"მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული..."
"მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული..."
27 ივლისი (ახ. სტ. 9 აგვისტო) ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების დღეა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი ცხოვრება, შემოქმედება, ვცადოთ მის ფაქიზ სულში ჩახედვა...

ძველი ფშავი 12 თემად იყოფოდა. ვაჟა-ფშაველას წინაპრები გაბიდოურებისა და გოგოჭურ-ცაბაურების თემს ეკუთვნოდნენ. ვაჟას მამა, მღვდელი პავლე რაზიკაშვილი მოგვითხრობს, რომ მათი წინაპრები ხევიდან ცაბაურთაში გადასახლებული ღუდუშაურები ყოფილან. ეს ღუდუშაურებსაც სცოდნიათ. ვინმე სნოელ ღუდუშაურს უთქვამს ვაჟასთვის: ჩვენი გვარისა ხართ გოგოჭურებიო (გოგოჭური რაზიკაშვილთა სათემო გვარია). ლეკების ხშირი თავდასხმის გამო ვაჟას წინაპრები აფხუშოში გადასახლებულან (აფხუშოს ციხის ტაძარში ყოფილა რაზიკაშვილთა საგვარეულო სასაფლაო), იქიდან ჯერ ლიშო-კვერნუანში, მერე კი ჩარგალში დასახლებულან. რაზიკაშვილები ვაჟკაცობით განთქმულნი ყოფილან. "ორი შენ მიბრძანე, მეფევ, მესამე კი ჩემი გაიგონეო", - შეუბედავს ერეკლე მეორისთვის იმედა რაზიკაშვილს. იმედას ვაჟი ჰყოლია, ბერო, ბეროს - სამი ძე. სწორედ მისი უფროსი ვაჟი - გივი გახლდათ ვაჟა-ფშაველას პაპა.

"უძმოს ძმები" იყვნენ რაზიკაშვილნი, ჩალხიასავით გაჭირვებულ-დამცირებულთა მოსარჩლენი. სოფლის თვალი გახლდათ მამა პავლეც, გონიერი, წიგნიერი, ჭკუის დამრიგებელი. სიყმაწვილეში სწავლა შეჰყვარებოდა და ამისთვის ოჯახიდან გაქცევაც კი მოუხდა. მამა დამუქრებია თურმე, "ამ რაღაცა საეშმაკოებით გატაცებისთვის რომ თავი დაენებებინა". კახეთში ბერებს დამოწაფებია და ბოლოს ფშავში ღვთისმსახურად დაბრუნებულა - მაღაროსკარის ეკლესიის მღვდელი გახლდათ. ვაჟას დედა, ბარბალე, რომელსაც შინაურობაში გულქანს ეძახდნენ, სხლოვნელი ფხიკლაშვილის (მათი სათემო გვარი გაბიდოურია) ქალი იყო. მისი ბიძა, პარასკევა, პირველი მოლექსე ყოფილა ფშავში. გულქანი ბუნებით ფრიად ნიჭიერი დედაკაცი, მარჯვე მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობელთა დამხმარე გახლდათ. მათი სახლი გზის პირას იდგა და განუწყვეტლივ მიდი-მოდიოდა მგზავრი. გულქანი ყველას შინ ეპატიჟებოდა, ყველა მშიერი ეგონა: - დაისვენეთ, პური გემშევათ, შვილოო. ხანდახან ქმარი გაუწყრებოდა ხოლმე - ნუ წააღებინე სახლი, შე უბედურო, ქარსა თუ წყალსაო. თუმცა სტუმარი მასაც ძალიან უყვარდა. ექვსი შვილი შეეძინათ მამა პავლეს და გულქანს: გიორგი, მართა, ლუკა (ვაჟა-ფშაველა), ნიკო (ბაჩანა), თედო და სანდრო. გულქანი ჰყვებოდა: ლუკა რომ დაიბადა, დიდი ბავშვი იყო და თვალებზე თმა ჰქონდა შამოვლებულიო.

ლუკა ჩარგლის წმინდა გიორგის ეკლესიაში მოუნათლავთ, მიმრქმელი ყოფილა თიანეთის ოლქის ბლაღოჩინი იობ ცისკარიშვილი, საიდუმლო კი შეუსრულებია ჩარგლის ეკლესიის მღვდელს იასე გელაძეს დიაკვან ვასილ წოწკოლაურთან ერთად.

წერა-კითხვა ბავშვებისთვის მამას უსწავლებია. თვითონაც ბევრს უყვებოდა და მათაც რამდენჯერმე გადაკითხული ჰქონდათ მამის ბიბლიოთეკა. "ძველი აღთქმის" ამბები განსაკუთრებით მოსწონდა ლუკას: დავითისგან გოლიათის დამარცხება, სამსონ ძლიერის ქცევა, ძმათა მაკაბელთა თავდადება და სხვა... თავი სამსონ ძლიერადაც ჰქონდა წარმოდგენილი დაბადებისას "თმიანობის" გამო. გულქანს სიყმაწვილეში ერთი ხილვა ჰქონია: "სხლოვანში, სახლის დერეფანში გვეძინა. შუაღამისას ისეთი ზანზარი და ხმაური ატყდა, გეგონებოდა, ქვეყანა იქცევაო. წამოვჯექი, გავიხადე. ცა განათებული იყო. ერთურთს გადაბმულ ჭიაურის გორიდან და სხლოვნის გორიდან წამოსულ ოქროსფერ ჯაჭვებზე ცეცხლის ბალღები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ და ისეთი მწკეპრი (წმინდა) ხმით გალობდნენ, ისე ტკბილად, ღმერთო, იმაზე კარგს რას გაიგონებდა კაცის ყურიო", - ჰყვებოდა. მამის ნაამბობი და დედის ხილვა ბალღებს აფიქრებინებდა, რომ მათ მშობელთა "სვე-ბედში განგება მონაწილეობდა". პატარა ლუკას ერთი ხანობა "ბერად შედგომა" უნდოდა, მაგრამ ახლობელთა დაცინვამ გადააფიქრებინა. 8 წლისა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მისი უფროსი ძმა გიორგიც სწავლობდა. 6 წელი გაატარა ამ "საპყრობილეში". "ღმერთს იმას ვეხვეწებოდით, გათავებულიყო ჩქარა სწავლა და დავღწევიყავით ტანჯვა-წამების ბრჭყალებიდან", - ბრძანებს ვაჟა.

სწავლის უვარგისი სისტემა ვერ აკმაყოფილებდა მის ცნობისმოყვარეობას. წიგნები არ იშოვებოდა და ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდა, განურჩევლად კითხულობდა. ბავშვების ერთადერთი გასართობი კრივი იყო. საშობაოდ და სხვა არდადეგებზე ლუკა ჩარგალში მიჰყავდათ. თანატოლებს გულში სიხარული ჩაუდგებოდათ მის დანახვაზე. ლუკას სასწავლებლიდან მოჰქონდა წიგნები და წერა-კითხვის უცოდინარ ბალღებს უკითხავდა. "საომარი ხმალივით მუდამ წიგნები დაჰქონდა". ერთხელ "ვეფხისტყაოსანიც" წაუკითხა და ბავშვებმაც ნესტან-დარეჯანის გასათავისუფლებლად ქაჯეთის ციხე დალაშქრეს - სულა კურდღელას ძველი ციხესიმაგრე.

1877 წელს ვაჟა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში გადაიყვანეს. ამ დროისათვის უკვე ბლომად ჰქონდა ლექსები. ერთხელ, მეგობრისგან შეგულიანებული, მათ "გასასინჯად" ანტონ ფურცელაძესთან მისულა. კაი ვაჟი ყოფილხარო, - შეუქია ანტონს.

სასწავლებელი ლუკამ წარმატებით გაასრულა, ერთადერთი "სამიანი" რუსულ ენაში გამოჰყოლია.

ვაჟამ სწავლა გააგრძელა გორის საოსტატო სემინარიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა უშინსკის მოწაფე, თვითონაც მშვენიერი პედაგოგი დიმიტრი სემიონოვი. გორი მაშინ პატარა ქალაქი იყო, მაგრამ ინტელექტუალური ძალებით სავსე, სემიონოვს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მათთან და ბევრს აკეთებდა ქართველთა სულიერი წინსვლისათვის. სემინარიაში ლუკას ჩოხის გახდა და ბლუზის ჩაცმა მოუხდა. სემინარიის რეჟიმსაც შეეჩვია, მეგობრებიც გაიჩინა. მისი საუკეთესო თანამგზავრნი ისევ წიგნები იყო. ბევრს კითხულობდა, საფუძვლიანად შეისწავლა ქართული ლიტერატურა, ანტიკური ფილოსოფია, რუსული თუ ევროპული მწერლობა.

ლადო აღნიაშვილის თაოსნობით ახალგაზრდებმა ხელნაწერი ჟურნალი "რიჟრაჟი" დააარსეს. სწორედ ამ ჟურნალით გაიცნო მკითხველთა მცირე წრემ ლუკას ლექსები. გორში მაშინ დიდი ხალხოსნური მოძრაობა იყო გაჩაღებული, ჩარგლელი ბიჭიც აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში, მაგრამ პოლიტიკის ინტერესი მალე დაკარგა. ამის გამო "ნიღილისტსაც" კი ეძახდნენ.

1879 წელს გაზეთმა "დროებამ" გამოაქვეყნა მისი პირველი ეთნოგრაფიული წერილები ფშავ-ხევსურეთზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ "ივერიაში" მის მიერ თარგმნილი მოთხრობა დაიბეჭდა. 1882 წელს ლუკამ სემინარია დაამთავრა და მასწავლებლად ერწოში, ტოლაანთსოფლის ერთკლასიან სასწავლებელში გაამწესეს. კარგი მასწავლებელი იყო ლუკა, თანაც ცდილობდა, დიდებისთვისაც ჭკუა ესწავლებინა. "დროებაში" გამოქვეყნდა ერწოელ მემამულეთა თუ სასულიერო პირთა მამხილებელი მისი რამდენიმე კორესპონდენცია. მერე კონფლიქტიც მოუვიდა სკოლის გამგესთან, მღვდელ აღნიაშვილთან, რომელიც სკოლის გვერდით ცხოვრობდა და მიჯნას სკოლისკენ სწევდა. თუმცა ლუკა მართალი იყო, სამსახურიდან მაინც დაითხოვეს.

ვაჟას არ აკმაყოფილებდა მიღებული განათლება. მისი უფროსი ძმა, გიორგი, პეტერბურგის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და მასაც იქ გადაუწყვეტია შესვლა. ფულით კი ცნობილი მოჭიდავე კულა გლდანელი დახმარებია. კულას თიანეთში უჭიდავია და მთელი შემოსავალი ლუკასთვის მიუცია.

1883 წელს ლუკა პეტერბურგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი გახდა. ამავე წლის 20 სექტემბერს ზაქარია ჭიჭინაძისთვის მოუწერია: ვიდრე ჩემს ამბავს მოგიყვებოდე, გული არ მითმენს, რომ ერთი ქართული "გამარჯვება" არ გითხრა. ცივს ჩრდილოეთში ამ სიტყვის გაგონება ზარდამცემია. "გამარჯვების" გაგონება ელექტრონივით ძარღვებში დაგივლის, ტანში გაგაჟრჟოლებს და არა ისე უმოქმედო და გაცვეთილია, როგორც თბილისშიო. წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს იმდროინდელ ამბებს, თუ როგორ აოგნებდა ლუკა ქართველ სტუდენტებს ხალხური ლექსის ცოდნით. მაგრამ ყველაფერი უეცრად დასრულდა. ერთხელ, 1884 წელს ლეო ცისკარიშვილთან ერთად მოსკოვის ერთ ეკლესიაში შესულა. ლეოს იქ დიდი ზარი მოსწონებია და დაურეკავს. ლუკას ხელი უტაცია, მაგრამ რაღა დროს. ამ ზარს ხანძრის დროს ან მეფის მობრძანებისას რეკავდნენ თურმე. მოუკიდია პოლიციას ორივესთვის ხელი და მეორე თუ მესამე დღეს ეტაპით საქართველოში გამოუგზავნია.

ლუკა ერთხანს სოფ. ოთარშენში, ამილახვრებთან იყო შინამასწავლებლად. ამ ოჯახში გაიცნო და შეუყვარდა ამილახვრის უკანონო შვილი ეკატერინე, რომელიც დედის გვარზე, ნებიერიძედ იწერებოდა. კეკე ქვრივი გახლდათ, პირველი ქმრისაგან შვილი არ დარჩენოდა.

KARIBCHE
1886 წლის ზაფხულში მათ ჯვარი დაიწერეს.

აქვე გვინდა გავიხსენოთ ფურცელაძის ქალი ნინო, რომელსაც უიმედოდ ჰყვარებია ლუკა, უიმედოდ, რადგან ვაჟას ეთქვა, - შენ ფშავში ვერ გაძლებ, მე კი ქალაქში, ამიტომაც ჩვენი ოჯახი ვერ შეიქმნებაო. ნინოს ვაჟას სიყვარული სიკვდილამდე გაჰყოლია - აღარ გათხოვილა.

1886 წლის სექტემბერში ლუკა სოფელ დიდი თონეთის სკოლაში იწყებს მასწავლებლობას, ეს სკოლა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეკუთვნოდა. ლუკა უშიშარი კაცი იყო, ვერ ურიგდებოდა მეფის მოხელეთა თავხედობას, ხელებს დაიკაპიწებდა და ქვეშ ამოიდებდა მამასახლისებს თუ ნაცვლებს. თონეთშიც უცემია ვაჟას მამასახლისი უსამართლო საქციელის გამო. მამასახლისი მიზეზს ეძებდა სამაგიეროს გადასახდელად. ერთხელ უჩივლია კიდეც ლუკასთვის, ცილი დაუწამებია. ცალკე მაზრის უფროსმა გამოიკვლია ლუკას საქმე, ცალკე - წერა-კითხვის გამავცელებელი საზოგადოების მდივანმა იაკობ მანსვეტაშვილმა. იაკობი მალე მიხვდა მამასახლისის გაიძვერობას, გამოუცდია ვაჟას მოსწავლეებიც და კმაყოფილი დარჩენილა. მაგრამ მიუხედავად ამ დასკვნისა და თონეთელ გლეხთა თხოვნისა, 1888 წელს ლუკა თონეთის სკოლიდან დაუთხოვიათ. შეიძლება იმიტომ, რომ ვაჟას თონეთში დარჩენა აღარ შეიძლებოდა მამასახლისის მტრობის გამო. ლუკა თავის საყვარელ ჩარგალს დაუბრუნდა. მაგრამ ოჯახს ხომ რჩენა უნდოდა! მამა პავლე როდემდე დაეხმარებოდა. ჯერ კიდევ თონეთში უკითხავს მანსვეტაშვილისთვის - ნეტავ "ივერია" მოთხრობებს არ დამიბეჭდავსო? ისიც დასთანხმებია. მოსწონებიათ "ივერიის" რედაქციაში ვაჟას ნაწერები, განსაკუთრებით "მოხუცის ნათქვამს" მოუხიბლავს დიდი ილია: არა, ჩვენ ძველებმა ახლა კალამი უნდა დავდოთ და გზა ვაჟას დავუთმოთო. მართლაც ამის შემდეგ რამდენიმე ლექსიღა დაუწერია წმინდა ილიას.

ვაჟასა და ილიას ურთიერთობიდან ერთ სახალისო ამბავს გავიხსენებ: ერთხელ, ილიაობაზე, საგურამოში სტუმრებია ვაჟა. ილიას მეჯინიბისთვის უთხოვია, - მაგის ცხენს ღვინო დაალევინეთ, ამაღამ ვაჟა აქ დავტოვოთო. მეჯინიბესაც დაუთვრია კაკლის ხეზე მიბმული ცხენი. შუაღამისას ვაჟას ფშავში წასვლა აუტეხია. გამოსულა და რას ხედავს! ცხენი კაკალზე მიყუდებულა ზურგით. ბევრი უცინიათ, შემობრუნებულა, დილამდე უსვია ღვინო (ვაჟა საერთოდ ცოტას ჭამდა და ცოტას სვამდა). ყველა დამთვრალა, ილიას თითით უნიშნებია: - ვაჟავ, შენ დამათვრეო! ვაჟა ისევ ფხიზლად ყოფილა. დილით შემჯდარა ცხენზე და წასულა ფშავში.

დავუბრუნდეთ ისევ თხრობას: "ივერიის" ჰონორარი რას ეყოფოდა ლუკას, დაიწყო გლეხკაცური ცხოვრება. ხნავდა, თესავდა თუ თიბავდა, "ამ დროს ლექსებზე ფიქრობდა, ლექსის წერისას კი საქმეზე". ერთხელ (1890 წელს) ბიძამისმა მწარიამ ხარი დაკლა. თურმე ციმბირის ჭირით ყოფილიყო ავად. ვაჟამ ხორცი ჭამა და დასნეულდა - ცალი თვალით დაბრმავდა. იმავე წელს დედა გარდაეცვალა ჭვალით, 1891 წლის 22 ოქტომბერს კი მამამისი პავლე აღესრულა ცხელებით. მშობლების სიკვდილის შემდეგ და-ძმებმა ქონება გაიყვეს და დაიქსაქსნენ, ჩარგალში მარტო ვაჟა დარჩა. ერთი ხანობა ვაჟას ჩარგალში მღვდლად თედოს განწესება უნდოდა, მაგრამ თედომ იუარა, ცოლეურს, სოფელ ხელთუბანში ჩასახლება არჩია. ვაჟას მამისეული დუქანი დარჩა, მაგრამ ბეჩავ ფშავლებს ხომ არ გაყვლეფდა, ჰოდა, ისიც ვიღაც ვართანასთვის მიუყიდია.

კეკემ ოთხი შვილი გაუჩინა ვაჟას, ერთი ძე და სამი ასული. 1903 წელი იდგა. ვაჟა ამ დროს კახეთში იყო წასული პურის საშოვნელად. დიდი თოვლის გამო შეაგვიანდა. ფეხმძიმე კეკე თივის მძიმე ტვირთს შეეჭიდა თურმე. მუცელი მოსწყდა, ავად გახდა და გარდაიცვალა. აღარ დაელოდნენ ვაჟას, ისე დაკრძალეს... ბავშვები ამ დროს ქუნთრუშით ყოფილან ავად. ამას ისე უმოქმედია ვაჟაზე, რომ შემდგომში იშვიათად თუ წავიდოდა კახეთში დასთან. ამბობენ, კეკეს სიკვდილმა დააწერინა "იას უთხარით, ტურფასაო".

გაუჭირდა ბალღების პატრონობა, საჭმელებს კი უკეთებდა, მაგრამ დედობას ვერ გაუწევდა, ამიტომაც ერთი წლის შემდეგ ცოლად შეირთო ხორხელი გიორგი დიდებაშვილის ქალი, ნინო (იგივე თამარი), რომელიც ქმარგაყრილი ყოფილა. თამარი მშრომელი დედაკაცი იყო და ლუკას გვერდში ედგა. მაგრამ ქმარი ხან მკაში მიატოვებდა და ხან თესვაში, წავიდოდა და ლექსების წერას იწყებდა. "ნეტა, მაგ ჯღაბვნას, ოჯახი არჩინოო", - უსაყვედურია ერთხელ ქმრისთვის.

ფანდური დაუკარიო, - ეტყოდა ქმარი. თამარი ნელა ჩამოჰკრავდა სიმებს და ლუკაც ცალი თვალით ცას მიბჯენილი გაირინდებოდა, თითქოს ვიღაცას ესაუბრებაო, ჩურჩულებდა. სიყრმიდან საიქიოსთან დაჰკვებებოდა კავშირი და ახლაც თითქოს უხილავ სამყაროს ჭვრეტდა. გახსოვთ ალბათ 1900 წელს მისი ნათქვამი: "სამს წელს სჯა იყო სასუფეველში, მომცენ თუ არა ნება წერისა". "გულის თვალებით" უყურებდა თავის სანატრელ წინაპრებს. ნურვინ იტყვის, ვაჟა დიდად მორწმუნე არ იყოო, მის ოჯახში მარხვასაც ინახავდნენ და ეკლესიაშიც დადიოდნენ. კომუნისტების ზეობის წლებში ჩაწერილ მოგონებებში აქა-იქ გაკრთება ვაჟას მორწმუნეობის დამადასტურებელი ამბები. ეკლესიაში კი დადიოდა, მაგრამ ამას თავისთვის იყენებდა, ხალხი რომ აეჯანყებინაო, - "ბოდიშის მოხდით" ამბობს მთხრობელი. ვაჟას საყვარელი ლოცვა კი ესა ყოფილა - ღმერთო, შენით და არა ჩემითო. მისი ლექსი "ჩემი ვედრება" მართლაც ლუკა რაზიკაშვილის ლექსად თქმული აღსარებაა.

უაღრესად მოწყალე ყოფილა ვაჟა, თვითონ უქონელი ყველაფერს გასცემდა, მშიერს დააპურებდა, შიშველს ჩააცმევდა, უპატრონო მკვდარს გააპატიოსნებდა და დამარხავდა. სოფლის მცველიც იყო, მისი შიშით ბეჩავსა და გლახაკს ვერავინ ჩაგრავდა. უბრალო ხალხი ვერ ხვდებოდა, "თუ ასეთი დიდი კაცი იყო".

უბრალო ფშაველ გლეხკაცს რას ვერჩით, როცა "განათლებულმა" საზოგადოებამ მაშინვე ვერ მიიღო ვაჟა. ზოგს მისი ძმის, ბაჩანას ლექსები ერჩია, ზოგი ენას უწუნებდა, ზოგი რაფიელ ერისთავის მიმბაძველობას აბრალებდა. წერილი წერილზე მოსდიოდა "ივერიის" რედაქციას - ვაჟა-ფშაველას ლექსების ბეჭდვაზე ხელი აიღეთ, თორემ გაზეთს აღარ გამოვიწერთო. მხოლოდ XX საუკუნის ათიან წლებში აღიარეს სათანადოდ. მაგრამ ვაჟამ ხომ იცოდა, რასაც ამბობდა, ყველაფერი გულიდან იყო ამოვარდნილი და არა "სიტყვის შნოსათვის" ნათქვამი.

ვაჟას აღიარებაში დიდი წვლილი გრიგოლ რობაქიძის 1909 წელს ჩატარებულმა ლექციებმაც შეასრულა, დააფიქრა იმდროინდელი ნასწავლი ქართველობა ვაჟას პოეზიის სიდიადეზე. ლუკა კი ნაიალაღარი ხარივით რქით მიწას ჩხვერდა და სამშობლოს სიცოცხლეს შესთხოვდა უფალს. 1905 წელს, რევოლუციის პერიოდში, ვაჟამ მაღაროსკარელ მღვდელ გიგო სონღულაშვილთან ერთად ხალხი დააფიცა საქართველოს ერთგულებაზე, ფიქრობდა კიდეც რამდენიმე ათასი კაცის გამოყვანას, თუ რუსთა გასაყრელად საქართველოში ომი დაიწყებოდა. შეთქმულებს პაროლად "თავისუფალი საქართველო" ჰქონდათ. მაგრამ ეს საქმე ჩაიშალა. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი ილია მოკლეს. დიდად განიცადა ვაჟამ მისი სიკვდილი. ქალაქში მარტო დადიოდა, არავის ეკარებოდა, ყველა მტრად მეჩვენებაო, - ჩიოდა. მწუხარებამ სასო ვერ წარუკვეთა. ერთხელ მწერლები და სხვა ქართველი მოღვაწენი სუფრასთან შეიკრიბნენ. "საქართველოს დასასრული დგებაო", - უთქვამს ვიღაც ნიჰილისტს. გაბრაზებულ ვაჟას ისე დაურტყამს მუშტი მაგიდაზე, ლამპა ჩამქრალა და ათრთოლებული ხმით უთქვამს: - ვაი თქვენი იმედის პატრონს, თევზი თავიდან აყროლდებაო, თქვენ კი არათუ აყროლებულხართ, უკვე ლეშები განხრწნილხართო.

1909 წლის ლაშარობა დღეს ლაშარჯვრის თავხევისბერმა, ღრმად მოხუცმა, ლაშარის საბრძოლო დროშა შეაჟღარუნა და განაცხადა, ნახევარი საუკუნე ვემსახურე ლაშარს და ქვეყანას, ამიერიდან თავხევისბერობა - სათემო საბჭოს თავმჯდომარეობა ღირსეულ ქართველს, ლუკა რაზიკაშვილს დაეკისრაო. გისმინოს წმინდა ლაშარის ჯვარმა, - გუგუნებდა ლაშარის ხეობა. დაამწყალობეს ჩოხოსანი რაინდი და ლაშარის "საბჭეო სკამზე" დასვეს. მართლაც ნამდვილი თავხევისბერი იყო ვაჟა, თავისუფალი ფშავ-ხევსურეთის ძველისძველ "საზღვარს სდარაჯობდა", მოუწოდებდა მთიულთ - "უცხო ტომის, უცხო კანონების და ადათ-წესების შემომტანი არ გავაჭაჭანოთო". ამიტომაც უყვარდა არწივი - მისთვის თავისუფლების სიმბოლო. ერთხელ გაზეთში წაუკითხავს, ჰაერში საფრენი აპარატები გამოიგონესო და რაწივი შესცოდებია - სილაღეში შემცილე გამოუჩნდებაო.

მისი ლექსებიც იბეჭდებოდა, ხალხსაც მოსწონდა, მაგრამ ვაჟას სული კბილით ეჭირა. სათავადაზნაურო ბანკმა პენსია დაუნიშნა, მაგრამ მალევე მოუხსნა - თავადი არ არისო. 1910 წელს მიუწერია სასტიპენდიო ფონდის თავმჯდომარისთვის, ნიკო ცხვედაძისთვის: - შვილები უსწავლელი მრჩება, დამეხმარეთ, განათლება მივაღებინოო. "შეუძლებელს მე არაფერს ვთხოულობ, პირადად ჩემი თავი ჯანდაბას, ხოლო ჩემმა შვილმა რა დააშავა, რომ როგორც მისი მამაა გარიყული და მივიწყებული, ჩემს შვილსაც ასე ექცევა საზოგადოებაო", - კვნესის. ზოგიერთი ჩვენი მოღვაწე ცდილობდა, დახმარებოდა. 1913 წელს "განდეგილმა" წერილი-მოწოდება გამოაქვეყნა - ვაჟას დავეხმაროთო.

არც ფული ჰქონდა და არც სამოსი. ქუთაისში რომ მიიწვიეს, თედოს ჩოხით წავიდა, ოღონდ თედო ცოტა სრული იყო და ვაჟას, ჩოხა კარგად რომ მორგებოდა, ჩაუკერეს.

შეურიგდა "ლიხთიმერ დედას" და აკაკისაც - სამწერლო ენის დამწუნეს. აკაკის დაკრძალვას კი ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო.

გატეხა კაჟივით კაცი ჯაფამ, თანაც ჩარგალი ციებიანი ადგილი იყო, მალარია თანდათან გაუჯდა სხეულში, ბოლო ხანებში პლევრიტმაც დარია ხელი. 1915 წლის თებერვალში ავად გახდა. ცოტათი რომ მოიკეთა, თბილისში ჩამოვიდა სამკურნალოდ. თავიდან თავისი ძმის, სანდროს სახლში იწვა, მერე კი ქართულ ლაზარეთში მოათავსეს. თვე-ნახევარი გასტანა ვაჟამ ამ წუთისოფელში, ვერც მამადავითიდან ჩამოტანილმა ცივმა წყაროს წყალმა უშველა, ვერცა პალატაში ბალახის გაშლამ, მთაში წამიყვანეთო, - ევედრებოდა ახლობლებს. იქ, ჩარგლის გორაზე, მონიშნული ჰქონდა თავისი განსასვენებელი. "ეჰ, ნეტავ თავსხმა წვიმა მოვიდოდეს და კარგად დამასველებდესო", - ნატრობდა. სიკვდილის წინაც საქართველოს განთავისუფლებას ლამობდა, მნახველებს ხალხის აჯანყებისთვის აგულიანებდა. აბოდებდა: "საქართველოს მტერი ჩემი მტერია, ყორნებს ჩაუგდიათ ჩემი დაჭრილი არწივი..." სიკვდილამდე ერთი საათით ადრე საწოლის შებრუნება ითხოვა - პირი მამადავითის მთისაკენ მიყავით, რომ მთას ვუცქიროო. 27 ივლისის საღამოს 6 საათზე ლუკას სული უკვე წარსდგა უფლის წინაშე.

KARIBCHE"კარგ გულს არა ჰკლავს ბუნება, თან დააქვს ძველისძველადაო", - ამბობდა. მეორე დღეს ვაჟას ცხედარი ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენეს. პანაშვიდის გადახდის სურვილი თვით ეგზარქოსმა პიტირიმმა გამოთქვა. ცხედართან ყოველდღე პანაშვიდს იხდიდა გორის ეპისკოპოსი ანტონი. "სახალხო გაზეთში" გამოქვეყნებულ დეპეშაში ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე შიომღვიმის ძმებთან ერთად გლოვობს ვაჟას სიკვდილს - "ლმობიერებით ვეამბორებით სათაყვანო ცხედარს და ღმერთს ვავედრებთ მის სულსო". ვაჟას სიკვდილის მაუწყებელი დეპეშა ჩარგალში გაგზავნეს ხევსურ აფშინას ხელზე. მას კი დეპეშა უკან გადაუგდია - ვაჟას რა მოკლავდა, იმის სიკვდილს მთას როგორ ვეტყვი, მის სიკვდილს მთა არ მიიღებსო. 2 აგვისტოს 8 საათზე დაიწყო წირვა ქაშვეთის ეკლესიაში. მწირველნი ბრძანდებოდნენ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე, გორის ეპისკოპოსი ანტონი, არქიმანდრიტები ნაზარი და პიროსი თბილისისა და მთელი საქართველოდან ჩამოსულ სამღვდელოებასთან ერთად. წირვის შემდეგ მობრძანებულმა ეგზარქოსმა პიტირიმმა წესი აუგო, წარმოითქვა გამოსათხოვარი სიტყვები. დაიძრა პროცესია და დღის სამ საათზე ლუკა რაზიკაშვილის ცხედარი დიდუბის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. საფლავზე ერთადერთი გვირგვინი იდო წარწერით: "ვაჟა-ფშაველას ქართველი ერისაგან".

ჩარგალში კი, რაზიკაშვილების სახლში, 300 თალხით შემოსილი დედაკაცი დასტიროდა თავიანთ მყუდროების დარაჯს. გაეშალათ ვაჟასეული ჩოხა-ახალუხი. წამოდგა ბეროთ ნათელა, ხელში აიღო ლუკას ხმალი, დაიბჯინა და დაიწყო მოთქმა: "ეს თუ არი და ჩვენი ლუკაი, ბადალი მთელი ხმელეთისაა".

გავიდა ხანი. 1924 წელს ბოლშევიკებმა ვაჟას უფროსი ვაჟი, ლევანი დახვრიტეს. ვაჟა რომ ცოცხალი იყოს, იმასაც დავხვრეტდითო, - უთქვამს ორჯონიკიძეს. კიდევ გავიდა ხანი და 1935 წელს ვაჟას გადასვენება გადაწყვიტეს დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე. ეძებეს და კაიხანს ვერ იპოვეს საფლავი, ისე იყო ნარ-ეკლითა და მიწით დაფარული...

ეს წერილი ისე როგორ დავამთავროთ, ერთი ამბავი რომ არ მოგითხროთ, რომელიც იოსებ იმედაშვილისაგან გაუგონიათ მის შთამომავლებს: ერთხელ თურმე ვაჟას ვინმე მთვრალი ხევსური აუხირდა და ხმლით გამოეკიდა. "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო" - და ვაჟაც გაიქცა, ჩაირბინა ფერდობი და იქვე ხევში ამოსულმა იამ გააშეშა. ჩაიმუხლა, წამოუწვა და ფერება დაუწყო - აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილოო. ამ დროს გაბრაზებული ხევსურიც წამოადგა თავზე, ცვილივით დაუდნა მასაც გული. უთქვამს მერე: როგორ მოვკლავდი, კაცო, იას ეფერებოდა ლუკაო...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat