როცა რამის კეთებას იწყებ, გაიხსენე, რომ ღმერთს მამას უწოდებ
როცა რამის კეთებას იწყებ, გაიხსენე, რომ ღმერთს მამას უწოდებ
"რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა", - ვაჟას ამ სიტყვებმა უძღები შვილი გამახსენა. მამის სახლიდან წასული, უცხოობაში... მადლის გამნიავებელი და ეშმაკთან წილის დამდები, რომელმაც ღორების საჭმელიც კი სანატრელი გაუხადა.

ლუკა მახარებლისეული "ძე შეცდომილის იგავი" მაცხოვრისა და მთელი კაცობრიობის, უფლისა და ყოველი ადამიანის ურთიერთდამოკიდებულების პარადიგმაა, პირველქმნილი ცოდვიდან მოყოლებული ადამიანი (ანუ ის, ვინც ადამს "დაატარებს" საკუთარი სულით) - უძღები შვილი, მამისაგან განმდგარი და დაკარგული, თავისი სულის, სახლისა თუ სამოთხის გზას ეძიებს. ამიტომაცაა, რომ ამ იგავს წმინდა მამები ყველა დროისა და ხალხის უდიდეს მონათხრობს უწოდებენ.

რამდენადაც ღრმაა და მრავალფეროვანი ეს იგავი, ამდენად ფართოა სპექტრი, რომელსაც იგი სთავაზობს მწერალს, ამიტომ ლიტერატურაში მრავალმხრივაა იგი წარმოდგენილი, მისი სხვადასხვა ასპექტი უამრავ ნაწარმოებში გვხვდება.

გვესაუბრება ფილოლოგიის დოქტორი ლალი დათაშვილი.

- რა ასპექტებს შეიცავს "ძე შეცდომილის" იგავი და როგორ აისახა ის ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში?

- იგავი რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ასპექტს შეიცავს: მამისა და შვილის, ადამიანისა და საწუთროს, უფლისა და კაცის, ძმების ურთიერთობის თემებს; გამოღვიძების, საკუთარი თავის გაცნობიერების, სინანულისა და სიყვარულის, დაკარგულის მოძიებით აღძრული სიხარულის მოტივებს; სამოსელი პირველის, ბეჭდის, ხამლის (ფახსაცმლის), "ჭამებული ზვარაკის" (შესაწირი საკლავის) სიმბოლურ სახეებს.

იგავის პარადიგმული საკითხებიდან განსაკუთრებით ხშირია მამისა და შვილის (ანუ უფლისა და კაცის) ურთიერთდამოკიდებულების მოტივი.

დიდად ცოდვილია უფლის - ყოველთა მამის ურჩი და შეუსმენელი შვილი. ანტონი დიდი ბრძანებს: "ღირსი უნდა იყო იმისა, ვინც თავისი ძე გიწოდა და ისე უნდა იქცეოდე, როგორც ღვთის ძეს შეჰფერის. როცა რამის კეთებას იწყებ, გაიხსენე, რომ ღმერთს მამას უწოდებ".

ადამი, როგორც მამა-უფლის, და ქამი, როგორც ხორციელი მამის (ნოეს) მფარველი კალთის საკუთარი ნებით უარმყოფელნი, დაკარგულნი, ცოდვებით შელახულნი, შესაბამისი ლიტერატურული პერსონაჟების პარადიგმებად იქცნენ. მათი ალუზიური სახეები მრავალ ნაწარმოებში გვხვდება. ჩვენი აზრით, ისინი უდებენ სათავეს "ძე შეცდომილის" ორგვარ ინტერპრეტაციას:

ერთი მხრივ, ადამის მაგალითზე შეიქმნა სახე მონანული ძისა, რომელიც "ვითა ცხოვარი გზაშეცთომილი" (დავით გურამიშვილი) თავისი მამის წიაღს დაეძებს, ცოდვებს გულწრფელად ინანიებს, გველივით პერანგს იხდის (გრიგოლ რობაქიძის არჩიბალდი), რათა შეიმოსოს უბიწო სამოსელი პირველი (გურამ დოჩანაშვილის დომენიკო) და მამის კურთხევით ცხონდეს;

მეორე მხრივ, ქამის მაგალითზე, ძე, რომელიც არ ან ვერ ხვდება მამასთან დაბრუნების აუცილებლობას, თავის სიმართლესა თუ საკუთარი პიროვნული მოთხოვნების უპირატესობაში დარწმუნებული. ეს მეორე სახეც სხვადასხვაგვარად გვესახება: წინასწარგანზრახვით მოღალატე და მამის მგმობელი (იაკობ ხუცესის ვარსქენი), უნიათობის გამო აცდენილი მამის გზას (მიხეილ ჯავახიშვილის თეიმურაზი) და მშობლისთვის გულის დაუფიქრებლად, უნებლიეთ მტკენელი (ილია ჭავჭავაძის გიორგი). თუმცა, ყოველი ურჩი შვილი ისჯება, ხელს უშლის მშობლის კურთხევის უქონლობა და ვერ სწვდება საწადელს: ვარსქენი სიკვდილით ისჯება გორგასლის ბრძანებით, თეიმურაზი ნაკაცარი ხდება და ჯაყოს უვარდება ხელში, გიორგი კი თვითონაც სვეგამწარებული მიდის ამქვეყნიდან და დედამისსაც მოუსწრაფებს სიცოცხლეს. თანაც, ძე შეცდომილი თუ "ვერ მოეგო თავსა თვისსა", ჯოჯოხეთსაც ვერ აიცილებს, რადგან მამის უარმყოფელი - მამინაცვლის, ანუ ეშმას კლანჭებში აღმოჩნდება.

მძიმეა ურჩი შვილის სატანჯველი. ამიტომ იყო, რომ წმინდა შუშანიკმა ვარსქენ პიტიახშს უმთავრეს ბრალდებად წაუყენა არა ქვეყნისა თუ ცოლქმრული ერთგულების ღალატი, არამედ არშუშასგან განდგომა, მამის საქმეთა უარყოფა, მშობელთან დაპირისპირება: "შენ მამისა შენისა საქმენი განჰრყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი".

წმინდა გრიგოლ ხანძთელს სურდა, თავმდაბლად, უბრალოდ განელია წუთისოფელი, რათა მიწიერი დიდების მიღებისთვის ზეცაში არ დასჯილიყო. ამიტომ უარს ამბობდა მშობელთა მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე - მღვდლად კურთხევა იმჟამად არ სურდა, დიდ პატივად მიაჩნდა, საკუთარ თავს საამისოდ გამოუცდელად და მცირეასაკოვნად თვლიდა, მაგრამ იცოდა, რომ მშობლის ურჩობის გამო "პატიჟი" სხვა ცოდვებისთვის განსაზღვრულ სასჯელზე უმეტესია, მორჩილება უმჯობესად ჩათვალა და მღვდლობას დათანხმდა. შეთავაზებული ეპისკოპოსობისთვის თავის ასარიდებლად კი შინიდან რომ წავიდა, მრავალი წლის შემდეგ მხურვალედ ევედრა დედას, მიეტევებინა სიჭაბუკეში გადადგმული ამ ნაბიჯით მისთვის მიყენებული ტკივილი. ღირსი მამა გრიგოლი წმინდა წერილის დამოწმებით გვიქადაგებს: "საგმობელ არს, რომელმან შეურაცხყოს მამა თვისი და წყეულ არს უფლისაგან, რომელმან განაწყოს გული დედისა... კურთხევამან მამისამან და დედისამან დაამტკიცნის სახლი უკუნისამდე, ხოლო წყევამან მათმან აღჰფხვრის სრულიად".

- "ძე შეცდომილის იგავი", როგორც სამყაროსთან დამოკიდებულების პარადიგმული მოდელი, რამდენად მნიშვნელოვანია "ვეფხისტყაოსნის" ანალიზისათვის?

- რუსთველმა პროლოგშივე გვითხრა, რომ ხელმწიფე უფლის შვილი და მისგან ხელ-დასხმული კაცია, ამიტომაცაა, რომ პოემაში ქვეშევრდომები, რომლებიც ხელმწიფისგან გაზრდილებად მოიხსენიებიან, ისევე ეპყრობიან მეფეს, როგორც ღმერთს (მეფეს "ქვეყნის უფალს" უწოდებს დავით გურამიშვილიც). ღმერთი ყოველთა მამაა, მეფე - თავისი ხალხის პატრონი და მზრუნველი აღმზრდელი. ამიტომაც ყმასა და ხელმწიფეს ისეთივე ურთიერთდამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, როგორიც მამა-შვილს. ყმას ევალება, მოწიწებითა და კრძალვით მოეპყროს მეფე-მამას, მისი რიდი ჰქონდეს, რადგან "მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა". წინააღმდეგ შემთხვევაში, უმადური, მეფის ამაგის უარმყოფელი ყმა უძღები შვილი ხდება.

ავთანდილმა იცის, რომ მისი წასვლა არაბეთიდან დიდად დაანაღვლიანებს როსტევანს, თუმცა ზენაარი ფიცი და კაცური მოვალეობა, გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროს, აიძულებს, მეფის სურვილის საწინააღმდეგოდ მოიქცეს. ანდერძში იგი სთხოვს როსტევანს, შეუნდოს, არ განურისხდეს. იცის, მეფის რისხვა არც ამქვეყნად არგებს და იმ ქვეყნიურ ნეტარებასაც სანატრელს გაუხდის. მისი ღვთაებრივი მოწყალება კი გზას გაუიოლებს. შემდგომში, არაბეთიდან გაპარული ავთანდილი ასმათს უხსნის, რომ როსტევანი განარისხა და ამიტომ თავის გზაზე მხოლოდ დაბრკოლებებსა და სირთულეებს მოელის, რადგან, მისი აზრით. "არსთა მხედი" უფალი არავის შეუნდობს ხელმწიფის მიმართ უპატიო საქციელს:

"მისი შემცოდე ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი".

თუმცა, როსტევანს არ მოუსურვებია ავთანდილისთვის ცუდი, პირიქით, გაიაზრა რა ყმის სიტყვებისა და განზრახვის სიწრფელე, ღვთისთვის სათნოობა, ბრძანება გასცა, რომ არაბეთში მხიარული ტანსაცმელი არავის ჩაეცვა ერთი წლის მანძილზე და ყველას ელოცა, რათა ამირსპასალარი უკან მშვიდობით დაბრუნებულიყო. ამით არც მამაშვილობა დაირღვა, არც ღვთისშვილობა და ავთანდილსაც ხელი ყოველმხრივ მოემართა.

თინათინიც კი იცავს ხელმწიფესთან ურთიერთობის წესებს. იგი, მამასთან მიმავალი, როსტევანის უგუნებობის შეტყობისას უკან გაბრუნდება, მოერიდება მის შეწუხებას (რადგან მესაწოლე ეტყვის, მხოლოდ ავთანდილთან ერთად ყოფნა სურდაო).

ტარიელისა და ნესტანის დამოკიდებულება ფარსადანთან, მეფე-პატრონთან, რომელიც ერთისთვის მამაა და მეორისთვის - მამობილი, შუასაუკუნეობრივი ნორმებით დაუშვებელია. ისინი თავს არ უხრიან მეფეს, მოქმედებენ მის ზურგს უკან, მასთან შეუთანხმებლად, მისი სურვილის წინააღმდეგ. მათი მხრიდან არსად ჩანს ხელმწიფის, როგორც უფლის შვილის, ან როგორც მათი გამზრდელი მამის, განსაკუთრებული პატივისცემა, კრძალვა მის წინაშე, მოწიწება მის მიმართ.

მართალია, ფარსადანი მცდარად, საკუთარი შვილისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ ეს ნესტანსა და ტარიელს არ აძლევთ უფლებას, დამოუკიდებლად დაგეგმონ ხატაეთის ომი, ნესტანის საქმროს მოსაწვევად გამართულ თათბირზე არაფერი უთხრან ხელმწიფეს და შემდეგ კი მისგან მალულად მოკლან ხვარაზმელი უფლისწული, მეფე-მამას დაელაპარაკონ აგდებულად, რიგითი მოკვდავივით (გავიხსენოთ, როსტევანს ვიდრე ეტყოდა, მშვილდოსანი მეც ვარო, ავთანდილმა მეფეს მისი ცოცხლად დატოვების დამადასტურებელი ფირმანი სთხოვა, ხოლო, როდესაც ვეზირმა ავთანდილის წასლა გააგებინა როსტევანს, ცუდი ამბით შეწუხებულმა ხელმწიფემ სკამი ესროლა მას და ურია ლევი ეძახა).

ნესტანის აზრით, მოურიდებელი, შეუვალი ტონით უნდა მიმართოს ტარიელმა სიძის მკვლელობით განრისხებულ ფარსადანს. უნდა დაემუქროს მას: "არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა, ვითა ტრამასა". თვით ნესტანის სიტყვებიც კი: "ეუბენ", "ჰკადრე", "ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა" ან ტარიელის ფრაზები როსტევანის შესახებ: "იგი ვერ მიმხვდარა", "არ იცის", "ვის მოიყვანს, არა ვიცი", მისი შენათვალი: "ვერ გათნევ" (ვერ გასიამოვნებ), "აწ ეგე არ მართალია", ხელმწიფისადმი არ გამოიყენებოდა.

ტარიელის მიერ რამაზ ხატაელის შეპყრობა, ცხენიდან ჩამოგდება და დატყვევება, მისი მხრიდან მეფის, ვითარცა უფლისწულის (შვილის) მიმართ უპატიო დამოკიდებულების გამოხატულებაა. მართალია, იგი მტერი და მოღალატეა, მაგრამ მეფის ამგვარი შეურაცხყოფის უფლება არავის ჰქონდა.

მეფისადმი ასეთი დამოკიდებულება ხდება ნესტანისა და ტარიელის უბედურების, მათი ბედის ბორბლის უკუღმა დატრიალების მთავარი მიზეზი. ისინი კლავენ ხვარაზმშას - ფარსადანის მიერ მოპატიჟებულ სიძეს, მოქმედებენ მეფის ნების წინააღმდეგ და ამით იახლოებენ განსაცდელს. ტარიელმა მამობილის ურჩობით, მასზე განაწყენებით, უფალს შვილი მოუკლა, მაცხოვრის ჯვარმცმელთა შორის აღმოჩნდა ჩადენილი ცოდვის გამო. ტარიელი ხვარაზმშას სიძეს (მაცხოვრის ყველაზე მეტად ცნობილ სახელს) უწოდებს და წითელი კარვის დანახვაზე აღდგომა (ძველ ქართულად - აღვსება) ახსენდება. ავთანდილს ასე მოუთხრობს ამ ამბავს:

"მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა,
მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე ჰგვანდა, არს აღვსებისა".


ამით მიენიშნება, რომ უფლისწულის მოკვლით "იესოს კლავს", უდანაშაულო ადამიანის სისხლს ღვრის, თუმცა ტარიელი უკან მაინც არ იხევს. ეს მკვლელობა გადაკარგავს მას და ნესტანს ინდოეთიდან, ორივეს ცოდვისა და უმადლობის ტყვეობაში აღმოაჩენს. ნესტანი ტანჯვა-წამებით გამოიწვრთნება, ინანიებს ჩადენილ ცოდვას (მამის წინაშეც და უფლისწულის მკვლელობის გამოც) და ქაჯეთიდან წერილით ევედრება ტარიელს, ფარსადანს რაიმე არგოს, მის გულს ლხენა მოჰგვაროს.

კიდევ ერთ მომენტს შევეხები. რამაზ ხატაელის განდგომა, იმდროინდელი მრწამსით, მეფე-მამის ურჩობას ნიშნავდა. ხატაეთი ხარკს აღარ იხდიდა, ინდოეთის ზეგავლენისგან თავდახსნა სურდა, მამის სახლიდან წასვლას ეპირებოდა, სახარებისეული იგავის პერსონაჟის მსგავსად.

საგულისხმოა, რომ ინდოეთში მიყვანილ, დატყვევებულ რამაზს ფარსადანი ისე ექცევა, როგორც მამა მცირეწლოვან შვილს (ე.ი. საყვარელ, გაუაზრებლად, უბოროტოდ მოქმედ ჩვილს, ვისი ცუდი საქციელიც გასაკვირი არ არის და მეყსეულად მისატევებელია). ტარიელი მოგვითხრობს: "ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე". თანაც, ფარსადანი შემოსავს რამაზს თავისი ამალითურთ, ძვირფასეულობასაც მისცემს საჩუქრად და ამგვარად შემოირიგებს.

"ძე შეცდომილის იგავის" მიხედვით, შემოსვა ძეობის პატივის აღდგენას ნიშნავს, რადგან იგავში მამა შინ დაბრუნებულ ძეს სამოსელსა და ხამლს აცმევს. ასე რომ, ფარსადანი ასე შემთხვევით არ მოქცეულა - მან ამით უძღები შვილი დაიბრუნა და ხელახლა გაიერთგულა. ამავე დროს, აღსრულდა სწავლება, რომ მეფე "ღმრთულებრ" მიმტევებელი და უხვი უნდა იყოს. პირველი მოთხოვნის საფუძველია: "ღმერთი შეუნდობს შეცოდებულსა" და მეორის: "უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების" (სიუხვე მეფისთვის აუცილებელ თვისებად როსტევანმაც ჩათვალა, თინათინი გამეფებისას სწორედ ასე დაარიგა).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat