რაც ღმერთს უნდა ჩვენთვის, სწორედ ის არის ჩვენთვის საუკეთესო
რაც ღმერთს უნდა ჩვენთვის, სწორედ ის არის ჩვენთვის საუკეთესო
ნებისმიერი დიდი მოღვაწე უფლის ნების აღმასრულებელია და მისი კურთხევით მოქმედებს, თავის ზრახვებსა და ქმედებას უფლის სურვილს უქვემდებარებს, რაც არის კიდეც მისი გამარჯვებისა და ნეტარყოფის წყარო. წმიდა იოანე ოქროპირი გვასწავლის:

"ნუ ისურვებ, რომ მოხდეს ის, რაც თავად გსურს, არამედ ისურვე ის, რაც ღვთისთვის სათნოა. შენ ის უნდა გინდოდეს, რაც უფალს უნდა. რაც ღმერთს უნდა ჩვენთვის, სწორედ ის არის ჩვენთვის საუკეთესო".

სინერგია ადამიანის გამარჯვებისა და წუთისოფელში სწორად ცხოვრების უმთავრესი საყრდენია", - ამ თემაზე გვესაუბრება ფილოლოგიის დოქტორი ლალი დათაშვილი.

- როგორ ეუწყებათ უფლის ნება ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების გმირებს?

- ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში უფლის ნების მაუწყებელი ანგელოზია ან ჩვენება-გამოცხადება, რომელთა საშუალებითაც ეუწყება წმინდანს ღვთისთვის სათნო ნაბიჯი როგორ გადადგას. ჩვენება წმინდანის გამორჩეულობის დასტურიცაა, რადგან ამის ღირსი კაცთაგან უიშვიათესი ხდება. ამასთანავე, ჩვენება, როგორც ზესთასოფლური მოვლენა, ეცხადება რა მიწიერ ადამიანს, აერთებს ამ და იმ ქვეყნებს, მიწიერ-ზეციური ერთობის ამსახველია და გვიჩვენებს, რომ დედამიწაზე ყოველივე საღვთო განგებით მიმდინარეობს.

ხუედიოს დაყუდებულს ("გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან") ეუწყა ხანძთის მდებარეობაც, აქ მოღვაწე მამათა რაოდენობაც და მონასტრის აღმშენებლის ვინაობაც. წმინდა გრიგოლ ხანძთელმა ზედმიწევნით აღასრულა უფლის ნება. ასევე, ჩვენებით აშენდა იშხანი; ხანძთის ძმობაში არსენისა და ეფრემის მიღება წმინდა გრიგოლმა ასე ახსნა: "ქრისტემან ღმერთმან ანგელოზისა პირითა მაუწყა ამათი საქმე ყოველი", ისიც განმარტა, რომ სხვანაირად მოქცევა იქნებოდა "ცილობა უფლისა ბრძანებისა". უფლის ნებით, საქართველოს ეკლესიას უდიდესი წმინდანები შეემატნენ.

სინერგიის ნიმუშია უფლის მიერ ქართლში წმინდა აბოს ჩამოყვანა, რომელიც ისევე მიენდო ღმერთს, როგორც აბრაამი. იოვანე საბანისძე გვარწმუნებს, რომ ყველაფერში გრძნობდა წმინდანი მაცხოვრის შემწეობას, ხოლო ჩვენება ნაწარმოების ბოლოს იმას მიანიშნებდა, რომ ღმერთმა ყველას აჩვენა, რაოდენ სათნო იყო მისთვის წმინდა აბო და მის მიერ განვლილი გზა.

წმინდა ექვთიმე მთაწმინდელი, მძაფრი სენით შეპყრობილი, ყოვლადწმიდა დედამ გადაარჩინა და აკურთხა: "აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ხსნილად უბნობდი". იმ დღიდან ექვთიმე, რომელიც ტყვეობაში გაიზარდა და მშობლიური ენა თითქმის აღარ ახსოვდა, ალაპარაკდა "უწმიდეს ყოველთა ქართველთასა", წყაროსავით მომდინარე ქართულით. პროფესორი რევაზ სირაძე ამ ადგილის განმარტებისას შენიშნავს, რომ ამით ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა "უპყრა ხელი" ექვთიმეს და გზაზე დააყენა, ლოგოსურ გზაზე". წმინდა იოანემ განუმარტა შვილს, რომ დედაღვთისა საღმრთო წიგნების ქართულ ენაზე თარმანს გულისხმობდა. ამით უფლისთვის სათნო საქმეს ჩასწვდა, შვილს სწორი მიზანი დაუსახა და უდიდესი როლი შეასრულებინა საქართველოს ისტორიაში, ეპოქის შემოქმედად აქცია, აზიური ქართული კულტურა ევროპულ კულტურად გარდააქმნევინა.

- ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში ალბათ უხვად მოიპოვება მაგალითები, რომლებიც სინერგიის ძალასა და მნიშვნელობას საუკეთესოდ წარმოაჩენენ. გთხოვთ გაიხსენოთ რომელიმე მათგანი...

- სინერგიის ძალისა და როლის საჩვენებლად გავიხსენოთ, როგორ ირწმუნებს ფინეზი ("სიბრძნე-სიცრუისადან") სიზმრისეულ ჩვენებას და უყოყმანოდ მიანდობს თავის ერთადერთ ვაჟს უფლის ნებას, უფლისწულს აღსაზრდელად მიაბარებს, ერთი შეხედვით, სრულიად გამოუცდელ ლეონს, თუმცა გაითვალისწინებს, რომ ლეონის სასახლეში მიღებით ღვთისთვის სათნო საქმე აღსრულდება. მიიღებს კიდეც კეთილ ნაყოფს - ჭეშმარიტ ხელმწიფედ აღზრდილ შვილს.

როგორც საოცარ ნიმუშს სინერგიის ძალისა და როლის საჩვენებლად საქართველოსა და, ზოგადად, კაცობრიობის ისტორიაში, კახეთის 1659(1660) წლის აჯანყებას გავიხსენებდი, რომელიც ერთი უდიდესი სასწაულთაგანია. 2000-მა ქართველმა 150000 სპარსელის (მათგან 60000 ბახტრიონში იდგა) დამარცხება და ჩვენი ქვეყნიდან განდევნა შეძლო. კაცი როგორი ურწმუნოც გინდა იყოს, მისთვისაც ცხადია, რომ ადამიანური ძალით, ხმლისა და ფარის ეპოქაში, ასეთი გამარჯვების მოპოვება შეუძლებელი და წარმოუდგენელია.

აკაკი წერეთელი კახეთის გმირების თავგანწირვასა და ღრმადმორწმუნეობას ასახავს. ისინი, უპირველეს ყოვლისა, იმას ეწირებიან, რომ ალავერდის მონასტერს სამპირად შემოხვეული გველეშაპი მოაცილონ, ტაძრის დაკეტილი კარი გააღონ და შეწყვეტილი წირვა-ლოცვა განაახლონ. მათ კარგად ესმით, რომ საქართველო "ჩვენი ცხოვრების ხეა, რომელზეც ქრისტეს სჯულია დამყნილი", ამიტომაც მას "წმიდა მოწამეობრივი სისხლი ეჭირვება სარწყავად". მათი თავდადებაც სამშობლოსა და უფლის დიდებას ისახავს მიზნად. ამიტომაც ამგვარი ქმედება უფლისთვის სათნოა და იგი ხელს უმართავს მამულიშვილებს.

ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონში" ფშავ-ხევსურნი საომრად მანამ არ წავიდნენ, ვიდრე უფლის კურთხევა არ გამოითხოვეს. ლაშარის გორზე, ხატის კარს და ქადაგს "ბატონის" (მთაში უფალს ასეც მოიხსენიებენ) აზრი ჰკითხეს:

"მუხლმოდრეკილნი ჩამოსხდენ,
პირს ჯვარი დაისახიან,
ციურის კრძალვა-შიშითა
პირები შაიჩმახიან".

ქადაგმა აუხსნა ლაშქარს, რომ ლაშარის ჯვარს (ანუ წმიდა გიორგის) ეამა მის კარზე რომ შეიკრიბნენ, ერთიანნი და ერთსულოვანნი რომ იყვნენ, ამიტომ თვითონ უწინამძღვრებდა კახეთისკენაც და ბრძოლაშიც:

"გვიქადის გამარჯვებასა,
წინ წაგვიძღვება თავადა".

ლელასა და კვირიას თავგანწირვამ, მათმა უანგარო სიხარულმა იმის გამო, რომ სამშობლოს კეთილდღეობას ეწირებოდნენ მსხვერპლად, კიდევ უფრო მეტად გაახარა უფალი. ბუნებამ გამოხატა მომავალი გამარჯვების აუცილებლობა იმით, რომ ყოველგვარი ბნელეთი გაიფანტა და ქვეყნიერება გაბრწყინდა:

"ცამ გადიბანა პირიდამ
მური, ნაცხები ღრუბლისა,
გადაეფინა სამყაროს
ლოცვა-კურთხევა უფლისა".

კახეთისკენ მიმავალმა ლაშქარმა ზეცაში წმინდა გიორგი შენიშნა და მისი ცხენის ნატერფალებს გაჰყვა, თითქოს ცაში ავიდა და ცის კაბადონზე გაინავარდა. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებდნენ, რადგან წმინდა მხედარი უფლის ნებით მოქმედებდა, თვითონ მებრძოლები კი ზეციური მხედრობის როლს ასრულებდნენ.

"გველისმჭამელში" ვაჟა იმ რჩეულობას ასახავს, რომელიც უფლისგან არ არის ნაბოძები. მინდია თავის მოკვლის მიზნით ჭამს გველის ხორცს, ანუ ის უკიდურესად გატეხილია სულიერად და საკუთარ სულს საჯოჯოხეთოდ სწირავს, რაც უფლის ნების აღსრულება კი არა, ეშმაკისკენ სვლაა. მოულოდნელი ნიჭი - ყველა სულიერ-უსულოს ენის გაგებისა ამიტომაც დააწვება მინდიას მხრებს უმძიმეს ტვირთად, მუდამ ჩაფიქრებული, დამძიმებულია და ცოლის საყვედურებსაც ვეღარ უძლებს. მზია თითქოს ისეთს არაფერს ითხოვს ქმრისგან, ოჯახის გამოკვებას სთხოვს, რაც ნებისმიერი მამაკაცისთვის ჩვეულებრივი ტვირთია, თუმცა მინდიასთვის ეს თხოვნა დამღუპველი ხდება.

თუ მინდიას გოგოთურს შევადარებთ "გოგოთურ და აფშინადან", ცოლი გაცილებით უარესი ჰყავს მას და ქმრისგან ქურდობასა და ყაჩაღობას მოითხოვს, მაგრამ გოგოთურს სასაცილოდაც არ ჰყოფნის მეუღლის სიტყვები, იგი ნამდვილი დავლათიანია, არც თვითონ სჩადის ბოროტებას და სხვასაც სიკეთის თესვისა და ეშმას ხლართისთვის თავის არიდებისაკენ მოუწოდებს, აფშინას ფერისცვალებაც მისი წყალობით ხდება.

- მამულიშვილის ნება რომ უფლის ნებას უნდა ექვემდებარებოდეს და შეესაბამებოდეს, ეს ქართველ სამოციანელთა შემოქმედებაშიც აისახა...

- ილიამ და აკაკიმ პოეტი უფლის შვილად და მისი სიტყვის მქადაგებლად ჩათვალეს. იესო იყო მათი ხელისუფალი, რომლის კარნახითაც მოქმედებდნენ. წმინდა ილია მართალი უფალს ელაპარაკებოდა. რათა მისი ნებით ემოქმედა და ხალხი ღვთისთვის სათნო გზით ეტარებინა, აკაკი თავის ყოველ მოქმედებას უფალს - თავისი "გონება-გრძნობის" ხელისუფალს უკავშირებდა...

ვაჟა კი რიდითაც და სიამაყითაც (ერთდროულად) აცხადებდა:

"მთას ვიყავ, მწვერვალზედ ვიდექ,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა"...

გურამ დოჩანაშვილის მიჩინიო ("სამოსელი პირველი") გადაიფიქრებს ავაზაკებით სავსე ეტლის კლდეში გადაჩეხვას, რადგან ერთ მათგანს არ იცნობს, არ იცის, სასჯელის ღირსია თუ არა. როცა დაფიქრდება, მიხვდება, რომ "დედამიწას სიყვარული ატრიალებს" და იმ უცნობმა ცოდვას გადაარჩინა, უფლის სათნო ნაბიჯი გადაადგმევინა, რადგან მკვლელი თუ ჯალათი ღვთის ნებას ნამდვილად არ ასრულებს, უფალი სიყვარულს გვასწავლის და არა - შურისძიებას.

ჯემალ ქარჩხაძის იგი ("იგი") თავის ტომში პირველი ზეცის კაცია, რომელსაც თანამოძმენი გაწირავენ, სიკვდილს მიუსჯიან, თუმცა ღიმილით კვდება, რადგან იცის, რომ თავისი ვიწროშუბლა ძმები ბნელეთიდან უნდა გამოიყვანოს და ნათლის ტომად გადააქციოს, ესაა მისი მისია, ზეცას რომ მოეწონება, ზეცას, სიკვდილის წინ რომ შესცქერის.

დაბოლოს, ყველა უფლის კაცის სიტყვებს ბრძანებს წმინდა ილია მართალი: "ხომ იცის ღმერთმა, რომ წმინდა იყო განზრახვა და სურვილი ჩვენი"... კაცის ვალიც უფალთან შერწყმა და მისი ნების შესაბამისად მოქმედებაა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat