მე ჩემ საქართველოდამ არ წავალ
მე ჩემ საქართველოდამ არ წავალ
ჭეშმარიტი მხატვრის ყოველი ქმნილება მისი ავტოპორტრეტია, მისი სულის ტვიფარია და ანაბეჭდი. შესცქერი ფიროსმანის ნახატებს და განცვიფრებული რჩები - რამდენ ხანს "აქანავა წუთისოფელმა თავის ზვირთებში და მაინც ვერ დანთქა, მაინც ვერ სძლია; ისევ იმ ნიკალად დარჩა, ნაზი, ფაქიზი სულის ადამიანად".
7-8 წლისა დაობლებულა და ვინმე ქალანთაროვის ოჯახს გამოუზრდია სამადლოდ. პატარა ნიკო ძალზე გონიერი ყმაწვილი ყოფილა, ჰყვარებია კითხვა და ხატვა. უაღრესად პატიოსანსა და ერთგულს ქალანთაროვები ხშირად ანდობდნენ ოჯახს, რომელიც იმხანად ძალზე შეძლებული იყო, მაგრამ ნიკოს ნივთიერი სიკეთე არ აინტერესებდა. როგორც კი თავისუფალ წუთს იხელთებდა, ან ხატავდა, ან ოცნებას მიეცემოდა ხოლმე. ოცნებობდა კი, ვინ იცის, რაზე...

როცა წამოიზარდა, სტამბის საქმის შესასწავლად მიაბარეს, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო. უთქვამს, მე იქ ყოფნა არ შემიძლია, ერთი მუშისგან სულ გარყვნილი სიტყვები ისმისო. რომ დავაჟკაცდა, რკინიგზაზე კონდუქტორად მოეწყო, მაგრამ მძიმე სამუშაოს დაუავადებია და 2 წლის შემდეგ გათავისუფლება უთხოვია... რკინიგზაზე ცოტაოდენი ფული მიუციათ და საქმე წამოუწყია - ვერის დაღმართზე (იქ, სადაც ახლა ე.წ. მელიქ-კაზარიანცის სახლია) რძის დუქანი გაუხსნია. შეამხანაგებია დიმიტრი ალუღაშვილს, მისთვის ბავშვიც მოუნათლავს. მერე კი... ყველა ერთმანეთს აბრალებდა ნიკალას გაკოტრებას. დიმიტრი იფიცებოდა, მე ბრალი არ მიმიძღვის, დამ ბანკიდან ფული გამოატანინა, ფქვილი აყიდვინა, ქიზიყში შიმშილობაა და კარგ ფასად გაგიყიდითო, სოფელში წამოდი და ცოლს შეგრთავთო... ნიკო ბავშვივით მიმნდობი იყო, უფროს დას როგორ არ დაუჯერებდა! დამ და სიძემ კიდევ მირზაანში ჩატანილი ფქვილი ჩალის ფასად გაუყიდეს და ფული შეუჭამესო. არც ქალი მოსწონებია ნიკოს, ქორწილის თუ ნიშნობის სუფრიდან გამოქცეულაო... სხვები კი ამბობდნენ, ნათლიმამამ უღალატა ნიკალას, მაგან გამოსჭრა ყელიო.

ან ნიკალასგან რა ვაჭარი გამოვიდოდა, - ვისაც რა დასჭირდებოდა, ნისიად მიჰქონდა. იმიტომაც იყო, "ნეტარი ნიკალა" რომ შეარქვეს დაცინვით... შემდეგ ოთახი დაიქირავა ვერაზე და რამდენიმე მხატვართან ერთად სახელოსნო გახსნა, მაგრამ მათი ამხანაგობა დიდხანს არ გაგრძელებულა - ნიკო განსხვავებული აზრისა იყო ხელოვნებაზე.

უწყინარი ყოფილა, პატიოსანი, დაუზარელი, თუმცა ამაყი, თანაც ისეთი ამაყი, ხუმრობით "გრაფს" ეძახდნენ თურმე... ხატავდა და ხატავდა. ვაგზლის არემარეზე დუქანი არ იყო, ნიკალას ხელით რომ არ ყოფილიყო მოხატული. ზოგ ნახატში ფულს უხდიდნენ, ზოგში - პურ-მარილს გაუშლიდნენ, ზოგი კი სულაც არაფერს აძლევდა. სიღარიბე თანამგზავრად ექცა... ფულს, რომც ჰქონოდა, ჯიბეში არ იჩერებდა. თვითონ ღატაკი, უკანასკნელ გროშსაც გლახაკს მისცემდა.

შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო, იტყვიან... "მალიარ" ნიკალას სამშობლოში კარგა ხანს აგდებით უყურებდნენ. იგი, როგორც მხატვარი, პირველად ფრანგ ხელოვანს ლე დანტიუს აღმოუჩენია, შეუძენია მისი რამდენიმე ნამუშევარი და თავის ქვეყანაში გამოუფენია. დიდი წვლილი მიუძღვით ფიროსმანის ნახატების გადარჩენაში ძმებს ილია და კირილ ზდანევიჩებს, რომლებიც შემთხვევით წასწყდომიან მათ და ერთი ნახვით მოხიბლულან. მათაც შეუძენიათ რამდენიმე სურათი, პეტერბურგში გამოუფენიათ და დიდი სენსაციაც მოუხდენიათ.

1916 წელს დიმიტრი შევარდნაძე თბილისში დაბრუნდა, შექმნა ქართველ მხატვართა საზოგადოება და ნიკალაც მიიწვია (ამან თურმე ფრიად განაცვიფრა და აღაშფოთა მისი მეგობრები). დიმიტრის ნიკალას სურათების შეგროვება დაუწყია. ვიღაცას 4000 მანეთი შეუწირავს და ამით ნიკოს 20 ნახატი შეუძენია (მიკიტნები ძნელად ელეოდნენ სურათებს, თუმცა თავს იმშვიდებდნენ, ნიკო უკეთესს დაგვიხატავსო...). გრიგოლ რობაქიძეც აღფრთოვანებით საუბრობდა ფიროსმანზე - იმ ხანებში ილია ზდანევიჩს ნიკალას ნახატების ერთდღიანი გამოფენა გაემართა თავის სახლში და ეტყობა, ამას ეხმიანებოდა. გამოფენაზე დიდძალი ხალხი მისულიყო. უმეტესობა თურმე კიცხავდა ზდანევიჩს "მაყურებელთა მოტყუებისთვის". აღმოჩნდნენ ნიკოს დამცველნიც, მაგრამ უფრო მეტნი იყვნენ "კეთილშობილურად აღშფოთებულნი". გაზეთ "სახალხო ფურცლის" დამატებაში ნიკოს კარიკატურა გამოუჭიმავთ: ღარიბულად ჩაცმული, ფეხშიშველა ფიროსმანი ჟირაფს ხატავს, გვერდით გრიგოლ რობაქიძე უდგას და არიგებს: "უნდა ისწავლო, ძმობილო... შენს ასაკში მყოფს კიდევ ბევრის შექმნა შეუძლია... ერთი 10-20 წლის შემდეგ კარგი მხატვარი გამოხვალ... აი, მაშინ გაგგზავნით ახალგაზრდების გამოფენაზე..."

საწყალ ნიკალას ეიმედებოდა, ეგებ ვინმე მადლიანი გამოჩნდეს, რომ ჩემი საყვარელი ხელობით ლუკმაპურის შოვნაში დამეხმაროსო, მაგრამ იმათ, ვისი იმედიც ჰქონდა, მასხრად აიგდეს. გულს ისიც უკლავდა, რომ ამ კარიკატურის ავტორად გიგო ზაზიაშვილს ამბობდნენ, იმ გიგოს, ვისთანაც ერთად ადრე სამხატვრო სახელოსნო ჰქონდა გახსნილი. "რაღა ვთქვა ახლა, რიღას იმედით უნდა იცხოვროს ადამიანმაო", - დაუკვნესია...

ომი მძვინვარებდა, ყველას თავისი გასჭირვებოდა, თვით ვაჟა-ფშაველა შიმშილმა და უყურადღებობამ დააავადა და მოკლა. ნიკალასთვის ვიღა მოიცლიდა... ეგ კი არა, მის მეგობარს ბეგო ეკიევს რომ არ შეეფარებინა, ღამის გასათევიც არ ჰქონდა.

1918 წელს თბილისს "ისპანკის" ეპიდემია მოედო. ქალაქში წამალი აღარ იშოვებოდა. გახშირდა სიკვდილიანობა. ნიკოც გატეხა ავადმყოფობამ, შიმშილმა, სიცივემ, სადღაც კიბის ქვეშ, ბნელ სარდაფში გდებამ... დაუდგა ამ ცხოვრებიდან, დიდი მწუხარებიდან, დიდი ტკივილებიდან, დიდ სიხარულში გადასვლის ჟამი. 1918 წელს, 5 მაისს (ახალი სტილით), აღდგომა ღამეს, წაიყვანა უფალმა მიწიერი საქართველოდან. "მე ჩემ საქართველოდამ არ წავალო", - უთქვამს ერთხელ. ვსასოებთ, რომ იქ, ზეციურ საქართველოში, შეიწყნარა მაცხოვარმა, რამეთუ, როგორც ღირსი მამა პორფირიოსი ბრძანებს, "ქრისტეს არ სურს, თავის გარშემო სქელკანიანი ადამიანები შემოიკრიბოს, ნაზები და მგრძნობიარენი ურჩევნია... წმინდანი-პოეტები..."

ნაცნობმა მეეტლემ უპატრონა თურმე გარდაცვლილს, წესი აუგიათ და წმინდა პეტრესა და პავლეს სასაფლაოზე დაუკრძალავთ. სულ სამიოდე კაცი ესწრებოდა მის დაკრძალვას და მათაც მალე დავიწყებიათ მხატვრის სამარე.
ბეჭდვაელფოსტა
03.12. 2017
ნანა
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა.....
15.05. 2014
ეკა
უზომოს მიყვარს ნიკალა ბავშვობიდან.ამასწინათ დედამ მოსახსენებლი გამატანა ეკლესიაში. გადავიკითხე მიცვალებულთა სახელები, რომელთა შორის იყო ნიკალაც. მერეღა მივხვდი, რომ ეს ფიროსმანი იყო. დედას ჩემზე მეტად ყვარებია იგი.
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat