ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?
ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?
ქართველი მწერალი ჯერ მამულიშვილი იყო და მხოლოდ შემდეგ შემოქმედი.

"ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწვოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული", - ბრძანებს წმინდა ილია მართალი.

"ჩემი ერის საკვნესავი უცხოდ ვერ დარჩება ჩემთვისაც და ჩემი არსება გადაბმულია ჩემი ქვეყნის არსებასთან უხილავის ძალით, სადაც უნდა ეტკინოს ჩემს ერს, მისივე ტკივილი მეც მაგრძნობინებს და მისი ნუგეშის გვარად მოაწყობს ჩემს გუნებასაც. ამ ფიქრმა, ამ აზრმა დაბადა ჩემი პიესები, მოთხრობები და ლექსები," - შენიშნავს ალექსანდრე ყაზბეგი.

მხილების თემაზე ქართულ მწერლობაში გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლალი დათაშვილი.

- ჟამთააღმწერელი ბრძანებს: "ისტორია ჭეშმარიტების მეტყველება არს... "მართლის თქმის" პრინციპი ავის კარგად გასაღებას გამორიცხავდა. რამდენად ჰქონდათ შეგნებული ჩვენს სასიქადულო მწერლებს მხილების აღმზრდელობითი მნიშვნელობა?

- გაჭირვება ამოატივტივებს ხოლმე ადამიანთა ყველაზე ცუდ თვისებებს. საქართველოს ისტორია კი, რამდენიმე ბედნიერ ათწლეულს თუ არ ჩავთვლით, ტანჯვა-წამების გრძელი ჯაჭვია. მძიმდებოდა ყოფა და დიდი მამულიშვილები მოთქვამდნენ ერის გადაგვარებას. იოვანე საბანისძე არაბობის დროინდელ ქართლს დასტიროდა, ჟამთააღმწერელი - მონგოლთაგან იავარქმნილს; მე-17-18 საუკუნეებში სპარსეთსა და ოსმალეთთან დაუსრულებელი ომებისგან "სუნით მოიცვა მთა-ბარი ჩვენის მკვდრის მძორთა ყროლამა" (დავით გურამიშვილი); მე-19 საუკუნე - ღამურად გადაქცეულ ქართველთა საუკუნეა.

მკითხველს დავით გურამიშვილის სიტყვები: "ჭეშმარიტად ცოდვა უძღვის კაცსა კაცის განმკითხავსა" - უფლის სწავლებას გაახსენებს: "ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ" (მათე 7, 1-2).

მხილება და განკითხვა მთქმელის დამოკიდებულებითა და მიზნით განსხვავდება. მხილება კეთილი განზრახვითა და სიყვარულით მითითებაა თანამოძმის გამოსასწორებლად, განკითხვას კი საფუძვლად მოყვასის სიძულვილი და დაცინვა უდევს.

- მხილების როგორი გზები იცოდა ქართულმა მწერლობამ?

- ქართულმა მწერლობამ მოსინჯა მხილების ორი გზა: შეფარული და პირდაპირი. შეფარული მხილების მაგალითია სულხან-საბას იგავ-არაკები, რომლებშიც მწერალმა ცხოველებსა და ფრინველებს მიაწერა ერისათვის დამღუპველი მრავალი თვისება. საბას, როგორც მოუსყიდავ მსაჯულს, უკრიტიკოდ არ დარჩენია არც ერთი საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენელი, თუკი იგი მხილების ღირსი იყო. შეფარული მხილებისას მკითხველს არ აღიზიანებს გადატანით ნათქვამი სიმართლე.

შეფარული მხილების ნიმუშია ადამიანის ნაკლოვან მხარეებზე ზოგადი საუბარი, რისი მაგალითიც უამრავია ქართულ ლიტერატურაში. შოთა რუსთაველი გავიხსენოთ თავისი მხილება-შეგონებებით: "ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა", "თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია", "ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს"... შეფარული და პირდაპირი მხილების ერთგვარი ნაზავია ქადაგებანი ადამიანის ნაკლოვან მხარეებზე.

არჩილ მეფე "საქართველოს ზნეობანში" უამრავ რჩევას აძლევს მკითხველს, როგორ იცხოვროს უფლისა და კაცისათვის მოსაწონად.

- პირდაპირი მხილების, შეულამაზებელი კრიტიკის ნიმუშები გვხვდება დავით გურამიშვილის შემოქმედებაში. იგი საოცარი სიზუსტითა და ობიექტურობით აღწერს "ქართლის ჭირის" შემზარავ ეპიზოდებს და მისი შეფასება გაჯერებულია წმინდა წერილისეული სულით...

- დავით გურამიშვილის განზრახვა ერის მკურნალობა, მისი უფალთან მიყვანაა.

"ავზედ ავი ითქმის, კარგს არავინ
გაჰკიცხავსა...
აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ
უნდა ვაქო,
ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს
სახელად რა დავარქო?"

დავითის რწმენით, მხოლოდ სიმართლეა უფალთან მიმყვანებელი. ამ გზით ფიქრობს იგი საკუთარი თავისა და სამშობლოს გადარჩენას, სამშობლოსი, დაცემული და წამხდარი რომ იყო, სიმართლე ძრახვას რომ უტოლდებოდა. ამიტომაცაა, რომ დავით გურამიშვილი, სადაც კი სიმართლეს გულისხმობს, ყველგან "ძრახვას" ამბობს. პოეტისთვის განსაკუთრებით რთული სწორედ ამგვარ მდგომარეობაში აღმოჩენაა, როდესაც გწამს, რომ ტყუილი "ქვე ყოფნას" იწვევს, სიმართლე - "ზე აბარგვას". არადა, სიმართლე გულისხმობს მხოლოდ მხილებას, ნაკლზე მითითებას, რადგან გადაგვარებულ ქართველობას საძრახავად გახდომია საქმე.

- წმინდა ილია მართლის თითქმის მთელი შემოქმედებაც მხილებაა...

- ერის გამოსწორება, მკვდრეთით აღდგენა და ჭეშმარიტების გზით წარმართვა წმინდა ილია მართლის მთავარი მიზანი და ცხოვრებისეული ამოცანა იყო. ლიტერატურასაც იგი უყურებდა მხოლოდ როგორც ერთიან საუბრის საუკეთესო საშუალებას. რადგან პოეზია ღმრთის მადლად, "დიდის ღმერთის საკურთხევლიდან" ნაბოძებ ნაკვერჩხლად ესმოდა.

პოეტი იძულებული იყო, ემხილებინა "ქედდრეკილი, ქვემძრომელი, ყოვლად მთმენი, ვით ჯორცხენი, მუნჯი, ყრუ, ცრუ, ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი, გზამრუდი, მტვერწაყრილი, თავდახრილი, არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი" ერი ("ბედნიერი ერი"). ემხილებინა, რადგან დიდი, პატარა, თავადი, გლეხი სრულიად უაზროდ, ამაოდ ცხოვრობდა; მამათა ნაღვაწი კი ერთ ფლურადაც არ უღირდათ ვაიმემკვიდრეებს, ამიტომ იყო, რომ "დაჟანგებულ ბორკილზე ცვლიდნენ მამულის თავისუფლებას" ("აჩრდილი"). ემხილებინა, რადგან ბეთლემი ნადირთათვის დაეთმოთ, წმინდა კაცი აღარ იყო ქვეყანაში და იქ, სადაც ადრე დიდი, წმინდა მამები ღმერთს განადიდებდნენ, ახლა ნადირი ღმუოდა ("განდეგილი"). ემხილებინა, რადგან "ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების, უსირცხვილოს თუ არ არცხვენ" (დავით გურამიშვილი).

- თუმცა მარტო ილია როდი ფიქრობდა ამგვარად მე-19 საუკუნის ქართველობაზე. სხვა მწერლებიც შთამბეჭდავი მხატვრული ხერხებით ხატავდნენ და წარმოგვიდგენდნენ იმ ეპოქის ქართველთა სულიერი ცხოვრების დაძაბუნების მძიმე და გულისმომწყვლელ სურათებს...

- ნიკოლოზ ბარათაშვილი წუხდა "ბედი ქართლისაში", რომ ჩრდილოეთის ქარმა ცხოველი გული გარდაუცვალა" მის თანამემამულეს.

აკაკი წერეთელი გულმოკლული დასტიროდა ღამურად გადაქცეული, რუსეთუმე ქართველებისა და "ხარაბუზა ღენერლების" ხელში ჩავარდნილ მამულს.

ვაჟაც "კაი ყმის" ფინალში, თავისი დროის "ვაჟკაცებს" ამხელს:

"თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
არც როს არ გამასდგებითა...
უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა;
არ იცით, დასჩნდით რისადა
ან რისათვისა ჰკვდებითა".

- წმინდა ილია მართალი "ოთარაანთ ქვრივში" არჩილს ათქმევინებს: "წინდახედული მხილება ჭკუამ იცის და შესაწყნარებელია, ხოლო წინდაუხედავი კადნიერება კი - ურცხვობამ იცის და საწყენიაო". რა იგულისხმება ამ ნათქვამში?

- წმინდა ილია მართალი ცდილობდა მკითხველისთვის უფრო ნათელი გაეხადა თავისი განზრახვა და თავისებური, ალერსიანი ტონით გვარწმუნებდა: "მე, ამისა ქვემორე ხელის მომწერელი, მკითხველის გასართველად არ ვწერ ამ უხეირო მოთხრობასა, მე მინდა, ამ მოთხრობამ ჩააფიქროს მკითხველი... ვიცი, რომ, ჩვენდა საუბედუროდ, თქვენში, მკითხველო, ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროს. ვიცი ეს და მაინც კიდევ პირში - როგორც მოყვარე გეტყვი, რომ ლუარსაბი და დარეჯანი შენს კალთაში დაბადებულან და შენის ძუძუთი გაზრდილან...

მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისთვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს, გასწორების განზრახვა შენში გაიღვიძებს" ("კაცია ადამიანი?!").

კიდევ ერთხელ ითხოვდა დიდი ილია მკითხველისგან შენდობას და მზად იყო თავგანწირვისთვის, ოღონდ რაიმე ერგო თავისი ერისთვის.

არც ჭორმა დააყოვნა, არც - ლაფმა და არც - ტყვიამ, თუმცა მწერალმა მაცხოვარს მიბაძა და ყველას ყველაფერი მიუტევა, უფლისავე სიტყვებით: "შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან" ("ლოცვა").

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვების ჭეშმარიტებაში: "ქართული კალამი ორეულია გოლგოთის ჯვრისა, ხოლო მისი პატრონი ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat