ყოველი დღე ჩემთვის სასწაულია
ყოველი დღე ჩემთვის სასწაულია
ლითონზე რელიეფური პლასტიკის ხელოვნებას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ქართული რელიეფური პლასტიკის ხელოვნებას საუკუნეების მანძილზე ასაზრდოებდა ოპიზის სკოლა. მის გვერდით არსებობდა ტბეთის, გელათის, შემოქმედის სკოლები. ეს დარგი აყვავებას განიცდიდა XI-XII საუკუნეებში. შემდეგ კი ძველი ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია თანდათან დაიკარგა.

ასე გრძელდებოდა თითქმის ორი საუკუნე - გასული საუკუნის 90-იან წლებამდე. საუკუნის მიწურულს, ღვთის წყალობით და უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, განვითარება დაიწყო საეკლესიო ხელოვნების არაერთმა დარგმა, მათ შორის - ჭედურობის ხელოვნებამ. შეიმკო და მოიჭედა საეკლესიო დანიშნულების არაერთი ნივთი: ხატი, ოთხთავი, პატრიარქის შესამოსლისა და მიტრის სინები... თანამედროვე ოსტატები ცდილობენ ჩასწვდნენ ჭედურობის უძველეს და უმდიდრეს ტრადიციებს და განავითარონ ისინი. ქრისტიანულ სულიერებაზე დაფუძნებული რელიეფური პლასტიკის მაღალი ხელოვნება, ჩუქურთმის საოცარი ქსოვილი, მისი დამორჩილება მთავარი მხატვრული იდეისთვის, ორნამენტის დახვეწილი სტილი და მოყვანილობა, პლასტიკური სიცხადე და ოსტატობა - ეს ყოველივე მჭედლის წარმოსახვას ფართო ასპარეზს აძლევს.

ზურა ჩიქვინიძე უკვე 16 წელია, რაც ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურება. მას 70-მდე ხატი აქვს მოჭედილი. მისი ნამუშევრების არასრული ჩამონათვალი ასეთია: ილია წინასწარმეტყველის ხატი საპატრიარქოს ეკლესიაში; წმინდა სამების ხატის ჩარჩო, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში მაღალდასაჯდომელზეა დაბრძანებული; წმინდა ბარბარეს, თამარ მეფის, თორნიკე ერისთავის, წმინდა ნიკოლოზის, დავით აღმაშენებლის, მიძინების, ხარების, წმინდა გიორგის, კვირიკე და ივლიტას, ივერიის ღვთისმშობლის, მსწრაფლშემსმენლის, მოულოდნელი სიხარულის და სხვა ხატები.

ამჟამად წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიისთვის ჯვარცმას ჭედავს. ჰყავს შესანიშნავი მეუღლე ხათუნა და ექვსი შვილი. ჩიქვინიძეების ოჯახი მეშვიდე შვილს ელოდება.

- ზურა, როგორ დაინტერესდი ამ დარგით?

- მთელი ბავშვობა მხატვრების გარემოცვაში გავატარე. ჩემს ოჯახში ბევრი მხატვარი იკრიბებოდა. დედაჩემი მხატვარია და მეც ბავშვობიდანვე ვხატავდი. მინდოდა მხატვრობას გავყოლოდი ფერწერისა და გრაფიკის განხრით. ვერც წარმოვიდგენდი, ოდესმე ლითონთან თუ მექნებოდა კავშირი. არადა მოხდა ისე, რომ "შემთხვევით" (სინამდვილეში კი შემთხვევით არაფერი ხდება) ჩავაბარე თოიძის სამხატვრო სასწავლებელში და აღმოვჩნდი ჯგუფში, სადაც ლითონზე პლასტიკა უნდა მესწავლა. ძალიან კარგი პედაგოგი მყავდა - ალექსანდრე ჩაგანავა, რომლის უზომოდ მადლიერი ვარ, რადგანაც მან ჩამინერგა შრომის ჩვევა. III კურსზე რომ ვიყავი, ყაზბეგში არქეოლოგიურ ექსპედიციაში მოვხვდი ჩემს ძმასთან ერთად და იქ გავიცანი დეკანოზი ტარიელ სიკინჭალაშვილი. მას ჩემი გაკეთებული პატარა ჯვარი ვაჩვენე. თბილად მიმიღო, მომეფერა, ვისაუბრეთ. იმ დღიდან გავხდი ეკლესიის წევრი. მინდა მადლობა ვუთხრა მამა ტარიელს მამობრივი მზრუნველობისა და სიყვარულისთვის.

როდესაც ხელოვნების მუზეუმში შევედი და ოქროს ფონდში დაცული საგანძური დავათვალიერე, ჭედურობის ხელოვნების სიდიადე სხვაგვარი ძალით ვიგრძენი. გადავწყვიტე, კარგად შემესწავლა ეს დარგი. სამხატვრო სასწავლებელში სწავლის პარალელურად სასულიერო სემინარიაში, ხატწერის შემსწავლელ კურსებზე დავდიოდი. ერთხანს ბეთანიის მონასტერში წასვლაც გადავწყვიტე ფრესკული ხელოვნების უკეთ დასაუფლებლად. დედამ კი სასულიერო სემინარიაში ჩაბარება მირჩია. დედაჩემის ძალისხმევა სულ იქით იყო მიმართული, რომ ჩემთვის კარგი განათლება მოეცა. 1990 წელს სემინარიაში ჩავაბარე და სასულიერო განათლების მიღების კვალდაკვალ ჩემი მსოფლმხედველობაც, საეკლესიო მხატვრობის თვალსაზრისით, გაფართოვდა. სემინარიის დამთავრების შემდეგ საკმაო დრო მქონდა, რომ საკუთარ თავზე მემუშავა. ჩემი მასწავლებლის დახმარებით საეკლესიო ჭედურობას შევუდექი და დღემდე ამ საქმეს ვაკეთებ.

- შეკვეთები სულ გაქვს?

- მადლობელი ვარ ღვთისა - როდესაც სამუშაოს ვამთავრებ, მაშინვე ვიღაც მირეკავს და ახალი ხატის მოჭედვას მთხოვს. საქმე ყოველთვის მაქვს. თანაც რომელი ხატის მოჭედვაც ვინატრე, მაშინვე გამომიჩნდნენ შემკვეთები. ეს ადამიანები თავიანთი სულის ან გარდაცვლილი ახლობლის სულის მოსახსენებლად ამკობენ და სწირავენ ხატს ეკლესიას. ეს სიკეთე მათ ოჯახებს, შთამომავლობას წაადგება. ამ ადამიანებს, როგორც კეთილი ნაყოფის შემომწირველებს, ყოველთვის მოიხსენიებს ეკლესია.

სულ ვოცნებობდი, თამარ მეფის ხატი მომეჭედა - თამარ მეფე თანხებს არ იშურებდა ეკლესია-მონასტრებისთვის შესაწირად. სწორედ თამარ მეფის ხანაში ყვაოდა ყველაზე მეტად ქართული ხელოვნება. როდესაც თამარ მეფის სახელობის ეკლესია აშენდა, დამიბარეს და მომაჭედინეს თამარ მეფის ხატი, რომელიც შემდეგ ულამაზესი მინანქრით შეიმკო. საქმეს მთელი გულით მოვეკიდე. მინდოდა, იმ ძველი ოსტატებისთვის მიმებაძა. მინდა მადლობა ვუთხრა დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძეს, თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, და ყველა იმ ადამიანს, ვინც საშუალება მომცა ასეთი ძვირფასი ხატი მომეჭედა. ბედნიერი ვარ, რომ ღირსი გავხდი მომეჭედა პატრიარქის მიერ დაწერილი ხატები და მღვდელმსახურებისთვის საჭირო პირადი ნივთები. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მისმა უწმინდესობამ სამების ტაძრის ცენტრალური ხატის მოჭედვა დამავალა. ეს ხატი შემდგომ საკურთხეველში მაღალდასაჯდომელზე დააბრძანეს.

მადლიერება მინდა გამოვხატო დეკანოზების ბასილ ჟორჟიკაშვილისა და იოსებ გოგოლაძის მიმართ. მათი დაკვეთითაც მრავალი ხატი და საეკლესიო დანიშნულების ნივთი მოვჭედე.

- როგორც ცნობილია, ლითონზე მუშაობა გამოყენებითი ხელოვნების დარგებს შორის ყველაზე რთულია.

- ეს სამუშაო დიდ ნებისყოფას მოითხოვს. წარმოიდგინეთ, მასალა სულ ბრტყელია. ფოთოლს ან მცენარეულ ორნამენტს რომ ამოჭედავ, სილამაზე და სინატიფეც უნდა მიანიჭო და არც სინამდვილეს მოსწყვიტო. თავისთავად, ფორმები დიდ პლასტიკას, დინამიურობას მოითხოვს. ამასთან, საჭიროა, კარგად იცოდე ხატვა, რათა შეძლო სხეულის ან ფორმის სტილიზება, დეკორის შექმნა. ლითონში ვერ გამოსახავ ისეთ ფოთოლს, ზუსტად ნამდვილს რომ ჰგავდეს. მხატვრული ელფერიც ხომ უნდა ჰქონდეს... რთულია კომპოზიციის განაწილებაც. თანაც ხატების კეთებას თავისებური ბრძოლა ახლავს თან. ხანდახან სათანადო განწყობა არა გაქვს და უდებება (სიზარმაცე) გეძალება. ასეთი საქმის კეთებას ეკლესიური ცხოვრება სჭირდება.

KARIBCHEმუშაობას ლოცვით ვიწყებ. განწყობას მაინცდამაინც არ ველოდები. უფრო ხშირად თავს ვაიძულებ, ყოველ დილით შევიდე სამუშაო ოთახში. მერე კი, საქმეს რომ ვიწყებ, ისე მიტაცებს, რომ ყველა წინააღმდეგობა თავისთავად ქრება. სინამდვილეში მე კი არ ვაკეთებ, არამედ ღმერთი მაძლევს ძალას. ამ შემთხვევაში ადამიანი მხოლოდ იარაღია.

- ხელმძღვანელობ ძველი ჭედური ხელოვნების ნიმუშებით?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფლად ვფლობ მასალას, შემიძლია თავად შევქმნა კომპოზიცია, მაგრამ მაინც ვერასოდეს ავუვლი გვერდს ძველ მხატვრულ ტრადიციებს. ვიდრე საეკლესიო ხელოვნებაში ახალი სიტყვის თქმას შევძლებდეთ, ძველი უნდა ვიცოდეთ კარგად. დანარჩენი მერე და მერე თავისთავად მოვა.

- საკუთარი სტილი, ხელწერა, მხატვრული ფორმის თავისებური გაგება გაქვს, მაგრამ შენი ყველა ნამუშევარი ერთმანეთისაგან მაინც განსხვავდება, თუნდაც ორნამენტის მოხაზულობით...

- ამა თუ იმ წმინდანის ხატი თვითონ მკარნახობს, როგორი ორნამენტი შევარჩიო. მორთულობა შეხამებული და შეფარდებული უნდა იყოს ფერებთან, კომპოზიციასთან, ხასიათთან. მაგალითად, სვანური მხატვრობას უფრო მკაცრ ჭედურობას გავუკეთებდი. ვცდილობ, მხატვრობის ყველა სკოლას მივუსადაგო ჭედურობა და ხასიათიდან გამომდინარე ავიღო ორნამენტიც.

- ექვსი შვილის მამობა ალბათ დიდ სტიმულს გაძლევს...

- ოჯახი, რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობაა. უფლება არ მაქვს, დრო უქმად დავკარგო. მეუღლე ძალიან მეხმარება. იგი მთელ დროს ბავშვებთან ურთიერთობას უთმობს. ბავშვებმა იციან, როდესაც ვმუშაობ, ჩემს სამუშაო ოთახში არ უნდა შემოვიდნენ და არ შემაწუხონ. ასე რომ, ხელს მიწყობენ, რათა სხვა პრობლემებით არ დავიტვირთო და მთლიანად ჩემი საქმით ვიყო დაკავებული. როცა სამუშაოს ვამთავრებ, მაშინღა ვიცლი მათთვის.

ჩემი ყველა ნამუშევარი არის პატარა იმედი ღვთის წინაშე, რომ იმ წმინდანების ლოცვა და მეოხება, რომელთა ხატების მოჭედვაც მერგო პატივად, შეგვეწევა მეც და ჩემს ოჯახსაც. ვთვლი, რომ ყოველი ხატი გვეხმარება სულიერი სრულყოფილებისკენ სვლაში.

- შენი აზრით, მაინც რა განასხვავებდათ ძველ ოსტატებს თანამედროვეთაგან და რა არის საჭირო ამ დარგის ასაღორძინებლად?

- ჭედურობა ოდითგანვე ფუფუნების საგანი იყო. ხატების მოჭედვასა და ძვირფასად შემკობას უფრო მეტად მაშინ ახერხებდნენ, როცა ქვეყანა ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდა. ეს ძირითადად მაღალი სოციალური წრის წარმომადგენელთათვის იყო ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ძველ ნამუშევრებში შესრულების ბევრად უფრო მაღალი დონეა. ძველმა ოსტატებმა კარგად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. ნამდვილი ჭედურობა, რომელიც ტრადიციულ ფესვებზეა აღმოცენებული, ძვირფას მასალაში კეთდება, ეს ყველაფერი კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ახლა აღარ იქმნება შედევრები, იმიტომ რომ ამ საქმით დაინტერესება ნაკლებია. თუმცა, ღვთის შეწევნით, დღესაც იჭედება უამრავი ხატი.

მიხარია, რომ წინაპრების საქმეს ვაკეთებ. ეს დარგი საქართველოში ყველაზე მეტად იყო განვითარებული. ქართველი ოქრომჭედლების მიერ შესრულებული ხატები საკაცობრიო კულტურის კუთვნილებაა. ამ საქმის აღორძინებას დრო სჭირდება, ასევე სულიერი ცხოვრების აღმავლობა, ერისა და ბერის ერთიანობა, ჩვენი წინაპრების მიერ დანატოვარი კულტურული მემკვიდრეობის ღირსეული გააზრება და დაფასება. საეკლესიო ჭედურობა განვითარდება მაშინ, როდესაც მომრავლდებიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი კეთილი ნებით იზრუნებენ ეკლესიის შემკობასა და გალამაზებაზე; იმაზე, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე, როგორც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. საეკლესიო ხელოვნების აღორძინების პროცესი უკვე დაწყებულია და ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია წმინდა სამების ტაძარი.

ჩვენ, თანამედროვე ოსტატები, ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვართ, დაშვებულ შეცდომებს ვითვალისწინებთ შემდგომში ნამუშევრის შექმნისას, ნელ-ნელა ვიხვეწებით და გამოცდილებას ვიძენთ.

- საუბრის დასასრულს რას იტყოდით?

- მადლობელი ვარ ღვთისა, რომ მის მიერ ნაწყალობევ ნიჭს ისევ მის სამსახურში ვხარჯავ. ყოველთვის ვგრძნობ უფლის მფარველ მარჯვენას. ყოველი დღე ჩემთვის სასწაულია.

უფალს არასოდეს მივუტოვებივარ გასაჭირში. მან მომიყვანა ეკლესიაში და მომცა საქმე, რომელიც მიყვარს. ამის გარეშე ვერც წარმომიდგენია ცხოვრება. ჩემი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ. უთუოდ მათი ლოცვა შემეწია, თორემ იმ არეულობის ჟამს შესაძლოა სულმთლად დავკარგულიყავი ცხოვრების ლაბირინთებში და ვერ მეპოვა ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა.
ბეჭდვაელფოსტა
25.12. 2014
Gmertma daglocos da gagadzlieros seni ojaxit da kidev bevri sasiketo saqme gaketebinos...
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat