როდესაც "კუნძული" ჩვენს პატრიარქს უჩვენეს, უწმინდესმა ცრემლის შეკავება ვერ შეძლო!
როდესაც "კუნძული" ჩვენს პატრიარქს უჩვენეს, უწმინდესმა ცრემლის შეკავება ვერ შეძლო!
უბრალოება, სიმარტივე და სითბო
საოცარ ეპოქაში ვცხოვრობთ - მსოფლიოს დიდი ნაწილი თითქოსდა განათლებულია ქრისტეს ნათელით, დედამიწის ყოველ კუნჭულში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ. მეტიც, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების უმრავლესობა ქრისტიანულია, მათი პრეზიდენტები ინაუგურაციის დროს ბიბლიაზე დებენ საჯაროდ ფიცს და ქრისტიანული მორალის, ზნეობის დაცვას ჰპირდებიან ამომრჩეველს; მათი ჰიმნი ღმერთის ხსენებით იწყება და მათი გერბები თუ დროშები ქრისტიანული სიმბოლოებითაა შემკული. გარეგნული ნიშნებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი კარგადაა - სახარება ნაქადაგებია და ხალხმაც გააკეთა არჩევანი ღმერთისკენ. მაგრამ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ყოველივე ეს ოდენ გარეგნული ნიშნებია. ჩვენი დროება ხასიათდება არა ქრისტეს, სახარების, გამოხსნის, სასუფევლის ნიშნით, არამედ მსოფლიო საზოგადოების მომხმარებლური ცნობიერების დაღით, მომხმარებლური დამოკიდებულება კი ნიშნავს იმას, რომ გარესამყარო აღიქვა მოხმარების, გამოყენების, მოგების, სიამოვნების პრიზმაში, ყველაფერი პირადი მოხმარების ავკარგიანობაზე დადის - საკვებიც, ნივთებიც, მეგობრებიც, სიყვარულიც კი. ადამიანებმა თითქოსდა ახალი განზომილება აღმოაჩინეს - მსოფლიო მათ გარშემო ბრუნავს, ყველა სურვილი, ოცნება, მიდრეკილება, სიამოვნება პირადი მოხმარების და გამოყენების პრინციპზე დაიყვანება. გასულ საუკუნეში ამ ყველაფერმა ათქმევინა ნიცშეს: "ღმერთი მოკვდა!" ჩვენი დროის მომხმარებლური საზოგადოება ყველაფერს შთანთქავს, და ნუ გგონიათ, რომ საქართველო შორსაა ამისგან! ამგვარი აზროვნების გამოვლინების მარტივი მაგალითია ის, რაც ჩვენს ხალხს ემართება, თუნდაც, ელექტროენერგიის გამორთვის დროს... და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ასეთ დროს ამერიკაში, საფრანგეთში, კანადაში! ხალხს ნერვული აშლილობა, ნამდვილი ისტერია დაემართებოდა. ასეთი ცნობიერების შედეგად ჩვენი "პროგრესული" მომხმარებლური ცივილიზაცია სრულიად დამონებული და დამოკიდებული აღმოჩნდა მოხმარების ობიექტებზე, ნივთები ერთ დიდ კერპად მოგვევლინენ და ჩვენი ახალი ეპოქის ახალ, მაგრამ ძველ - კარგად დავიწყებულ რელიგიად, კერპთაყვანისმცემლობად, გამოგვიჩნდნენ. ისმის კითხვა - ამგვარ საზოგადოებაში სადღაა ადგილი ქრისტესთვის, მისი მცნებებისთვის? მსოფლიო საზოგადოება, გარეგნული ქრისტიანული ნიშნების მიუხედავად, არ იცნობს ქრისტეს!

ამგვარი სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოჩნდა ქრისტეს ეკლესია, რომელსაც, მაცხოვრის სიტყვისამებრ, ვერაფერი მოერევა, სანამ ქვეყნიერება არსებობს, "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შესწვდებიან..." ბევრი ახალი წინააღმდეგობა შეემატა ჭეშმარიტი სარწმუნოების ადამიანებთან მიტანასაც. თუკი პირველ საუკუნეებში მოციქულების ქადაგებას წინ აღუდგებოდა ადამიანთა ვნების ჭაობში ჩაფლულობა და არასწორი სარწმუნოება, ახლა ყოველივე ამას ემატება მომხმარებელი ადამიანი, რომელსაც სურს, თვით სარწმუნოება მოიხმაროს, გამოიყენოს და თავისი ვნებების მიხედვით მოირგოს; ამას დაუმატეთ მათი მოხმარების უამრავ ობიექტზე დამოკიდებულება და მივიღებთ იმ უაღრესად რთულ პრობლემას, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ეკლესია დღეს სახარების გავრცელების საქმეში. მაგრამ არ იფიქროთ, რომ მოციქულებისთვის ქრისტეს ქადაგების გზა ია-ვარდით იყო მოფენილი. ამის საბუთად "საქმე მოციქულთას" წაკითხვაც კმარა. უბრალოდ, ყველა დროს თავისი პრობლემები აქვს და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. ჩვენ კი სწორედ თანამედროვეობისთვის საჭირო საშუალებების გამონახვა უნდა შევძლოთ, რათა ქრისტეს ნათელს რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეზიაროს.

ქვემოთ შევეცდებით მიმოვიხილოთ ის თანამედროვე საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ადამიანები ქრისტიანულ ცნობიერებას დაუბრუნდნენ.

KARIBCHE
KARIBCHE

დღეს გადაადგილების, ინფორმაციის მიღებისა თუ გადაცემის, ურთიერთობის უამრავი საშუალება არსებობს. ადამიანებს ყველა მათგანი ათვისებული აქვთ და მათ გარეშე ვერც კი წარმოუდგენიათ არსებობა. ადამიანზე ზემოქმედებისა და მანიპულირების საკითხში განსაკუთრებული ადგილი მედიასაშუალებებს უკავია, ამათგან კი გამოსარჩევია ტელევიზია. ნეგატიურ ინფორმაციას საინფორმაციო გამოშვებიდან თუ მხატვრული ფილმიდან, მულტფილმიდანაც კი, მოსახლეობა, განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ აღმსარებლობისა, უხვად იღებს, საყვარელი ყუთის ზემოქმედების რეალიზება კი ცხოვრებაში ხდება. ამ უდიდესი მონსტრის - ტელევიზიის - სასიკეთოდ გამოყენება დღემდე არავის უცდია - იგი გამოგონების დღიდან პოლიტიკოსების, დამფუძნებლების, ფინანსური მოგებისა თუ პოპულარობის მაძიებელთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად იღვწის. ჩვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო და მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგიც მიიღო. მხედველობაში მაქვს ტელეკომპანია "ივერიის" საცდელი გადაცემები. "ივერიამ" უნდა დაიკავოს თავისუფალი ნიშა საეთერო სივრცეში და მაყურებელს სიყვარული, მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული, შემწყნარებლობა, პატიოსნება და, რაც მთავარია, ქრისტეს ერთგულება უქადაგოს, რაც ჩვენი ეკლესიის მიზანიცაა. ეს ყველაფერი არსებულ საეთერო სივრცეს დიდი ხანია აკლდა. ინტერესთა კონფლიქტისა თუ სხვა მიზეზთა გამო ამგვარი ტელემაუწყებლობის დაწყება მეტად რთულია. ამას ერთი მაგალითიც მოწმობს. მოგეხსენებათ, ვატიკანი პოლიტიკურად უაღრესად გავლენიანი და ფინანსურად უზრუნველყოფილი ეკლესიურ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია. საკუთარი ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ტელევიზიის შექმნა ყოველთვის შეეძლო, მაგრამ ის ახლაღა იწყებს ამგვარი მაუწყებლობის ჩამოყალიბებას. ღმერთმა ქნას, "ივერია" იქცეს იმ ალტერნატივად, რაც მანამდე ჩვენს მაყურებელს, უამრავი ტელეარხის არსებობის მიუხედავად, არ ჰქონდა. შესაბამისად, არჩევანიც თავისუფალი ვერ იქნებოდა, რადგან არჩევანის საშუალება, ფაქტობრივად, არც გვქონდა - ასარჩევი იყო მხოლოდ დამღუპველი ერთფეროვნება (იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომლებიც კეთილი ადამიანების ძალისხმევით "გაიპარებოდა" ხოლმე). ტელევიზიას აკლდა ზნეობა, მორალი და, რაც მთავარია, ქრისტეს ჭეშმარიტება.

თქვენს ყურადღებას კიდევ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან და ასევე ძალზე ეფექტურ საშუალებაზე შევაჩერებ, რომელსაც აქტიურად იყენებს ტელევიზიაც - ეს არის კინემატოგრაფი. მის შესახებ "კარიბჭის" წინა ნომრებში გესაუბრეთ, როდესაც განვიხილავდით მელ გიბსონის ფილმს "ქრისტეს ვნებანი". უდავოა, კინოს მაყურებელზე ზემოქმედების მიმზიდველი, ეფექტური, შთამბეჭდავი საშუალებები აქვს. ჩვენ ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებაში, მის გავრცელებასა და ხალხის მოქცევაში, ეკლესიის ინტერესებისა და, შესაბამისად, ღმერთის სამსახურში კინოს როლის დანახვა გვაინტერესებს, და არა მარტო დანახვა, მისი უფლის სამსახურში ჩაყენებაც გვსურს, რადგან, როგორც აღვნიშნე, კინო ყველაზე ძლიერი საშუალებაა ადამიანში სარწმუნოებრივი ცეცხლის დანთებისა და მისი ქრისტეს გზაზე დაყენებისა. სამწუხარო ის არის, რომ ამ საშუალებას ხშირად არ მიმართავენ - მოგეხსენებათ, კინო ძვირადღირებული სიამოვნებაა, შემქმნელთათვის პირველ ადგილზე კი ყოველთვის ბიზნესინტერესი დგას. თუმცა არის იშვიათი გამონაკლისები, იმდენად იშვიათი, რომ როცა ამგვარი პროდუქცია მაყურებლამდე აღწევს, მათი შეფასებები - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი - მთელი სიმძაფრით წარმოდინდება. ამჯერად გვინდა განვიხილოთ რუსეთში გადაღებული პაველ ლუნგინის ფილმი "კუნძული", რომელმაც არა მარტო რუსეთში, საქართველოშიც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ნახა მორწმუნემაც და ურწმუნომაც. ფილმს თან ახლდა აღფრთოვანებაც და კრიტიკაც, ცხოვრების წესის შეცვლის სურვილიც, ჩაფიქრებაც და გულგრილობაც.

მაინც რა არის ამ ფილმის მარილი? რა აჯადოებს მაყურებელს და რა ასაზრდოებს? ერთ-ერთი კრიტიკულად შემფასებელი ამ ფილმისა ამბობდა: "არ ვიცი, რა ხალხი აქებს ამ ფილმს და რაში მისცეს სულ რაღაც ერთ წელიწადში ამდენი პრემია. მე, სიმართლე გითხრათ, მომწყინდა მისი ყურება და მოუთმენლად ველოდი დასასრულს. არც თამაშია, არც დრამატურგია, არც სცენარი და არც ოპერატორის ნამუშევარი. არაფერი არ არის ამ ფილმში. ფილმის გასამართლებლად ერთადერთის თქმა შეიძლება - უბრალოდ, კეთილი ფილმია". თითქოსდა ცოტა იყოს, როცა ფილმიდან კეთილი ემოცია მოდის. განა რამდენ ფილმზე შეგიძლიათ ამის თქმა? საბედნიეროდ, ყველა ასე როდი ფიქრობს. ჩვენც შევეცდებით, კრიტიკოსის არგუმენტებს პასუხი გავცეთ.

ფილმში მოთხრობილია, როგორ შეიპყრეს ფაშისტებმა ერთი მეზღვაური. სიკვდილის შიშით დაზაფრულმა კაპიტანიც გასცა. მერე შეჰპირდნენ, სიცოცხლეს გაჩუქებთ, თუ შენს კაპიტანს დახვრეტო. ბოლოს ისიც სასიკვდილოდ გაწირეს, მაგრამ მეზღვაური გადარჩა. მონასტერში შეიფარეს და მოუარეს. იგი ბერად აღიკვეცა. მამა ანატოლის სიკვდილამდე სინანულის გრძნობა ქენჯნის და ამ განცდას იგი ღმერთამდე მიჰყავს. თითქოსდა რა მარტივი სიუჟეტია. მართლაც რა მოსაწყენი იქნებოდა ურწმუნო ადამიანისთვის. სამაგიეროდ, მორწმუნისთვის უდიდესი სულიერი საზრდო მოედინება ფილმიდან.

ფილმი-იგავი თითქმის "უმოძრაოა", მოქმედება არ ვითარდება და მისი ეს "მდგრადობა" მაყურებელს პირველქრისტიანულ, ღრმადსულიერ ყოფაში ახედებს. ფილმი მართლმადიდებლურ ესთეტიკას ექსპლუატაციას არ უწევს, ყოველივეს ისე ასახავს, როგორც სინამდვილეში ხდება. მთავარი როლის შემსრულებელი პიოტრ მამონოვი ძალზე ბუნებრივია, ვერც იტყვი, რომ როლს ასრულებს, თამაშობს. ის ფილმში არსებობს, ცხოვრობს, რაც სურათს უჩვეულოდ შთამბეჭდავს ხდის. თურმე ერთი ცნობილი კრიტიკოსი ქალი ფილმის პირველი კადრების ხილვისას კინოდარბაზის დატოვებას აპირებდა, მაგრამ შეყოვნდა - "კუნძული" გიზიდავს, გითრევს, თუმცაღა, ვიმეორებ, ეკრანზე მოქმედება არ არის; გონებამახვილური დიალოგები და თბილი იუმორით სავსე სცენები მონასტრის ცხოვრებიდან გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბერის მხურვალე ლოცვები ჩრდილოეთის მოქუფრული ცის ქვეშ.

ამ ფილმის ბევრისგან "დაწუნებული" სცენარი მართლაც უნიკალურია და მასში უზარმაზარი შრომაა ჩადებული, რასაც ურწმუნო კრიტიკოსები ძნელად თუ შეამჩნევენ. რამდენადაც ფილმის სიუჟეტი მონასტერში ვითარდება და წინ ქრისტიანული თემატიკაა წამოწეული, ნებისმიერი უზუსტობა, ლაფსუსი თუ უნებლიე შეცდომა თვალში საცემია. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ: ფილმში არც ერთი ფრაზა, არც ერთი მოძრაობა, არც ერთი სულისკვეთება არა თუ არ არღვევს ქრისტიანულ ატმოსფეროს, არამედ ზედმიწევნით ზუსტად ასახავს მონასტრულ ცხოვრებას და მაყურებელიც ამ რეალობაში გადაჰყავს, რაც ფილმის შემქმნელთა დიდ შრომასა და საეკლესიო პირთა უეჭველ კონსულტაციებზე მიუთითებს. ამასთან, ეს პირველი შემთხვევაა არა მარტო რუსეთის კინემატოგრაფიაში, არამედ მთელი პოსტსაბჭოური სივრცის კინო-ტელეინდუსტრიაში. ყველასათვის ცნობილია, როგორ იღებდნენ ფილმებს სასულიერო თემატიკაზე საბჭოთა კავშირში, მაგრამ დღეს მაინც ხომ შესაძლებელია სასულიერო პირისგან კონსულტაციის მიღება? ეს პრაქტიკა ქართულ სინამდვილეშიც ძნელად ინერგება. ამიტომაცაა, რომ ჩვენს თანამედროვე ფილმებში ხან სტიქაროსანი ქალაქში სტიქარით დადის, ხანაც მღვდელი უცნაურად, მოძღვრისთვის არაბუნებრივად იქცევა... ამგვარი "დამოუკიდებლობით" ტელეარხებიც დაიკვეხნიან: მაგალითად, საინფორმაციო გამოშვებების წამყვანებს "პარაკლისი" და "პანაშვიდი" დღემდე ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან...

KARIBCHE
KARIBCHE

ამ მხრივ "კუნძული" მართლაც უნიკალურია - ყველაფერი თავის ადგილზეა, ყველაფერი ბუნებრივია. ეს არის პირველი რუსული ფილმი, სადაც მსახიობები მართლაც ლოცულობენ და ადამიანსაც უჩნდება გრძნობა, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს! ფილმი ჭეშმარიტ რწმენაზეა, ასევე ადამიანზე, ცოცხალ ადამიანზე, იმაზეც, თუ რამდენი ზედმეტი რამ არის "თანამედროვე" ადამიანის ცხოვრებაში და როგორ აკლიათ მათ სინამდვილის, ბუნებრიობის, ჭეშმარიტების განცდა. ეს ფილმი მხილებაა მომხმარებელი საზოგადოებისა, ჩვენი მხილებაა! მამა ანატოლისთან ერთ ტიპურ საბჭოთა მოსამსახურე ქალს ინვალიდი შვილი მიჰყავს. ამ ქალის სახით თითოეული ჩვენგანის მომხმარებლური, დამონებული, რეალობის არაჯანსაღად აღმქმელი პოზიციაა მხილებული. ბერი ბავშვს ფეხზე აყენებს, დედას კი სამსახურში დაგვიანებისთვის საყვედურის მიღებაც არ სურს. ვერაფერს იტყვი, ტიპური მომხმარებლური პოზიციაა. ქალმა სალოსი ბერის და მისი ღვთიური ნიჭის "მოხმარებაც" კი შეძლო! და განა ჩვენც ასე არ ვიქცევით, როცა ქრისტიანობას ჩვენი საკუთარი შეხედულებისამებრ ვირგებთ?

"კუნძული" სინანულზეა, რომელსაც ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. დიდი ცოდვა - მკვლელობა - მთავარ გმირს ღმერთთან მისვლაში ეხმარება. პარადოქსია? რატომ ვერ მიიღო ეს მადლი "ჭეშმარიტად" მორწმუნე მამა იობმა, მენახშირე კი, რომელიც ყოველთვის სხვა მხარეს შებრუნებული ლოცულობს, სასწაულმოქმედი და მჭვრეტელი აღმოჩნდა? რა მოუვიდა მის სულს, მის რწმენას? ამის პასუხი ყველას შეუძლია აღმოაჩინოს ფილმში. "კუნძული" ჩაგაფიქრებს, გმირებში საკუთარ თავს დაგანახვებს. და ადამიანს უჩნდება სურვილი, თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად დიალოგებმა მიიქცია, თითქოსდა, უბრალო, მაგრამ სულის შემძვრელმა, გამომაფხიზლებელმა დიალოგებმა. მაგალითისთვის ერთს მოვიხმობთ. მამა ანატოლისა და მისგან სამაგალითოდ ჭკუანასწავლებ მონასტრის წინამძღვარს შორის საოცარი საუბარი გაიმართა, რომელიც ცხონებას ეხება. და ამ დროს უკვე აღარ გახსოვს, რომ ეს ყველაფერი ფილმში ხდება, რამეთუ ყოველივე ჩვენს გულშიც ტრიალებს. წინამძღვარი ღრმა სინანულით წარმოთქვამს: "აბა, მე როგორ უნდა ვცხონდე, როდესაც ჩემში ცოდვა ძალიან ბევრია, სათნოება კი ცოტა". მთავარი გმირი კიდევ უფრო სულის შემძვრელ პასუხს აძლევს: "ხალხმა თითქმის წმინდანად მაქცია. აბა, სადაური წმინდანი მე ვარ, როცა მშვიდობა არ არის სულში". ჭეშმარიტად, ეს ფილმი ქრისტიანულ აღზრდას ემსახურება და შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის საპატრიარქომ და პირადად უნეტარესმა ალექსი II-მ "კუნძულის" მთელი შემოქმედებითი კოლექტივი სპეციალური პრემიებით დააჯილდოვა.

თუ ადამიანს მკერდში გული უძგერს (მოგეხსენებათ, გული მარტო სისხლსაქაჩი ორგანო არ არის), შეუძლებელია, იგი არ შეძრას და არ აატიროს კიდეც ბიბლიური იოსების ამბავმა, "იავნანამ რა ჰქმნამ"... სწორედ ამგვარი ემოციის გამომწვევია ეს ფილმიც. იესო ქრისტეც კი იცრემლებოდა თავისი მეგობრის ლაზარეს სიკვდილით გამოწვეული გლოვის შემხედვარე. ასეთ შემთხვევებში ტირილი განმწმენდელია, გულიანობის და სიწრფელის მაჩვენებელია. როდესაც "კუნძული" ჩვენს პატრიარქს უჩვენეს, უწმინდესმა ცრემლის შეკავება ვერ შეძლო! ესოდენი ჯილდო ამ ფილმს მართლაც არ რგებია! იმაზე დიდი ჯილდო კი რა უნდა იყოს ფილმისთვის, როდესაც ადამიანში გამოიწვევს ცოცხალ განცდას ღმერთის სიყვარულისა, ადამიანის სიყვარულისა, პატიებისა და დიდი იმედისა.

დაბოლოს, თქვენს ყურადღებას ამ ფილმის კიდევ ერთ ღირსებაზე შევაჩერებ - ეს არის უბრალოება, სიმარტივე და სითბო. ყველაფერი გენიალური მარტივი და უბრალოა, მით უფრო, როცა საქმე ქრისტიანულ სარწმუნოებას ეხება. სწორედ ეს უბრალოებაა ასე თვალში საცემი და სულისშემძვრელი, ეს უბრალოებაა ჩვენი სინდისის შემაწუხებელი და მამხილებელი.

კრიტიკოსების იმ ნაწილს, რომელსაც ეს უბრალოება აღიზიანებს, ვერ წარმოუდგენია, რა მოსწონს მაყურებელს ამ ფილმში, რადგან მასში არ არის არც ჰოლივუდური სპეცეფექტები თუ სიუჟეტის დრამატული განვითარება. სამაგიეროდ, არის მთავარი - ის საოცრად კეთილი და ადამიანურია.





ჩემთვის ძალზე შთამბეჭდავია ეპიზოდი, როდესაც მამა ანატოლი გაიგებს, რომ მკვლელობა არ ჩაუდენია. "სულში ანგელოზთა გალობა მესმისო" - მართლაცდა რა უბრალო ფრაზაა. ეკზორციზმი - ბოროტი სულის განდევნაც საოცარი უბრალოებით აღესრულა; აქ არ იყო დასავლეთის კინემატოგრაფისთვის ჩვეული ტრიუკები, ჰაერში აწევ-დაწევა... ბრძოლა ბოროტთან წრფელი ლოცვით წარიმართებოდა. დაბოლოს, უბრალოების მწვერვალი იყო მამა ანატოლის მიცვალება - თეთრი კვართი შეიმოსა, ჩაწვა კუბოში, დახუჭა თვალები და მიაბარა სული უფალს. სწორედ ეს უბრალოება ქმნის რეალობის განცდას.

ემოციებით დატვირთული, ყველას ვურჩევ, ეს ფილმი მშვიდ, მყუდრო, კეთილგანწყობილ გარემოში ნახოს და ღმერთმა ქნას, ის ყოფილიყოს კარგი, თანამედროვე საშუალება, რომელიც ადამიანებს თავიანთ ცხოვრების წესზე ჩააფიქრებს, აღუძრავს სურვილს, გამოიძიონ თავიანთი ცოდვები და, რაც მთავარია, შეინანონ. მამა ანატოლის მსგავსად ჩვენც უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის იარაღი, საშუალება გადარჩენისა, ღმერთთან მისვლისა; ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ გახდება. გამოვიყენოთ ეს საშუალება ჩვენი და ჩვენს ახლობელთა სულების გადასარჩენად და უფალთან მისასვლელად!

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა


ბეჭდვაელფოსტა
24.05. 2019
ელენე
მე მიყვარს ძალიან ეს ფილმი!
18.03. 2018
დიდება უფალს
დიდება უფალს. მადლობა სტატიის ავტორს. მადლობა ამ ფილმის სრულ პერსონაჟს. მადლობა კარიბჭის სრულ კოლექტივს ასეთი არაჩვეულებრივი სტატიებისთვის. სტატიის ავტორს მოკრძალებული სალამი. დაგვლოცე მამაო.
17.03. 2018
ფიქრია
მართლაც საოცარი ფილმია
12.01. 2018
ზაქრო
უმაგრესი ფილმია. მაგრამ თარგმანი არ ვარგა ორიგინალში უნდა ნახოთ.
21.02. 2017
Tina
Netav kide bevri ikos aseti grma, psiqologiuri pilmebi....... arachveulebrivi pilmia...
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler