საქართველო მინის მწარმოებელი ერთ-ერთი უპირველესი ქვეყანაა
საქართველო მინის მწარმოებელი ერთ-ერთი უპირველესი ქვეყანაა
ტიხრული მინანქრის ოსტატი დახვეწილი გემოვნების პატრონი უნდა იყოს და შესრულების ურთულეს ტექნიკას ფლობდეს. საქართველოში ტიხრული მინანქრის ხელოვნებამ განვითარების მწვერვალს IX-XII საუკუნეებში მიაღწია, რისი დასტურიც გახლავთ შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურში დაცული უმშვენიერესი ნიმუშები. XV საუკუნიდან თითქმის მივიწყებული დარგი XX საუკუნის 80-იან წლებში აღადგინა ერმილე მაღრაძემ, რომელმაც ძველი მეთოდით ფერების გამოსაყვანად მთელი ლაბორატორია შექმნა. ბატონი ერმილეს სახელოსნოში დღესდღეობით სრულად არის აღდგენილი ის პალიტრა, რომელიც ტიხრული მინანქრის დასამზადებლად შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა. თავისი ცოდნა და გამოცდილება ბატონმა ერმილემ არაერთ ახალგაზრდას გაუზიარა. მის მიერ შესრულებული იმერეთის ვარძიის ღვთისმშობლის ხატის იოანე ღვთისმეტყველის მინანქროვანი მედალიონის ასლი ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდის ექსპოზიციაშია წარმოდგენილი. საგანძურის განყოფილებასთან ბატონი ერმილე 1990 წლიდან თანამშრომლობს. აქაურობას სალოცავ ადგილად მიიჩნევს. იგი გახლავთ ექსპერტი, კონსულტანტი და რესტავრატორი ტიხრული მინანქრისა და ჭედური ხელოვნების სფეროში.

- მსოფლიო მეცნიერები დღემდე დავობენ, თუ სად დაედო სათავე ხელოვნების ამ ურთულეს და უმშვენიერეს დარგს - საქართველოში თუ ბიზანტიაში...

- მოგეხსენებათ, ბიზანტია უზარმაზარი, საკმაოდ მაღალგანვითარებული იმპერია იყო, სადაც პერიფერიებიდან თავს იყრიდა ყველაფერი საუკეთესო. საქართველო უშუალოდ არ შედიოდა მის შემადგენლობაში, მაგრამ გარკვეულწილად დამოკიდებული იყო მასზე. ის ფასეულობები, რომლებიც ისეთ განვითარებულ ქვეყანას ჰქონდა, როგორიც ერთ დროს საქართველო გახლდათ, თუნდაც ფერადი მინის დამუშავების თვალსაზრისით, ადვილი შესაძლებელია, კონსტანტინოპოლის მძლავრი სახელოსნოების მონაპოვარი გამხდარიყო. მერე კი ხშირად იკარგებოდა ის სათავე, საიდანაც ყოველივე დაიწყო. ამის თქმის უფლებას ჩვენში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა მაძლევს.

- ეს მასალები ადასტურებს, რომ ფერადი მინა საქართველოში ძველთაგანვე იწარმოებოდა?

- აღმოაჩინეს ძვ.წ-ის I-II სს-ის შესანიშნავი ფერადი მინის საამქროები. თბილისთან ახლოს, ორბეთში ნაპოვნია VI ს-ის საწარმო, სადაც ხუთი საუკუნის განმავლობაში არ შეწყვეტილა მინის წარმოების პროცესი. ეს არქეოლოგიურმა შრეებმა აჩვენა.

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ადრეული ფერადი მინა იწარმოებოდა, სადაც დაირწა ტიხრული მინანქრის აკვანი. რას ემყარება ეს მოსაზრება? საყოველთაოდაა აღიარებული, რომ მინის წარმოება იმ ქვეყნებში განვითარდა, სადაც მეტალურგია იყო ძლიერი. მეტალურგიის ერთ-ერთი აკვანი კი საქართველო გახლდათ. ბერძნული თუ რომაული წყაროები ადასტურებენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადრეულ ბრინჯაოს, შემდგომ კი ფოლადს აწარმოებდნენ. მეტალურგიის განვითარების მაღალმა დონემ საფუძველი შეუქმნა მინის განვითარებას და ფერადი მინის წარმოებას. ქართველურ ტომებს ამ საქმის დიდი პრაქტიკა და გამოცდილება ჰქონდათ.

მიმაჩნია, რომ საქართველო მინის მწარმოებელი ერთ-ერთი უპირველესი ქვეყანაა.

- რომელი საუკუნით თარიღდება უძველესი ტიხრული მინანქრის ნიმუშები?

- ძვ.წ-ის II საუკუნით. შეიძლება ითქვას, რომ ტიხრული მინანქრის ერთ-ერთი უპირველესი წინაპარი ასპარუგ პიტიახშის ხანჯლის ქარქაშის წვერზე დამაგრებული მცირე მინიატიურა გახლავთ. ეს ნივთი ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის საგანძურის განყოფილებაშია დაცული და მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდხანს მიწაში იყო ჩაფლული, მაინც აშკარაა, რომ აქ მინისებური მასა ტიხრებს შორისაა მოთავსებული. მანამდე და მას შემდეგაც გვხვდება ნივთები, სადაც ფერადი მინის პასტა მოსართავად გამოუყენებიათ. უკვე ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიით დამზადებული ნივთები და გამოსახულებები VIII საუკუნიდან მოგვეპოვება. ეს ხელოვნება ძალიან მაღალ დონეზე ადის IX-X-XI საუკუნეებში, XII საუკუნეში კი განვითარების პიკს აღწევს. მერე თანდათან იწყება დაღმასვლა. თუმცა XIII-XIV საუკუნეებში ჯერ კიდევ იქმნება შესანიშნავი ნიმუშები.

KARIBCHE

- რა მიზნით გაჩნდა ეს დარგი?

- უძველეს საკულტო ნივთებს ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი მინერალებით ამკობდნენ. ამ მინერალებს იმ ადგილებში ამაგრებდა, სადაც მათ თავიანთი სულიერი ძალები უნდა გამოევლინათ და მლოცველს დახმარებოდნენ. შემდგომ და შემდგომ ეს ხელოვნება უფრო იხვეწება: ძვირფას მინერალებს ფორმას აძლევენ, უჯრებში სვამენ. მინერალებს თანდათან ხელოვნურად მოხარშული ფერადი მინის მასები ცვლის. მაგალითად, იისფერი შუშა ამეთვისტოს ცვლის, ლურჯი - საფირონს, მწვანე - ზურმუხტს... ინკრუსტაციების ადგილას ჩამდნარ, დანაყილ ფერად მინას ათავსებენ. ესენი გახლავთ წინაპარი ტიხრული მინანქრისა. შემორჩენილია ძვ.წ-ის II-I და ახ.წ-ის I-II სს-ის ნივთები, რომლებზეც ფერადი მინის მასები ტიხრებს შორისაა მოქცეული. ამგვარად, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ნამდვილი ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიას, რომელიც VII-VIII საუკუნეებიდან ჩამოყალიბებულ სახეს იღებს.

საქართველოში ყველა ის მასალა არსებობდა, რაც ტიხრულ მინანქარს სჭირდება. სავარაუდოდ, არ იყო კობალტი და შემოჰქონდათ. ამგვარად, ჩამოყალიბდა ძალიან ძვირადღირებული, მაღალი ესთეტიკური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სახეობა - ტიხრული მინანქარი.

ჩვენამდე მოღწეული ტიხრული მინანქრის ნიმუშები ქრისტიანული ნიშნით არის აღბეჭდილი. ძალიან მცირეა საერო დანიშნულების ნივთები. ამ ტექნიკას იყენებდნენ ხატების გასამშვენებლად, მათ მოჩარჩოებაში ამაგრებდნენ მედალიონებს, წმინდანთა გამოსახულებებს ტიხრული მინანქრის შარავანდებს უკეთებდნენ... მაგალითად, წილკნის ღვთისმშობლის ხატზე მაცხოვარსაც და ღვთისმშობელსაც შესანიშნავი ტიხრული მინანქრის შარავანდები აქვთ. ხახულის ხატი ხომ თავად მუზეუმია ტიხრული მინანქრისა. აქ VIII-XII სს-ის უამრავი უძვირფასესი ნიმუშია. ყალბისმქმნელებს მოპარული ტიხრული მინანქრის მედალიონების ადგილას გვიანდელი, მე-18 საუკუნის ბოლოს შესრულებული ტვიფრული და ფერწერული მინანქრები დაუმაგრებიათ.

- რატომ დაიკარგა საქართველოში ტიხრული მინანქრის ტექნოლოგია?

- ტიხრული მინანქრით შესრულებული წმინდა გიორგის ცნობილი გამოსახულებები XIV-XV საუკუნეებს ეკუთვნის. მას შემდეგ თითქმის აღარც ერთი ნიმუში აღარ გვხვდება. ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნის აზრით, მისი წარმოება მონღოლთა ურდოების შემოსევამ გაანადგურა. მაგრამ მანამდეც და შემდგომაც ხომ კეთდებოდა ძვირფასი ჭედური ხატები? რაღა მაინცდამაინც ტიხრული მინანქრის სახელოსნოები გაანადგურეს მონღოლებმა? ჩემი აზრით, უბრალოდ, სურვილი დაიკარგა. მოგეხსენებათ, XIII საუკუნიდან ინტენსიურად იწყება ევროპული კულტურის აყვავება. ამ პერიოდიდანვე იწყება ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების სხვაგვარი დამუშავება. თუკი აქამდე ადამიანი ისე ამუშავებდა ძვირფას მინერალს, რომ არ ცდილობდა მის ძალიან მოწესრიგებას, გაშალაშინებას, ევროპული აზროვნება ვეღარ იტანს ამას, იწყებს მინერალის გათლას, დაწახნაგებას, აწესრიგებს გეომეტრიულ ფორმებში და "სრულყოფილს" ხდის. ევროპული აზროვნების ადამიანისთვის მიუღებელია ტიხრული მინანქრის ისეთი ნიმუში, რომლის ზედაპირიც ბუშტუკებითა და ბზარებითაა დაფარული. მას უზადო ნივთი სჭირდება. ჩვენი წინაპრები ჯვარ-ხატებს იმ პრინციპით აკეთებდნენ და ამშვენებდნენ, რომ უკეთ აღსაქმელი ყოფილიყო სულიერი სამყაროს ზემოქმედება მლოცველ ადამიანზე, შესაბამისად, ამკვიდრებდნენ ოქრომჭედლობისა და მინანქრის წარმოების თავისებურ ხერხებსა და მეთოდებს, რომელთა გამოყენებით შესრულებული ნივთები უშუალო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ასეთი რამ კი ევროპული აზროვნებისთვის სრულიად მიუღებელი იყო მასში მომძლავრებული მატერიალურ-რაციონალური იმპულსის გამო. XIV საუკუნის ვენეციურ სახელოსნოებს არ აინტერესებდათ ის ფერთა პალიტრა, რომელიც ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიაში გამოიყენებოდა. სწორედ ამის გამო მიივიწყეს ძველი ტექნოლოგია. ამ პერიოდში, მოგეხსენებათ, საქართველო პოლიტიკურადაც დასუსტდა, დაიწყო ცქერა ევროპისკენ, საიდანაც შემოდიოდა უკვე ევროპული წესით მოხარშული ფერადი მინისა და მინანქრის საღებავები.

- უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღნიშნავს: "ქართველი ადამიანი ღვთისაგან სილამაზის გრძნობის განსაკუთრებული უნარით არის დაჯილდოებული. ამიტომაც მიაღწია ტიხრულმა ხელოვნებამ ჩვენში ასეთ სიმაღლეებს". მაინც რაში მდგომარეობს ტიხრული მინანქრის ხიბლი?

- მინანქრები ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების ფერწერაა. აქ გვხვდება საფირონის, ამეთვისტოს, ზურმუხტის, ფირუზის ფერები. არ არსებობს ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი მინერალები, რომლებსაც მინა არ იმეორებდეს. ეს ძველმა ოსტატებმა მშვენივრად იცოდნენ. განუმეორებელ ეფექტს ქმნის ერთი ფერის მეორისგან ტიხრის საშუალებით განმხოლოებაც. ძველი ოსტატები მინის ხარშვის თავისებურებას ზედმიწევნით იცავდნენ და იმასაც აღწევდნენ, რომ მინის ფერი ზედმიწევნით მიეახლოებინათ ნამდვილი მინერალის ფერთან. საოცარ ეფექტს იძლევა ტიხრული მინანქრისთვის დამახასიათებელი მინიატიურულობაც - უმცირესი ფორმები აჯადოებს თვალს. ამდენად, ტიხრული მინანქრის განუმეორებელი მხატვრული ეფექტი განპირობებულია მისი რთული ტექნიკის სინატიფით, კაშკაშა ბრწყინვალე ფერებით, რომლებიც საუკუნეების მანძილზე არ კარგავენ თავიანთ პირვანდელ ხიბლს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat