ფარული მადლი
ფარული მადლი
სიტყვაკაზმული ქართული მწერლობა ყოველთვის ეხმიანებოდა სახარებისეულ თემებს. ილია ჭავჭავაძეს თავის ნაწარმოებებში არაერთხელ აქვს აღნიშნული, რომ მოწყალება დიდი მადლია. მით უფრო, თუკი ის ფარულად აღესრულება.

ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა პროფესორ მარიამ ნინიძის წერილი "ფარული მადლი". (წიგნიდან: "მხატვრულ სახეთა სისტემა და რელიგიური დისკურსი "ოთარაანთ ქვრივში").

ოთარაანთ ქვრივი ყველა გაჭირვებულს შეეწევა, კარზე მიმდგარს უარით არავის ისტუმრებს და ზოგს თავადაც აკითხავს დასახმარებლად, მაგრამ არ უნდა, რომ ამით ვინმე უსაქმურობას მიაჩვიოს ან მისი სიკეთე ყველას სალაპარაკო გახდეს. ამიტომ თავის მადლს ზედ "მარილის" ნაცვლად "პილპილს" აყრის. მისი მწარე ლაპარაკი ქვეცნობიერი სიძუნწის წუწუნი ან ღვარძლიანი გულის ამოძახილი კი არ არის, არამედ გულშემატკივრის პირობაა.

ილიას აზრით, "გლახა მათხოვრობით ცხოვრება პირველი რომ... თითონ ადამიანის ღონის მომშლელი და დამდუნებელია და მეორე - არც შემძლებელია, რომ ადამიანი მართლა ფეხზე დააყენოს, გამოაბრუნოს და ოდესმე თავისით აცხოვროს, თავისით გამოაკეთოს. გლახა მთხოვარა, რამოდენადაც წაქეზებულია, სხვის გულშემატკივრობისაგან, იმდენად თანდათან უკან მიდის, იმოდენად სული და გული უღონდება, უკვდება და ბოლოს ისე გამოდის, რომ მთლად გადაეჩვევა თავის თავის პატრონობას და მოვლას. ამ გადაჩვევას ხომ უღონო, დაუძლურება სულისა და ხორცისა მოსდევს... კაცი, როცა მარტო სხვის ხელს შეჰყურებს, - აცა, როდის რას მომაწვდისო, როცა მარტო სხვის გულს შეჰკნავის, ღვთის გულისთვის მიშველე რამეო, იგი მთხოვარაა უქმი და არა მომქმედი და გამრჯელი. ამისთანა კაცმა დღეს რომ საქმე გაისწოროს, ხვალ ისევ იმავ დღეში ჩავარდება".

ამიტომ თუ აფხიზლებდა ქვრივი მთხოვარებს მწარე სიტყვით, რომ მათში მცირე შესაძლებლობას მაინც ხედავდა საკუთარი თავის მისახედად. ეს ჩანს ერთი გლახაკისთვის ნათქვამში, - იქნება ქალამნის ამოსხმაც არ იციო, განსაკუთრებით კი წვრილშვილიანი ქვრივი დედაკაცისადმი გამოთქმულ საყვედურში: "რისთვის მოუცია ღმერთს ეგ ბარძაყისოდენა მკლავები!.. ხელის განძრევა რომ არ გინდა და სხვას შეჰყურებ, აგერ, გამოხრულს ძვალს გადმომიგდებენო". მართალია, ქვრივი ძალიან მკვახედ ლაპარაკობს, მაგრამ იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ იმ ადამიანებზე მისი ამგვარი ლაპარაკიც კი არ მოქმედებს და მაინც ძველებურად ცხოვრობენ, უნდა ვიფიქროთ, ამ ქალმა იცოდა, რომ მათი გამოფხიზლება იოლი არ იყო.

ნაწარმოებში გმირის სახე წარმოჩნდება მისი სიტყვით, საქმით, ფიქრით, სხვათა შეფასებით. ამას ემატება სახისმეტყველებითი შრეები და თვით ავტორისეული რემარკებიც. ამიტომ ამა თუ იმ პერსონაჟის სახის განხილვისას არ არის საკმარისი ან საკუთარ თავზე მისივე შეხედულებით მსჯელობა ან მხოლოდ სხვათა აზრზე დაყრდნობა. ყველაფერი ერთმანეთთან უნდა შეჯერდეს, რომ მივიღოთ ავტორის ჩანაფიქრთან დაახლოებული მონოლითური სახე. ოთარაანთ ქვრივი იმდენად ღრმა პიროვნებაა, რომ მის ხასიათსა და საქციელზე დასკვნის გაკეთება მხოლოდ ზედაპირული ფაქტებით არ შეიძლება.

ილიას ზოგიერთი გმირის, მაგალითად ლუარსაბის სიტყვა და საქმე შორიშორს არის ერთმანეთისაგან, რისი მიზეზიც მისი მატყუარობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენაა. "ოთარაანთ ქვრივის" ტექსტს თუ დავაკვირდებით, რამდენიმე ადგილას აქაც ვნახავთ მთვარი გმირის სიტყვასა და რეალობას შორის შეუსაბამობას, მაგრამ ამას სულ სხვაგვარი საფუძველი აქვს. გლახას რომ ქალამნები უყიდა, ფაქტია, იცრუა, მაგის ვალი მემართა თორემ საკუთარ თავს ლუკმას არ მოვაკლებდი და მაგას არ დავახარჯავდიო. გლახაკს საუკეთესო ღვინოს დაალევინებდა და ეუბნებოდა: "ნუ გეგონოს კი, რომ მადლს გიშვრებოდე რასმე, აი, ქვევრში რაღაც წუმპე ნაძირალა დამრჩა, მაინც გადასაღვრელია და ბარემ შენ ჩასცეცხლოო".

"ხოლო რაჟამს იქმოდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა რათა იდიდნენ კაცთაგან. ამინ გეტყვი თქვენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი... ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველის საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი" (მთ. 6,2-3) ბრძანებს მაცხოვარი. "ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა. მისი ბუნება და თვისება ის არის, რომ მით უფრო სასახელოა და საგულებელი, რაც უფრო მდუმარეა", წერს ილია.

სტატიაში "ცისკარი" 1857-1862 წლამდინა" მწერალი ასე მიმართავს თავის ქვეყანას: "შენს ღონიერს დედამიწაზედ იქნება ორიოდე კაცი იმისთანა დადიოდეს, რომელიც სადმე მარტო ჩუმად სტირის შენს მაგ ყოფას, ჩუმადა ტირის იმიტომ, რომ შენ შვილებს რომ თავისი ცრემლი დაანახოს, ის პატიოსანი, მდუღარე ცრემლი, - შენი კეთილი შვილები თითონვე დასცინებენ და პატიოსანს ცრემლს უპატიოდ გაუხდიანო". ესეც რომ არ იყოს, სიყვარულს, სიკეთეს, სათნოებას მაინც მალვა უნდა, რომ ადამიანთა ქებით და სახელის მოხვეჭით უფრო დიდი, ღვთიური ჯილდო არ დაკარგოს კაცმა და რაც კიდევ უფრო საშიშია, ამპარტავნებაში არ ჩავარდეს და არ დაიღუპოს. მადლის ქმნას რომ მალავდა, იმიტომ აღიზიანებდა ქვრივს წვრილშვილიანი დედაკაცის "მადლობაც", არჩილის ქებაც: "ბრძენი დედაკაცი ხარო" და ამიტომვე აფრთხილებდა გლახაკს, არ გეგონოს, რომ მადლს გიშვრებოდეო.

მოთხრობაში, "გლახის ნაამბობი", რამდენჯერმე არის ხაზგასმული, როგორ მდგომარეობაში ვარდებოდა მღვდელი, როცა ვინმე მის ქველმოქმედებას ან სხვა მადლს აღნიშნავდა. მის შესახებ ვკითხულობთ: "მოაშორა თვალი... თითქო თავის გულის მადლიანობა უნდა დაუმალოს"... "კიდევ არ დააცალა სიწითლემორეულმა მღვდელმა, თითქო შერცხვა და მადლობას თაკილობსო..." "ხმა არ გამცა, ყური მომარიდა. საკვირველია კეთილი კაცი! სარკეში ჩახედვა ეჯავრება, თავისთავის დანახვა ეთაკილება, ეზარება. რაც უნდა უყავ, თავის სიკეთეს კი ნუ დაანახვებ..." მაგრამ მღვდელი ვალდებულია, რომ იქადაგოს. ამიტომ მის კეთილ საქმეებს მაინც ყველა ხედავდა, მათ შორის გაბრიელიც და ამან ათქმევინა, "ჩემი ღმერთი შენა ხარო". მოძღვრის დარიგებაზე, რომ თავად მხოლოდ ღვთის მსახურია, ღმერთი კი ცაში სუფევს, გაბრიელმა მაინც არ შეიცვალა აზრი: "შენ ღვთის მსახური იყავ და მე კი შენი ვიქნებიო". შესაძლოა მისი რწმენა სწორედ ამიტომაც დარჩა ზედაპირული, ადამიანისადმი უფრო დიდი სასოება რომ ჰქონდა, ვიდრე ღვთისადმი. ოთარაანთ ქვრივი ბოლომდე ახერხებს თავისი მადლის დაფარვას.

არჩილი იმთავითვე ხედავს ქვრივის გამორჩეულ მადლმოსილებას და "ნათლიდედას", როგორც ჩანს, მეტაფორული მნიშვნელობით უწოდებს, რომელიც გულისხმობს ნათლიობას არა პირდაპირი გაგებით, არამედ ღვთაებრივი ნათლის მატარებლობას და გამავრცელებლობას. ოთარაანთ ქვრივი იმ სოფელში მართლაც ნათლის მფენელია, ყველას "ნათლიაა", ვინც კი ამ ნათელს არ უარყოფს და მიიღებს. მათ შორის პირველი სწორედ არჩილია. ის, რომ ახალგაზრდა თავადი მადლს და სწავლებას იღებს ამ დედაკაცისაგან თუნდაც ერთი ასეთი კონკრეტული მაგალითიდანაც ჩანს. ქვრივი და-ძმას ეუბნება: "ენამ გულისა უნდა სთქვას, ფერ-უმარილი რა საჭიროა", გარკვეული დროის შემდეგ კი ვიგებთ, რომ არჩილი თავადაც ასე ალაპარაკდა. ის კესოს ეუბნება: "მკვახედ, უფერუმარილოდ ლაპარაკს გულქვაობაში ნუ ჩამომართმევ". ადრე თავადები ნათლავდნენ გლეხებს, რადგან ამ მადლის მფლობელები და გამავრცელებლები იყვნენ, აქ კი, როგორც ვხდევათ, არჩილი თავად აღიარებს ქვრივს ნათლიად.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat