ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნება ღმრთისა
ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნება ღმრთისა
კონსერვატორიაში სწავლისას ქართული მუსიკისა და მუსიკოლოგიის გამორჩეულ მოღვაწეებთან შემახვედრა განგებამ. ისინი არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ, პიროვნული და მსოფლმხედველობრივი სიმაღლითაც გამორჩეული ადამიანები იყვნენ და არიან.

უზომო ამაგი აქვს ჩემზე ქალბატონ მანანა ანდრიაძეს. ის იყო ჩემი ხელმძღვანელი მუსიკოლოგიის მიმართულების მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. კონსერვატორიაში სწავლის 14 წლის განმავლობაში ის იყო ჩემი მზრუნველი, იმედი...

ეს არაა ის შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილ ადამიანზე სავალდებულო კარგი უნდა სთქვა. იგი ყველასთვის სათნოების, სიკეთის, სიმშვიდისა და შემწყნარებლობის, კეთილშობილების მაგალითი იყო.

ქალბატონი მანანა გახლდათ დიდი მეცნიერი, თავდადებული დედა, მეუღლე, ბებია, პედაგოგი. მისგან ყველაზე ხშირად მესმოდა სიტყვა "გმადლობთ". ის მადლობდა ყველას, მადლობით ამთავრებდა ყველა საუბარს, მადლობას ამბობდა მაშინაც, როდესაც მას ეკუთვნოდა მადლიერება. თანაც ეს მადლიერება არ იყო არც ნაძალადევი და ხელოვნური პოზა, ჟესტი, მადლიერება მუდამ სადა, უბრალო, გულწრფელი და მართალი იყო. მისი ბუნებრივი სულიერი მდგომარეობა იყო "ყოველსა შინა მადლიერება".

მისთვის დამახასიათებელი ეს სულიერი სითბო, მადლიერება და თავდადება ცხადყოფს, რომ ქალბატონი მანანა, ჭეშმარიტად აღსავსე იყო ადამიანისა და ღმერთის სიყვარულით.

ქრისტიანული და ზოგადსაკაცობრიო ეთიკით - სიყვარულისა და სიკეთის ეს ორი გამოვლინება – თავდადება და მადლიერება შეუფასებელი, ადამიანისა და კაცობრიობის გადამრჩენელი ღირებულებებია. თავდადება ღვთაებრივი და ადამიანური სიყვარულის უმაღლესი აქტია. მისი სანაცვლო, ღირსეული შესატყვისი, პასუხისმიგება კი, არის მადლიერება. თავდადება და მადლიერება აზიარებს ღვთაებრივსა და კაცობრივს, იდეალურსა და მატერიალურს.

ალბათ სწორედ ამ მადლმოსილების მიზეზით იყო, რომ მანანა ანდრიაძემ უზარმაზარი ღვაწლი დასდო ქართული საეკლესიო მუსიკის სამეცნიერო შესწავლას. იგი გახლავთ ქართული გალობის გამორჩეული, მაღალავტორიტეტული მკვლევარი. ქართული გალობის ახალგაზრდა მკვლევართა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ მისი აღზრდილია. ქალბატონმა მანანამ ჩამოაყალიბა კონსერვატორიაში საეკლესიო მუსიკის კვლევის მიმართულება. უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთისა და ქალბატონი მანანასი, რომ ამ მიმართულებაზე მისი ერთ-ერთი პირველი მაგისტრი და დოქტორანტი ვიყავი.

ჩვენს პატრიარქს სიყვარულითა და სიწმიდით აღსავსე სულიერი მეგობრობა აკავშირებს ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებთან. მე ხშირად გავმხდარვარ მოწმე მათი საპატრიარქოში შეხვედრებისა. ასეთი წუთები ამაღლებულ სამყაროსთან ზიარების ბედნიერებით გვაჯილდოებს მოკვდავთ.

უწმინდესი დიდ პატივს სცემდა ქალბატონ მანანას. ხშირად მაბარებდა მასთან ლოცვა-კურთხევის სიტყვებს, მატანდა საჩუქრებს. ხოლო ქალბატონი მანანასთვის, მძიმე სნეულების დროს, დიდი ნუგეში მისი პატრიარქთან მიბრძანება იყო ხოლმე.

უწმინდესთან ერთად
უწმინდესი დიდ პატივს სცემდა ქალბატონ მანანას. ხშირად მაბარებდა მასთან ლოცვა-კურთხევის სიტყვებს,მატანდა საჩუქრებს.
ხოლო ქალბატონი მანანასთვის, მძიმე სნეულების დროს, დიდი ნუგეში მისი პატრიარქთან მიბრძანება იყო ხოლმე.

ქალბატონი მანანა ამბობდა, უწმიდესის სახე და სახელი, მისი ლოცვა, მისი სიყვარული მაცოცხლებს და ძალას მმატებსო, მთხოვდა, გადაეცი ჩემი მადლიერება ამ ზეკაცს, ასევე სათნო დედა ალექსანდრასო... მეტად გულის ამაჩუყებელი იყო მისი შეხვედრები პატრიარქთან, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დედაჩემი მიმყავდა უწმინდესთან, დედა, რომელსაც ვიდრე ცოცხალი იყო, სანატრელი ჰქონდა უწმიდესის ახლოს ნახვა. ბედნიერი ვიყავი შეგრძნებით, რომ ქალბატონ მანანას დალოცვით, უწმიდესი დედაჩემის სულსაც ლოცავდა, ხოლო მე, მასზე ზრუნვით, თითქოსდა დედაჩემზეც ვზუნავდი...

მართლაც, პატრიარქის ლოცვითა და ზრუნვით შეინარჩუნა იმედი და სულის ძლიერება, იმ უმძიმესი სნეულების ჟამს, ჩვენმა საყვარელმა მასწავლებელმა და მზრუნველმა, უფროსმა მეგობარმა. ხოლო ახლა კი, ყველას გვწამს, რომ პატრიარქისა და ეკლესიის ლოცვით, უფალი განუსვენებს მის სულს მარადიული სიყვარულისა და სიკეთის ნათელ სამყაროში.

ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სიცარიელეს და მონატრებას ვერ აანაზღაურებს ფილოსოფიით ნუგეში, რომ აზროვნება, აზრი არის ადამიანის, სამყაროზე, დროსა და სივრცეზე ამმაღლებელი ღირსება, მისი უკვდავება. ვერც რელიგიური იდეა სულის უკვდავებისა, რწმენა მარადიული სასუფევლისა ვერ შველის ადამიანის მონატრებას, მასთან სიახლოვის გულისმომკვლელ სურვილს..

შეუძლებელია დამთავრდეს ადამიანი.

შეუძლებელია სიკვდილი, არყოფნა, სიჩუმე იყოს საბოლოო დასასრული.

შეუძლებელია დამთავრდეს სიყვარული, განქარდეს მისი ენერგია, ამაო იყოს მისი მადლი, შეწყდეს მისი მშვენიერება.

ღმერთისა და კაცის სიბრძნე ღაღადებს, რომ სიყვარული, სიკეთე მარადიული არსია და ის არასოდეს "არ გარდავა". შესაბამისად, შეუძლებელია დამთავრდეს, მატერიალურ სინამდვილეში ყველაზე დიდი სიკეთე და სიყვარული – ადამიანი. ის ღვთაებრივი სიყვარულის უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა, ეზიარა პირველხატს, ეზიარა სულიერ არსებობას.

და ჩვენ, რწმენით, იმედითა და სიყვარულით შევცქერით ჩვენს მიცვალებულებს, შევცქერით უფალს, და ველოდებით, როდის შეგვახვედრებს იმ ადამიანებს, იმ სიყვარულს, რომელთაც უკვე ვეღარაფერი განგვაშორებს.

ქალბატონი მანანას რამდენიმე ბოლო წერილს მოვიტან, მკითხველმა უკეთ რომ დაინახოს მისი პიროვნება:
2012 წელი, 18 სექტემბერი.

"სვიმონიკო, საყვარელო! ყოველი შენი სიტყვა მოწერილი ჩემთან ძალას და სიმხნევეს მმატებს! უწმინდესი, უნეტარესი და უსაყვარლესი მუდამ ჩემთანაა ლოცვებში და ფიქრში. გადაეცი ჩემგან უზომო მადლობა და თუ შეიძლება, ნუ წუხს ჩემს მატერიალურ მდგომარეობაზე. მე არაფერი მიჭირს, ნამდვილად. ყველაზე მთავარი მისი უდიდესი სითბო, სიყვარული და კურთხევაა, რასაც მუდამ შევიგრძნობ.

ხვალინდელი იმპლანტაციის თაობაზე გაცნობებთ, როგორც კი საშუალება მომეცემა ექიმებისაგან.

ვემთხვევი უწმინდესს მოწიწებითა და უდიდესი სიყვარულით!

გეხვევით შენ და გიორგის".
2012 წელი, 22 სექტემბერი

"სვიმონიკო, საყვარელო,
ღვთისმშობლის შობას გილოცავ! დაგიფაროს, გაგაძლიეროს და ბევრი სიკეთის გაკეთება შეგაძლებინოს! გუშინ ვეღარ მოგილოცე, მაპატიე, მაგრამ მორიგი გადანერგვის მომდევნო დღე მქონდა და წმინდა მარიამ დედუფლის შეწევნით კარგად დასრულდა! უწმინდესს, უნეტარესსა და უსაყვარლესს გადაეცი რომ ის მაძლევს ძალას და მისი მატერიალური შემწეობა კი (სათუთად გადანახული) ნამდვილად მიმართავს ხელს! დიდი მადლობა, უწმინდესის ნაჩუქი სანთელი დავანთეთ გივიმ და მე!

გეხვევი და დროებით!"

2013 წელი, 4 იანვარი

"სვიმონიკო, გენაცვალე, უწმინდესს წაუკითხე, თუ შეიძლება!

უწმინდესო და უნეტარესო, ჩვენო დიდო მეოხო და სასოებავ! ერის სიყვარულო და რწმენავ!

ნება მიბოძეთ, მეც მოგილოცოთ დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წელი! მომიტევეთ, რომ წერილით გაწუხებთ, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვა საშუალებას არ მაძლევს. თქვენ გარგუნათ უფალმა უდიდესი სიხარული ქართველთა ეკლესიის წიაღში დაბრუნებისა, მოგანიჭათ უნარი საყოველთაო სიყვარულის მოპოვებისა, მოგმადლათ არაჩვეულებრივი ნიჭი დათმენისა, მიტევებისა და გულიდან ამოსული სიყვარულისა ყველა ადამიანის მიმართ!

იდღეგრძელეთ, გაიხარეთ თქვენი სამშობლოს სიკეთით და გაახარეთ საქართველო თქვენი კარგად ყოფნით!

თქვენი ლოცვა-კურთხევით დღეს იმედიანი და ყოველდღიურად ავადმყოფობის დამძლევი, თქვენთვის მუდამჟამ სიყვარულით მლოცველი, თქვენთან ურთიერთობის შესაძლებლობის უდიდესი მადლით უფლისაგან დაჯილდოებული მანანა ანდრიაძე".

სვიმონ ჯანგულაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat