პურის მთხოვნელს არ მიეცეს ქვა, ხოლო თევზის მთხოვნელს - გველი
პურის მთხოვნელს არ მიეცეს ქვა, ხოლო თევზის მთხოვნელს - გველი
ერთ-ერთ წერილში წმინდა ილია მართალი წერდა: "ქართველმა, თავისი სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისთვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ, ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა".

ყველა რელიგია ერთნაირ კითხვებს სვამს: რა არის ცხოვრების საზრისი? როგორია ჩვენი ადგილი ცისქვეშეთში? ვინ არის, საიდან მოვიდა და სად წავა ადამიანი? თუმცა პასუხები ერთმანეთისგან განსხვავდება.

გვესაუბრება ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რუსუდან წიქვაძე. ქალბატონი რუსუდანი სასულიერო აკადემიაში მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების კურსს კითხულობს და სტუდენტებს სხვადასხვა რელიგიური მოძღვრებისა და მიმდინარეობის არსს აცნობს.

- ქალბატონო რუსუდან, რას შეისწავლის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება როგორც სამეცნიერო დისციპლინა და რას ისახავს მიზნად?

- მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება ყველა იმ ცალკეული დისციპლინის კრებით სახელს წარმოადგენს, რომლებიც თავიანთი საფუძვლით, საწყისითა და სიღრმისეული არსით ერთსულოვნად აღიარებენ უფალს, მის მარადისობას, ყოვლისშემძლეობას, წმინდა წერილში გადმოცემულ გამოცხადებას. თუ ყურადღებით დავუკვირდებით თვით სახელწოდებას: მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, - მივხვდებით, რომ ის წარმოადგენს უფლის მართალი სიტყვის ანუ ჭეშმარიტების გადმოცემას. ვინაიდან ჭეშმარიტება უცვლელია, მაშასადამე, ღვთის სიტყვაც უცვლელია. ამიტომ ღვთის მიერ გადმოცემული სარწმუნოებრივი მოძღვრება ანუ თეოლოგია უნდა განისაზღვროს მეცნიერების სრულიად განსხვავებულ დარგად ღვთის სიტყვისა და მასში გადმოცემული აზრის შესახებ. მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში დოგმატთა ჭეშმარიტება "საღვთო წერილითა" და ეკლესიის ავტორიტეტით განისაზღვრება.

მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება რამდენიმე დისციპლინას: დოგმატურ, ძირითად, შედარებით, ზნეობრივ, სამოძღვრო ღვთისმეტყველებას - მოიცავს. ცხადია, მათ აქვთ საერთო ძირები, მიზნები და ამოცანები, მაგრამ მათი გამოვლენის ფორმები და მიზნის მიღწევის საშუალებები განსხვავებულია. ჩამოთვლილ დისციპლინათა შორის განსხვავებული მისია აკისრია ძირითად ღვთისმეტყველებას, რამდენადაც ის არის აპოლოგეტური, ანუ ისეთი დარგი, რომლის მიზანია ქრისტიანული მოძღვრების დაცვა (აპოლოგეტი ის ადამიანია, რომელიც იცავს ან ემხრობა რაიმეს ან ვინმეს).

- რამდენად ემსახურება ეს საღვთისმეტყველო დისციპლინა ადამიანის კეთილდღეობას, ზნეობრივ, ინტელექტუალურ განვითარებას, მისი ცხოვრების წესის სრულყოფას?

- ძირითადი ღვთისმეტყველება თეორიულ და პრაქტიკულ მხარეებს მოიცავს და იგი მუდმივად იმ ადამიანებისაკენ არის მიმართული, რომლებიც ჯერ კიდევ ეძიებენ თავიანთ გზას, ეკლესიის კედლებთან დადიან, მაგრამ ტაძარში არ შედიან, ისწრაფვიან კი ჭეშმარიტების შემეცნებისკენ. არ არის გამორიცხული, ასეთ დროს ისინი ცდომილებაში ჩაცვივდნენ. სწორედ აქ იჩენს თავს ორი საფრთხე: ერთი ის, რომ "პურის მთხოვნელს არ მიეცეს ქვა, ხოლო თევზის მთხოვნელს - გველი" (მათე 7-9,10) და მეორე - "ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს; ნურც მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი, არ მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ" (მათე 7,6).

ამ ორი დიდი საშიშროების დასაძლევად საჭიროა დიდი მოთმინება, კაცთმოყვარეობა და გონიერება მქადაგებლებისა, რათა ეკლესიის კედლებთან მოარულნი საბოლოოდ უფლის წიაღში შევიდნენ. პავლე მოციქული ტიმოთელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: "შლეგურსა და უგუნურ ძიებებს ერიდე; იცოდე, რომ ისინი იწვევენ სიტყვიერ ბრძოლებს. უფლის მონას კი არ შეშვენის სიტყვით ბრძოლა, არამედ ალერსიანი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, ჭირთამთმენი, და თვინიერებით ასწავლიდეს წინააღმდგომთ, ეგების მოსცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად" (ტიმ. 2, 23-26).

კაცობრიობამ რელიგიური ცნობიერების განვითარების რთული გზა განვლო, დაწყებული პირველყოფილი რწმენა-წარმოდგენებიდან, ურთულესი მსოფლიო რელიგიებით დამთავრებული. ადამიანები ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ როგორც ბუნების მოვლენებს, ისე საზოგადოებრივ პროცესებსა და ურთიერთობებს. მით უფრო განსხვავებულია მათი წარმოდგენები უზენაესი ღმერთისა თუ სხვა ზებუნებრივი არსებების შესახებ. დიდი მნიშვნელობა აქვს თვით ადამიანის სულიერ სამყაროს, ოჯახურ თუ საზოგადოებრივ სტატუსს, სოციალურ მდგომარეობას თუ ინტელექტუალურ დონეს, მის ხასიათსა და ინტერესებს. ღმერთის აღქმა და განცდა ადამიანებში სხვადასხვა ხარისხით გამოვლინდება. ერთი მეცნიერის თქმით, "ყოველი ხალხი ქმნიდა უფლის თავისებურ სახეს და თავის რელიგიას". ამ რელიგიებიდან ზოგიერთი წარმართული ბუნებისა იყო, ზოგიერთი კი - უფლის გამოცხადებაზე დამყარებული. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ როგორიცაა ადამიანის პიროვნული სამყარო, ისეთივეა მისი რწმენის ხარისხი, რაც, როგორც უმთავრესი პირობა, საბოლოოდ განსაზღვრავს რელიგიების მრავალფეროვნებას.

- რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა რელიგიური მოძღვრების ცოდნას, როგორც თეორიულ-მწიგნობრულ დონეზე, ისე პრაქტიკული მოქმედებების თვალსაზრისით?

- სხვადასხვა რელიგიური მოძღვრების ცოდნა შედარებითი ანალიზის საშუალებას იძლევა, რაც გვეხმარება ჭეშმარიტ რწმენაში განსამტკიცებლად და ცდომილებაში მყოფ ადამიანთა შეწევნისთვის.

- ამ რელიგიათა შესწავლისას როგორ დაიცვას თავი მართლმადიდებელმა მათი გავლენისგან?

- მიუღებელია შეხედულება, თითქოს ყველა რელიგია თავისებურად ლაპარაკობს ერთსა და იმავეზე და მათი შედეგიც ერთი და იგივეა. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ რელიგიას თავისი განსხვავებული მიზნები და, შესაბამისად, განსხვავებული მოძღვრება, სწავლება, მსახურება, კულტი, პროპაგანდის მხოლოდ მისთვის მისაღები საშუალებები აქვს. თუკი რომელიმე მართლმადიდებელი, ერისკაცი თუ სასულიერო პირი ცდომილებაში ჩავარდა, მოძღვრებას ამაში ბრალი არ მიუძღვის; მიზეზი თვით ადამიანისავე ბუნებაა. რწმენის სიმტკიცე და ცოდნა მართლმადიდებლური ჭეშმარიტებისა საუკეთესო ზღუდეა ყოველგვარი უცხო და შემთხვევითი რელიგიური ჯგუფის გავლენის საწინააღმდეგოდ.

- მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტება დაცულია წმინდა წერილსა და გადმოცემებში, რომელთა შემნახველი და თაობიდან თაობისთვის გადამცემი ეკლესიაა... მაგრამ ამ გადმოცემის სწორი განმარტებაა საჭირო. წმინდა მამათა მოღვაწეობაც ხომ ამას ემსახურება?

- წმინდა გადმოცემა ავსებს წმინდა წერილს. რწმენის მრავალი საკითხი სწორედ გადმოცემაშია განმარტებული. წმინდა იოანე გვაუწყებს: "კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვგონებ, თვით ქვეყნიერებაც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს" (იოან. 21-25). გადმოცემა ფაქტობრივად გვიხსნის წმინდა წერილის აზრს, გვიადვილებს ჭეშმარიტების წვდომას. ამიტომაც ის მიღებულია, როგორც ეკლესიის "ცოცხალი ხმა", მომდინარე მოციქულთაგან, წმინდა მამათაგან ერთსულოვანი თანხმობით, ეკლესიის ავტორიტეტით განმტკიცებული და უტყუარი წყარო ჭეშმარიტებათა გასაგებად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat