მის მიერ შესრულებული და შეწირული ხატები ამკობს მცხეთის ჯვრის, წმინდა პანტელეიმონის, სვეტიცხოვლის, უბისის... ტაძრებს
მის მიერ შესრულებული და შეწირული ხატები ამკობს მცხეთის ჯვრის, წმინდა პანტელეიმონის, სვეტიცხოვლის, უბისის... ტაძრებს
ახალგაზრდა ხატმწერის, თეა ინწკირველის შემოქმედებითი გზა ასე დაიწყო: 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე თეატრალურ-დეკორატიული მხატვრობის სპეციალობით. მეორე კურსიდან დაინტერესდა ხატწერის ტექნოლოგიით. მისი თქმით, შემთხვევით უნახავს პიგმენტებით და კვერცხის ემულსიით მუშაობის პროცესი, რაც ძალიან მოსწონებია. ამის შემდეგ უბისის მოხატულობის ერთ-ერთი ფრაგმენტის ასლიც კი შექმნა. ეს გახლდათ მისი პირველი ნამუშევარი. მერე დაიწყო ძიების რთული და ხანგრძლივი პერიოდი. ანჩისხატის ტაძარში აღვლენილმა გალობამაც გაუღვივა ეკლესიური სამყაროს მიმართ ინტერესი. შემდეგ ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მრევლი გახდა. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი. თბილისის ბევრი ტაძარი ჯერ კიდევ უმოქმედო იყო, ზოგიც - მოუხატავი, ფრესკებჩამორღვეული. ახალგახსნილ მცხეთის ჯვრის ტაძრის კედლებზე ხატების შავ-თეთრი რეპროდუქციები ეკიდა. სწორედ იმ დროს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მრევლს სატრაპეზო სახარების გაფორმება სთხოვა. თეამ ეს დავალებად მიიღო და საქმეს დაუყოვნებლივ შეუდგა. თუმცა ეს ადვილი არ გახლდათ. საჭირო იყო საეკლესიო მხატვრობის კანონიკის შესწავლა. არადა იმხანად საკმაოდ მწირი ლიტერატურა არსებობდა საეკლესიო ხელოვნების დარგში. რეპროდუქციებზეც ცოტას თუ მიუწვდებოდა ხელი. სამხატვრო აკადემიაში იყო რესტავრაციის ფაკულტეტი, სადაც შეიძლებოდა ხატწერის ტექნოლოგიის შესწავლა. თავდაუზოგავი შრომის ფასად თანამედროვე ქართველმა ხატმწერებმა მოახერხეს მინავლებული ქართული საეკლესიო მხატვრობის აღორძინება. ამ საქმეში წვლილი თეა ინწკირველსაც მიუძღვის. მის მიერ შესრულებული და შეწირული ხატები ამკობს მცხეთის ჯვრის, წმინდა პანტელეიმონის, სვეტიცხოვლის, უბისის... ტაძრებს. მისი ხატები არის საზღვარგარეთაც: ბელგიის, საფრანგეთის, პეტერბურგის ეკლესიებში.

თეამ თბილისის სასულიერო აკადემიაში ხატმწერისთვის მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო ცოდნა შეიძინა. ჰქონდა პერსონალური გამოფენა მსახიობის სახლში (თეატრალური დეკორაციები, კოსტიუმები), მონაწილეობა აქვს მიღებული ხატმწერთა ჯგუფურ გამოფენებში. 1998 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1999 წელს ჰქონდა ხატების გამოფენა "ძველ გალერეაში".

მხატვარი ლევან კოჭლაშვილი წერს: "თეა ნიმუშად ქართულ ხატებს იყენებს. ზოგს რეპროდუქციიდან იღებს, ზოგს ფრესკიდან. ზოგჯერ დაზიანებული ნიმუშებითაც ხელმძღვანელობს. ცდილობს შეაერთოს სხვადასხვა ნიმუშის სტილისტიკა და თავისი გემოვნებით შექმნას ახალი, კანონიკური ნაწარმოები. თანაც, ინტუიციით ყოველთვის ერთი და იგივე ერის, ერთი მხატვრული სამყაროს ნიმუშებს იყენებს - ქართულს (საფარა, ვარძია), კაბადოკიურს, სინას მთისას და ა.შ. განსაკუთრებით აინტერესებს უძველესი ნიმუშები, რომლებიც ახლოსაა პირველ ქრისტიანთა შემოქმედებასთან. მხატვრის იდეალი XIII საუკუნის ქართული ფრესკის ჰარმონიულობაა (ყინწვისი, ბეთანია). მხატვარი თითქოს ცდილობს, თვითონ გაიაროს გზა ეგვიპტური ქრისტიანობიდან კლასიკური ხანის ქრისტიანულ ხელოვნებამდე და მოიხელთოს და აირჩიოს პირველსახე საკუთარ, აშკარად ემოციურ ძიებათა განსახორციელებლად".

თეა ინწკირველის შემოქმედებას, პროფესიონალური თვალსაზრისით, ალბათ, ხელოვნებათმცოდნეები უკეთ შეაფასებენ და ღირსეულ ადგილს მიუჩენენ ქართული ქრისტიანული ხელოვნების ისტორიაში. მორწმუნეთათვის კი ისიც საკმარისია, რომ თეას მიერ შესრულებული ხატები ლოცვით განწყობილებას უქმნის ადამიანს, მარადისობის საიდუმლოს აზიარებს და იმქვეყნიური რეალობის შეცნობისაკენ მიუძღვის.

- რა განსხვავებაა საერო და სასულიერო მხატვრობას შორის?

- კანონიკურ ხატწერას ზოგჯერ არქმევენ ჩარჩოს, ზოგჯერ კი, პირიქით, ორიენტირს, თავისუფლების საფუძველს. მეორე მხრივ, იმის თქმა, რომ საერო ხელოვნებაში მხატვრის "მე", ინდივიდუალურობა უფრო მეტად ჩანს, საკმაოდ პირობითია. ქრისტიანული ხელოვნება იმით არის თავისებური, რომ ის მუდმივად ერთი ჭეშმარიტების გამოსახვას ემსახურება. ხატმწერი გამოსახავს იმას, რაც მას სწამს. ეს არის მისი შემოქმედებითი არჩევანი.

- ხატების შექმნისას უძველეს ტრადიციულ ნიმუშებს ეყრდნობი. განსაკუთრებით რომელ ეპოქას, რომელ სკოლას ანიჭებ უპირატესობას?

- ბევრი ტრადიციული ნიმუში არსებობს, რომლებსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ (ბიზანტიური, რუსული, ბალკანური მხატვრობა). რომ არაფერი ვთქვათ ქართულ ნიმუშებზე. კარგი იქნება, გავაცნობიეროთ, თუ რა არის ამ ყველაფერში მუდმივი, რაც არ იცვლება დროისმიერი, სკოლისმიერი, ეროვნებისმიერი და ინდივიდუალური - ხატმწერისმიერი ინტერპრეტაციის დროს. ორიენტირი, ცხადია, აუცილებლად ძველი ხატები უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ჩვენი კავშირი პირველწყაროსთან. მაგრამ, ვფიქრობ, მცდელობა მათი გამეორებისა სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს. სასწავლებლად ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი ახლებური გაჟღერებით უნდა შევქმნათ ახალი, ცოცხალი ხატები. ხატწერის ენა არ იცვლება, მაგრამ ცვალებადია ყველაფერი დანარჩენი: სკოლები, სტილი... ამიტომაც არის იგი ძალიან მრავალფეროვანი. ყველა ეპოქა, ყველა ერი თავის ახალ ჟღერადობას აძლევდა საეკლესიო ხელოვნებას და ქმნიდა როგორც სულიერი, ასევე მხატვრული თვალსაზრისით ღირებულ, ახალ, ცოცხალ და კანონიკურ ხატებს.

KARIBCHE- ხატწერის სკოლა თითქმის ორი საუკუნის მანძილზე მინავლებული იყო. ტრადიციები - დავიწყებული. შენ და შენს კოლეგებს, ფაქტობრივად, თავიდან მოგიწიათ ყველაფრის დაწყება. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რომ თანამედროვე ხატმწერები, ძირითადად, ძველი ნიმუშების ასლებს აკეთებენ. ახლის თქმას ალბათ დიდი გამბედაობა სჭირდება...

- ვერგაბედვა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ვმუშაობ სამეცნიერო თემაზე: "XX საუკუნის ქართული საეკლესიო მხატვრობა". სხვათა შორის, საბჭოთა პერიოდში საქართველოში მოხდა ის, რაც არ მომხდარა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსად. თბილისში მოიხატა სამი: ქაშვეთის, სიონის და დიდუბის ტაძარი. ეს ეკლესიები ცნობილმა მხატვრებმა: ლადო გუდიაშვილმა, ალექსანდრე ბანძელაძემ და ლევან ცუცქირიძემ მოხატეს.

ალბათ მოვა თაობა, რომელსაც უკვე გაკვალული ექნება გზა და ის იტყვის ახალ სათქმელს.

- ჟურნალ "კარიბჭეს" თან ერთვის საბავშვო საგანმანათლებლო პროგრამა "ქრისტეს გზა", რომელიც ტრადიციული ხატებით არის ილუსტრირებული. ეს ხატები ბავშვს უადვილებს ტექსტის შინაარსის აღქმას, უფართოებს თვალსაწიერს და უხვეწს ესთეტიკურ გემოვნებას, რაც აღზრდის ერთ-ერთ ნაწილსაც შეადგენს. ეს ხატები შენ შეარჩიე. რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის (ბავშვებისთვის) მაღალი სულიერებითა და ნაცადი გემოვნებით აღბეჭდილი ხელოვნების შეთავაზება?

- ძველი ხატები, რომლებიც მართლაც მაღალი სულიერებით და მაღალმხატვრული ღირებულებებით გამოირჩევა, შესაძლოა ვერ ნახოს საზოგადოებამ. პროექტი "ქრისტეს გზა", რომლის იდეაც ბატონ ლაზარე ბერძენიშვილს ეკუთვნის, ბავშვების ქრისტიანულ სწავლებას ისახავს მიზნად. ბავშვებისთვის შეთავაზებული ხატები უნდა ყოფილიყო მიმზიდველი, კარგად შემონახული ნიმუშები. მეორე მხრივ, მაღალმხატვრული და შესაბამისი შინაარსის ამსახველი. გვინდოდა, რაც შეიძლება მეტი ქართული ნიმუში ყოფილიყო გამოყენებული. კარგი იქნება, თუ ბავშვები პატარაობიდანვე თვალს შეაჩვევენ მაღალმხატვრულ ნიმუშებს. ეს წაადგება მათ გემოვნებასაც და რელიგიურ განცდასაც.

სამწუხაროდ, მომრავლდა დაბალხარისხოვანი, მკვეთრი ფერებით დატვირთული რეპროდუქციები. პირველ რიგში, საჭიროა, მეტი ყურადღება დაეთმოს ღირებულ ნიმუშებს. ესთეტიკური გემოვნების დახვეწაზე ზრუნვა არა მარტო სასულიერო პირების, არამედ ხატმწერების საქმეცაა.

- სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს უკითხავ ლექციებს ქრისტიანულ ხელოვნებასა და იკონოგრაფიაზე. რამდენად მნიშვნელოვანია საეკლესიო ხელოვნების ისტორიის ცოდნა მხატვრისთვის?

- ვისაც ხატწერის სწავლა სურს, იგი ძალიან ბევრ ნიმუშს უნდა გაეცნოს (სხვადასხვა ეპოქის, სხვადასხვა სკოლის). ასევე მნიშვნელოვანია ძირითადი საღვთისმეტყველო საფუძვლების კარგად გააზრება და ცოდნა, რადგან სასულიერო მხატვრობაში მთავარი სწორედ ამის გადმოცემაა, როგორც სიუჟეტურად, ასევე ტექნიკური ხერხების თვალსაზრისით. საეკლესიო ხელოვნების ისტორიის სწავლა სასარგებლო იქნებოდა მხატვრებისთვისაც, რადგან საეკლესიო ხელოვნებაში არის განსაკუთრებული შესატყვისობა ფორმისა და შინაარსისა, რაც გამომსახველობისა და სახვითი ხერხების სწავლების დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat