ამ სახელოსნომ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა
ამ სახელოსნომ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა
გვინდა ერთი პროექტის შესახებ მოგითხროთ, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ მოზარდთათვის (16-იდან 20 წლამდე ყმაწვილთათვის) სასწავლო სახელოსნოს მოწყობას, მათთვის ფერადი ლითონების დამუშავებისა და მინანქრის ხელოვნების უსასყიდლოდ სწავლებას. ამ პროექტს ახორციელებს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე".

სასწავლო პროცესი ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო. აკადემიისა და სემინარიის შენობის I სართულზე მდებარე სახელოსნოში ყმაწვილები ჯერ ფერადი ლითონების დამუშავებას სწავლობენ, ხოლო შემდეგ მინანქრის ხელოვნებას შეისწავლიან.

ამ კეთილშობილურ და სასარგებლო საქმეს აფინანსებს შვეიცარიული ორგანიზაცია "ეპერი" ("მოწყალებას" ნიშნავს). პროექტის კოორდინატორია ნინო ლომიძე, რომელსაც სახელოსნოში ვეწვიე და ვთხოვე, ესაუბრა ამ საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ.

- როდის შეიქმნა საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე" და რა პროექტებს უკეთებდა ორგანიზებას აქამდე?

- საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე" თავიდან შეიქმნა ჰუმანიტარული დახმარების კოორდინირებისათვის, რომელიც აფხაზეთიდან ლტოლვილთათვის იყო განკუთვნილი. ამას მოჰყვა სხვა პროექტები - უფასო სასადილოების, საბნების კერვის, სადაც დევნილ ქალებს ვასაქმებდით, მაგრამ დაფინანსების წყაროს ამოწურვისთანავე პროექტიც მთავრდებოდა. ფონდი "ლაზარე" ცდილობს, გადავიდეს "განვითარების პროექტებზე" ანუ ბიძგი მისცეს სოციალურად დაუცველ ფენას, რათა ამ პროექტების მეშვეობით შემდგომ თვითონ გაიუმჯობესოს ცხოვრების პირობები.

- ვის ეკუთვნის პროექტის იდეა და რამდენი მოზარდის სწავლებას ითვალისწინებს?

- შვეიცარიულმა ორგანიზაცია "ეპერმა" შეგვიკვეთა, მოზარდთათვის განგვეხორციელებინა რაიმე საქველმოქმედო პროექტი. გადავწყვიტე, რაღაც ხელობა გვესწავლებინა ობოლი ბავშვებისთვის და შრომისუუნარო ანდა უმუშევარი მშობლების შვილებისთვის. პროექტი 12 მოზარდზეა ნაგულისხმევი. აქ გვყავს ბავშვები ძეგვის ბავშვთა ცენტრიდან, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებიდან, ერთი დიღმის ბავშვთა სახლის აღზრდილია, რომელიც ჩვენთან დააკავშირა პაატა ბურჭულაძის ფონდმა, არიან ძმები, რომლებიც სწავლობდნენ ნატიფი ხელოვნების კოლეჯში, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ დაამთავრეს. ისინი არაჩვეულებრივად ხატავენ, აქვთ დახვეწილი გემოვნება. თანაც გამომუშავებული აქვთ შრომის იარაღებთან ურთიერთობის საწყისი ჩვევები. უკვე რამდენიმე ნამუშევარიც შექმნეს. გოგონები ადრე ქარგავდნენ და ნაქარგებს გასაყიდად გროშებად აბარებდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, შეისწავლონ ფერადი ლითონების დამუშავების და მინანქრის ხელოვნება. იმედი გვაქვს, ეს პროექტი კარგ შედეგს მოგვცემს - მოზარდები პროექტის დასრულების შემდეგ ოჯახებს დაეხმარებიან, შეძლებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას.

- პროექტი მოზარდთა დასაქმებას ხომ არ ითვალისწინებს?

- პროექტის ფინანსების ნაწილი გამოყოფილია მოზარდებისთვის საკუთარი შრომის იარაღების შესაძენად, რათა სწავლის დამთავრების შემდეგ სახლის პირობებში შეძლონ მუშაობის დაწყება, პროდუქციის შექმნა, მერე თვითონ მონახავენ გასაღების ადგილებს და დაიწყებენ დამოუკიდებელ ბიზნესს. პროექტის განმავლობაში მოვაწყობთ მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, შემოსული თანხით ასევე შევუძენთ საჭირო იარაღებს.

გარდა პროფესიული სწავლებისა, გვინდა შემოვიტანოთ ორთვიანი ბიზნეს-ტრენინგი, სადაც ბავშვები შეისწავლიან ბიზნესის ელემენტარულ ეკონომიკურ და იურიდიულ ნორმებს. გადაწყვეტილი გვაქვს ფსიქოლოგის მოწვევაც. ბავშვობის ასაკიდან დამოუკიდებელ ცხოვრებაზე გადასვლისას გარკვეული ბარიერი წარმოიშობა ხოლმე, ამიტომ გვინდა, რამდენიმე ტრენინგით ბავშვებმა ეს ბარიერიც ადვილად გადალახონ. ასევე გვინდა ვასწავლოთ მომავალ დამკვეთებთან (კლიენტებთან) ურთიერთობის დამყარების ხერხები. თავიდან ჩვენ დავაკავშირებთ შესაძლო პარტნიორებთან, მომავალში კი ამას დამოუკიდებლად მოახერხებენ.

- სახელოსნოს განთავსება თავიდანვე სასულიერო სემინარიისა და აკადემიის შენობაში გქონდათ განზრახული?

- თავიდან გვინდოდა ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე, რადგან ერთ-ერთი მასწავლებელი ამ ტაძრის მრევლის წევრია და იქვე აქვს პატარა სახელოსნო. როდესაც კათოლიკოს-პატრიარქმა შეიტყო ეს ამბავი, გვითხრა, ნარიყალა ბავშვებისთვის ძნელად მისასვლელი იქნებაო და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შენობაში თავად გამოგვიყო და გვაჩვენა სახელოსნოს ადგილი. მისმა სულიერმა მხარდაჭერამ და ლოცვა-კურთხევამ ძალიან გაგვახარა და გაგვაძლიერა.

სახელოსნოს მოწყობას 2-3 თვე დასჭირდა. შევიძინეთ ავეჯი, იარაღები და დანადგარების ნაწილი. შევიძინეთ მასალები, სპილენძის, ლატუნის ფირფიტები, ვერცხლი, მომავალში შევიძენთ მინანქრისთვის საჭირო დანადგარებსაც.

- ამ ეტაპზე როგორ მუშაობენ ბავშვები?

- უკვე გააკეთეს საყოფაცხოვრებო ნივთები: ლითონის ჭიქის ჩასადგამები, სამარილეები, ხელსახოცების ჩასადები, სახილე ლარნაკები, შანდლები და ა.შ. არც ერთი ნახელავი ერთმანეთს არ ჰგავს, საკუთარი გემოვნებით აკეთებენ ყველაფერს, რა თქმა უნდა, პედაგოგების დახმარებით.

სახელოსნოში თითო-თითო იარაღია და ერთმანეთს ხელი რომ არ შეუშალონ, ამიტომ ბავშვები სხვადასხვა დროს მოდიან. ორი პედაგოგი ჰყავთ. მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვები ერთმანეთთად მეგობრობენ, დიდი ხალისით მოდიან სახელოსნოში და მუშაობენ. ვფიქრობ, ეს პედაგოგების დამსახურებაცაა და იმ საქმიანობისაც, რომელიც მათ დიდ სიხარულს ანიჭებთ.

***
პედაგოგი ირაკლი გოჩიტაშვილი ბავშვებს ასწავლის საიუველირო საქმეს, ფერადი ლითონების დამუშავებას, მინანქარს, გალვანიზაციას და ა.შ. "კარგი ბავშვები არიან, მონდომებულები. ნელ-ნელა, შესაძლებლობების და ნიჭის მიხედვით მიჰყვებიან სწავლების პროცესს. მარტივი დეტალები კარგად აითვისეს და შეგვიძლია უკვე თამამად დავიწყოთ უფრო რთული ტექნოლოგიის ათვისება. ამ საქმეში მთავარია მონდომება, შრომა. ჩვენ ვეხმარებით, მივუთითებთ ლიტერატურას, ვაჩვენებთ წიგნებს, ჟურნალებს, გამოფენებზე დაგვყავს, რათა თანდათანობით დაეხვეწოთ გემოვნება, გაერკვენ დღევანდელი საზოგადოების (ბაზრის) მოთხოვნილებებში და ამის მიხედვით შეძლონ თავიანთი საქმიანობის კომერციული თვალსაზრისით განხორციელება. ჩვენ ვასწავლით საფუძვლებს. ვისაც მეტი ნიჭი და მონდომება აღმოაჩნდება, შეუძლია განავითაროს და ხელოვნების დონეზე აიყვანოს ეს საქმე. ზოგიერთს აქვს ასეთი მონაცემები, რაც მათ ნამუშევრებსაც ეტყობა. 12 ბავშვი გვყავს, თორმეტივეს წარმატებებს ვუსურვებ".

KARIBCHEსახელოსნოში დანადგარებთან ხალისით მოფუსფუსე რამდენიმე ბავშვსაც გავესაუბრე. მათგან საოცარი მონდომებით და ენერგიით გამოირჩევა 18 წლის ზურაბ მუხადგვერდელი. იგი სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, მაგრამ სასწავლებელი გაუქმდა. ზურაბი ამჟამად მდივან-რეფერენტთა პროფესიულ ლიცეუმში სწავლობს, თან ხელობასაც ეუფლება. მისი პირველი ნამუშევარი გულსაკიდი ჯვარია. ნელ-ნელა სხვადასხვანაირი ნამუშევრების კეთებასაც დაეუფლა. თითოეული მათგანი ძალიან უყვარს, რადგან მისი "ნაწვალებია". ეს ხელობა იმიტომაც მოსწონს, რომ ფანტაზიას გასაქანს აძლევს, მუდამ ახლის ძიებაშია.

მოსწავლეებს პროექტის დამთავრების შემდეგაც შეეძლებათ თვეში ერთხელ მოვიდნენ და ისარგებლონ ამ სახელოსნოთი, მიიღონ კონსულტაციები მასწავლებლებისაგან. მთავარი კი აქაური თბილი გარემო და ურთიერთობებია, რომელსაც ყმაწვილები გრძნობენ და აფასებენ.

თამუნა თვალიაშვილი ადრე ხელსაქმეს ეუფლებოდა, შესანიშნავად ქარგავდა. ძეგვის მონასტრის წინამძღვარი, დედა მარიამი (ჯაფარიძე) დაეხმარა, ამ სახელოსნოში მოხვედრილიყო. "მადლობელი ვარ დედა მარიამისა. უპირველეს ყოვლისა, აქ არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი. ძალიან მინდოდა მინანქრის შესწავლა. იმედი მაქვს, გამომივა. ამ სახელოსნომ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. მჯერა, მომავალში ჩემი შრომით მოპოვებული შემოსავლით ოჯახსაც დავეხმარები".

ვფიქრობ, ამ კეთილშობილური ინიციატივის მესვეურთა თანადგომა გაუნათებს ცხოვრების "ვიწრო და ძნელად სავალი გზის" გარკვეულ მონაკვეთს თითოეულ აქ მოსწავლე ახალგაზრდას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat