"პირველად ღმერთი ვახსენოთ"
"პირველად ღმერთი ვახსენოთ"
ქრისტიანობა ქართულ ტრადიციულ მუსიკაში
"ქართული ტრადიციული მუსიკალური კულტურა ძნელია, ერთსახოვნად, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანულად იწოდოს
, მაგრამ ის კი ცხადია, რომ რელიგიურ-მითოლოგიური ასპექტით, მასში ქრისტიანული იდეა წამყვანია. წარმართული მოტივები ქართულ ხალხურ სიმღერაში უმეტესად ჩვევის სახითაა შენარჩუნებული, მაშინ, როდესაც ქრისტიანული პერსონალიებისადმი მიმართვა და ქრისტიანული თემატიკა-ატრიბუტიკა უმეტესად გააზრებულია. მართალია, საქართველოში დღემდეა შემორჩენილი აშკარად წარმართული რიტუალები, მაგრამ ბევრი ასეთი წეს-ჩვეულება მაგალითია ძველი (წარმართული) ფორმის ახალი (ქრისტიანული) შინაარსით დატვირთვისა."

გვესაუბრება ეთნომუსიკოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამაზ გაბისონია.

- რას მოვიაზრებთ ცნებაში "ქართული ტრადიციული მუსიკა"?


- ამ ცნებაში მოვიაზრებთ ქართულ ხალხურ მუსიკას (ვოკალურსა და ინსტრუმენტულს) და ქართულ საეკლესიო საგალობელს. სიტყვა "ტრადიცია" აქ არა მხოლოდ ზეპირი ტრადიციის მნიშვნელობით იხმარება, არამედ ეთნიკური ტრადიციული სტილისტური ნორმების აღმნიშვნელად. ქართულმა საგალობელმა, მიუხედავად მისი პროფესიული კულტურისადმი კუთვნილებისა (სპეციალური ცოდნით აღჭურვილი და განსაზღვრული მსახურებით დაკავებული პირები, მუსიკალურ-თეორიული ცოდნის შეძენისა და გადაცემის სპეციალიზებული, მოწესრიგებული სისტემა, გარკვეულწილად დამწერლობითი ტრადიცია), გარკვეულწილად ხალხური მუსიკისათვის დამახასიათებელი ნიშნებიც შეიძინა: მგალობლის, როგორც პროფესიისა და გალობის თეორიული ცოდნის ნიველირება და გადაცემის ზეპირი ხერხი. ეს პროცესი ძირითადად ისტორიული ძნელბედობის მიზეზს უნდა მიეწეროს.

- ასეა თუ ისე, ქართული სიმღერა და გალობა დღეს ხშირად ერთ სიბრტყეში განიხილება და ეს ჩვენთვის უკვე ჩვეული მოვლენაა...

- საქართველოს გასაბჭოებამდე ხალხში გამორჩეული ხალხური მომღერლები, ამავე დროს, მგალობლებიც იყვნენ. ცხადია, ეს ორი პარალელური მოვლენა ურთიერთზეგავლენას განიცდიდა. მაგრამ საგულისხმოა, რომ დღემდე მათ ორ მკაფიოდ ჩამონაკვთულ, დამოუკიდებელ სტილისტურ პლასტად მოაღწიეს.

დიდ დროს არ დავუთმობ ქართული სიმღერა-საგალობლის სტილისტურ-ესთეტიკური განსხვავებების შესახებ საუბარს და აღვნიშნავ იმ საერთოს, რაც მათ ახასიათებს. უპირველესად, ესაა სამხმიანობა. ის, რომ ამ რეგლამენტს დიდი ისტორია აქვს, გვიდასტურებს XI-XII ს.ს. ქართველი ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის მიერ ყოვლადწმინდა სამების ერთიანობის ამქვეყნიურ ხატად სამი ხმის - მზახრის, ჟირისა და ბამის ერთიანობის მოხმობას. სწავლული, ცხადია, მაგალითად იღებს მაშინდელ პრაქტიკაში ცნობილ მოვლენას - სამხმიანობას. მართალია, ქართული სამხმიანობის, როგორც ყოვლადწმინდა სამების სიმბოლოს, მინიშნება სხვა წყაროებში არ გვხვდება, მაგრამ ძნელია, არ იგულისხმო, რომ ქართველი მგალობლები ამ ასოციაციას აუცილებლად გაიზიარებდნენ.

- აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ხალხური მუსიკის ვოკალურ ხასიათს გარკვეულწილად ქრისტიანული მართლმადიდებლური საღვთისმსახურო ტრადიციაც განსაზღვრავს...

- საკრავი არათუ ეკლესიაში, მის გარეთაც ნაკლებად იყო პატივდებული. ამასთან, ქართული ხასიათი უკვე შეეჩვია სუფრასა თუ რომელიმე სხვა რიტუალში თანამუზიცირებას და არა ერთი მომღერლისა ან დამკვრელის მოსმენას (თუნდაც დამკვრელთა ანსამბლისა).

შეიძლება ითქვას, რომ ქართული საგალობელი და ქართული სიმღერა ერთმანეთთან ისევეა, როგორც ძველი და ახალი ქართული სალიტერატურო ენა. აქაც ორივე მოვლენა ერთ ქართულ მუსიკალურ ენაში ერთიანდება. ხმების პოზიცია, ფრაზების დაბოლოებები - კადანსები, კიდურა ხმების პარალელური მოძრაობა, აღმოსავლეთში - შუა ხმის მიდრეკილება მოძრაობისადმი, დასავლეთში - ხმების შედარებით თანაბარი ამოძრავება, ზოგიერთი სახასიათო მელოდიური მოდელი, ჰარმონიული ვერტიკალი - აი, არასრული ნუსხა იმ ფაქტორებისა, რომლებშიც თავს იჩენს ქართული სიმღერისა და საგალობლის ერთი ფუძე.

- როგორც ცნობილია, "ალილო", როგორც საშობაო ტრადიცია, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული რიტუალი იყო...

- დიდი დღესასწაულის გარდა ამ პოპულარობის მიზეზი, შესაძლოა, გლეხისათვის თავად ზამთრის შედარებით ნაკლებად შრომატევადი პერიოდიც ყოფილიყო. სიტყვა "ალილოს" ღმრთის სადიდებელ "ალილუიადან" მომდინარედ ხსნიან. ის, რომ ეს სიმღერა სწორედ რელიგიური მოტივიდანაა ამოზრდილი, მიუთითებს კახეთში "ალილოს" არა მარტო ქრისტეშობისას, არამედ მიცვალებულთან დაკავშირებულ რიტუალში მღერაც.

"ალილო" იმღერებოდა როგორც მისალოცი, კარდაკარ ჩამოვლისას შესასრულებელი ნიმუში, ასევე სუფრაზე - საზეიმოდ სამღერი. მაგალითად, რაჭაში ჩაწერილია მოკლე საბავშვო "ალილოც", რომელიც სულ ორ-სამ ბგერას მოიცავს და განვითარებული სახის სუფრული "ალილოც", რომელიც რაჭაში ყველაზე რთულ სიმღერად ითვლება. განსაკუთრებით პოპულარულია გრძელი კახური სუფრული "ალილო", ასევე უფრო სხარტი - გურული, მეგრული და იმერული "ალილოები".

არ არის გამორიცხული, "ალილუიას" უკავშირდებოდეს სვანური "ლილეც" ("ო ლილე", შეადარეთ რაჭული მისამღერი "ო-ლე-ლილე"), რომლის ტექსტშიც სხვა ქრისტიანული მოტივიც - მთავარანგელოზი ("თარინგზელარ") ფიგურირებს.

- საინტერესოა საქართველოში ქრისტიანული მოტივის ვენახთან და სუფრასთან კავშირში მიმოხილვა. ანტიოქიის პატრიარქი მაკარიოსი, რომელიც საქართველოს მე-17 საუკუნეში სტუმრობდა, აღნიშნავს, რომ აქ გლეხები ვენახში მუშაობისას საეკლესიო ძლისპირებს გალობდნენ. სამწუხაროა, რომ ამ ტრადიციამ ჩვენამდე ვერ მოატანა.

- სამაგიეროდ, შემოგვრჩა დემეტრე-დამიანეს "შენ ხარ ვენახი" - საგალობელი, რომელსაც ეკლესიის ლიტურგიკულ განგებაში ადგილი არ აქვს, მაგრამ ქართველმა ხალხმა დღემდე სიყვარულით შეინახა, როგორც საგალობელიც (გავიხსენოთ არტემ ერქომაიშვილისეული გურული ვარიანტი) და როგორც სიმღერაც (მაღალაშვილისეული კახური ვარიანტი).

- რას გვეტყოდით ვენახის, ღვინისა და პურისადმი პატივისცემის შესახებ ქართულ სინამდვილეში?

- ვენახის, ღვინისა და პურისადმი პატივისცემა რომ ქართველ კაცს ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ქრისტიანული ტრადიციის - ზიარების მადლმოსილი პურისა და ღვინისადმი თაყვანისცემის მაჩვენებელია. გავიხსენოთ სიტყვები მოხეური სიმღერიდან "სმური": "პირმან დაგლოცოს ღვთისამან, ნაწილმან ბარძიმისამან". გავიხსენოთ აჭარული სიმღერა "ჩაღმა ჩაყრილო ვენახო", სადაც აჭარელი გლეხი თავისი ძველი სარწმუნოების სიმბოლოს, აჩეხილ ვენახს მისტირის.

თავად ქართული სუფრაც - ტრაპეზი ხომ წირვის ერთგვარი გაგრძელებაა, ერთგვარი დიდი კვერექსია, სადაც უფლისადმი თხოვნასა და "უფალო შეგვიწყალენის" მონაცვლეობას სადღეგრძელო და მისი თანამდევი სიმღერა-საგალობელი ანაცვლებდა.

- ტრადიციულად სუფრა იწყებოდა ღვთის დიდებით. "ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა"...

- ამ სიტყვებს, რომელიც ქრისტეს შობისას ანგელოზთა გალობის ასოციაციაა ("დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"), როგორც ჩანს, ზოგ შემთხვევაში პირველი ფრაზა მოაკლდა და დღეს ყველაზე განვითარებულ-"გამშვენებული" გურული სიმღერა "ჩვენ მშვიდობას" სახით ჩამოყალიბდა.

სუფრის დასაწყისში ასევე იგალობებოდა საგალობელი "დღეს საღვთომან მადლმან". შემდგომში სრულდებოდა "მრავალჟამიერ", "სადღეგრძელო", "მადლობელი ვარ", "ამინ", სუფრა მთავრდებოდა ღვთისმშობლისადმი ლოცვით, რაც ასევე საეკლესიო ტრადიციის ერში გადმოტანის ნიმუშია.

- ქართულ სუფრაზე ყველაზე ხშირად მაინც "მრავალჟამიერი" ისმოდა.

- ეს საგალობელიც წირვის ლიტურგიკულ განგებაში იღებს სათავეს. საინტერესოა, რომ ამ საგალობლით (ბერძნულად "პოლიქრონიონ") ლიტურგიაში ცოცხალ რეალურ პირებს, საეკლესიო და საერო იერარქიას მოიხსენიებენ. შესაძლოა, ეს მოტივიც იღბლიანად მიესადაგა ქართული სუფრის ტრადიციებს. ეს სიმღერა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ოდნავ ცვალებადი დასახელებით გვხვდება: გურიაში - "ბრევალო", კახეთში - "მრავალუი", სამეგრელოსა და აჭარაში - "ჟამიელი" და ა.შ.

ისევე, როგორც ეკლესიაში, სუფრაზეც სიტყვა "მრავალჟამიერი" სამგზის გაიმღერება. გამონაკლისია ზოგიერთი გრძელი სუფრული "მრავალჟამიერი" (ძირითადად კახური), სადაც პოეტური ტექსტებიც უხვად გამოიყენება. არსებობს მოკლე, მისალმების, დღეგრძელობის ფუნქციის "მრავალჟამიერები": ციციანური, ერეკლე მეფის და ა.შ.

- ღვთის დიდებით საქართველოში არა მარტო სუფრა იწყებოდა.

- "პირველად ღმერთი ვახსენოთ" - ამ სიტყვებს დაამღერებდა გლეხი მუშაობის დაწყების წინ ("ოროველა"), ასევე სხვადასხვა დღესასწაულის დროს ფერხულის ჩაბმისას. "დიდებას" მღეროდნენ როგორც კაცები ხევში, ასევე ქალები კახეთში (ადრე კი, ცხადია, მთელ საქართველოში). მსგავსი ფერხულები ადრე მამაკაცთა და დედაკაცთა მიერ ერთობლივად სრულდებოდა. საინტერესოა მოხეური "დიდება წმინდა სამებას", რომლის მოტივზე შემდგომში ნაკლებად საპატიო ტექსტი "ქიზიყ ბოლოზე" გაამღერეს.

ღვთის დიდების გარეშე არ შესრულდებოდა ეკლესიის ეზოში მოხეური ორსართულიანი ფერხული "გერგეტულა", მეგრული "ხუჯიშ ოსხაპური" (მხიარული ცეკვა); ლაშარის წმინდა გიორგის ხატთან - თუშური ასევე სართულიანი ფერხული "ქორბეღელა".

სუფრის დასაწყისში სვანეთში სრულდებოდა სიმღერა "ჯგრაგ", რომელიც წმინდა გიორგის ეძღვნება. თუმცა მასში ასევე სულიწმინდას მიმართავენ. მთიულეთში ყველაზე პოპულარულ სიმღერად ითვლება "ლომისური", სადაც ასევე წმინდა გიორგისადმია მიმართვა. საქართველოს მფარველ ამ წმიდანს ეძღვნება მეგრული ხალხური სავედრებელი პარაკლისი, რომელიც, სხვათა შორის, ჯერ არ გამოქვეყნებულა. სამეგრელოშივე ბნედით დაავადებულებს ილორის წმინდა გიორგის ხატთან მიიყვანდნენ ხოლმე და ძალით აცეკვებდნენ ცეკვა-სიმღერა "ატლეჩოპას" ფონზე.

ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება ჩანს კახეთში შრომის წინ მისდამი თხოვნით მიმართვის ჩვეულებაში, ლეჩხუმში, ხატარეშობის დღესასწაულზე "ღვთისმშობლის საგალობლის" შესრულებაში (რაც დღეს აღარაა შემორჩენილი). იგივე ლეჩხუმში, უამინდობის დროს ცაგერის ღვთისმშობლის ხატს გამოაბრძანებდნენ და მდინარეში განბანდნენ.

აქვე, კარგი დარის გამოთხოვის მიზნით წმინდა მაქსიმე აღმსარებელსაც მიმართავდნენ, რომელიც, გადმოცემით, ცაგერთანაა დაკრძალული.

ქრისტიანული სახელები გაისმის სიმღერებში "ლაზარე", "ლაზარია", "ელია" (კარგი დარის გამოთხოვნა), "ბრძანა სოლომან მეფემან" (ქართლ-კახური დიდაქტიკური ჟანრი), "ბარბალ დოლაშ", "თარინგზელარ", "ცხაუ ქრისდეში" (სვანური ჰიმნები), "მთავარანგელოზის სიმღერა" (რაჭის სოფელ ღარში), გურული "კალოს ხელხვავი" (მიქელ-გაბრიელის, წმინდა გრიგოლის, როგორც ბარაქას მომტანთა ხსენება) და სხვა. აღსანიშნია აღმოსავლურ-ქართული "ჯვარის წინასა" (ფშავში, მთიულეთში, თიანეთში, ქართლში, კახეთში), რომელიც განსაკუთრებული ინტენსივობით ბოლო დრომდე ფშავში სრულდებოდა. მას მაყრები ოჯახის კერიას ირგვლივ შემოტარებულ ნეფე-პატარძალს უმღეროდნენ სიტყვებით: "შენ ქრისტე ღმერთო, დასწერე ჯვარი". სამწუხაროა, რომ არ შემოგვინახა შესაბამისი სადიდებელი სიმღერები დღესასწაულებმა მარიობამ (მარიამობა), თერდობამ (წმინდა თეოდორე), ათენგენობამ (წმინდა ათენოგენი) და ა.შ.
კაცს გული გტკივა, როდესაც ეცნობი ეთნოგრაფიულ მონაცემებს და ხედავ, თუ სხვადასხვა რიტუალის თანამდევი რამდენი მუსიკალური ფაქტია დაკარგული საქართველოში. რას ვიზამთ, ისღა დაგვრჩენია, რომ სათუთად შევინახოთ დღემდე მოღწეული მუსიკალური ტრადიციები და კარგად გავიაზროთ მათი წარმომავლობა, ფუნქცია, მხატვრულ-ესთეტიკური მნიშვნელობა და კეთილისმყოფელი თვისებები.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat