლა შიში იმის გამო, რომ ვაითუ მეტი შემეძლო და ვერ გავაკეთე, ან დღესაც მეტი შემიძლია და ვერ ვგრძნობ, ვაითუ ტყუილუბრალოდ დავხარჯე წლები, დღეები, წუთები... დრომ მომიტანა ფრთხილი და ფაქიზი დამოკიდებულება დროის მიმართ, ნებისმიერი წუთისა და წამის მიმართ და კიდევ, მომიტანა იმედი და რწმენა, რომ ახლა მაინც არ დავკარგავ დროს და რაც ვერ მოვასწარი, შევძლებ იმის გაკეთებას.

- და კიდევ, რას თვლით სულგრძელობის ყველაზე დიდ გამოვლინებად?

- სულგრძელობის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც შეგიძლია სულგრძელად მოიქცე ყოველგვარი მოწმის გარეშე (რა თქმა უნდა, უფალი თავისთავად ყველაფრის მოწმეა), როდესაც ადამიანს უკეთებ დიდ სიკეთეს ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის. სულგრძელობის ყველაზე დიდ გამოვლინებად მიმაჩნია, როდესაც არ ეძებ ადამიანთაგან შექებას და შენი დამსახურების აღიარებას არ ცდილობ. ვფიქრობ, სულგრძელი საქციელის შემდეგ ადამიანში იმხელა სიხარული და მადლი იმკვიდრებს, რომ ვერანაირი სხვა ჯილდო მას ვერ შეედრება. ადამიანი ამ დროს არის ბედნიერი და ის განიცდის სიხარულს, რომელიც მას ღმერთთან აახლოებს და მას ამსგავსებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat